პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა

ლი­დერ­მა დე­ვე­ლო­პე­რულ­მა კომ­პა­ნია „არ­ქიმ“ თბი­ლის­ში, ორ­თა­ჭა­ლა­ში ოთხვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო - ibis Tbilisi City გახ­სნა. ibis მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი და ხელ­მი­საწ­ვდო­მი სას­ტუმ­რო­ე­ბის ლი­დე­რი ბრენ­დის - Accor-ის ჯგუფ­ში შე­დის, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 12 სას­ტუმ­როს მო­ი­ცავს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თა­ვად Accor-მა შე­ა­ფა­სა ibis Tbilisi City, რო­გორც ახა­ლი თა­ო­ბის სას­ტუმ­როდ და მათ მიერ გახ­სნილ ibis-ის ბრენ­დის სას­ტუმ­რო­ებს შო­რის ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე და პრეს­ტი­ჟულ პრო­ექ­ტად და­ა­სა­ხე­ლა. სას­ტუმ­რო გა­მო­ირ­ჩე­ვა რო­გორც ფუნ­ქცი­უ­რო­ბი­თა და კომ­ფორ­ტით, ისე ეს­თე­ტი­უ­რი დი­ზა­ი­ნით, სა­დაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გე­მოვ­ნე­ბი­თაა შე­ხა­მე­ბუ­ლი ინ­ტე­რი­ე­რის დე­ტა­ლე­ბი და ფე­რე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან სრულ­ყო­ფი­ლი კომ­ფორ­ტის მი­საღ­წე­ვად.

ibis Tbilisi City არ­ქი­სა და Accor-ის პირ­ვე­ლი ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტია, სა­დაც 45 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია ჩა­ი­დო და არ­ქის ჰოლ­დინ­გში შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნია არქი ჰოს­ფი­თა­ლი­თი მარ­თავს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის მიღ­მა, ლი­დე­რი დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია ისე­თი ბრენ­დუ­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გეგ­მავს, რო­გო­რიც სი­ონ­ში არ­ქის Le Meridien Sioni lake resort & spa არის, სა­დაც ინ­ვეს­ტი­ცი­ის სა­ხით 200 მი­ლი­ო­ნი ლარი ჩა­ი­დო და იდე­ა­ლუ­რია იმის­თვის, რომ სა­ინ­ვეს­ტი­ციო ქო­ნე­ბა მომ­გე­ბი­ან აქ­ტი­ვად აქ­ცი­ოს.

„იბი­სი“ მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დია. ჩვენ Acor ჯგუფ­თან ერ­თად, რომ­ლის მფლო­ბე­ლო­ბა­ში­ცაა “იბი­სი”, პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი გა­ვა­კე­თეთ თბი­ლის­ში. ამ პრო­ექ­ტში 45 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია ჩა­ი­დო და უკვე და­საქ­მე­ბუ­ლია 50-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი. ეს არის ჩვე­ნი პირ­ვე­ლი გა­ნა­ცხა­დი სას­ტუმ­რო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩვენ კი­დევ ვგეგ­მავთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დის სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბას, რო­მე­ლი­ცაა სი­ო­ნის ტბა­ზე Le Meridien, ქო­ბუ­ლეთ­ში Mövenpick და სხვა ბრენ­დე­ბი, რომ­ლებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­მა­ვალ­ში გა­ვავ­რცე­ლებთ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არქი ცდი­ლობს წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს ქარ­თუ­ლი ტუ­რიზ­მი­სა და სას­ტუმ­რო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.“ - ილია წუ­ლა­ია, არ­ქის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.

ibis Tbilisi City სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან 20 წუ­თის სა­ვალ­ზე მდე­ბა­რე­ობს, დამ­სვე­ნებ­ლებს კი ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობს. ის­ტო­რი­უ­ლი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, კომ­ფორტზე გათ­ვლი­ლი ნომ­რე­ბი, მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სივ­რცე­ე­ბი შეხ­ვედ­რე­ბის­თვის, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სამ­ზა­რე­უ­ლო და სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი სას­ტუმ­როს იდე­ა­ლურ ად­გი­ლად აქ­ცევს რო­გორც საქ­მი­ა­ნი, ისე ტუ­რის­ტუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის.

„ჩვე­ნი ჯგუ­ფის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ სას­ტუმ­როს გახ­სნა და ეს უკვე ჩვე­ნი მე-13 სას­ტუმ­როა თბი­ლის­ში. რო­გორც ნო­მერ პირ­ვე­ლი ბრენ­დი ბა­ზარ­ზე, ფაქ­ტობ­რი­ვად ყვე­ლა სეგ­მენტს ვფა­რავთ - რო­გორც ლუქს ისე, სა­შუ­ა­ლო კლასს. ვფიქ­რობ ibis Tbilisi City არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მა­ტე­ბაა ქარ­თუ­ლი ბაზ­რის­თვის, რო­გორც ახა­ლი პრო­დუქ­ტი და ახა­ლი ტი­პის სას­ტუმ­რო, რო­მე­ლიც იდე­ა­ლუ­რია არამ­ხო­ლოდ დას­ვე­ნე­ბის­თვის, არა­მედ კორ­პო­რა­ცი­უ­ლი და ბიზ­ნეს შეხ­ვედ­რე­ბის­თვის.“ - არონ ლი­ბინ­სო­ნი - Accor-ის სა­ო­პე­რა­ციო მი­მარ­თუ­ლე­ბის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­სა და დსთ-ს ქვეყ­ნებ­ში.

ibis Tbilisi City-ში აერ­თი­ა­ნებს 156 თა­ნა­მედ­რო­ვე და კომ­ფორ­ტუ­ლი ნო­მერს Premium, Superior, Double, Twin, and Accessible კლას­ში. ასე­ვე, სას­ტუმ­რო­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია 4 დიდი მო­ცუ­ლო­ბის, 100-მდე სტუმ­რის მას­პინ­ძლო­ბა­ზე გათ­ვლი­ლი სა­კონ­ფე­რენ­ციო ოთა­ხი, რომ­ლე­ბიც იდე­ა­ლუ­რია შეხ­ვედ­რე­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის. სტუმ­რებს უგემ­რი­ე­ლე­სი მე­ნი­უ­თი ბარ-რეს­ტო­რა­ნი MARILI უმას­პინ­ძლებს, ხოლო ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის რიტ­მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, თა­ნა­მედ­რო­ვე და­ნად­გა­რე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ფიტ­ნეს დარ­ბა­ზი მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა.

მი­ხა­რია, რომ ასე­თი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სას­ტუმ­რო 156 ნო­მერ­ზე არის გათ­ვლი­ლი, 50 ადა­მი­ა­ნი კი მუდ­მი­ვად და­საქ­მე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ზო­გა­დად, ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ასე­თი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ იქ­მნე­ბა ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი, ხორ­ცი­ელ­დე­ბა ასე­თი პრო­ექ­ტე­ბი, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ავი­თა­რებს ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბას.“ - კახა კა­ლა­ძე, თბი­ლი­სის მერი.

არ­ქის მდი­დარ პორ­ტფელ­ში ახლა უკვე იბი­სიც შე­დის, სხვა ად­გი­ლობ­რივ თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო სას­ტუმ­რო­ებ­თან, აპარ­ტო­ტე­ლებ­თან და უამ­რავ დე­ვე­ლო­პე­რულ პრო­ექ­ტებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში, ბა­თუმ­სა და მთის კუ­რორ­ტებ­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

R

ავტორი:

არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა

არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა

ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია „არქიმ“ თბილისში, ორთაჭალაში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო - ibis Tbilisi City გახსნა. ibis მაღალხარისხიანი და ხელმისაწვდომი სასტუმროების ლიდერი ბრენდის - Accor-ის ჯგუფში შედის, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე 12 სასტუმროს მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ თავად Accor-მა შეაფასა ibis Tbilisi City, როგორც ახალი თაობის სასტუმროდ და მათ მიერ გახსნილ ibis-ის ბრენდის სასტუმროებს შორის ყველაზე თანამედროვე და პრესტიჟულ პროექტად დაასახელა. სასტუმრო გამოირჩევა როგორც ფუნქციურობითა და კომფორტით, ისე ესთეტიური დიზაინით, სადაც განსაკუთრებული გემოვნებითაა შეხამებული ინტერიერის დეტალები და ფერები ერთმანეთთან სრულყოფილი კომფორტის მისაღწევად.

ibis Tbilisi City არქისა და Accor-ის პირველი ერთობლივი პროექტია, სადაც 45 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო და არქის ჰოლდინგში შემავალი კომპანია არქი ჰოსფითალითი მართავს. აღნიშნული პროექტის მიღმა, ლიდერი დეველოპერული კომპანია ისეთი ბრენდული სასტუმროების განხორციელებას გეგმავს, როგორიც სიონში არქის Le Meridien Sioni lake resort & spa არის, სადაც ინვესტიციის სახით 200 მილიონი ლარი ჩაიდო და იდეალურია იმისთვის, რომ საინვესტიციო ქონება მომგებიან აქტივად აქციოს.

„იბისი“ მსოფლიოში ცნობილი საერთაშორისო ბრენდია. ჩვენ Acor ჯგუფთან ერთად, რომლის მფლობელობაშიცაა “იბისი”, პირველი პროექტი გავაკეთეთ თბილისში. ამ პროექტში 45 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო და უკვე დასაქმებულია 50-ზე მეტი ადამიანი. ეს არის ჩვენი პირველი განაცხადი სასტუმროების მიმართულებით. ჩვენ კიდევ ვგეგმავთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს მშენებლობას, რომელიცაა სიონის ტბაზე Le Meridien, ქობულეთში Mövenpick და სხვა ბრენდები, რომლებზე ინფორმაციას მომავალში გავავრცელებთ. აქედან გამომდინარე, არქი ცდილობს წვლილი შეიტანოს ქართული ტურიზმისა და სასტუმროების მიმართულების განვითარებაში.“ - ილია წულაია, არქის დამფუძნებელი.

ibis Tbilisi City საერთაშორისო აეროპორტიდან 20 წუთის სავალზე მდებარეობს, დამსვენებლებს კი ევროპული სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს. ისტორიული ადგილმდებარეობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, კომფორტზე გათვლილი ნომრები, მულტიფუნქციური სივრცეები შეხვედრებისთვის, მრავალფეროვანი სამზარეულო და სპორტული დარბაზი სასტუმროს იდეალურ ადგილად აქცევს როგორც საქმიანი, ისე ტურისტული მოგზაურობისთვის.

„ჩვენი ჯგუფისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ სასტუმროს გახსნა და ეს უკვე ჩვენი მე-13 სასტუმროა თბილისში. როგორც ნომერ პირველი ბრენდი ბაზარზე, ფაქტობრივად ყველა სეგმენტს ვფარავთ - როგორც ლუქს ისე, საშუალო კლასს. ვფიქრობ ibis Tbilisi City არაჩვეულებრივი მატებაა ქართული ბაზრისთვის, როგორც ახალი პროდუქტი და ახალი ტიპის სასტუმრო, რომელიც იდეალურია არამხოლოდ დასვენებისთვის, არამედ კორპორაციული და ბიზნეს შეხვედრებისთვის.“ - არონ ლიბინსონი - Accor-ის საოპერაციო მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნებში.

ibis Tbilisi City-ში აერთიანებს 156 თანამედროვე და კომფორტული ნომერს Premium, Superior, Double, Twin, and Accessible კლასში. ასევე, სასტუმროში განთავსებულია 4 დიდი მოცულობის, 100-მდე სტუმრის მასპინძლობაზე გათვლილი საკონფერენციო ოთახი, რომლებიც იდეალურია შეხვედრებისა და სპეციალური ღონისძიებებისთვის. სტუმრებს უგემრიელესი მენიუთი ბარ-რესტორანი MARILI უმასპინძლებს, ხოლო ჯანსაღი ცხოვრების რიტმის შესანარჩუნებლად, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი ფიტნეს დარბაზი მოემსახურება.

მიხარია, რომ ასეთი ინვესტიციები ხორციელდება. აღნიშნული სასტუმრო 156 ნომერზე არის გათვლილი, 50 ადამიანი კი მუდმივად დასაქმებული იქნება. ზოგადად, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ასეთი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია და ძალიან მიხარია, რომ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ხორციელდება ასეთი პროექტები, რაც მნიშვნელოვნად ავითარებს ტურიზმის მიმართულებას.“ - კახა კალაძე, თბილისის მერი.

არქის მდიდარ პორტფელში ახლა უკვე იბისიც შედის, სხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო სასტუმროებთან, აპარტოტელებთან და უამრავ დეველოპერულ პროექტებთან ერთად, რომლებიც თბილისში, ბათუმსა და მთის კურორტებზე ხორციელდება.

R