მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოჩნდა ბაშარ ასადის ვაჟი, რომელიც სირიაში გატარებულ ბოლო საათებს იხსენებს - "ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა ჩვენთან რუსი მაღალჩინოსანი მოვიდა"
გამოჩნდა ბაშარ ასადის ვაჟი, რომელიც სირიაში გატარებულ ბოლო საათებს იხსენებს - "ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა ჩვენთან რუსი მაღალჩინოსანი მოვიდა"

ახ­ლა­ხანს ტე­ლეგ­რამ­ში გა­მოჩ­ნდა ჰა­ფეზ ასა­დი, რო­მე­ლიც სი­რი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ბა­შარ ასა­დის ვა­ჟია. არხზე გა­მოქ­ვეყ­ნდა ვი­დეო, სა­დაც სი­რი­ის დიქ­ტა­ტო­რის შვი­ლი სამ­შობ­ლო­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი უკა­ნას­კნე­ლი სა­ა­თე­ბის შე­სა­ხებ ჰყვე­ბა. ჰა­ფე­ზის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სელ­ფის ვი­დეო არ­ხის ავ­თენ­ტუ­რო­ბის ადას­ტუ­რებს.

  • ჰა­ფეზ ასა­დის თქმით, თუ მის ოჯახს გაქ­ცე­ვა სურ­და, ამას ბევ­რად ადრე გა­ა­კე­თებ­და - მა­გა­ლი­თად, 2012 ან 2013 წელს, როცა "და­მას­კო ფაქ­ტობ­რი­ვად ალ­ყა­ში იყო, ყო­ველ­დღი­უ­რი და­ბომბვი­სა და ტე­რო­რის­ტე­ბის ქა­ლა­ქის ცენ­ტრში შეღ­წე­ვის მუდ­მი­ვი საფრ­თხის წი­ნა­შე იდგა".

ჰა­ფე­ზი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ასა­დე­ბის ოჯახს არას­დროს ჰქო­ნი­ათ და­მას­კოს, მით უმე­ტეს, სი­რი­ის და­ტო­ვე­ბის გეგ­მა. თუმ­ცა, ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა 7-8 დე­კემ­ბრის ღა­მეს, მას შემ­დეგ, რაც მათ­თან ერთ-ერთი რუსი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი მი­ვი­და.

ჰა­ფე­ზის თქმით, მან ნო­ემ­ბრის ბო­ლოს მოს­კოვ­ში დი­სერ­ტა­ცია და­იც­ვა. დე­და­მი­სი, ასმა ასა­დი იმ პე­რი­ოდ­ში მოს­კო­ვის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობ­და ძვლის ტვი­ნის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, ხოლო მისი და, ზე­ი­ნი, ასე­ვე მოს­კოვ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

1 დე­კემ­ბერს ჰა­ფეზ ასა­დი და­მას­კო­ში გაფ­რინ­და, რათა მა­მას და ძმას, ქა­რიმს, რთულ ვი­თა­რე­ბა­ში დახ­მა­რე­ბო­და. 7 დე­კემ­ბერს, ჰა­ფე­ზის თქმით, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე იყო - მისი ძმა, ქა­რი­მი, მა­თე­მა­ტი­კის გა­მოც­დას აბა­რებ­და და­მას­კოს გა­მო­ყე­ნე­ბი­თი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უმაღ­ლეს ინ­სტი­ტუ­ტში, ხოლო ზე­ი­ნი მოს­კო­ვი­დან და­მას­კო­ში გამ­გზავ­რე­ბას გეგ­მავ­და. რაც შე­ე­ხე­ბა და­ბომბვებს და­მას­კოს მახ­ლობ­ლად, ჰა­ფე­ზი აღ­ნიშ­ნავს, რომ ოჯა­ხი ამას არ აღიქ­ვამ­და პა­ნი­კის მი­ზე­ზად, რად­გან ეს მათ­თვის „სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტის პირ­ვე­ლი წლე­ბი­დან­ვე ნაც­ნო­ბი რე­ა­ლო­ბა იყო.“

სი­რი­ის არ­მია კვლა­ვაც აგ­რძე­ლებ­და დე­და­ქა­ლა­ქის დაც­ვას, და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია ჰომ­სი­დან სამ­თავ­რო­ბო ძა­ლე­ბის უკან­და­ხე­ვის შე­სა­ხებ, ასა­დე­ბის ოჯახ­ში არა­ნა­ი­რი მო­ბი­ლი­ზე­ბა არ ყო­ფი­ლა.

  • "ყვე­ლა­ფე­რი შუ­ა­ღა­მის შემ­დეგ შე­იც­ვა­ლა, რო­დე­საც ჩვენს სახ­ლში, ალ-მალ­კის რა­ი­ონ­ში, რუსი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი გა­მოჩ­ნდა" - წერს ბა­შარ ასა­დის ვაჟი.

ჰა­ფე­ზის თქმით, ეს უც­ნო­ბი რუსი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი 7-8 დე­კემ­ბრის ღა­მეს სი­რი­ის პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში მი­ვი­და და გა­და­უ­დე­ბე­ლი მო­თხოვ­ნა გა­დას­ცა - ასა­დე­ბი რამ­დე­ნი­მე დღით ლა­ტა­კი­ა­ში გა­და­სუ­ლიყ­ვნენ.

და­მას­კოს სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ბა­შარ ასადს და მის ორ შვილს შე­უ­ერ­თდა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ძმა, მა­ჰერ ასა­დი. მათ ღა­მის სამ სა­ათ­ზე რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვით რუ­სე­თის ხმე­ი­მი­მის ბა­ზის­კენ აი­ღეს გეზი.

გა­დაფ­რე­ნის შემ­დეგ, ასა­დე­ბი უნდა გა­და­სუ­ლიყ­ვნენ პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც ხმე­ი­მი­მის ბა­ზი­დან 40 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით, ბურჯ ის­ლა­მის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობ­და. თუმ­ცა, ყვე­ლა მცდე­ლო­ბა, დაჰ­კავ­ში­რე­ბოდ­ნენ რე­ზი­დენ­ცი­ას, უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა - ზა­რებს არა­ვინ პა­სუ­ხობ­და.

ამავდრო­უ­ლად, ბა­შარ ასა­დი იღებ­და ცნო­ბებს სამ­ხედ­რო­ე­ბის ფრონ­ტი­დან უკან­და­ხე­ვის შე­სა­ხებ, რაც მთავ­რო­ბის ჯა­რე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბის სრულ და­ცე­მას ნიშ­ნავ­და.

"დღი­სით, რუ­სულ­მა სამ­ხედ­რო ბა­ზამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გვაც­ნო­ბა, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მე იყო. მათ გა­ნა­ცხა­დეს, რომ ბა­ზის და­ტო­ვე­ბა უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, რად­გან ტე­რო­რის­ტე­ბი მთელ ქვე­ყა­ნა­ში იყ­ვნენ, მდგო­მა­რე­ო­ბა სრულ ქა­ოს­ში გა­და­ვი­და და სამ­ხედ­რო მე­თა­უ­რო­ბას­თან ყვე­ლა­ნა­ი­რი კავ­ში­რი გა­წყდა.

მოს­კოვ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შემ­დეგ, ბა­ზის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ შეგ­ვა­ტყო­ბი­ნა, რომ ჩვენ რუ­სეთ­ში უნდა გავფრე­ნი­ლი­ყა­ვით. ცოტა ხან­ში ავე­დით რუ­სულ სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნავ­ზე, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში მიფ­რი­ნავ­და და იმა­ვე სა­ღა­მოს იქ ჩავფრინ­დით,“ - წერს ჰა­ფეზ ასა­დი.

რა არის ცნო­ბი­ლი ჰა­ფეზ ასა­დის შე­სა­ხებ

ჰა­ფეზ ალ-ასა­დი სი­რი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ბა­შარ ალ-ასა­დის უფ­რო­სი ვა­ჟია. ის 2001 წელს და­ი­ბა­და და სა­ხე­ლი ბა­ბუ­ის, სი­რი­ის ყო­ფი­ლი ლი­დე­რის, ჰა­ფეზ ალ-ასა­დის პა­ტივ­სა­ცე­მად ეწო­და.

ჰა­ფეზ ალ-ასა­დი გა­მო­ირ­ჩე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭით მა­თე­მა­ტი­კა­ში. 2023 წელს მან წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლა სწავ­ლა მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის (მგუ) მე­ქა­ნი­კა-მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე და მი­ი­ღო მა­გის­ტრის ხა­რის­ხი "სუფ­თა მა­თე­მა­ტი­კის" მი­მარ­თუ­ლე­ბით. მისი სა­მა­გის­ტრო ნაშ­რო­მი რი­ცხვთა თე­ო­რი­ას შე­ე­ხე­ბო­და.

2024 წლის 29 ნო­ემ­ბერს ჰა­ფეზ­მა რუ­სულ ენა­ზე წარ­მა­ტე­ბით და­იც­ვა სა­კან­დი­და­ტო დი­სერ­ტა­ცია მგუ-ში და მი­ი­ღო ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტის ხა­რის­ხი.

დიპ­ლო­მის გა­და­ცე­მის ცე­რე­მო­ნი­ას დე­და­მი­სი, სი­რი­ის პირ­ვე­ლი ლედი, ასმა ასა­დი ეს­წრე­ბო­და, რო­მელ­საც მგუ-ს რექ­ტორ­მა, ვიქ­ტორ სა­დოვ­ნიჩ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი მოწ­ვე­ვა გა­უგ­ზავ­ნა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

გამოჩნდა ბაშარ ასადის ვაჟი, რომელიც სირიაში გატარებულ ბოლო საათებს იხსენებს - "ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა ჩვენთან რუსი მაღალჩინოსანი მოვიდა"

გამოჩნდა ბაშარ ასადის ვაჟი, რომელიც სირიაში გატარებულ ბოლო საათებს იხსენებს - "ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა ჩვენთან რუსი მაღალჩინოსანი მოვიდა"

ახლახანს ტელეგრამში გამოჩნდა ჰაფეზ ასადი, რომელიც სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის ვაჟია. არხზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც სირიის დიქტატორის შვილი სამშობლოში გატარებული უკანასკნელი საათების შესახებ ჰყვება. ჰაფეზის მიერ გამოქვეყნებული სელფის ვიდეო არხის ავთენტურობის ადასტურებს.

  • ჰაფეზ ასადის თქმით, თუ მის ოჯახს გაქცევა სურდა, ამას ბევრად ადრე გააკეთებდა - მაგალითად, 2012 ან 2013 წელს, როცა "დამასკო ფაქტობრივად ალყაში იყო, ყოველდღიური დაბომბვისა და ტერორისტების ქალაქის ცენტრში შეღწევის მუდმივი საფრთხის წინაშე იდგა".

ჰაფეზი ირწმუნება, რომ ასადების ოჯახს არასდროს ჰქონიათ დამასკოს, მით უმეტეს, სირიის დატოვების გეგმა. თუმცა, ყველაფერი შეიცვალა 7-8 დეკემბრის ღამეს, მას შემდეგ, რაც მათთან ერთ-ერთი რუსი მაღალჩინოსანი მივიდა.

ჰაფეზის თქმით, მან ნოემბრის ბოლოს მოსკოვში დისერტაცია დაიცვა. დედამისი, ასმა ასადი იმ პერიოდში მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციის შემდეგ, ხოლო მისი და, ზეინი, ასევე მოსკოვში იმყოფებოდა.

1 დეკემბერს ჰაფეზ ასადი დამასკოში გაფრინდა, რათა მამას და ძმას, ქარიმს, რთულ ვითარებაში დახმარებოდა. 7 დეკემბერს, ჰაფეზის თქმით, ჩვეულებრივი დღე იყო - მისი ძმა, ქარიმი, მათემატიკის გამოცდას აბარებდა დამასკოს გამოყენებითი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უმაღლეს ინსტიტუტში, ხოლო ზეინი მოსკოვიდან დამასკოში გამგზავრებას გეგმავდა. რაც შეეხება დაბომბვებს დამასკოს მახლობლად, ჰაფეზი აღნიშნავს, რომ ოჯახი ამას არ აღიქვამდა პანიკის მიზეზად, რადგან ეს მათთვის „სამხედრო კონფლიქტის პირველი წლებიდანვე ნაცნობი რეალობა იყო.“

სირიის არმია კვლავაც აგრძელებდა დედაქალაქის დაცვას, და მიუხედავად იმისა, რომ გავრცელდა ინფორმაცია ჰომსიდან სამთავრობო ძალების უკანდახევის შესახებ, ასადების ოჯახში არანაირი მობილიზება არ ყოფილა.

  • "ყველაფერი შუაღამის შემდეგ შეიცვალა, როდესაც ჩვენს სახლში, ალ-მალკის რაიონში, რუსი მაღალჩინოსანი გამოჩნდა" - წერს ბაშარ ასადის ვაჟი.

ჰაფეზის თქმით, ეს უცნობი რუსი ოფიციალური პირი 7-8 დეკემბრის ღამეს სირიის პრეზიდენტის რეზიდენციაში მივიდა და გადაუდებელი მოთხოვნა გადასცა - ასადები რამდენიმე დღით ლატაკიაში გადასულიყვნენ.

დამასკოს საერთაშორისო აეროპორტში ბაშარ ასადს და მის ორ შვილს შეუერთდა ყოფილი პრეზიდენტის ძმა, მაჰერ ასადი. მათ ღამის სამ საათზე რუსული სამხედრო თვითმფრინავით რუსეთის ხმეიმიმის ბაზისკენ აიღეს გეზი.

გადაფრენის შემდეგ, ასადები უნდა გადასულიყვნენ პრეზიდენტის რეზიდენციაში, რომელიც ხმეიმიმის ბაზიდან 40 კილომეტრის მოშორებით, ბურჯ ისლამის რაიონში მდებარეობდა. თუმცა, ყველა მცდელობა, დაჰკავშირებოდნენ რეზიდენციას, უშედეგო აღმოჩნდა - ზარებს არავინ პასუხობდა.

ამავდროულად, ბაშარ ასადი იღებდა ცნობებს სამხედროების ფრონტიდან უკანდახევის შესახებ, რაც მთავრობის ჯარების პოზიციების სრულ დაცემას ნიშნავდა.

"დღისით, რუსულმა სამხედრო ბაზამ ოფიციალურად გვაცნობა, რომ მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. მათ განაცხადეს, რომ ბაზის დატოვება უკვე შეუძლებელი იყო, რადგან ტერორისტები მთელ ქვეყანაში იყვნენ, მდგომარეობა სრულ ქაოსში გადავიდა და სამხედრო მეთაურობასთან ყველანაირი კავშირი გაწყდა.

მოსკოვთან კონსულტაციების შემდეგ, ბაზის ხელმძღვანელობამ შეგვატყობინა, რომ ჩვენ რუსეთში უნდა გავფრენილიყავით. ცოტა ხანში ავედით რუსულ სამხედრო თვითმფრინავზე, რომელიც მოსკოვში მიფრინავდა და იმავე საღამოს იქ ჩავფრინდით,“ - წერს ჰაფეზ ასადი.

რა არის ცნობილი ჰაფეზ ასადის შესახებ

ჰაფეზ ალ-ასადი სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის უფროსი ვაჟია. ის 2001 წელს დაიბადა და სახელი ბაბუის, სირიის ყოფილი ლიდერის, ჰაფეზ ალ-ასადის პატივსაცემად ეწოდა.

ჰაფეზ ალ-ასადი გამოირჩევა განსაკუთრებული ნიჭით მათემატიკაში. 2023 წელს მან წარმატებით დაასრულა სწავლა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის (მგუ) მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე და მიიღო მაგისტრის ხარისხი "სუფთა მათემატიკის" მიმართულებით. მისი სამაგისტრო ნაშრომი რიცხვთა თეორიას შეეხებოდა.

2024 წლის 29 ნოემბერს ჰაფეზმა რუსულ ენაზე წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მგუ-ში და მიიღო ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

დიპლომის გადაცემის ცერემონიას დედამისი, სირიის პირველი ლედი, ასმა ასადი ესწრებოდა, რომელსაც მგუ-ს რექტორმა, ვიქტორ სადოვნიჩმა სპეციალური მოწვევა გაუგზავნა.

წაიკითხეთ ასევე: