მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უარი თქვა აშშ-ს პასპორტზე და დაბრუნდა რუსეთში" - როგორ ცხოვრობს პაველ ბურე, სოფო ნიჟარაძის პირველი შეყვარებული, მრავალშვილიანი მამა და მსოფლიო ჰოკეის ვარსკვლავი
"უარი თქვა აშშ-ს პასპორტზე და დაბრუნდა რუსეთში" - როგორ ცხოვრობს პაველ ბურე, სოფო ნიჟარაძის პირველი შეყვარებული, მრავალშვილიანი მამა და მსოფლიო ჰოკეის ვარსკვლავი

ამე­რი­კა­ში მას "რუ­სულ რა­კე­ტას" უწო­დებ­დნენ. ელ­ვი­სე­ბუ­რი სიჩ­ქა­რემ ყი­ნუ­ლის მო­ე­დან­ზე და გო­ლე­ბის ვირ­ტუ­ო­ზულ­მა გა­ტა­ნამ მო­წი­ნა­აღ­მდე­გის კარ­ში, ის მსოფ­ლი­ოს ჰო­კე­ის ვარ­სკვლა­ვად აქ­ცია. ამე­რი­კა­ში ცხოვ­რე­ბი­სა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას მუდ­მი­ვად თან დას­დევ­და ტრავ­მე­ბი, პა­ველ ბუ­რეს დღემ­დე უწო­დე­ბენ სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შეს, რო­მე­ლიც ოდეს­მე „ვან­კუ­ვერ კე­ნაქ­სის“ მა­ი­სუ­რით თა­მა­შობ­და. წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ბურე რუ­სეთ­ში დაბ­რუნ­და.

სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა და ემიგ­რა­ცია ამე­რი­კა­ში

პა­ვე­ლი და­ი­ბა­და მოს­კოვ­ში, 1971 წელს, სპორ­ტუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის მქო­ნე ოჯახ­ში. მამა17-გზის სსრ კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნი ცურ­ვა­ში. ბიჭი უმ­ცროს ძმას­თან ერ­თად ხში­რად სტუმ­რობ­და სა­ცუ­რაო აუზ­სა და სპორ­ტულ დარ­ბაზს. მამა იმე­დოვ­ნებ­და, რომ შვი­ლე­ბი მის კვალს გაჰ­ყვე­ბოდ­ნენ და ცურ­ვით და­ინ­ტე­რეს­დე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ პა­ვე­ლი ჰო­კე­იმ გა­ი­ტა­ცა.

მისი კა­რი­ე­რა წარ­მა­ტე­ბით გან­ვი­თარ­და. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ბრწყინ­ვა­ლე თა­მა­შის გამო, სა­უ­კე­თე­სო თავ­დამ­სხმე­ლად და­ა­სა­ხე­ლეს. იმ დროს რუსი სპორ­ტსმე­ნე­ბით უკვე ინ­ტე­რეს­დე­ბოდ­ნენ უცხო­უ­რი კლუ­ბე­ბი. მალე პა­ველ ბუ­რეს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლა - მისი მე­გო­ბა­რი და გუნდში პარტნი­ო­რი ალექ­სან­დრ მო­გოლ­ნი ამე­რი­კა­ში გა­იქ­ცა. სტოკ­ჰოლმში თა­მა­ში­სას, ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს მი­მარ­თა და პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი მო­ი­თხო­ვა.

ამ მოვ­ლე­ნამ დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ცსკა-ს ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მე­გობ­რობ­დნენ მო­გოლ­ნის­თან.

ცხოვ­რე­ბა აშშ-ში და კონ­ფლიქ­ტი მა­მას­თან

1991 წელს, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლამ­დე, ბურე ოჯა­ხით ამე­რი­კა­ში წა­ვი­და. ის უკვე ცნო­ბი­ლი იყო სა­ზღვარ­გა­რეთ, რო­გორც ნი­ჭი­ე­რი და პერ­სპექ­ტი­უ­ლი ჰო­კე­ის­ტი, ამი­ტომ არ გას­ჭირ­ვე­ბია „ვან­კუ­ვერ კე­ნაქსთან“ კონ­ტრაქ­ტის გა­ფორ­მე­ბა. ხოლო მამა მისი პი­რა­დი მწვრთნე­ლი გახ­და.

პა­ვე­ლი, რო­დე­საც მა­მას­თან ერ­თად ამე­რი­კა­ში მი­დი­ო­და, არ იცო­და, რომ მას უკვე დიდი ხა­ნია მე­ო­რე ოჯა­ხი ჰყავ­და, სა­დაც მისი ნა­ხე­ვარ და იზ­რდე­ბო­და. ვლა­დი­მირ ბურე არ იყო გა­შო­რე­ბუ­ლი პა­ვე­ლის დე­დას­თან, ამი­ტომ მშობ­ლი­ურ რუ­სეთ­ში მისი რე­პუ­ტა­ცია შე­ირ­ყა და კა­რი­ე­რა და­ენგრა.

ცოტა ხან­ში მშობ­ლე­ბი გა­შორ­დნენ, ხოლო პა­ველ­მა სა­ერ­თოდ შე­წყვი­ტა ურ­თი­ერ­თო­ბა მა­მას­თან.

პა­ველ ბუ­რეს დე­ბი­უ­ტი NHL-ში შედ­გა 1991 წლის ნო­ემ­ბერ­ში და იქცა ნამ­დვილ სენ­სა­ცი­ად ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ჰო­კე­ის სამ­ყა­რო­ში. პირ­ვე­ლი­ვე სე­ზონ­ში პა­ველ­მა 34 გოლი გა­ი­ტა­ნა და გახ­და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პერ­სპექ­ტი­უ­ლი მო­თა­მა­შე NHL-ში.

მისი კა­რი­ე­რა სა­ზღვარ­გა­რეთ სწრა­ფად გან­ვი­თარ­და. 1992-93 წლებ­ში პა­ველ­მა და­ა­ფიქ­სი­რა გო­ლე­ბის რე­კორ­დი და გახ­და პირ­ვე­ლი „ვან­კუ­ვერ კე­ნაქ­სის“ მო­თა­მა­შე, რო­მე­ლიც NHL-ის პირ­ვე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის გუნდში მოხ­ვდა. მისი კა­რი­ე­რის პიკი და­ემ­თხვა 1994 წელს, რო­დე­საც შეძ­ლო სტენ­ლის თა­სის ფი­ნალ­ში გას­ვლა, თუმ­ცა მა­ლე­ვე არა­ერ­თი ტრავ­მა მი­ი­ღო, რო­მელ­თან გამ­კლა­ვე­ბაც რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბა და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა

პა­ველ ბუ­რეს კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში NHL-მ რუ­სე­თის სპორ­ტულ ფე­დე­რა­ცი­ას დიდი თან­ხა გა­და­უ­ხა­და სპორ­ტსმენ­ში, რის შემ­დე­გაც მან ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო.

პა­ველ ბურე 12 სე­ზო­ნი თა­მა­შობ­და NHL-ში (1991-2003 წლებ­ში), აქე­დან შვი­დი სე­ზო­ნი „ვან­კუ­ვერ კე­ნაქსში“, ოთხი - „ფლო­რი­და პენ­ტერზში“ და მხო­ლოდ ერთი სე­ზო­ნი „ნიუ-იორკ რე­ინ­ჯერსში“, თუმ­ცა შემ­დეგ, ხში­რი ტრავ­მე­ბი­სა და ხან­გრძლი­ვი მკურ­ნა­ლო­ბის გამო, რო­მელ­მაც მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბი არ მო­ი­ტა­ნა, მისი კა­რი­ე­რა დას­რულ­და. პა­ველ ბურე აღი­ა­რეს რო­გორც ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე NHL-ის ის­ტო­რი­ა­ში, მისი სა­ხე­ლი შე­ვი­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰო­კე­ის დი­დე­ბის დარ­ბაზ­ში, ხოლო ნო­მე­რი 10, რო­მელ­საც ის ატა­რებ­და, ამო­ი­ღეს გუნ­დის მა­ი­სუ­რე­ბი­დან.

პა­ველს არა­ერ­თხელ შეს­თა­ვა­ზეს მწვრთნე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე დარ­ჩე­ნა, მაგ­რამ ყო­ველ­თვის უარს ამ­ბობ­და.

2016 წელს ბურე სა­ბო­ლო­ოდ დაბ­რუნ­და რუ­სეთ­ში და უარი თქვა ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე. იმა­ვე წელს ის შე­უ­ერ­თდა ცსკა-ს მმარ­თვე­ლო­ბის საბ­ჭოს, ხოლო ხუთი წლის შემ­დეგ გახ­და რუ­სე­თის ჰო­კე­ის ფე­დე­რა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი მრჩე­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხებ­ში. გარ­და ამი­სა, პა­ვე­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია ბიზ­ნე­სი­თა და ქველ­მოქ­მე­დე­ბით.

38 წლის ასაკ­ში, 2009 წელს პირ­ვე­ლად შექ­მნა ოჯა­ხი. მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ ეს ქორ­წი­ნე­ბა დე­დის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით შედ­გა, რო­მე­ლიც შვილს სთხოვ­და, რომ მის­თვის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ეჩუ­ქე­ბი­ნა. ახალ­გაზ­რდა მო­დე­ლი თურ­ქეთ­ში დას­ვე­ნე­ბის დროს გა­იც­ნო, რო­მელ­თა­ნაც სამი შვი­ლი შე­ე­ძი­ნა.

პა­ველ ბურე და სოფო ნი­ჟა­რა­ძე

რო­დე­საც სოფო ნი­ჟა­რა­ძე მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და, ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მას­ზე ჰო­კე­ის­ტი პა­ველ ბურე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ეს ქორ­წი­ნე­ბაც არ შედ­გა. წყვილს ხში­რად ხე­დავ­დნენ ერ­თად სხვა­დას­ხვა მოს­კო­ვურ წვე­უ­ლე­ბებ­ზე, ბურე სო­ფი­ას სპექ­ტაკ­ლე­ბის სტუ­მა­რიც იყო. წლე­ბის შემ­დეგ, როცა წყვი­ლი და­შორ­და, ამ­ბობ­დნენ, რომ პა­ველ­მა ნი­ჟა­რა­ძეს ხე­ლიც სთხო­ვა, მაგ­რამ... ბო­ლოს, ბუ­რემ მას­თან და­სამ­შვი­დო­ბებ­ლად და­რე­კა - ამე­რი­კა­ში მი­ემ­გზავ­რე­ბო­და. შეხ­ვედ­რაც კი ვერ შეძ­ლეს. სო­ფომ ცხოვ­რე­ბა ძვე­ლე­ბუ­რად გა­ნაგ­რძო.

ერთხე­ლაც, რუ­სეთ­ში ცხოვ­რე­ბი­სას, რო­დე­საც სოფო სცე­ნა­ზე კვლავ გარ­და­ი­სა­ხა ჯუ­ლი­ე­ტად, უზარ­მა­ზა­რი თა­ი­გუ­ლი მი­არ­თვეს - ბა­რათს მოჰ­კრა თვა­ლი, იცნო! ეს პა­ველ ბუ­რეს სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი იყო, რო­მელ­ზეც მი­სი­ვე ხე­ლით ოქ­როს­ფე­რი ასო­ე­ბით ეწე­რა: "Блистательной Джульиетте - Софии!" ის ბა­რა­თი ახ­ლაც შე­ნა­ხუ­ლი აქვს...

2008 წელს სო­ფი­ას და პა­ველ ბუ­რეს გზე­ბი სა­ბო­ლო­ოდ გა­ი­ყო, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის გამო, სო­ფომ რუ­სეთ­ში აწყო­ბი­ლი კა­რი­ე­რა და­ტო­ვა, რამ­დე­ნი­მე თვე­ში კი პა­ველ ბურე და­ქორ­წინ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"უარი თქვა აშშ-ს პასპორტზე და დაბრუნდა რუსეთში" - როგორ ცხოვრობს პაველ ბურე, სოფო ნიჟარაძის პირველი შეყვარებული, მრავალშვილიანი მამა და მსოფლიო ჰოკეის ვარსკვლავი

"უარი თქვა აშშ-ს პასპორტზე და დაბრუნდა რუსეთში" - როგორ ცხოვრობს პაველ ბურე, სოფო ნიჟარაძის პირველი შეყვარებული, მრავალშვილიანი მამა და მსოფლიო ჰოკეის ვარსკვლავი

ამერიკაში მას "რუსულ რაკეტას" უწოდებდნენ. ელვისებური სიჩქარემ ყინულის მოედანზე და გოლების ვირტუოზულმა გატანამ მოწინააღმდეგის კარში, ის მსოფლიოს ჰოკეის ვარსკვლავად აქცია. ამერიკაში ცხოვრებისა, მიუხედავად იმისა, რომ მას მუდმივად თან დასდევდა ტრავმები, პაველ ბურეს დღემდე უწოდებენ საუკეთესო მოთამაშეს, რომელიც ოდესმე „ვანკუვერ კენაქსის“ მაისურით თამაშობდა. წარმატებული კარიერის დასრულების შემდეგ ბურე რუსეთში დაბრუნდა.

სპორტული კარიერა და ემიგრაცია ამერიკაში

პაველი დაიბადა მოსკოვში, 1971 წელს, სპორტული ტრადიციების მქონე ოჯახში. მამა17-გზის სსრ კავშირის ჩემპიონი ცურვაში. ბიჭი უმცროს ძმასთან ერთად ხშირად სტუმრობდა საცურაო აუზსა და სპორტულ დარბაზს. მამა იმედოვნებდა, რომ შვილები მის კვალს გაჰყვებოდნენ და ცურვით დაინტერესდებოდნენ, მაგრამ პაველი ჰოკეიმ გაიტაცა.

მისი კარიერა წარმატებით განვითარდა. მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალე თამაშის გამო, საუკეთესო თავდამსხმელად დაასახელეს. იმ დროს რუსი სპორტსმენებით უკვე ინტერესდებოდნენ უცხოური კლუბები. მალე პაველ ბურეს ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა - მისი მეგობარი და გუნდში პარტნიორი ალექსანდრ მოგოლნი ამერიკაში გაიქცა. სტოკჰოლმში თამაშისას, ამერიკის საელჩოს მიმართა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.

ამ მოვლენამ დიდი გავლენა მოახდინა ცსკა-ს ნაკრების წევრების ცხოვრებაზე, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მეგობრობდნენ მოგოლნისთან.

ცხოვრება აშშ-ში და კონფლიქტი მამასთან

1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ბურე ოჯახით ამერიკაში წავიდა. ის უკვე ცნობილი იყო საზღვარგარეთ, როგორც ნიჭიერი და პერსპექტიული ჰოკეისტი, ამიტომ არ გასჭირვებია „ვანკუვერ კენაქსთან“ კონტრაქტის გაფორმება. ხოლო მამა მისი პირადი მწვრთნელი გახდა.

პაველი, როდესაც მამასთან ერთად ამერიკაში მიდიოდა, არ იცოდა, რომ მას უკვე დიდი ხანია მეორე ოჯახი ჰყავდა, სადაც მისი ნახევარ და იზრდებოდა. ვლადიმირ ბურე არ იყო გაშორებული პაველის დედასთან, ამიტომ მშობლიურ რუსეთში მისი რეპუტაცია შეირყა და კარიერა დაენგრა.

ცოტა ხანში მშობლები გაშორდნენ, ხოლო პაველმა საერთოდ შეწყვიტა ურთიერთობა მამასთან.

პაველ ბურეს დებიუტი NHL-ში შედგა 1991 წლის ნოემბერში და იქცა ნამდვილ სენსაციად ჩრდილოეთ ამერიკის ჰოკეის სამყაროში. პირველივე სეზონში პაველმა 34 გოლი გაიტანა და გახდა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშე NHL-ში.

მისი კარიერა საზღვარგარეთ სწრაფად განვითარდა. 1992-93 წლებში პაველმა დააფიქსირა გოლების რეკორდი და გახდა პირველი „ვანკუვერ კენაქსის“ მოთამაშე, რომელიც NHL-ის პირველი ვარსკვლავების გუნდში მოხვდა. მისი კარიერის პიკი დაემთხვა 1994 წელს, როდესაც შეძლო სტენლის თასის ფინალში გასვლა, თუმცა მალევე არაერთი ტრავმა მიიღო, რომელთან გამკლავებაც რთული აღმოჩნდა.

კარიერის დასრულება და სამშობლოში დაბრუნება

პაველ ბურეს კარიერის დასაწყისში NHL-მ რუსეთის სპორტულ ფედერაციას დიდი თანხა გადაუხადა სპორტსმენში, რის შემდეგაც მან ამერიკის მოქალაქეობა მიიღო.

პაველ ბურე 12 სეზონი თამაშობდა NHL-ში (1991-2003 წლებში), აქედან შვიდი სეზონი „ვანკუვერ კენაქსში“, ოთხი - „ფლორიდა პენტერზში“ და მხოლოდ ერთი სეზონი „ნიუ-იორკ რეინჯერსში“, თუმცა შემდეგ, ხშირი ტრავმებისა და ხანგრძლივი მკურნალობის გამო, რომელმაც მოსალოდნელი შედეგები არ მოიტანა, მისი კარიერა დასრულდა. პაველ ბურე აღიარეს როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე NHL-ის ისტორიაში, მისი სახელი შევიდა საერთაშორისო ჰოკეის დიდების დარბაზში, ხოლო ნომერი 10, რომელსაც ის ატარებდა, ამოიღეს გუნდის მაისურებიდან.

პაველს არაერთხელ შესთავაზეს მწვრთნელის პოზიციაზე დარჩენა, მაგრამ ყოველთვის უარს ამბობდა.

2016 წელს ბურე საბოლოოდ დაბრუნდა რუსეთში და უარი თქვა ამერიკის მოქალაქეობაზე. იმავე წელს ის შეუერთდა ცსკა-ს მმართველობის საბჭოს, ხოლო ხუთი წლის შემდეგ გახდა რუსეთის ჰოკეის ფედერაციის სპეციალური მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში. გარდა ამისა, პაველი დაკავებულია ბიზნესითა და ქველმოქმედებით.

38 წლის ასაკში, 2009 წელს პირველად შექმნა ოჯახი. მედიაში წერენ, რომ ეს ქორწინება დედის დაჟინებული თხოვნით შედგა, რომელიც შვილს სთხოვდა, რომ მისთვის შვილიშვილები ეჩუქებინა. ახალგაზრდა მოდელი თურქეთში დასვენების დროს გაიცნო, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა.

პაველ ბურე და სოფო ნიჟარაძე

როდესაც სოფო ნიჟარაძე მოსკოვში ცხოვრობდა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მასზე ჰოკეისტი პაველ ბურე იყო შეყვარებული, თუმცა ეს ქორწინებაც არ შედგა. წყვილს ხშირად ხედავდნენ ერთად სხვადასხვა მოსკოვურ წვეულებებზე, ბურე სოფიას სპექტაკლების სტუმარიც იყო. წლების შემდეგ, როცა წყვილი დაშორდა, ამბობდნენ, რომ პაველმა ნიჟარაძეს ხელიც სთხოვა, მაგრამ... ბოლოს, ბურემ მასთან დასამშვიდობებლად დარეკა - ამერიკაში მიემგზავრებოდა. შეხვედრაც კი ვერ შეძლეს. სოფომ ცხოვრება ძველებურად განაგრძო.

ერთხელაც, რუსეთში ცხოვრებისას, როდესაც სოფო სცენაზე კვლავ გარდაისახა ჯულიეტად, უზარმაზარი თაიგული მიართვეს - ბარათს მოჰკრა თვალი, იცნო! ეს პაველ ბურეს სავიზიტო ბარათი იყო, რომელზეც მისივე ხელით ოქროსფერი ასოებით ეწერა: "Блистательной Джульиетте - Софии!" ის ბარათი ახლაც შენახული აქვს...

2008 წელს სოფიას და პაველ ბურეს გზები საბოლოოდ გაიყო, რუსეთ-საქართველოს ომის გამო, სოფომ რუსეთში აწყობილი კარიერა დატოვა, რამდენიმე თვეში კი პაველ ბურე დაქორწინდა.