მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვეშაპმა ახალგაზრდა ბიჭი გადაყლაპა, მაგრამ რამდენიმე წამში უკან გაუშვა  - უმძიმესი კადრები ბიჭის მამამ გადაიღო: რა მოხდა მაგელანის სრუტეში
ვეშაპმა ახალგაზრდა ბიჭი გადაყლაპა, მაგრამ რამდენიმე წამში უკან გაუშვა  - უმძიმესი კადრები ბიჭის მამამ გადაიღო: რა მოხდა მაგელანის სრუტეში

ჩი­ლე­ში, პა­ტა­გო­ნი­ის სა­ნა­პი­როს­თან გა­და­ღე­ბულ­მა გა­სა­ო­ცარ­მა ვი­დეო კად­რებ­მა ასა­ხა მო­მენ­ტი, რო­დე­საც კა­ი­ა­კე­რი კუ­ზი­ან­მა ვე­შაპ­მა რამ­დე­ნი­მე წა­მით მთლი­ა­ნად გა­დაყ­ლა­პა, შემ­დეგ კი უკან ამო­უშ­ვა.

ად­რი­ან სი­მან­კა­სი კა­ი­ა­კით მა­გე­ლა­ნის სრუ­ტე­ში მი­ცუ­რავ­და, რო­დე­საც ურჩხუ­ლი წყლი­დან ამო­ვი­და და ახალ­გაზ­რდა კაცი მისი ყვი­თე­ლი კა­ი­ა­კით გა­დაყ­ლა­პა. მო­მენ­ტი შემ­თხვე­ვით მა­მა­მის­მა, დელ­მა გა­და­ი­ღო, რო­მე­ლიც შვილს უკან მიჰ­ყვე­ბო­და.

"მე­გო­ნა, უკვე შემ­ჭა­მა, თა­ვი­დან ვფიქ­რობ­დი, რომ მოვ­კვდი. რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და, რად­გან ვფიქ­რობ­დი, რომ არა, ვე­ღა­რა­ფერს გა­ვა­კე­თებ­დი" - უთხრა ბიჭ­მა Associated Press-ს, - "

მას შემ­დეგ, რაც ვე­შა­პის პი­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა, ვი­დე­ო­ში ის­მის, რო­გორ ამ­შვი­დებ­და მა­მა­მი­სი შვილს. მაგ­რამ ახა­ლი საფრ­თხე სწრა­ფად გაჩ­ნდა.

"რო­დე­საც ამოვ­ყვინ­თე და ტივ­ტი­ვი და­ვი­წყე, მე­ში­ნო­და, რომ შე­იძ­ლე­ბო­და, მა­მა­ჩემ­საც რამე მოს­ვლო­და, ან ნა­პი­რამ­დე დრო­ზე ვერ მი­ვაღ­წევ­დით, ან - ჰი­პო­თერ­მია და­მე­მარ­თე­ბო­და," - თქვა ად­რი­ან­მა.

ვი­დე­ო­ში ჩან­და, რო­გორ გა­ცუ­რა მან ცივ წყალ­ში მა­მა­მი­სის კა­ი­ა­კის­კენ და ორი­ვემ ნა­პირ­ზე უსაფრ­თხოდ გას­ვლა შეძ­ლო.

ად­რი­ან­მა თქვა, რომ ეგო­ნა, ორ­კამ (სხვაგ­ვა­რად - ცელ­ნამ­გა­ლა ან მკვლე­ლი ვე­შა­პი) გა­დაყ­ლა­პა, მაგ­რამ რო­დე­საც გა­თა­ვი­სუფ­ლდა, იფიქ­რა: "ალ­ბათ, ვე­შა­პი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის გამო მო­მი­ახ­ლოვ­და ან იქ­ნებ, რა­ღა­ცის თქმა უნ­დო­და."

მა­გე­ლა­ნის სრუ­ტე, რო­მე­ლიც ჩი­ლეს დე­და­ქა­ლაქ სან­ტი­ა­გო­დან 1,600 მი­ლით სამ­ხრე­თი­თაა, თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მოყ­ვა­რულ ტუ­რის­ტთა დიდ რა­ო­დე­ნო­ბას იზი­დავს.

ვე­შა­პე­ბის თავ­დას­ხმე­ბი ადა­მი­ა­ნებ­ზე უკი­დუ­რე­სად იშ­ვი­ა­თია, თუმ­ცა სატ­ვირ­თო გე­მებ­თან ვე­შა­პე­ბის შე­ჯა­ხე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ბოლო წლებ­ში გა­ი­ზარ­და.

წყა­რო

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ვეშაპმა ახალგაზრდა ბიჭი გადაყლაპა, მაგრამ რამდენიმე წამში უკან გაუშვა  - უმძიმესი კადრები ბიჭის მამამ გადაიღო: რა მოხდა მაგელანის სრუტეში

ვეშაპმა ახალგაზრდა ბიჭი გადაყლაპა, მაგრამ რამდენიმე წამში უკან გაუშვა  - უმძიმესი კადრები ბიჭის მამამ გადაიღო: რა მოხდა მაგელანის სრუტეში

ჩილეში, პატაგონიის სანაპიროსთან გადაღებულმა გასაოცარმა ვიდეო კადრებმა ასახა მომენტი, როდესაც კაიაკერი კუზიანმა ვეშაპმა რამდენიმე წამით მთლიანად გადაყლაპა, შემდეგ კი უკან ამოუშვა.

ადრიან სიმანკასი კაიაკით მაგელანის სრუტეში მიცურავდა, როდესაც ურჩხული წყლიდან ამოვიდა და ახალგაზრდა კაცი მისი ყვითელი კაიაკით გადაყლაპა. მომენტი შემთხვევით მამამისმა, დელმა გადაიღო, რომელიც შვილს უკან მიჰყვებოდა.

"მეგონა, უკვე შემჭამა, თავიდან ვფიქრობდი, რომ მოვკვდი. რა თქმა უნდა, ძალიან შემეშინდა, რადგან ვფიქრობდი, რომ არა, ვეღარაფერს გავაკეთებდი" - უთხრა ბიჭმა Associated Press-ს, - "

მას შემდეგ, რაც ვეშაპის პირიდან გათავისუფლდა, ვიდეოში ისმის, როგორ ამშვიდებდა მამამისი შვილს. მაგრამ ახალი საფრთხე სწრაფად გაჩნდა.

"როდესაც ამოვყვინთე და ტივტივი დავიწყე, მეშინოდა, რომ შეიძლებოდა, მამაჩემსაც რამე მოსვლოდა, ან ნაპირამდე დროზე ვერ მივაღწევდით, ან - ჰიპოთერმია დამემართებოდა," - თქვა ადრიანმა.

ვიდეოში ჩანდა, როგორ გაცურა მან ცივ წყალში მამამისის კაიაკისკენ და ორივემ ნაპირზე უსაფრთხოდ გასვლა შეძლო.

ადრიანმა თქვა, რომ ეგონა, ორკამ (სხვაგვარად - ცელნამგალა ან მკვლელი ვეშაპი) გადაყლაპა, მაგრამ როდესაც გათავისუფლდა, იფიქრა: "ალბათ, ვეშაპი ცნობისმოყვარეობის გამო მომიახლოვდა ან იქნებ, რაღაცის თქმა უნდოდა."

მაგელანის სრუტე, რომელიც ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოდან 1,600 მილით სამხრეთითაა, თავგადასავლების მოყვარულ ტურისტთა დიდ რაოდენობას იზიდავს.

ვეშაპების თავდასხმები ადამიანებზე უკიდურესად იშვიათია, თუმცა სატვირთო გემებთან ვეშაპების შეჯახების შემთხვევები ბოლო წლებში გაიზარდა.

წყარო