მეცნიერების თქმით, ალასკაზე ვულკანის ამოფრქვევის შანსი იზრდება - ბოლო 10 თვის განმავლობაში მთა სპურის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალი მიწისძვრა დაფიქსირდა.
ვულკანის ამოფრქვევამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას, გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება და გამოყოს კიბოს გამომწვევი ტოქსინები. აღსანიშნავია, რომ სპურიდან 77 მილის დაშორებით მდებარეობს ქალაქი ანკორიჯი, სადაც დაახლოებით 300, 000 ადამიანი ცხოვრობს.
მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ მიწისძვრები ყოველგვარი ვულკანური აქტივობის გარეშე ჩაცხრეს. ეს ადრეც მომხდარა. მაგალითად, 2004 და 2005 წლებში ტერიტორიაზე მრავალი სეისმური აქტივობა დაფიქსირდა, თუმცა ვულკანის ამოფრქვევის გარეშე დასრულდა.
სპურის ამოფრქვევა ბოლოს 1992 წელს დაფიქსირდა. ვულკანური ფერფლის გამო ანკორიჯის მოსახლეობა გარეთ ვერ გადიოდა, ან ნიღბებს ხმარობდა. იქამდე, სანამ ფერფლი არ გაიფანტა, აეროპორტები ვერ ახერხებდნენ მუშაობის გაგრძელებას.
„დიდი ვულკანის ფერფლის ღრუბელი იმოქმედებს ასევე იმ რეისებზე, რომლებიც ჩრდილოეთ ამერიკიდან აზიის მიმართულებით ხორციელდება ალასკის გავლით“, - განაცხადა აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის თანამშრომელმა მეტ ჰეინმა.
წყარო