პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ირაკლი კობახიძე აბუ-დაბიში ჩავიდა, რომ ამერიკიდან ვიდეოჩართვით ილონ მასკი ენახა" - ვაშაძე
"ირაკლი კობახიძე აბუ-დაბიში ჩავიდა, რომ ამერიკიდან ვიდეოჩართვით ილონ მასკი ენახა" - ვაშაძე

ევ­რო­კავ­ში­რის რე­ზო­ლუ­ცია არის ახა­ლი ნა­ბი­ჯი, რო­მელ­ში სა­უ­ბა­რია არამ­ხო­ლოდ არა­ღი­ა­რე­ბა­ზე, არა­მედ იმა­ზე, რომ ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბა მი­ტა­ცე­ბუ­ლია და არ არ­სე­ბობს ლე­გი­ტი­მუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა - სამ­წუ­ხა­როდ, ივა­ნიშ­ვილ­მა და მის­მა დაჯ­გუ­ფე­ბამ საქ­მე იქამ­დე მი­იყ­ვა­ნა, რომ მათ­თან პარტნი­ო­რებს სან­ქცი­ე­ბით სა­უ­ბა­რი უწევთ,- ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ გი­ორ­გი ვა­შა­ძემ, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში მი­ღე­ბულ რე­ზო­ლუ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

გი­ორ­გი ვა­შა­ძის თქმით. კრი­ტი­კუ­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის მი­ღე­ბა არ უხა­რია.

„არ მი­ხა­რია მსგავ­სი რე­ზო­ლუ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში. გა­მი­ხარ­დე­ბო­და რე­ზო­ლუ­ცია, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მი იქ­ნე­ბო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცე­სი გა­იხ­სნას, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ივა­ნიშ­ვილ­მა და მის­მა დაჯ­გუ­ფე­ბამ საქ­მე იქამ­დე მი­იყ­ვა­ნა, რომ მათ­თან პარტნი­ო­რებს სან­ქცი­ე­ბით სა­უ­ბა­რი უწევთ.

ამ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში სა­უ­ბა­რია ასე­ვე იმა­ზე, რომ თუ კონ­სენ­სუს­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა, წვერ­მა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ სა­სან­ქციო მე­ქა­ნიზ­მე­ბი. სან­ქცი­ე­ბი მხო­ლოდ და­სა­წყი­სია. ჩა­მო­წე­რი­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ აპ­რი­ლამ­დე არ ჩა­ი­ნიშ­ნე­ბა არ­ჩე­ვა­ნი და არ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცია გან­სა­ზღვრავს პო­ლი­ტი­კას სრუ­ლი­ად ევ­რო­კავ­ში­რის­თვის. და­აკ­ვირ­დით, წინა რე­ზო­ლუ­ცი­ებ­ზე რომ ამ­ბობ­დნენ, ჩა­ლის ფასი აქ­ვსო, ამ რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბის შე­დე­გად მოხ­და კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გა. რა­ტომ იძა­ხის ჩა­ლის ფასს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“? იმი­ტომ, რომ მეტი აღა­რა­ფე­რი აღარ დარ­ჩე­ნი­ათ, გარ­და იმი­სა, რომ ამ სი­სუ­ლე­ლით თა­ვი­სი ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს“,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

ასე­ვე, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი მი­უნ­ხენ­ში მიმ­დი­ნა­რე უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ „მი­უნ­ხენ­ში ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბის ად­გი­ლი არას­დროს იქ­ნე­ბა“.

„ევ­რო­საბ­ჭოს და შემ­დეგ უკვე ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ, მკა­ფი­ოა ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის პო­ზი­ცია - სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს ლე­გი­ტი­მუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ქვეყ­ნის ერ­თა­დერ­თი ლე­გი­ტი­მუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლია. უნდა და­ი­ნიშ­ნოს ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბი, რომ ნორ­მა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცესს და­ვუბ­რუნ­დეთ. ამი­ტომ არის, რომ მი­უნ­ხენ­ში არა­ვინ ეპა­ტი­ჟე­ბა კო­ბა­ხი­ძეს. სა­მა­გი­ე­როდ, ის აბუ-და­ბი­ში ჩა­ვი­და, რომ ამე­რი­კი­დან ვი­დე­ო­ჩარ­თვით ილონ მას­კი ენა­ხა. რომ ეთ­ქვა, ვი­დე­ოს გა­და­ვუგ­ზავ­ნი­დი და აბუ-და­ბი­ში სა­სი­ა­რუ­ლოდ აღარ შე­ვა­წუ­ხებ­დი. მი­უნ­ხენ­ში კო­ბა­ხი­ძი­სა და თვით­მარ­ქვია რე­ჟი­მის ად­გი­ლი არ არის, მი­უნ­ხენ­ში არას­დროს იქ­ნე­ბა ად­გი­ლი ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბის, ამი­ტომ არის იქ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი“,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, დღეს მი­უნ­ხე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის 61-ე კონ­ფე­რენ­ცია იწყე­ბა, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის 60-მდე ლი­დე­რი და ასო­ბით წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­ეს­წრე­ბა. კონ­ფე­რენ­ცი­ას გერ­მა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ფრანკ-ვალ­ტერ შტა­ინ­მა­ი­ე­რი გახ­სნის. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, სამდღი­ა­ნი კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა მა­ღა­ლი დო­ნის დე­ბა­ტე­ბი ჩვე­ნი დრო­ის სა­გა­რეო და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის ძი­რი­თად გა­მოწ­ვე­ვებ­ზე. ასე­ვე, კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მე-5 პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლიც მი­ი­ღებს, რო­მე­ლიც პა­ნე­ლურ დის­კუ­სი­ებ­ში - "სა­ქარ­თვე­ლო ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში“ და "რუ­სე­თის ჰიბ­რი­დუ­ლი ტაქ­ტი­კა“ - მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

"ირაკლი კობახიძე აბუ-დაბიში ჩავიდა, რომ ამერიკიდან ვიდეოჩართვით ილონ მასკი ენახა" - ვაშაძე

"ირაკლი კობახიძე აბუ-დაბიში ჩავიდა, რომ ამერიკიდან ვიდეოჩართვით ილონ მასკი ენახა" - ვაშაძე

ევროკავშირის რეზოლუცია არის ახალი ნაბიჯი, რომელში საუბარია არამხოლოდ არაღიარებაზე, არამედ იმაზე, რომ ქვეყანაში ძალაუფლება მიტაცებულია და არ არსებობს ლეგიტიმური ხელისუფლება - სამწუხაროდ, ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ მათთან პარტნიორებს სანქციებით საუბარი უწევთ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გიორგი ვაშაძემ, ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით. კრიტიკული რეზოლუციის მიღება არ უხარია.

„არ მიხარია მსგავსი რეზოლუცია საქართველოსთან მიმართებაში. გამიხარდებოდა რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამი იქნებოდა, რომ საქართველოსთან მიმართებაში მოლაპარაკებების პროცესი გაიხსნას, მაგრამ, სამწუხაროდ, ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ მათთან პარტნიორებს სანქციებით საუბარი უწევთ.

ამ რეზოლუციაში საუბარია ასევე იმაზე, რომ თუ კონსენსუსთან დაკავშირებით პრობლემა იქნება, წვერმა სახელმწიფოებმა ინდივიდუალურად უნდა გამოიყენონ სასანქციო მექანიზმები. სანქციები მხოლოდ დასაწყისია. ჩამოწერილი მექანიზმების აღსრულების პროცესი დაიწყება იმ შემთხვევაში, თუ აპრილამდე არ ჩაინიშნება არჩევანი და არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები. ევროპარლამენტის რეზოლუცია განსაზღვრავს პოლიტიკას სრულიად ევროკავშირისთვის. დააკვირდით, წინა რეზოლუციებზე რომ ამბობდნენ, ჩალის ფასი აქვსო, ამ რეზოლუციების შედეგად მოხდა კონკრეტული ნაბიჯების გადადგა. რატომ იძახის ჩალის ფასს „ქართული ოცნება“? იმიტომ, რომ მეტი აღარაფერი აღარ დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ ამ სისულელით თავისი ძალის დემონსტრირება მოახდინოს“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მიუნხენში ანტიდემოკრატიული ძალების ადგილი არასდროს იქნება“.

„ევროსაბჭოს და შემდეგ უკვე ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, მკაფიოა ჩვენი პარტნიორების პოზიცია - საქართველოში არ არსებობს ლეგიტიმური ხელისუფლება და ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილია. უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, რომ ნორმალური განვითარების პროცესს დავუბრუნდეთ. ამიტომ არის, რომ მიუნხენში არავინ ეპატიჟება კობახიძეს. სამაგიეროდ, ის აბუ-დაბიში ჩავიდა, რომ ამერიკიდან ვიდეოჩართვით ილონ მასკი ენახა. რომ ეთქვა, ვიდეოს გადავუგზავნიდი და აბუ-დაბიში სასიარულოდ აღარ შევაწუხებდი. მიუნხენში კობახიძისა და თვითმარქვია რეჟიმის ადგილი არ არის, მიუნხენში არასდროს იქნება ადგილი ანტიდემოკრატიული ძალების, ამიტომ არის იქ სალომე ზურაბიშვილი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, დღეს მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია იწყება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ლიდერი და ასობით წარმომადგენელი დაესწრება. კონფერენციას გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გახსნის. ოფიციალური ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დებატები ჩვენი დროის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად გამოწვევებზე. ასევე, კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც მიიღებს, რომელიც პანელურ დისკუსიებში - ,,საქართველო ყურადღების ცენტრში“ და ,,რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკა“ - მიიღებს მონაწილეობას.