სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შევიკრიბეთ, რომ მზიას მივაწვდინოთ ხმა" - "ვივამედთან" მზია ამაღლობელის კოლეგები და მხარდამჭერები აქციას მართავენ
"შევიკრიბეთ, რომ მზიას მივაწვდინოთ ხმა" - "ვივამედთან" მზია ამაღლობელის კოლეგები და მხარდამჭერები აქციას მართავენ

"გა­მომ­ცემ­ლო­ბა "ბა­თუ­მე­ლე­ბი­სა“ და „ნეტ­გა­ზე­თის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, მზია ამაღ­ლო­ბე­ლის მხარ­და­სა­ჭე­რად კლი­ნი­კა „ვი­ვა­მედ­თან“ მისი კო­ლე­გე­ბი და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ.

  • რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში ეთი­კის ქარ­ტი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ლია ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლი აცხა­დებს, ამაღ­ლო­ბე­ლის სი­ცო­ცხლე საფრ­თხე­შია და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა დამ­ძიმ­დეს.

"კი­დევ ერთხელ შე­ვიკ­რი­ბეთ, რომ მზი­ას მი­ვაწ­ვდი­ნოთ ხმა და ვუ­თხართ, რომ ჩვენ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ის ჯან­მრთე­ლი, ძლი­ე­რი გვჭირ­დე­ბა ჩვენს სა­ერ­თო ბრძო­ლა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის. ამ აქ­ცი­ით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ პი­რებს ვე­უბ­ნე­ბით, რომ მათ არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ აქვთ, პა­ტიმ­რო­ბა­ში ჰყავ­დეთ მზია. ის რე­ჟი­მის მძე­ვა­ლი, უკა­ნო­ნო პა­ტი­მა­რია, ეს ყვე­ლას­თვის ცხა­დია, ვინც საქ­მის მა­სა­ლებს გა­ეც­ნო­ბა. მზი­ას სი­ცო­ცხლე ნამ­დვი­ლად საფრ­თხე­შია, უკვე 35 დღეა შიმ­ში­ლობს და ნე­ბის­მი­ერ წუ­თას შე­იძ­ლე­ბა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო დამ­ძიმ­დეს.

ამ მი­ტა­ცე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლოს პი­რო­ბებ­შიც კი, მა­ინც მქონ­და იმე­დი, რომ ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო და­აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და შუ­ამ­დგომ­ლო­ბას, ძა­ლი­ან კარ­გად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბაა სა­მარ­თლებ­რი­ვად. არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი მზი­ას მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის არ არ­სე­ბობ­და. ჩემ­თვის ძა­ლი­ან მძი­მე იყო ის, რომ ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ეს მო­თხოვ­ნა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მათ მზია ისევ მძევ­ლად და­ი­ტო­ვეს, მათ მშვე­ნივ­რად იცი­ან, რომ მზი­ას მდგო­მა­რე­ო­ბა ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა გა­უ­ა­რეს­დეს. მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მზი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე იმ ადა­მი­ა­ნებ­ზეა, ვი­საც შე­უძ­ლია, რომ სხვაგ­ვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღოს და არ იღებს ში­შის და იმის გამო, რომ ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბას არა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე, არა­მედ ერთი ადა­მი­ა­ნის წი­ნა­შე გრძნო­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ჩა­ხუ­ნაშ­ვილ­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"შევიკრიბეთ, რომ მზიას მივაწვდინოთ ხმა" - "ვივამედთან" მზია ამაღლობელის კოლეგები და მხარდამჭერები აქციას მართავენ

"შევიკრიბეთ, რომ მზიას მივაწვდინოთ ხმა" - "ვივამედთან" მზია ამაღლობელის კოლეგები და მხარდამჭერები აქციას მართავენ

"გამომცემლობა "ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად კლინიკა „ვივამედთან“ მისი კოლეგები და მხარდამჭერები აქციას მართავენ.

  • როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ლია ჩახუნაშვილი აცხადებს, ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეშია და მისი მდგომარეობა ნებისმიერ დროს შეიძლება დამძიმდეს.

"კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, რომ მზიას მივაწვდინოთ ხმა და ვუთხართ, რომ ჩვენთვის ძალიან ძვირფასი, მნიშვნელოვანია. ის ჯანმრთელი, ძლიერი გვჭირდება ჩვენს საერთო ბრძოლაში, საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ამ აქციით გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ვეუბნებით, რომ მათ არანაირი საფუძველი არ აქვთ, პატიმრობაში ჰყავდეთ მზია. ის რეჟიმის მძევალი, უკანონო პატიმარია, ეს ყველასთვის ცხადია, ვინც საქმის მასალებს გაეცნობა. მზიას სიცოცხლე ნამდვილად საფრთხეშია, უკვე 35 დღეა შიმშილობს და ნებისმიერ წუთას შეიძლება მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს.

ამ მიტაცებული სასამართლოს პირობებშიც კი, მაინც მქონდა იმედი, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლო დააკმაყოფილებდა შუამდგომლობას, ძალიან კარგად დასაბუთებული შუამდგომლობაა სამართლებრივად. არანაირი საფუძველი მზიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების არ არსებობდა. ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ის, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მზია ისევ მძევლად დაიტოვეს, მათ მშვენივრად იციან, რომ მზიას მდგომარეობა ნებისმიერ დროს შეიძლება გაუარესდეს. მთელი პასუხისმგებლობა მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იმ ადამიანებზეა, ვისაც შეუძლია, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილებები მიიღოს და არ იღებს შიშის და იმის გამო, რომ ანგარიშვალდებულებას არა საზოგადოების წინაშე, არამედ ერთი ადამიანის წინაშე გრძნობენ“, - განაცხადა ჩახუნაშვილმა.

წაიკითხეთ ასევე: