მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდია პაციენტის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი" - ომბუდსმენის ექიმთა ჯგუფი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს
"დიდია პაციენტის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი" - ომბუდსმენის ექიმთა ჯგუფი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ შექ­მნი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტთა/ექ­სპერტთა ჯგუ­ფი მზია ამაღ­ლო­ბე­ლის სა­მე­დი­ცი­ნო მდგო­მა­რე­ო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ დას­კვნას აქ­ვეყ­ნებს.

  • რო­გორც ომ­ბუდსმე­ნის აპა­რა­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მზია ამაღ­ლო­ბე­ლი კლი­ნი­კა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში ექიმ­თა ჯგუფ­მა 7 და 12 თე­ბერ­ვალს მო­ი­ნა­ხუ­ლეს. ამა­ვე დას­კვნის მი­ხედ­ვით, 7 თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით, პა­ცი­ენტს ყვე­ლა ბა­ზი­სუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვა ჩა­უ­ტარ­და. სა­მე­დი­ცი­ნო კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რებს კლი­ნი­კის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­თან პრე­ტენ­ზია და სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი არ აქვთ.

სპე­ცი­ა­ლის­ტთა დას­კვნის მი­ხედ­ვით, 7 თე­ბერ­ვლის­თვის მზია ამაღ­ლო­ბე­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა რო­გორც და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი და სა­ყუ­რა­დღე­ბო, ასე ფას­დე­ბა. დას­კვნის მი­ხედ­ვით, ასეთ დროს დი­დია პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბის სწრა­ფი დამ­ძი­მე­ბის რის­კი და ამ დროს ძა­ლი­ან მალე შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს პო­ლი­ორ­გა­ნუ­ლი უკ­მა­რი­სო­ბა და სი­ცო­ცხლის­თვის რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის 2025 წლის 6 თე­ბერ­ვლის N21 ბრძა­ნე­ბით შე­იქ­მნა სპე­ცი­ა­ლის­ტთა/ექ­სპერტთა ჯგუ­ფი ბრალ­დე­ბულ მზია ამაღ­ლო­ბე­ლის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რო­ბი­სა და დრო­უ­ლო­ბის შე­ფა­სე­ბის მიზ­ნით.

ჟურ­ნა­ლის­ტი მზია ამაღ­ლო­ბე­ლი გან­მარ­ტავს, რომ საკ­ვებს არ იღებს 2025 წლის 12 იან­ვრი­დან (და­კა­ვე­ბის შემ­დეგ). პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შეყ­ვა­ნის მო­მენ­ტი­დან (14 იან­ვა­რი) საკ­ვებს კვლავ არ იღებ­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რად სრუ­ლი შიმ­ში­ლო­ბა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი აქვს 2025 წლის 21 იან­ვრი­დან. თავ­და­პირ­ვე­ლად იგი მო­თავ­სე­ბულ იქნა N5 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ხოლო 2025 წლის 4 თე­ბერ­ვალს, კვლე­ვე­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის მიზ­ნით - კლი­ნი­კა „ვი­ვა­მედ­ში“.

ექიმ­თა ჯგუ­ფის ორმა წევ­რმა, კერ­ძოდ, გი­ორ­გი გვი­ლი­ამ (გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი, კარ­დი­ო­ლო­გი, ში­ნა­გა­ნი სნე­უ­ლე­ბე­ბი) და ელე­ნე გი­ორ­გა­ძემ (ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი, ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გი, ბავ­შვთა ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვა და ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცია) მზია ამაღ­ლო­ბე­ლი კლი­ნი­კა “ვი­ვა­მედ­ში” 2025 წლის 7 თე­ბერ­ვალს მო­ი­ნა­ხუ­ლეს, ხოლო ექიმ­მა გი­ორ­გი ჯავ­რიშ­ვილ­მა (ოფ­თალ­მო­ლო­გი) პა­ცი­ენ­ტი 12 თე­ბერ­ვალს ინა­ხუ­ლა.

ექი­მე­ბი ესა­უბრნენ მზია ამაღ­ლო­ბელს, კლი­ნი­კი­სა და პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს, გა­ეც­ნენ პა­ცი­ენ­ტის სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას.

გი­ორ­გი გვი­ლი­ა­სა და ელე­ნე გი­ორ­გა­ძის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გე­ბი:

კლი­ნი­კა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, 7 თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით, პა­ცი­ენტს ჩა­უ­ტარ­და ყვე­ლა ბა­ზი­სუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვა და მისი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და გა­მოკ­ვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით პრაქ­ტი­კუ­ლად სრულ­ყო­ფი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვა. ამ მხრივ, კლი­ნი­კის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­თან სა­მე­დი­ცი­ნო კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რებს პრე­ტენ­ზია და სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი არ გვაქვს.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ შიმ­ში­ლო­ბის 27-ე დღეს პა­ცი­ენ­ტის ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სით ისე­თი უკი­დუ­რე­სად მძი­მე არ იყო, რო­გო­რიც ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია ყო­ფი­ლი­ყო შიმ­ში­ლო­ბის ამ ვა­და­ზე. 2025 წლის 7 თე­ბერ­ვლის­თვის სხე­უ­ლის მა­სის კლე­ბა არ აჭარ­ბებ­და სა­წყი­სი მა­სის 10%–ს. არ იყო შიმ­ში­ლო­ბის ე.წ. კე­ტო­ზის სტა­დია. ანა­ლი­ზე­ბით არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და მძი­მე ანე­მია და რკი­ნის მძი­მე დე­ფი­ცი­ტი. არ იყო აცი­დო­ზის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი. არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და გლო­მე­რუ­ლუ­რი ფილტრა­ცი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბა, ნორ­მა­ში იყო კრე­ა­ტი­ნი­ნის და შარ­დმჟა­ვას დონე. შრა­ტის ცილა და ალ­ბუ­მი­ნი იყო ნორ­მის ქვე­და ზღვარ­თან, ასე­ვე, არ­სე­ბი­თად დარ­ღვე­უ­ლი არ იყო გლი­კე­მი­უ­რი პრო­ფი­ლი, არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და ღვიძ­ლის ფუნ­ქცი­უ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა.

ექო­კარ­დი­ოს­კო­პუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი იყო ნორ­მის ფარ­გლებ­ში (ჯერ­ჯე­რო­ბით არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და მძი­მე შიმ­ში­ლო­ბის­თვის სა­ხა­სი­ა­თო გუ­ლის ზო­მე­ბის შემ­ცი­რე­ბა). სა­ყუ­რა­დღე­ბო იყო ბრა­დი­კარ­დი­ის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა, გუ­ლის რიტ­მი სი­ნუ­სუ­რი, ბრა­დი­კარ­დი­ის ზღვა­რი, 60 დარ­ტყმა წთ–ში. პა­ცი­ენტს არ ჰქონ­და ჰი­პო­თერ­მია, არ უჩი­ო­და ქო­შინს მსუ­ბუ­ქი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის და ლა­პა­რა­კის დროს (სა­ყუ­რა­დღე­ბო იყო მხო­ლოდ ზო­გა­დი სი­სუს­ტე და შე­ნე­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ სრუ­ლი­ად ადეკ­ვა­ტუ­რი მე­ტყვე­ლე­ბა). არ აღ­ნიშ­ნავ­და მხედ­ვე­ლო­ბის, სმე­ნის და ყნოს­ვის დაქ­ვე­ი­თე­ბას. სი­თხეს (წყა­ლი) იღებ­და ადეკ­ვა­ტუ­რად, პე­რო­რუ­ლად. წყლის ყლაპ­ვის დროს არ აღ­ნიშ­ნავ­და მძი­მე ეზო­ფა­გი­ტის­თვის სა­ხა­სი­ა­თო ტკი­ვი­ლის შეგ­რძნე­ბას საყ­ლა­პა­ვის გას­წვრივ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეზო­ფა­გო­გას­ტრო­დუ­ო­დე­ნო­ფიბ­როს­კო­პი­ით დად­გე­ნი­ლი ჰქონ­და რეფ­ლუქს–ეზო­ფა­გი­ტის დი­აგ­ნო­ზი LA-C ვა­რი­ან­ტი (დიდი ზო­მის შერ­წყმის­კენ მიდ­რე­კი­ლი ღრმა ერო­ზი­ე­ბი საყ­ლა­პა­ვის დის­ტა­ლურ ნა­წილ­ში).

2025 წლის 7 თე­ბერ­ვლის­თვის პა­ცი­ენ­ტის ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბა­ლან­სი ნარ­ჩუნ­დე­ბო­და გლუ­კო­ზის ხსნა­რის ინ­ფუ­ზი­ით, ელექტრო­ლი­ტუ­რი ბა­ლან­სი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იყო ელექტრო­ლი­ტე­ბის სის­ტე­მა­ტუ­რი ინ­ფუ­ზი­ით. ანე­მი­ას მკურ­ნა­ლობ­დნენ რკი­ნის და B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბის ინ­ფუ­ზი­ით ( B1; B2; B6 და B12). არ იყო გა­მო­ხა­ტუ­ლი რკი­ნის და B12 ვი­ტა­მი­ნის მძი­მე დე­ფი­ცი­ტი, მძი­მე ანე­მია. B1 ვი­ტა­მი­ნი ეძ­ლე­ო­და ვერ­ნი­კეს შე­საძ­ლო ენ­ცე­ფა­ლო­პა­თი­ის პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თვის (2025 წლის 7 თე­ბერ­ვლის­თვის პა­ცი­ენტს ამ სინ­დრო­მის სიმპტო­მე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და).

კი­დუ­რე­ბის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი, პა­ლა­ტა­ში გა­და­ად­გილ­დე­ბო­და თა­ვი­სით, დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე, თუმ­ცა, მოძ­რა­ობ­და ნელა. არ უჩი­ო­და მუც­ლის ტკი­ვილს, არ ჰქონ­და გა­მო­ხა­ტუ­ლი გას­ტრო­ე­ზო­ფა­გუ­რი რეფ­ლუქ­სის სიმპტო­მა­ტი­კა (ამის­თვის და­ნიშ­ნუ­ლი ჰქონ­და PPI და ან­ტა­ცი­დი).

2025 წლის 7 თე­ბერ­ვლის­თვის პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა ფას­დე­ბო­და რო­გორც და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი, თუმ­ცა სა­ყუ­რა­დღე­ბო. ასეთ დროს დი­დია პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბის სწრა­ფი დამ­ძი­მე­ბის რის­კი, კერ­ძოდ, შე­საძ­ლე­ბე­ლია შიმ­ში­ლო­ბის მე­ო­რე – კე­ტო­ზის და მე­სა­მე – ცი­ლე­ბის შე­უქ­ცე­ვა­დი კა­ტა­ბო­ლიზ­მის ფა­ზის სწრა­ფი დად­გო­მა. ამ დროს ძა­ლი­ან მალე შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს პო­ლი­ორ­გა­ნუ­ლი უკ­მა­რი­სო­ბა და სი­ცო­ცხლის­თვის რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე. ეს ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლუ­რად ავუხ­სე­ნით პა­ცი­ენტს, ვურ­ჩი­ეთ შე­ე­წყვი­ტა შიმ­ში­ლო­ბა და და­ე­წყო კვე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­იდ­ლა­ი­ნის მი­ხედ­ვით, ან თუ არ შე­წყვეტ­და შიმ­ში­ლო­ბას (რაც იყო კი­დეც მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა), დაკ­ვირ­ვე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო კლი­ნი­კის პი­რო­ბებ­ში.

გი­ორ­გი ჯავ­რიშ­ვი­ლის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გე­ბი: პა­ცი­ენტს კლი­ნი­კა „ვი­ვა­მედ­ში“ ჩა­უ­ტარ­და ოფ­თალ­მო­ლო­გი­უ­რი დი­აგ­ნოს­ტი­კა. დად­გინ­და დი­აგ­ნო­ზი: ორი­ვე თვა­ლის III ხა­რის­ხის კე­რა­ტო­კო­ნუ­სი. რამ­დე­ნი­მე წლის წინ მარ­ცხე­ნა თვა­ლი ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ვია კე­რა­ტო­კო­ნუ­სის გამო - გა­კეთ­და რკა­ლე­ბის იმპლან­ტა­ცია.

ამ­ჟა­მად, პა­ცი­ენ­ტი აღ­ნიშ­ნავს მხედ­ვე­ლო­ბის დის­კომ­ფორ­ტს და თვა­ლე­ბის სიმ­შრა­ლეს, რაც შე­ე­სა­ბა­მე­ბა შიმ­ში­ლო­ბის ფონ­ზე ორ­გა­ნიზ­მის ზო­გად მდგო­მა­რე­ო­ბას. მიმ­დი­ნა­რე­ობს მშრა­ლი თვა­ლის სინ­დრო­მის კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა. სავ­სე­ბით ვე­თან­ხმე­ბი ჩემს კო­ლე­გებს დი­აგ­ნოზ­სა და მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კა­ში”, - ნათ­ქვა­მია დას­კვნა­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლი დას­კვნის ავ­ტო­რე­ბი არი­ან: სპე­ცი­ა­ლის­ტთა/ექ­სპერტთა ჯგუ­ფის წევ­რე­ბი: გი­ორ­გი გვი­ლია, ელე­ნე გი­ორ­გა­ძე, გი­ორ­გი ჯავ­რიშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"დიდია პაციენტის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი" - ომბუდსმენის ექიმთა ჯგუფი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს

"დიდია პაციენტის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი" - ომბუდსმენის ექიმთა ჯგუფი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი მზია ამაღლობელის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნას აქვეყნებს.

  • როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მზია ამაღლობელი კლინიკაში ყოფნის პერიოდში ექიმთა ჯგუფმა 7 და 12 თებერვალს მოინახულეს. ამავე დასკვნის მიხედვით, 7 თებერვლის ჩათვლით, პაციენტს ყველა ბაზისური სამედიცინო კვლევა ჩაუტარდა. სამედიცინო კონსილიუმის წევრებს კლინიკის სამედიცინო პერსონალთან პრეტენზია და სერიოზული შენიშვნები არ აქვთ.

სპეციალისტთა დასკვნის მიხედვით, 7 თებერვლისთვის მზია ამაღლობელის მდგომარეობა როგორც დამაკმაყოფილებელი და საყურადღებო, ასე ფასდება. დასკვნის მიხედვით, ასეთ დროს დიდია პაციენტის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი და ამ დროს ძალიან მალე შეიძლება განვითარდეს პოლიორგანული უკმარისობა და სიცოცხლისთვის რეალური საფრთხე.

"საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 6 თებერვლის N21 ბრძანებით შეიქმნა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი ბრალდებულ მზია ამაღლობელისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით.

ჟურნალისტი მზია ამაღლობელი განმარტავს, რომ საკვებს არ იღებს 2025 წლის 12 იანვრიდან (დაკავების შემდეგ). პენიტენციურ დაწესებულებაში შეყვანის მომენტიდან (14 იანვარი) საკვებს კვლავ არ იღებდა. ოფიციალურად სრული შიმშილობა გამოცხადებული აქვს 2025 წლის 21 იანვრიდან. თავდაპირველად იგი მოთავსებულ იქნა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 2025 წლის 4 თებერვალს, კვლევებისა და მკურნალობის მიზნით - კლინიკა „ვივამედში“.

ექიმთა ჯგუფის ორმა წევრმა, კერძოდ, გიორგი გვილიამ (გასტროენტეროლოგი, კარდიოლოგი, შინაგანი სნეულებები) და ელენე გიორგაძემ (ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი, ბავშვთა ენდოკრინოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია) მზია ამაღლობელი კლინიკა “ვივამედში” 2025 წლის 7 თებერვალს მოინახულეს, ხოლო ექიმმა გიორგი ჯავრიშვილმა (ოფთალმოლოგი) პაციენტი 12 თებერვალს ინახულა.

ექიმები ესაუბრნენ მზია ამაღლობელს, კლინიკისა და პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალს, გაეცნენ პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციას.

გიორგი გვილიასა და ელენე გიორგაძის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგები:

კლინიკაში ყოფნის პერიოდში, 7 თებერვლის ჩათვლით, პაციენტს ჩაუტარდა ყველა ბაზისური სამედიცინო კვლევა და მისი მდგომარეობისა და გამოკვლევების შედეგების მიხედვით პრაქტიკულად სრულყოფილი სამედიცინო ჩარევა. ამ მხრივ, კლინიკის სამედიცინო პერსონალთან სამედიცინო კონსილიუმის წევრებს პრეტენზია და სერიოზული შენიშვნები არ გვაქვს.

შეიძლება ითქვას, რომ შიმშილობის 27-ე დღეს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სამედიცინო თვალსაზრისით ისეთი უკიდურესად მძიმე არ იყო, როგორიც ეს შესაძლებელია ყოფილიყო შიმშილობის ამ ვადაზე. 2025 წლის 7 თებერვლისთვის სხეულის მასის კლება არ აჭარბებდა საწყისი მასის 10%–ს. არ იყო შიმშილობის ე.წ. კეტოზის სტადია. ანალიზებით არ აღენიშნებოდა მძიმე ანემია და რკინის მძიმე დეფიციტი. არ იყო აციდოზის ლაბორატორიული მონაცემები. არ აღენიშნებოდა გლომერულური ფილტრაციის დაქვეითება, ნორმაში იყო კრეატინინის და შარდმჟავას დონე. შრატის ცილა და ალბუმინი იყო ნორმის ქვედა ზღვართან, ასევე, არსებითად დარღვეული არ იყო გლიკემიური პროფილი, არ აღენიშნებოდა ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების ცვლილება.

ექოკარდიოსკოპული მონაცემები იყო ნორმის ფარგლებში (ჯერჯერობით არ აღენიშნებოდა მძიმე შიმშილობისთვის სახასიათო გულის ზომების შემცირება). საყურადღებო იყო ბრადიკარდიისკენ მიდრეკილება, გულის რიტმი სინუსური, ბრადიკარდიის ზღვარი, 60 დარტყმა წთ–ში. პაციენტს არ ჰქონდა ჰიპოთერმია, არ უჩიოდა ქოშინს მსუბუქი ფიზიკური დატვირთვის და ლაპარაკის დროს (საყურადღებო იყო მხოლოდ ზოგადი სისუსტე და შენელებული, მაგრამ სრულიად ადეკვატური მეტყველება). არ აღნიშნავდა მხედველობის, სმენის და ყნოსვის დაქვეითებას. სითხეს (წყალი) იღებდა ადეკვატურად, პერორულად. წყლის ყლაპვის დროს არ აღნიშნავდა მძიმე ეზოფაგიტისთვის სახასიათო ტკივილის შეგრძნებას საყლაპავის გასწვრივ, მიუხედავად იმისა, რომ ეზოფაგოგასტროდუოდენოფიბროსკოპიით დადგენილი ჰქონდა რეფლუქს–ეზოფაგიტის დიაგნოზი LA-C ვარიანტი (დიდი ზომის შერწყმისკენ მიდრეკილი ღრმა ეროზიები საყლაპავის დისტალურ ნაწილში).

2025 წლის 7 თებერვლისთვის პაციენტის ენერგეტიკული ბალანსი ნარჩუნდებოდა გლუკოზის ხსნარის ინფუზიით, ელექტროლიტური ბალანსი შენარჩუნებული იყო ელექტროლიტების სისტემატური ინფუზიით. ანემიას მკურნალობდნენ რკინის და B ჯგუფის ვიტამინების ინფუზიით ( B1; B2; B6 და B12). არ იყო გამოხატული რკინის და B12 ვიტამინის მძიმე დეფიციტი, მძიმე ანემია. B1 ვიტამინი ეძლეოდა ვერნიკეს შესაძლო ენცეფალოპათიის პროფილაქტიკისთვის (2025 წლის 7 თებერვლისთვის პაციენტს ამ სინდრომის სიმპტომები არ აღენიშნებოდა).

კიდურების მოძრაობა თავისუფალი, პალატაში გადაადგილდებოდა თავისით, დახმარების გარეშე, თუმცა, მოძრაობდა ნელა. არ უჩიოდა მუცლის ტკივილს, არ ჰქონდა გამოხატული გასტროეზოფაგური რეფლუქსის სიმპტომატიკა (ამისთვის დანიშნული ჰქონდა PPI და ანტაციდი).

2025 წლის 7 თებერვლისთვის პაციენტის მდგომარეობა ფასდებოდა როგორც დამაკმაყოფილებელი, თუმცა საყურადღებო. ასეთ დროს დიდია პაციენტის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი, კერძოდ, შესაძლებელია შიმშილობის მეორე – კეტოზის და მესამე – ცილების შეუქცევადი კატაბოლიზმის ფაზის სწრაფი დადგომა. ამ დროს ძალიან მალე შეიძლება განვითარდეს პოლიორგანული უკმარისობა და სიცოცხლისთვის რეალური საფრთხე. ეს ყველაფერი დეტალურად ავუხსენით პაციენტს, ვურჩიეთ შეეწყვიტა შიმშილობა და დაეწყო კვება სპეციალური გაიდლაინის მიხედვით, ან თუ არ შეწყვეტდა შიმშილობას (რაც იყო კიდეც მისი გადაწყვეტილება), დაკვირვება და მკურნალობა გაგრძელებულიყო კლინიკის პირობებში.

გიორგი ჯავრიშვილის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგები: პაციენტს კლინიკა „ვივამედში“ ჩაუტარდა ოფთალმოლოგიური დიაგნოსტიკა. დადგინდა დიაგნოზი: ორივე თვალის III ხარისხის კერატოკონუსი. რამდენიმე წლის წინ მარცხენა თვალი ნაოპერაციევია კერატოკონუსის გამო - გაკეთდა რკალების იმპლანტაცია.

ამჟამად, პაციენტი აღნიშნავს მხედველობის დისკომფორტს და თვალების სიმშრალეს, რაც შეესაბამება შიმშილობის ფონზე ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას. მიმდინარეობს მშრალი თვალის სინდრომის კონსერვატიული მკურნალობა. სავსებით ვეთანხმები ჩემს კოლეგებს დიაგნოზსა და მედიკამენტოზური მკურნალობის ტაქტიკაში”, - ნათქვამია დასკვნაში.

აღნიშნული დასკვნის ავტორები არიან: სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები: გიორგი გვილია, ელენე გიორგაძე, გიორგი ჯავრიშვილი.