მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხანგრძლივი შიმშილობა უკვე აისახება მის ზოგად მდგომარეობაზეც" - რას ამბობს "ვივამედის" დირექტორი მზია ამაღლობელის მდგომარეობაზე?
"ხანგრძლივი შიმშილობა უკვე აისახება მის ზოგად მდგომარეობაზეც" - რას ამბობს "ვივამედის" დირექტორი მზია ამაღლობელის მდგომარეობაზე?

პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა უც­ვლე­ლია, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი პა­რა­მეტ­რე­ბი სტა­ბი­ლუ­რია, მაგ­რამ გა­მომ­დი­ნა­რე შიმ­ში­ლო­ბის ხან­გრძლი­ვო­ბი­სა, რა თქმა უნდა, პა­ცი­ენ­ტი იმ­სა­ხუ­რებს, გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას, - ამის შე­სა­ხებ კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის" კლი­ნი­კურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ზუ­რაბ ჩხა­ი­ძემ, ჟურ­ნა­ლისტ მზია ამაღ­ლო­ბე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, ჟურ­ნა­ლისტს, რო­მე­ლიც 34 დღეა შიმ­ში­ლობს, ყვე­ლა სიმპტო­მი აღე­ნიშ­ნე­ბა, რაც ამ პე­რი­ო­დის შიმ­ში­ლო­ბის პრო­ცე­სის­თვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და კლი­ნი­კა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, იმი­სათ­ვის, რომ შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბე­ბის პრე­ვენ­ცია მოხ­დეს.

"შიმ­ში­ლო­ბა რთუ­ლი პრო­ცე­სია და გარ­კვე­ულ რის­კებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ამ კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­თა ფუნ­ქცი­ის მოშ­ლა და ა.შ. კლი­ნი­კა მზად არის და აკე­თებს ყვე­ლა­ფერს, რომ წა­რი­მარ­თოს სრულ­ფა­სო­ვა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო, მო­ნი­ტო­რინ­გი, ყო­ველ­დღი­უ­რად კეთ­დე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი და თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა და­მა­ტე­ბი­თი სხვა სა­ხის კვლე­ვე­ბი, ჩვენ ამის­თვი­საც მზად ვართ. ეს ხან­გრძლი­ვი შიმ­ში­ლო­ბა უკვე აი­სა­ხე­ბა მის ზო­გად მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეც. აქვს ყვე­ლა ის სიმპტო­მი, რო­მე­ლიც ამ პე­რი­ო­დის შიმ­ში­ლო­ბის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბაა მდგო­მა­რე­ო­ბის გარ­თუ­ლე­ბის პრე­ვენ­ცია, და ჩვენ ამის­თვის ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ",- გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ჩხა­ი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, „ბა­თუ­მე­ლე­ბის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, მზია ამაღ­ლო­ბე­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლის თა­ო­ბა­ზე ად­ვო­კა­ტე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, ლე­ვან ყოლ­ბა­ი­ამ და­უშ­ვებ­ლად ცნო.

sponsored by ContentRoom
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ხანგრძლივი შიმშილობა უკვე აისახება მის ზოგად მდგომარეობაზეც" - რას ამბობს "ვივამედის" დირექტორი მზია ამაღლობელის მდგომარეობაზე?

"ხანგრძლივი შიმშილობა უკვე აისახება მის ზოგად მდგომარეობაზეც" - რას ამბობს "ვივამედის" დირექტორი მზია ამაღლობელის მდგომარეობაზე?

პაციენტის მდგომარეობა უცვლელია, ფიზიოლოგიური პარამეტრები სტაბილურია, მაგრამ გამომდინარე შიმშილობის ხანგრძლივობისა, რა თქმა უნდა, პაციენტი იმსახურებს, განსაკუთრებულ ყურადღებას, - ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

  • მისი თქმით, ჟურნალისტს, რომელიც 34 დღეა შიმშილობს, ყველა სიმპტომი აღენიშნება, რაც ამ პერიოდის შიმშილობის პროცესისთვისაა დამახასიათებელი და კლინიკა ყველაფერს აკეთებს, იმისათვის, რომ შემდგომი გართულებების პრევენცია მოხდეს.

"შიმშილობა რთული პროცესია და გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, ამ კონკრეტულ სიტუაციაში შეიძლება იყოს სხვადასხვა ორგანოთა ფუნქციის მოშლა და ა.შ. კლინიკა მზად არის და აკეთებს ყველაფერს, რომ წარიმართოს სრულფასოვანი სამედიცინო, მონიტორინგი, ყოველდღიურად კეთდება ლაბორატორიული კვლევები და თუ საჭირო იქნება დამატებითი სხვა სახის კვლევები, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ. ეს ხანგრძლივი შიმშილობა უკვე აისახება მის ზოგად მდგომარეობაზეც. აქვს ყველა ის სიმპტომი, რომელიც ამ პერიოდის შიმშილობისთვის არის დამახასიათებელი. ჩვენი მოვალეობაა მდგომარეობის გართულების პრევენცია, და ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ",- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ცნობისთვის, „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო.