31 წლის ეშლი სენტ კლერი ამტკიცებს, რომ ილონ მასკისგან 5 თვის შვილი ჰყავს.
"ეს ადრე არ გამიმჟღავნებია, რათა ჩვენი შვილის კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება დამეცვა, მაგრამ ბოლო დღეებში ცხადი გახდა, რომ ტაბლოიდური მედია აპირებს ამის გაკეთებას. ისინი არ ფიქრობენ იმაზე, თუ როგორი ზიანი მიადგება ბავშვს. მინდა ჩემი შვილი ნორმალურ და უსაფრთხო გარემოში გაიზარდოს“, - წერს სენტ კლერი.
მასკი სენტ-კლერის პრეტენზიას არ აღიარებს. დადასტურების შემთხვევაში, ბავშვი მასკის მე-13 შვილი იქნება.
Tesla-ს დამფუძნებლის პირველი შვილი 2002 წელს დაიბადა, უმცროსი კი 2021 წელს. პირველი ექვსი შვილი მას ყოფილ მეუღლესთან, კანადელ მწერალ ჯასტინ უილსონთან ჰყავს. შვიდი წლის ქორწინების შემდეგ, წყვილი ოფიციალურად დაშორდა 2008 წელს.
ორი წლის შემდეგ, მასკი ორჯერ დაქორწინდა და გაშორდა მსახიობ ტალულა რაილის - პირველი ქორწინება გაგრძელდა 2010 წლიდან 2012 წლამდე, ხოლო მეორე 2013 წლიდან 2016 წლამდე. მათ შვილები არ ჰყოლიათ.
2020 წელს მილიარდერსა და მომღერალ-კომპოზიტორ გრაიმსს (რომლის ნამდვილი სახელია კლერ ბუჩერი) პირველი შვილი შეეძინათ. მიუხედავად იმისა, რომ სამი წლის შემდეგ ისინი დაშორდნენ, გრაიმსმა 2022 წლის მარტში Vanity Fair-ის ინტერვიუში გაამხილა, რომ წყვილი შერიგდა და მეორე შვილი სუროგატის მეშვეობით შეეძინა.
მათი მეორე შვილის გაჩენამდე რამდენიმე კვირით ადრე, ილონ მასკს შეეძინა ტყუპები შივონ ზილისთან.