მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ-ერთის ბაბუამ იპოვა ჭაში ჩავარდნილები" - ტრაგედია ბათუმში: რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი
"ერთ-ერთის ბაბუამ იპოვა ჭაში ჩავარდნილები" - ტრაგედია ბათუმში: რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ბა­თუმ­ში, ე.წ ოც­ნე­ბის ქა­ლაქ­ში უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 3 და 6 წლის ბავ­შვე­ბი და­ი­ღუპ­ნენ.

რო­გორც აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს დე­პუ­ტატ­მა, რა­მაზ ჯინ­ჭა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ბავ­შვე­ბი იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სა­ი­და­ნაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­სახ­ლე­ბა და ბი­ნე­ბით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოხ­და. მი­სი­ვე თქმით, ბავ­შვე­ბი გა­სახ­ლე­ბულ ერთ-ერთ მო­ქა­ლა­ქის კუს­ტა­რუ­ლად გა­კე­თე­ბულ სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო თხრილ­ში ჩაც­ვივ­დნენ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვებს მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ. ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ ბავ­შვე­ბი ჯართს აგ­რო­ვებ­დნენ, რა დრო­საც უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და.

და­ღუ­პუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბი მე­ზობ­ლე­ბი იყ­ვნენ. ერთ და­ღუ­პუ­ლი გვა­რად შა­ი­ნი­ძეა, მე­ო­რე კი ცე­ცხლა­ძე.

„მთე­ლი სა­ღა­მო ეძებ­დნენ და ერთ-ერ­თის ბა­ბუ­ამ იპო­ვა ჭაში ჩა­ვარ­დნი­ლე­ბი“ - უყ­ვე­ბა რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვე­ბის ახ­ლო­ბე­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ ოც­ნე­ბის ქა­ლაქ­ში მომ­ხდარ უბე­დურ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა “სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის” 116-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით გუ­ლის­ხმობს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"ერთ-ერთის ბაბუამ იპოვა ჭაში ჩავარდნილები" - ტრაგედია ბათუმში: რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

"ერთ-ერთის ბაბუამ იპოვა ჭაში ჩავარდნილები" - ტრაგედია ბათუმში: რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად 3 და 6 წლის ბავშვები დაიღუპნენ.

როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, რამაზ ჯინჭარაძემ განაცხადა, ბავშვები იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, საიდანაც მოქალაქეების გასახლება და ბინებით დაკმაყოფილება მოხდა. მისივე თქმით, ბავშვები გასახლებულ ერთ-ერთ მოქალაქის კუსტარულად გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩაცვივდნენ.

არსებული ინფორმაციით, ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ასევე ცნობილია, რომ ბავშვები ჯართს აგროვებდნენ, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.

დაღუპული არასრულწლოვანები მეზობლები იყვნენ. ერთ დაღუპული გვარად შაინიძეა, მეორე კი ცეცხლაძე.

„მთელი საღამო ეძებდნენ და ერთ-ერთის ბაბუამ იპოვა ჭაში ჩავარდნილები“ - უყვება რადიო თავისუფლებას დაღუპული ბავშვების ახლობელი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ ოცნების ქალაქში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

წაიკითხეთ ასევე: