სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის ცნობილი ვენაში დაკავებულ ქართველ კაცზე, რომელიც პლასტიკურ პროცედურებს არალეგალურად ატარებდა - "ყურებისა და ნიკაპის არეში ჭრილობები მიაყენა"
რა არის ცნობილი ვენაში დაკავებულ ქართველ კაცზე, რომელიც პლასტიკურ პროცედურებს არალეგალურად ატარებდა - "ყურებისა და ნიკაპის არეში ჭრილობები მიაყენა"

ავ­სტრი­ის დე­და­ქა­ლაქ ვე­ნა­ში, კერ­ძოდ ლან­დშტრა­სეს რა­ი­ონ­ში, ერთ-ერთ ბი­ნა­ში, 35 წლის მა­მა­კა­ცის მიერ არა­ლე­გა­ლუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სი­ლა­მა­ზის ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, 58 წლის ქალი მძი­მედ და­შავ­და. ქალი ბი­ნა­ში ნი­კა­პის გა­სამ­კვრი­ვე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რის ჩა­სა­ტა­რებ­ლად მი­ვი­და, თუმ­ცა ოპე­რა­ცი­ის დროს მისი მდგო­მა­რე­ო­ბა საგ­რძნობ­ლად გა­უ­ა­რეს­და. ავ­სტრი­ის პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, ქალი სას­წრა­ფოდ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. კაცი, რო­მე­ლიც ექი­მის სტა­ტუ­სით პრო­ცე­დუ­რას ატა­რებ­და სხე­უ­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

ვინ არის ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი?

35 წლის ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი წარ­მო­შო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაა და სა­კუ­თარ თავს პლას­ტი­კურ ქი­რურ­გად მო­იხ­სე­ნი­ებს. რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, მან ვე­ნა­ში ბინა ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით იქი­რა­ვა და არა­ლე­გა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის­თვის სის­ტე­მა­ტუ­რად იყე­ნებ­და.

სამ­შა­ბათს, 58 წლის ქალი მე­გო­ბარ­თან ერ­თად, პრო­ცე­დუ­რის ჩა­სა­ტა­რებ­ლად აღ­ნიშ­ნულ ბი­ნა­ში მი­ვი­და. პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, მას ნი­კა­პის ლიფ­ტინ­გი ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი. ოპე­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ­მა ქალს ყე­ლის, ყუ­რე­ბი­სა და ნი­კა­პის არე­ში რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. ამის შემ­დეგ პა­ცი­ენტს მო­უ­ლოდ­ნე­ლად სუნ­თქვის პრობ­ლე­მე­ბი და­ე­წყო. მა­მა­კაც­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად მე­დი­კა­მენ­ტი გა­უ­კე­თა, თუმ­ცა ამის შემ­დეგ ქა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო დამ­ძიმ­და. პა­ცი­ენ­ტის შე­ში­ნე­ბულ­მა მე­გო­ბარ­მა და ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის ნაც­ნობ­მა – სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბას მი­მარ­თეს, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე 17:45 სა­ა­თის­თვის მი­ვი­და.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის რე­ა­გი­რე­ბა

სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ ად­გილ­ზე მის­ვლი­სას და­ა­ფიქ­სი­რა, რომ ქალს სა­ხის არე­ში ძლი­ე­რი სის­ხლდე­ნა აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ვე­ნის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის, ან­დრე­ას ჰუ­ბე­რის თქმით, მათ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ჰკი­თხეს, თუ რა მე­დი­კა­მენ­ტი შე­უყ­ვა­ნა პა­ცი­ენტს, მაგ­რამ მან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. ამის შემ­დეგ საქ­მე­ში პო­ლი­ცია ჩა­ერ­თო.

ბი­ნის ჩხრე­კი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს სა­ო­პე­რა­ციო ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, დე­ზინ­ფექ­ცი­ი­სა და სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ასე­ვე ოპე­რა­ცი­ე­ბის ფა­სე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი და სა­ინ­ფორ­მა­ციო მა­სა­ლე­ბი. პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი სთა­ვა­ზობ­და პა­ცი­ენ­ტებს სხვა­დას­ხვა პრო­ცე­დუ­რას, მათ შო­რის ქუ­თუ­თო­ე­ბის ლიფ­ტინგსა და სა­ხის სრულ ლიფ­ტინგს. ფა­სე­ბი 500-დან 2500 ევ­რომ­დე მერ­ყე­ობ­და.

გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა

35 წლის ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე უარს აცხა­დებს. პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას ავ­სტრი­ა­ში ექი­მის ლი­ცენ­ზია არ გა­აჩ­ნდა, ხოლო მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ქი­რურ­გად მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ შე­მოწ­მე­ბის პრო­ცეს­შია. ამ დრო­ის­თვის იგი და­კა­ვე­ბუ­ლია და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა დე­ტალს იკ­ვლე­ვენ.

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­კი­თხეს მისი ნაც­ნო­ბიც, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ბინა იქი­რა­ვა. მან პო­ლი­ცი­ას გა­ნუ­ცხა­და, რომ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლი­სას გა­იც­ნო და ბინა მისი თხოვ­ნით იქი­რა­ვა. ამ ეტაპ­ზე მისი როლი ჯერ კი­დევ გა­ურ­კვე­ვე­ლია. ორი­ვე მა­მა­კაცს ავ­სტრი­ა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თი არ გა­აჩ­ნია, ხოლო მათი ვი­ზი­სა და ბი­ნად­რო­ბის სტა­ტუ­სი კვლავ შე­მოწ­მე­ბის პრო­ცეს­შია.

ავ­სტრი­ის პო­ლი­ცი­ამ მო­სახ­ლე­ო­ბას სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­და და გა­აფრ­თხი­ლა, რომ სა­მე­დი­ცი­ნო და ეს­თე­ტი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი მხო­ლოდ ლი­ცენ­ზი­რე­ბულ ექი­მებ­თან ჩა­ი­ტა­რონ, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლონ მსგავ­სი სა­რის­კო შემ­თხვე­ვე­ბი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

რა არის ცნობილი ვენაში დაკავებულ ქართველ კაცზე, რომელიც პლასტიკურ პროცედურებს არალეგალურად ატარებდა - "ყურებისა და ნიკაპის არეში ჭრილობები მიაყენა"

რა არის ცნობილი ვენაში დაკავებულ ქართველ კაცზე, რომელიც პლასტიკურ პროცედურებს არალეგალურად ატარებდა - "ყურებისა და ნიკაპის არეში ჭრილობები მიაყენა"

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, კერძოდ ლანდშტრასეს რაიონში, ერთ-ერთ ბინაში, 35 წლის მამაკაცის მიერ არალეგალურად ჩატარებული სილამაზის ოპერაციის შედეგად, 58 წლის ქალი მძიმედ დაშავდა. ქალი ბინაში ნიკაპის გასამკვრივებელი პროცედურის ჩასატარებლად მივიდა, თუმცა ოპერაციის დროს მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ავსტრიის პოლიციის ცნობით, ქალი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. კაცი, რომელიც ექიმის სტატუსით პროცედურას ატარებდა სხეულის მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

ვინ არის ეჭვმიტანილი?

35 წლის ეჭვმიტანილი წარმოშობით საქართველოდანაა და საკუთარ თავს პლასტიკურ ქირურგად მოიხსენიებს. როგორც გამოძიებამ დაადგინა, მან ვენაში ბინა ონლაინ პლატფორმის საშუალებით იქირავა და არალეგალური ოპერაციებისთვის სისტემატურად იყენებდა.

სამშაბათს, 58 წლის ქალი მეგობართან ერთად, პროცედურის ჩასატარებლად აღნიშნულ ბინაში მივიდა. პოლიციის ცნობით, მას ნიკაპის ლიფტინგი ჰქონდა დაგეგმილი. ოპერაციის პროცესში ეჭვმიტანილმა ქალს ყელის, ყურებისა და ნიკაპის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ამის შემდეგ პაციენტს მოულოდნელად სუნთქვის პრობლემები დაეწყო. მამაკაცმა, სავარაუდოდ, მდგომარეობის გამოსასწორებლად მედიკამენტი გაუკეთა, თუმცა ამის შემდეგ ქალის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. პაციენტის შეშინებულმა მეგობარმა და ეჭვმიტანილის ნაცნობმა – სასწრაფო დახმარებას მიმართეს, რომელიც ადგილზე 17:45 საათისთვის მივიდა.

სამართალდამცველების რეაგირება

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე მისვლისას დააფიქსირა, რომ ქალს სახის არეში ძლიერი სისხლდენა აღენიშნებოდა. ვენის სასწრაფო დახმარების წარმომადგენლის, ანდრეას ჰუბერის თქმით, მათ ეჭვმიტანილი ჰკითხეს, თუ რა მედიკამენტი შეუყვანა პაციენტს, მაგრამ მან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ საქმეში პოლიცია ჩაერთო.

ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს საოპერაციო ინსტრუმენტები, სამედიცინო მოწყობილობები, დეზინფექციისა და სტერილიზაციის საშუალებები, ასევე ოპერაციების ფასების ჩამონათვალი და საინფორმაციო მასალები. პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი სთავაზობდა პაციენტებს სხვადასხვა პროცედურას, მათ შორის ქუთუთოების ლიფტინგსა და სახის სრულ ლიფტინგს. ფასები 500-დან 2500 ევრომდე მერყეობდა.

გამოძიება გრძელდება

35 წლის ეჭვმიტანილი გამოძიების ფარგლებში თანამშრომლობაზე უარს აცხადებს. პოლიციის ინფორმაციით, მას ავსტრიაში ექიმის ლიცენზია არ გააჩნდა, ხოლო მისი განცხადებები საქართველოში ქირურგად მუშაობის შესახებ ჯერ კიდევ შემოწმების პროცესშია. ამ დროისთვის იგი დაკავებულია და სამართალდამცველები საქმესთან დაკავშირებულ ყველა დეტალს იკვლევენ.

გამოძიების ფარგლებში დაკითხეს მისი ნაცნობიც, რომელმაც აღნიშნული ბინა იქირავა. მან პოლიციას განუცხადა, რომ ეჭვმიტანილი საქართველოში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლისას გაიცნო და ბინა მისი თხოვნით იქირავა. ამ ეტაპზე მისი როლი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ორივე მამაკაცს ავსტრიაში ოფიციალური საცხოვრებელი მისამართი არ გააჩნია, ხოლო მათი ვიზისა და ბინადრობის სტატუსი კვლავ შემოწმების პროცესშია.

ავსტრიის პოლიციამ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ სამედიცინო და ესთეტიკური პროცედურები მხოლოდ ლიცენზირებულ ექიმებთან ჩაიტარონ, რათა თავიდან აიცილონ მსგავსი სარისკო შემთხვევები.

წაიკითხეთ ასევე: