Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ავარიაში დაღუპული ბაიკერის გული გადამინერგეს" - როგორ ცხოვრობს გიორგი სარქისოვი: ბიჭი, რომელსაც უნიკალური ოპერაცია საქართველოდან პირველს ჩაუტარდა
"ავარიაში დაღუპული ბაიკერის გული გადამინერგეს" - როგორ ცხოვრობს გიორგი სარქისოვი: ბიჭი, რომელსაც უნიკალური ოპერაცია საქართველოდან პირველს ჩაუტარდა

2011 წლის 17 ნო­ემ­ბერს სამ­სა­ხურ­ში უეც­რად ცუ­დად გახ­და, უჰა­ე­რო­ბა და­ე­წყო, სუნ­თქვა უჭირ­და, თა­ნამ­შრო­მელ­მა კლი­ნი­კა­ში წა­იყ­ვა­ნა, სა­დაც რენტგე­ნი გა­და­უ­ღეს. ექი­მი გა­ფით­რე­ბუ­ლი სა­ხით გა­მო­ვი­და, უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო. 28 წლის გი­ორ­გი სარ­ქი­სოვს უთხრეს, რომ მხო­ლოდ 2 წლის სი­ცო­ცხლე ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი... გული უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვარ­და და ფაქ­ტობ­რი­ვად სიკ­ვდი­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და...

2 წლის შემ­დეგ და­უ­ჯე­რე­ბე­ლი რამ მოხ­და, 2013 წელს მას გული გა­და­უ­ნერ­გეს. გი­ორ­გი სარ­ქი­სო­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი გულ­გა­და­ნერ­გი­ლი პა­ცი­ენ­ტია.

გი­ორ­გი სარ­ქი­სო­ვი:

- იმ დღეს სამ­სა­ხუ­რის რამ­დე­ნი­მე კი­ბე­ზეც ვერ ავე­დი... კლი­ნი­კა­ში რენტგე­ნის გა­და­ღე­ბის შემ­დეგ ექიმ­მა ჩემს თა­ნამ­შრო­მელ ქალ­ბა­ტონს ჰკი­თხა, - პა­ცი­ენ­ტი თქვე­ნი ვინ არის? თა­ნამ­შრო­მე­ლი - უპა­სუ­ხა მან. ექიმ­მა რენტგე­ნის პა­სუ­ხი გა­დას­ცა და დას­ძი­ნა - მის მშობ­ლებ­საც გა­ა­გე­ბი­ნეთ... ფილ­ტვე­ბი სი­თხით იყო სავ­სე და კარ­დი­ო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კას სას­წრა­ფოდ მი­ა­კი­თხე­თო. იქი­დან წა­მო­სუ­ლი ცუ­დად გავ­ხდი, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ვაქ­ციე. ღამე დავ­წე­ქი, და­ვი­ძი­ნე. დი­ლით ბე­ბი­ამ გა­მაღ­ვი­ძა - რო­გორ ხარ? ღამე იხ­რჩო­ბო­დიო...

- მა­ნამ­დე რა­ი­მეს უჩი­ო­დით?

- 28 წლამ­დე არა­ფერს შე­ვუ­წუ­ხე­ბი­ვარ. სი­ცხეც იშ­ვი­ა­თად მქო­ნია და არც ექიმ­თან ვყო­ფილ­ვარ... თუმ­ცა, სა­ნამ რენტგე­ნის კა­ბი­ნეტ­ში მოვხდე­ბო­დი, ზოგ­ჯერ სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბას ვუ­ჩი­ო­დი... ბე­ბი­ა­ჩე­მის ნათ­ქვა­მის შემ­დეგ დი­ლით მარ­თლა მძი­მედ ვგრძნობ­დი თავს, ვე­ღარ ვსუნ­თქავ­დი. სას­წრა­ფო გა­მო­ვი­ძა­ხეთ, კლი­ნი­კა­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს. ფილ­ტვებ­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხის გამო, შე­შუ­პე­ბა იყო - სი­თხე პლევ­რა­შიც მქონ­და და ამო­ი­ღეს. იყო ასე­ვე ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა... სი­თხის ამო­ღე­ბის შემ­დეგ ამო­ვი­სუნ­თქე და თავი კარ­გად ვიგ­რძე­ნი, თუმ­ცა იმ კლი­ნი­კა­ში 10 დღე გა­ვა­ტა­რე, მერე კი გა­მო­ვე­წე­რე... ერ­თა­დერ­თი, რაც იქ მი­თხრეს, ეს პრობ­ლე­მა სა­ვა­რა­უ­დოდ გლან­დე­ბის­გან და პო­ლი­პე­ბის­გან მო­დი­სო...

გუ­ლის შე­სა­ხებ არა­ფე­რი უთ­ქვამთ. სი­სუს­ტემ ისევ შე­მახ­სე­ნა თავი. მერე მე­გო­ბარ­მა და­მი­ყო­ლია და „ჯო­ე­ნის“ კლი­ნი­კა­ში წა­მიყ­ვა­ნა. იქ რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი, გი­ორ­გი ახო­ბა­ძე მუ­შა­ობ­და, რო­მელ­მაც ექოს­კო­პია გა­მი­კე­თა და ჩემს მე­გო­ბარს უთხრა, - აქე­დან არ წა­იყ­ვა­ნოო. დი­აგ­ნო­ზი დი­ლა­ტა­ცი­უ­რი კარ­დი­ო­მი­ო­პა­თია იყო. მა­შინ ამ და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ, არა­ფე­რი ვი­ცო­დი. კლი­ნი­კა­ში დამ­ტო­ვეს, კვლე­ვა, მკურ­ნა­ლო­ბა და­მი­წყეს. ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა რომ გა­მი­კე­თეს, რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ ბლოკ­ში, სა­დაც მარ­ტო ვი­ყა­ვი, შე­მო­ვი­და პრო­ფე­სო­რი ლე­ვან ყუ­რაშ­ვი­ლი. შენ გჭირ­დე­ბა ახა­ლი გული, 2 წელი შე­გი­ნა­ხავ, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ თავი კარ­გად იგ­რძნო, - მი­თხრა. პა­ტა­რა ბიჭი არ ხარ, რომ ვერ გა­ი­გო, რას გე­უბ­ნე­ბი, მთა­ვა­რია, არ შე­გე­შინ­დეს... ისე­თი და­ა­ვა­დე­ბა გაქვს, შენს გულს შან­სი აღარ აქ­ვსო... შოკ­ში და დეპ­რე­სი­ა­ში ჩავ­ვარ­დი. გუ­ლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია ტე­ლე­ვი­ზორ­ში, კი­ნო­ში თუ მქონ­და ნა­ნა­ხი და ისიც ზღა­პა­რი მე­გო­ნა... ჩემი დეპ­რე­სია თვე-ნა­ხე­ვა­რი გაგ­რძელ­და...

- შემ­დეგ, მგო­ნი, მამა სე­რა­ფი­მემ მო­გი­ნა­ხუ­ლათ, ხომ?

- ეროვ­ნე­ბით ასუ­რე­ლი ვარ. იმ დრო­ის­თვის დიდ სა­მე­ბა­ში ჩვენ­თვის პა­ტა­რა სა­ლო­ცა­ვი იყო გა­მო­ყო­ფი­ლი, სა­დაც ჩემი მე­გო­ბა­რი მამა სე­რა­ფი­მეს­თან და­დი­ო­და (მა­შინ მას ხალ­ხი ასე მა­სობ­რი­ვად არ იც­ნობ­და). მე­გო­ბარ­მა მამა სე­რა­ფი­მეს სთხო­ვა, ჩემ­თან მო­სუ­ლი­ყო, ვე­ნა­ხე და ვე­ზი­ა­რე­ბი­ნე... მე­ო­რე დღეს მამა სე­რა­ფი­მე მო­ვი­და, გა­მე­სა­უბ­რა და მი­თხრა, მოდი, აღ­სა­რე­ბა ჩა­მა­ბა­რე, ხვალ მო­ვალ და გა­ზი­ა­რებ, ამის­თვის მო­ემ­ზა­დეო... ჩა­ვა­ბა­რე, რა­ღაც თან­ხაც და­მი­ტო­ვა, მში­ე­რი არ იყო და რაც მო­გინ­დე­ბა, აქ იყი­დეო. მე­ო­რე დღეს მო­ვი­და და მა­ზი­ა­რა. ზი­ა­რე­ბი­დან ერთ სა­ათ­ში სა­წო­ლი­დან წა­მოვ­დე­ქი, ჩემს თავს ვუ­თხა­რი, რომ უნდა ვიბ­რძო­ლო. არა­და, ისე­თი სი­ტუ­ა­ცია იყო, რომ უნდა ჩავ­წო­ლი­ლი­ყა­ვი და სიკ­ვდილს დავ­ლო­დე­ბო­დი... ექთ­ნე­ბი და სა­ნიტ­რე­ბიც და­მეხ­მარ­ნენ, იზ­რუ­ნეს და მოვ­წეს­რიგ­დი. იმ ყვე­ლა­ფერ­მა სხვა მძი­მე ფიქ­რის­გან და­მიც­ვა, ცუდ­ზე აღარ ვფიქ­რობ­დი.

- იმ კლი­ნი­კა­ში რამ­დე­ნი ხანი იყა­ვით?

- გუ­ლის გა­და­ნერგვამ­დე იქ 2 წელი ვი­წე­ქი, ოღონდ, ისე, რომ შევ­დი­ო­დი და გავ­დი­ო­დი... სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი ჩემ­ზე ზედ­მი­წევ­ნით ზრუ­ნავ­და... მაგ­რამ ბო­ლოს ისე დავმძიმ­დი, რომ კლი­ნი­კი­დან ვე­ღარ გა­მოვ­დი­ო­დი.

- და გუ­ლის გა­და­ნერგვა­ზე და­ი­წყეთ ფიქ­რი?

- დი­აგ­ნო­ზის დად­გე­ნი­დან 5 თვის შემ­დეგ გა­ვი­გე, რომ ამ ოპე­რა­ცი­ას ბე­ლო­რუს­ში, ქა­ლაქ მინ­სკში აკე­თებ­დნენ. გუ­ლის გა­და­ნერგვა რომ იქ კეთ­დე­ბო­და, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ლე­ვან ყუ­რაშ­ვი­ლის­გან შე­ვი­ტყვე. მინ­სკში კლი­ნი­კის ნო­მე­რიც მომ­ცა... სა­ბო­ლო­ოდ ვთქვი, რომ ამ ოპე­რა­ცი­ის გა­სა­კე­თებ­ლად მზად ვი­ყა­ვი... მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლი თან­ხე­ბი იყო სა­ჭი­რო და მისი შეგ­რო­ვე­ბა თა­ვი­დან ერ­თმა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა და­ი­წყო... მერე ინ­ტერ­ნეტ­ში შემ­თხვე­ვით ჩემი ძვე­ლი მე­გო­ბა­რი ვნა­ხე, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში მუ­შა­ობ­და და მო­რი­დე­ბით მივ­წე­რე, თუ შე­გიძ­ლია, და­მეხ­მა­რო-მეთ­ქი. რო­გორც შე­მეძ­ლე­ბა, და­გეხ­მა­რე­ბიო... მაგ გო­გომ წა­მო­ი­წყო თან­ხე­ბის მო­ძი­ე­ბის მთე­ლი ამ­ბა­ვი. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ჩა­ერ­თო... ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა ამ საქ­მე­ში გა­ღე­ბუ­ლი ერთი თეთ­რის­თვი­საც კი. 60.000 დო­ლა­რი ხალ­ხის აგ­რო­ვე­ბუ­ლი ფული იყო. ჯან­დაც­ვამ და მე­რი­ამ ნა­ხე­ვარ­ზე მეტი ჩა­მი­რი­ცხეს.

- და მინ­სკში სა­ო­პე­რა­ცი­ოდ ჩახ­ვე­დით?

- ხუთ­შა­ბა­თი იყო, ორ­შა­ბათს უნდა გავფრე­ნი­ლი­ყა­ვი და ბლოკ­ში მყოფს მეს­მის ლა­პა­რა­კი - ვერ გაფ­რინ­დე­ბა, ამის ფრე­ნა არ შე­იძ­ლე­ბა, ასე ვერ გა­ვუშ­ვებ­თო - სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი ჩემს მე­გობ­რებს ეუბ­ნე­ბო­და... იმ დროს ჩემ­თან შე­მო­ვი­და ძმა­კა­ცი და მი­თხრა - ფრე­ნა შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­დოს, მაგ­რამ იქით კვი­რას აუ­ცი­ლებ­ლად გავფრინ­დე­ბი­თო. რა­ტომ მა­ტყუ­ებ, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვი­გე, მო­მე­ცი პას­პორ­ტი, უნდა დავ­ხიო, აღარ მივ­დი­ვარ-მეთ­ქი. ისე ვი­ნერ­ვი­უ­ლე, რომ პა­რას­კევს დავმძიმ­დი და 8 პაპი მქონ­და შე­ერ­თე­ბუ­ლი. რა­მაზ ბა­თა­ვა­ნი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, მაგ დღეს ვერ გა­და­ვი­ტან­დი. შა­ბათს ცოტა შვე­ბა ვიგ­რძე­ნი, ვთხო­ვე, ფეხ­ზე წა­მო­მა­ყე­ნეთ-მეთ­ქი. არ შე­იძ­ლე­ბაო... მე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ. ჰა­ერ­ზე გა­მიყ­ვა­ნეთ, ორ­შა­ბა­თამ­დე უნდა მო­ვემ­ზა­დო, რომ გავფრი­ნე-მეთ­ქი. ჩემს თავ­საც ვა­ი­ძუ­ლე... ეს იყო ჩემი პრინ­ცი­პუ­ლი მო­თხოვ­ნა - ცოტა ბრძო­ლა მო­მი­წია.

- "ბრძო­ლა" მო­ი­გეთ?

- კვი­რას ექი­მე­ბი შე­მო­ვიდ­ნენ, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ერთი პაპი მქონ­და მხო­ლოდ შე­ერ­თე­ბუ­ლი და მათ საკ­მა­ოდ კარ­გი გან­წყო­ბით შევ­ხვდი. გა­ოც­დნენ, პა­რას­კევს ძა­ლი­ან მძი­მე იყა­ვიო... მოკ­ლედ, ორ­შა­ბათს დი­ლით გავფრინ­დი. რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გად, გი­ორ­გი ახო­ბა­ძე გა­მომ­ყვა, რო­მელ­მაც ექოს­კო­პია გა­მი­კე­თა, მინ­სკში ჩა­მიყ­ვა­ნა. სხვა არა­ვინ გა­ვი­ყო­ლე, არც ოჯა­ხის წევ­რი, არც ძმა­კა­ცი - ასე­თი იყო ჩემი მო­თხოვ­ნა. კლი­ნი­კა­ში ვი­ტა­ლი ბა­ნელ­მა მიგ­ვი­ღო. ძა­ლი­ან მალე მისი ხმა შე­მო­მეს­მა - გული გა­მოჩ­ნდა, მალე მო­ვამ­ზა­დოთ. ნე­ტავ, ეგ გული არ გა­მოდ­გეს, - გი­ორ­გი ახო­ბა­ძეს ვუ­თხა­რი. რა­ტო­მო? - მკი­თხა. ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი ვარ და დას­ვე­ნე­ბა მინ­და-მეთ­ქი. რას ამ­ბობ, ხალ­ხი გულს ნატ­რობს და შენ რას ლა­პა­რა­კო­ბო? ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში მო­ვიდ­ნენ და გული და­წუ­ნე­ბუ­ლია.

მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან ერ­თად

- არ გა­მოდ­გა?

- C-ჰე­პა­ტი­ტი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. მერე პა­ლა­ტა­ში ამიყ­ვა­ნეს. იქ უკ­რა­ი­ნე­ლი ბიჭი იწვა, მას­თან დღე­საც კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, ისიც გულს ელო­დე­ბო­და... ერ­თმა­ნე­თი კარ­გად გა­ვი­ცა­ნით... ერთ სა­ღა­მოს ფან­ჯა­რა ღია გვქონ­და და უცებ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი შე­ჯა­ხე­ბის ხმა მოგ­ვეს­მა, - ფან­ჯრი­დან რომ გა­და­ვი­ხა­დე, და­ვი­ნა­ხე, რომ მა­გა­რი ავა­რია მოხ­და (წინ ავ­ტო­ბა­ნი იყო) და რო­მას ვუ­თხა­რი. აი, შენი გული მან­დე­დან იქ­ნე­ბაო - თქვა მან. რა გული, რას ამ­ბობ-მეთ­ქი?! მერე ტე­ლე­ვი­ზო­რი ჩავ­რთე და ეგ ავა­რია იქაც გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ მო­ტო­ციკ­ლე­ტის­ტი და­იმ­ტვრა, მან­ქა­ნე­ბი, ხალ­ხი და­ი­ღუ­პა. დი­ლით რომ გა­ვიღ­ვი­ძე, გი­ორ­გიმ და­მი­რე­კა (შაკო სხირტლა­ძე, გი­ორ­გი ბახ­სო­ლი­ა­ნი, თორ­ნი­კე სუ­ხი­აშ­ვი­ლი - მე­გობ­რე­ბი იქ იყ­ვნენ), მა­შინ მაგ კლი­ნი­კა­ში იყო. გიო, რო­გორ ხარ, შენი გული ახლა ხელ­ში მი­ჭი­რავს და მო­ემ­ზა­დე, გა­და­ნერგვას ღამე ვა­კე­თებ­თო.

რა გული ხელ­ში გი­ჭი­რავს, - რას მე­ხუმ­რე­ბი-მეთ­ქი და ტე­ლე­ფო­ნი გა­ვუ­თი­შე. გად­მო­რე­კა - შენი გული მარ­თლა ხელ­ში მი­ჭი­რავს და ღა­მის 2-ის ნა­ხე­ვარ­ზე ოპე­რა­ცი­ას ვი­წყებ­თო... მო­ვემ­ზა­დეთ ოპე­რა­ცი­ის­თვის, ექი­მე­ბიც შე­მო­ვიდ­ნენ, კონ­სი­ლი­უ­მი შედ­გა და მერე სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში შე­მიყ­ვა­ნეს... ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ თვა­ლე­ბი რომ გა­ვა­ხი­ლე, - პირ­ვე­ლი, რაც ვი­კი­თხე, რა მოხ­და-მეთ­ქი? ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის, ოპე­რა­ცია დამ­თავ­რდა და შენც კარ­გად ხარო - მი­თხრეს. გა­მი­ხარ­და. რე­ა­ნი­მა­ცი­ი­დან პა­ლა­ტა­ში მეშ­ვი­დე დღეს ამიყ­ვა­ნეს. იქ ისევ ის უკ­რა­ი­ნე­ლი ბიჭი დამ­ხვდა, კი­დევ დო­ნორს ელო­დე­ბო­და. მი­ლო­ცავ­და, უხა­რო­და, უმაგ­რე­სი ადა­მი­ა­ნია, მერე 2 კვი­რა მო­მი­წია კი­დევ მას­თან ერ­თად იქ ყოფ­ნამ. ცუ­დად რომ ხდე­ბო­და, ვუვ­ლი­დი, რად­გან ექი­მე­ბი პა­ლა­ტა­ში მუდ­მი­ვად არ იყ­ვნენ ხოლ­მე.

- ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ რა­ი­მე გარ­თუ­ლე­ბა ხომ არ გქო­ნი­ათ?

- არა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბა, სი­ცხეც არ მქო­ნია. ამით თვი­თო­ნაც გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია აღ­მოჩ­ნდა. ვინც გა­და­ნერგვა გა­მი­კე­თა, იური ოს­ტროვ­სკიმ თქვა - ასე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია 5 წე­ლია, არ მქო­ნი­აო. მე­სა­მე დღეს ფეხ­ზე წა­მოვ­დე­ქი, ეს მათ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. მე­სა­მე დღეს ფეხ­ზე არა­ვის ვა­ყე­ნებ­თო... მერე ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ კი­ბე­ებ­ზე მარ­ბე­ნი­ნებ­დნენ, სა­ნამ მე­ცხრე სარ­თულ­ზე ფე­ხით არ ახ­ვალ, მა­ნამ ვერ გაგ­წერ­თო. ჩემი მი­ზა­ნი იყო, იქი­დან წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი.

- ალ­ბათ მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და­გი­ნიშ­ნეს.

- დიდი რა­ო­დე­ნო­ბით, რომ­ლებ­საც ვსვამ­დი. ერთი დიდი ყუთი იყო, სა­დაც 24 და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტი იდო. თი­თო­ე­ულს ეწე­რა დრო, რო­დის უნდა და­მე­ლია, თით­ქმის ყო­ველ ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში. მე­ო­რე დღეს მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სავ­სე ყუთი ისევ ივ­სე­ბო­და... იმ კლი­ნი­კა­ში სულ 27 დღე ვი­ყა­ვი. აქაც იმა­ვე ყუ­თით ჩა­მო­ვე­დი... 3 თვე­ში მინ­სკში ბი­ოფ­სი­ა­ზე უნდა ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი, იმ 4 მე­დი­კა­მენ­ტი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 8 მო­მიხ­სნეს. მე­ექ­ვსე თვეს რომ ჩავფრინ­დი, უკვე და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი იყო ანა­ლი­ზე­ბის ნა­წი­ლი და კი­დევ 6 წა­მა­ლი მო­მიხ­სნეს... მკაცრ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას სულ 6 თვე დას­ჭირ­და. პირ­ბა­დის გა­რე­შე ყოფ­ნა არ შე­იძ­ლე­ბო­და. კვე­ბის რე­ჟი­მიც კონ­ტროლ­დე­ბო­და... მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, 6 თვის მერე 2 წელი გჭირ­დე­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ფორ­მა­ში ჩად­გე­სო... მი­თი­თე­ბა იყო, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად და­მეტვირ­თა გული. ბევ­რი სი­ა­რუ­ლი და­მი­ნიშ­ნეს. დღეს­დღე­ო­ბით 4-5 წა­მა­ლია, რა­საც დღეს­დღე­ო­ბით ვსვამ.

- და თავს რო­გორ გრძნობთ?

- კარ­გად, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ.

- ფაქ­ტია, მე­ო­რედ და­ი­ბა­დეთ... რო­გო­რია სხვი­სი გუ­ლით ცხოვ­რე­ბა, რა გრძნო­ბაა ეს?

- მა­გა­ზე თა­ვი­დან ხან­გრძლი­ვად მო­მი­წია ფიქ­რი, მაგ­რამ იქაც მი­თხრეს, ეცა­დე, ნაკ­ლე­ბად იფიქ­რო, რომ სხვი­სი გუ­ლით ხარ. ფიქ­რი შე­გი­ყო­ლი­ებს, შე­იძ­ლე­ბა ღრმა დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­გაგ­დოს... იფიქ­რე მხო­ლოდ იმა­ზე, რომ ხარ ჯან­მრთე­ლი... ის ბიჭი კი ძა­ლი­ან შე­მე­ცო­და...

- გა­ი­გეთ ვინ იყო? იცით ვისი გული გაქვთ?

- ეგ სა­კი­თხი მკაც­რად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია. ერ­თა­დერ­თი, მი­თხრეს, რომ ბა­ი­კე­რი, სპორ­ტსმე­ნი, 38 წლის, სი­მაღ­ლე­ში მეტ­რი და 95 სან­ტი­მეტ­რი. მე მა­შინ 30 წლის ვი­ყა­ვი... მისი არც სა­ხე­ლი, გვა­რი და მი­სა­მარ­თი უთ­ქვამთ...

- მი­ზე­ზი თუ დად­გინ­და, ეგ დი­აგ­ნო­ზი რამ გა­მო­იწ­ვია?

- გე­ნე­ტი­კუ­რი არ არის, ჩემს გე­ნე­ტი­კა­ში გუ­ლის პრობ­ლე­მა არა­ვის ჰქო­ნია... იყო ვერ­სი­ე­ბი, რომ თით­ქოს ვირუს­მა გა­მო­იწ­ვია, ნეს­ტმაც იცის, გა­ცი­ე­ბა­მო - სა­ბო­ლო­ოდ ვერ გა­ვი­გე, რის­გან და­მე­მარ­თა.

- ცოტა ხნის წინ გულ­გა­და­ნერ­გი­ლი გო­გო­ნა - ქეთი ქა­რუ­მი­ძე იყო ჩემი რეს­პონ­დენ­ტი. სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა გულ­გა­და­ნერ­გილ ადა­მი­ა­ნებს თუ იც­ნობთ?

- ქე­თი­საც ვიც­ნობ და სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევრ მათ­გან­თან მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა, ვინც ჩემ მერე გული გა­და­ი­ნერ­გა. ვინც მაგ პრობ­ლე­მის წი­ნა­შეა, ჩემი მხრი­დან, რაც შე­მიძ­ლია, ვეხ­მა­რე­ბი. ვცდი­ლობ, ისი­ნი სწორ გზა­ზე და­ვა­ყე­ნო, რად­გან ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, როცა წა­სუ­ლან, ჩა­მო­სუ­ლან და 3-4 თვე­ში ყვე­ლა­ფე­რი ცუ­დად დამ­თავ­რე­ბუ­ლა... სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ 14 გულ გა­და­ნერ­გი­ლი ადა­მი­ა­ნია. 14-ვეს ვიც­ნობ და მაქვს მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ ვი­საც გა­და­ნერგვა სჭირ­დე­ბა, მათი რი­ცხვი, უფრო მე­ტია. ადა­მი­ან­მა ცხოვ­რე­ბა­ში არა­სო­დეს უნდა და­ი­ტო­ვოს კი­თხვის ნი­შა­ნი. ბო­ლომ­დე უნდა იბ­რძო­ლოს, სირ­თუ­ლეს არ უნდა და­ნებ­დეს. მე რომ დავ­ნე­ბე­ბო­დი ახლა ცო­ცხა­ლი არ ვიქ­ნე­ბო­დი.

- გი­ორ­გი, ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ და­ო­ჯახ­დით, ხომ?

- კი, მე­უღ­ლე და 5 წლის გო­გო­ნა მყავს. აქ­ტი­უ­რი მშობ­ლე­ბი ვართ და აქ­ტი­უ­რად ვართ ჩარ­თუ­ლი მის აღ­ზრდა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"ავარიაში დაღუპული ბაიკერის გული გადამინერგეს" - როგორ ცხოვრობს გიორგი სარქისოვი: ბიჭი, რომელსაც უნიკალური ოპერაცია საქართველოდან პირველს ჩაუტარდა

"ავარიაში დაღუპული ბაიკერის გული გადამინერგეს" - როგორ ცხოვრობს გიორგი სარქისოვი: ბიჭი, რომელსაც უნიკალური ოპერაცია საქართველოდან პირველს ჩაუტარდა

2011 წლის 17 ნოემბერს სამსახურში უეცრად ცუდად გახდა, უჰაერობა დაეწყო, სუნთქვა უჭირდა, თანამშრომელმა კლინიკაში წაიყვანა, სადაც რენტგენი გადაუღეს. ექიმი გაფითრებული სახით გამოვიდა, უმძიმესი მდგომარეობა იყო. 28 წლის გიორგი სარქისოვს უთხრეს, რომ მხოლოდ 2 წლის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი... გული უმძიმეს მდგომარეობაში იყო. დეპრესიაში ჩავარდა და ფაქტობრივად სიკვდილისთვის ემზადებოდა...

2 წლის შემდეგ დაუჯერებელი რამ მოხდა, 2013 წელს მას გული გადაუნერგეს. გიორგი სარქისოვი საქართველოში პირველი გულგადანერგილი პაციენტია.

გიორგი სარქისოვი:

- იმ დღეს სამსახურის რამდენიმე კიბეზეც ვერ ავედი... კლინიკაში რენტგენის გადაღების შემდეგ ექიმმა ჩემს თანამშრომელ ქალბატონს ჰკითხა, - პაციენტი თქვენი ვინ არის? თანამშრომელი - უპასუხა მან. ექიმმა რენტგენის პასუხი გადასცა და დასძინა - მის მშობლებსაც გააგებინეთ... ფილტვები სითხით იყო სავსე და კარდიოლოგიურ კლინიკას სასწრაფოდ მიაკითხეთო. იქიდან წამოსული ცუდად გავხდი, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. ღამე დავწექი, დავიძინე. დილით ბებიამ გამაღვიძა - როგორ ხარ? ღამე იხრჩობოდიო...

- მანამდე რაიმეს უჩიოდით?

- 28 წლამდე არაფერს შევუწუხებივარ. სიცხეც იშვიათად მქონია და არც ექიმთან ვყოფილვარ... თუმცა, სანამ რენტგენის კაბინეტში მოვხდებოდი, ზოგჯერ სუნთქვის უკმარისობას ვუჩიოდი... ბებიაჩემის ნათქვამის შემდეგ დილით მართლა მძიმედ ვგრძნობდი თავს, ვეღარ ვსუნთქავდი. სასწრაფო გამოვიძახეთ, კლინიკაში გადამიყვანეს. ფილტვებში დიდი რაოდენობით სითხის გამო, შეშუპება იყო - სითხე პლევრაშიც მქონდა და ამოიღეს. იყო ასევე ფილტვების ანთება... სითხის ამოღების შემდეგ ამოვისუნთქე და თავი კარგად ვიგრძენი, თუმცა იმ კლინიკაში 10 დღე გავატარე, მერე კი გამოვეწერე... ერთადერთი, რაც იქ მითხრეს, ეს პრობლემა სავარაუდოდ გლანდებისგან და პოლიპებისგან მოდისო...

გულის შესახებ არაფერი უთქვამთ. სისუსტემ ისევ შემახსენა თავი. მერე მეგობარმა დამიყოლია და „ჯოენის“ კლინიკაში წამიყვანა. იქ რეანიმატოლოგი ჩვენი მეგობარი, გიორგი ახობაძე მუშაობდა, რომელმაც ექოსკოპია გამიკეთა და ჩემს მეგობარს უთხრა, - აქედან არ წაიყვანოო. დიაგნოზი დილატაციური კარდიომიოპათია იყო. მაშინ ამ დაავადების შესახებ, არაფერი ვიცოდი. კლინიკაში დამტოვეს, კვლევა, მკურნალობა დამიწყეს. ყველა პროცედურა რომ გამიკეთეს, რაღაც პერიოდის შემდეგ ბლოკში, სადაც მარტო ვიყავი, შემოვიდა პროფესორი ლევან ყურაშვილი. შენ გჭირდება ახალი გული, 2 წელი შეგინახავ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნო, - მითხრა. პატარა ბიჭი არ ხარ, რომ ვერ გაიგო, რას გეუბნები, მთავარია, არ შეგეშინდეს... ისეთი დაავადება გაქვს, შენს გულს შანსი აღარ აქვსო... შოკში და დეპრესიაში ჩავვარდი. გულის გადანერგვის ოპერაცია ტელევიზორში, კინოში თუ მქონდა ნანახი და ისიც ზღაპარი მეგონა... ჩემი დეპრესია თვე-ნახევარი გაგრძელდა...

- შემდეგ, მგონი, მამა სერაფიმემ მოგინახულათ, ხომ?

- ეროვნებით ასურელი ვარ. იმ დროისთვის დიდ სამებაში ჩვენთვის პატარა სალოცავი იყო გამოყოფილი, სადაც ჩემი მეგობარი მამა სერაფიმესთან დადიოდა (მაშინ მას ხალხი ასე მასობრივად არ იცნობდა). მეგობარმა მამა სერაფიმეს სთხოვა, ჩემთან მოსულიყო, ვენახე და ვეზიარებინე... მეორე დღეს მამა სერაფიმე მოვიდა, გამესაუბრა და მითხრა, მოდი, აღსარება ჩამაბარე, ხვალ მოვალ და გაზიარებ, ამისთვის მოემზადეო... ჩავაბარე, რაღაც თანხაც დამიტოვა, მშიერი არ იყო და რაც მოგინდება, აქ იყიდეო. მეორე დღეს მოვიდა და მაზიარა. ზიარებიდან ერთ საათში საწოლიდან წამოვდექი, ჩემს თავს ვუთხარი, რომ უნდა ვიბრძოლო. არადა, ისეთი სიტუაცია იყო, რომ უნდა ჩავწოლილიყავი და სიკვდილს დავლოდებოდი... ექთნები და სანიტრებიც დამეხმარნენ, იზრუნეს და მოვწესრიგდი. იმ ყველაფერმა სხვა მძიმე ფიქრისგან დამიცვა, ცუდზე აღარ ვფიქრობდი.

- იმ კლინიკაში რამდენი ხანი იყავით?

- გულის გადანერგვამდე იქ 2 წელი ვიწექი, ოღონდ, ისე, რომ შევდიოდი და გავდიოდი... სამედიცინო პერსონალი ჩემზე ზედმიწევნით ზრუნავდა... მაგრამ ბოლოს ისე დავმძიმდი, რომ კლინიკიდან ვეღარ გამოვდიოდი.

- და გულის გადანერგვაზე დაიწყეთ ფიქრი?

- დიაგნოზის დადგენიდან 5 თვის შემდეგ გავიგე, რომ ამ ოპერაციას ბელორუსში, ქალაქ მინსკში აკეთებდნენ. გულის გადანერგვა რომ იქ კეთდებოდა, ამის შესახებ ინფორმაცია ლევან ყურაშვილისგან შევიტყვე. მინსკში კლინიკის ნომერიც მომცა... საბოლოოდ ვთქვი, რომ ამ ოპერაციის გასაკეთებლად მზად ვიყავი... მაგრამ სერიოზული თანხები იყო საჭირო და მისი შეგროვება თავიდან ერთმა ჩემმა მეგობარმა დაიწყო... მერე ინტერნეტში შემთხვევით ჩემი ძველი მეგობარი ვნახე, რომელიც პარლამენტში მუშაობდა და მორიდებით მივწერე, თუ შეგიძლია, დამეხმარო-მეთქი. როგორც შემეძლება, დაგეხმარებიო... მაგ გოგომ წამოიწყო თანხების მოძიების მთელი ამბავი. ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო... ყველას დიდი მადლობა ამ საქმეში გაღებული ერთი თეთრისთვისაც კი. 60.000 დოლარი ხალხის აგროვებული ფული იყო. ჯანდაცვამ და მერიამ ნახევარზე მეტი ჩამირიცხეს.

- და მინსკში საოპერაციოდ ჩახვედით?

- ხუთშაბათი იყო, ორშაბათს უნდა გავფრენილიყავი და ბლოკში მყოფს მესმის ლაპარაკი - ვერ გაფრინდება, ამის ფრენა არ შეიძლება, ასე ვერ გავუშვებთო - სამედიცინო პერსონალი ჩემს მეგობრებს ეუბნებოდა... იმ დროს ჩემთან შემოვიდა ძმაკაცი და მითხრა - ფრენა შეიძლება გადაიდოს, მაგრამ იქით კვირას აუცილებლად გავფრინდებითო. რატომ მატყუებ, ყველაფერი გავიგე, მომეცი პასპორტი, უნდა დავხიო, აღარ მივდივარ-მეთქი. ისე ვინერვიულე, რომ პარასკევს დავმძიმდი და 8 პაპი მქონდა შეერთებული. რამაზ ბათავანი რომ არ ყოფილიყო, მაგ დღეს ვერ გადავიტანდი. შაბათს ცოტა შვება ვიგრძენი, ვთხოვე, ფეხზე წამომაყენეთ-მეთქი. არ შეიძლებაო... მეწინააღმდეგებოდნენ. ჰაერზე გამიყვანეთ, ორშაბათამდე უნდა მოვემზადო, რომ გავფრინე-მეთქი. ჩემს თავსაც ვაიძულე... ეს იყო ჩემი პრინციპული მოთხოვნა - ცოტა ბრძოლა მომიწია.

- "ბრძოლა" მოიგეთ?

- კვირას ექიმები შემოვიდნენ, მოწესრიგებული ვიყავი, ერთი პაპი მქონდა მხოლოდ შეერთებული და მათ საკმაოდ კარგი განწყობით შევხვდი. გაოცდნენ, პარასკევს ძალიან მძიმე იყავიო... მოკლედ, ორშაბათს დილით გავფრინდი. რეანიმატოლოგად, გიორგი ახობაძე გამომყვა, რომელმაც ექოსკოპია გამიკეთა, მინსკში ჩამიყვანა. სხვა არავინ გავიყოლე, არც ოჯახის წევრი, არც ძმაკაცი - ასეთი იყო ჩემი მოთხოვნა. კლინიკაში ვიტალი ბანელმა მიგვიღო. ძალიან მალე მისი ხმა შემომესმა - გული გამოჩნდა, მალე მოვამზადოთ. ნეტავ, ეგ გული არ გამოდგეს, - გიორგი ახობაძეს ვუთხარი. რატომო? - მკითხა. ძალიან დაღლილი ვარ და დასვენება მინდა-მეთქი. რას ამბობ, ხალხი გულს ნატრობს და შენ რას ლაპარაკობო? ნახევარ საათში მოვიდნენ და გული დაწუნებულია.

მეუღლესთან და შვილთან ერთად

- არ გამოდგა?

- C-ჰეპატიტიანი აღმოჩნდა. მერე პალატაში ამიყვანეს. იქ უკრაინელი ბიჭი იწვა, მასთან დღესაც კარგი ურთიერთობა მაქვს, ისიც გულს ელოდებოდა... ერთმანეთი კარგად გავიცანით... ერთ საღამოს ფანჯარა ღია გვქონდა და უცებ ძალიან ძლიერი შეჯახების ხმა მოგვესმა, - ფანჯრიდან რომ გადავიხადე, დავინახე, რომ მაგარი ავარია მოხდა (წინ ავტობანი იყო) და რომას ვუთხარი. აი, შენი გული მანდედან იქნებაო - თქვა მან. რა გული, რას ამბობ-მეთქი?! მერე ტელევიზორი ჩავრთე და ეგ ავარია იქაც გამოაცხადეს, რომ მოტოციკლეტისტი დაიმტვრა, მანქანები, ხალხი დაიღუპა. დილით რომ გავიღვიძე, გიორგიმ დამირეკა (შაკო სხირტლაძე, გიორგი ბახსოლიანი, თორნიკე სუხიაშვილი - მეგობრები იქ იყვნენ), მაშინ მაგ კლინიკაში იყო. გიო, როგორ ხარ, შენი გული ახლა ხელში მიჭირავს და მოემზადე, გადანერგვას ღამე ვაკეთებთო.

რა გული ხელში გიჭირავს, - რას მეხუმრები-მეთქი და ტელეფონი გავუთიშე. გადმორეკა - შენი გული მართლა ხელში მიჭირავს და ღამის 2-ის ნახევარზე ოპერაციას ვიწყებთო... მოვემზადეთ ოპერაციისთვის, ექიმებიც შემოვიდნენ, კონსილიუმი შედგა და მერე საოპერაციოში შემიყვანეს... ოპერაციის შემდეგ თვალები რომ გავახილე, - პირველი, რაც ვიკითხე, რა მოხდა-მეთქი? ყველაფერი კარგად არის, ოპერაცია დამთავრდა და შენც კარგად ხარო - მითხრეს. გამიხარდა. რეანიმაციიდან პალატაში მეშვიდე დღეს ამიყვანეს. იქ ისევ ის უკრაინელი ბიჭი დამხვდა, კიდევ დონორს ელოდებოდა. მილოცავდა, უხაროდა, უმაგრესი ადამიანია, მერე 2 კვირა მომიწია კიდევ მასთან ერთად იქ ყოფნამ. ცუდად რომ ხდებოდა, ვუვლიდი, რადგან ექიმები პალატაში მუდმივად არ იყვნენ ხოლმე.

- ოპერაციის შემდეგ რაიმე გართულება ხომ არ გქონიათ?

- არანაირი გართულება, სიცხეც არ მქონია. ამით თვითონაც გაკვირვებულები იყვნენ, ძალიან წარმატებული ოპერაცია აღმოჩნდა. ვინც გადანერგვა გამიკეთა, იური ოსტროვსკიმ თქვა - ასეთი წარმატებული ოპერაცია 5 წელია, არ მქონიაო. მესამე დღეს ფეხზე წამოვდექი, ეს მათთვის წარმოუდგენელი იყო. მესამე დღეს ფეხზე არავის ვაყენებთო... მერე ოპერაციის შემდეგ კიბეებზე მარბენინებდნენ, სანამ მეცხრე სართულზე ფეხით არ ახვალ, მანამ ვერ გაგწერთო. ჩემი მიზანი იყო, იქიდან წამოვსულიყავი.

- ალბათ მედიკამენტები დაგინიშნეს.

- დიდი რაოდენობით, რომლებსაც ვსვამდი. ერთი დიდი ყუთი იყო, სადაც 24 დასახელების მედიკამენტი იდო. თითოეულს ეწერა დრო, როდის უნდა დამელია, თითქმის ყოველ ნახევარ საათში. მეორე დღეს მედიკამენტების სავსე ყუთი ისევ ივსებოდა... იმ კლინიკაში სულ 27 დღე ვიყავი. აქაც იმავე ყუთით ჩამოვედი... 3 თვეში მინსკში ბიოფსიაზე უნდა ჩავსულიყავი, იმ 4 მედიკამენტიდან დაახლოებით 8 მომიხსნეს. მეექვსე თვეს რომ ჩავფრინდი, უკვე დარეგულირებული იყო ანალიზების ნაწილი და კიდევ 6 წამალი მომიხსნეს... მკაცრ რეაბილიტაციას სულ 6 თვე დასჭირდა. პირბადის გარეშე ყოფნა არ შეიძლებოდა. კვების რეჟიმიც კონტროლდებოდა... მეუბნებოდნენ, 6 თვის მერე 2 წელი გჭირდება, რომ ყველაფერი ფორმაში ჩადგესო... მითითება იყო, რომ მაქსიმალურად დამეტვირთა გული. ბევრი სიარული დამინიშნეს. დღესდღეობით 4-5 წამალია, რასაც დღესდღეობით ვსვამ.

- და თავს როგორ გრძნობთ?

- კარგად, ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ.

- ფაქტია, მეორედ დაიბადეთ... როგორია სხვისი გულით ცხოვრება, რა გრძნობაა ეს?

- მაგაზე თავიდან ხანგრძლივად მომიწია ფიქრი, მაგრამ იქაც მითხრეს, ეცადე, ნაკლებად იფიქრო, რომ სხვისი გულით ხარ. ფიქრი შეგიყოლიებს, შეიძლება ღრმა დეპრესიაში ჩაგაგდოს... იფიქრე მხოლოდ იმაზე, რომ ხარ ჯანმრთელი... ის ბიჭი კი ძალიან შემეცოდა...

- გაიგეთ ვინ იყო? იცით ვისი გული გაქვთ?

- ეგ საკითხი მკაცრად გასაიდუმლოებულია. ერთადერთი, მითხრეს, რომ ბაიკერი, სპორტსმენი, 38 წლის, სიმაღლეში მეტრი და 95 სანტიმეტრი. მე მაშინ 30 წლის ვიყავი... მისი არც სახელი, გვარი და მისამართი უთქვამთ...

- მიზეზი თუ დადგინდა, ეგ დიაგნოზი რამ გამოიწვია?

- გენეტიკური არ არის, ჩემს გენეტიკაში გულის პრობლემა არავის ჰქონია... იყო ვერსიები, რომ თითქოს ვირუსმა გამოიწვია, ნესტმაც იცის, გაციებამო - საბოლოოდ ვერ გავიგე, რისგან დამემართა.

- ცოტა ხნის წინ გულგადანერგილი გოგონა - ქეთი ქარუმიძე იყო ჩემი რესპონდენტი. საქართველოში სხვა გულგადანერგილ ადამიანებს თუ იცნობთ?

- ქეთისაც ვიცნობ და საქართველოში ბევრ მათგანთან მაქვს ურთიერთობა, ვინც ჩემ მერე გული გადაინერგა. ვინც მაგ პრობლემის წინაშეა, ჩემი მხრიდან, რაც შემიძლია, ვეხმარები. ვცდილობ, ისინი სწორ გზაზე დავაყენო, რადგან ყოფილა შემთხვევები, როცა წასულან, ჩამოსულან და 3-4 თვეში ყველაფერი ცუდად დამთავრებულა... საქართველოში სულ 14 გულ გადანერგილი ადამიანია. 14-ვეს ვიცნობ და მაქვს მათთან ურთიერთობა, მაგრამ ვისაც გადანერგვა სჭირდება, მათი რიცხვი, უფრო მეტია. ადამიანმა ცხოვრებაში არასოდეს უნდა დაიტოვოს კითხვის ნიშანი. ბოლომდე უნდა იბრძოლოს, სირთულეს არ უნდა დანებდეს. მე რომ დავნებებოდი ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი.

- გიორგი, ოპერაციის შემდეგ დაოჯახდით, ხომ?

- კი, მეუღლე და 5 წლის გოგონა მყავს. აქტიური მშობლები ვართ და აქტიურად ვართ ჩართული მის აღზრდაში.