27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ აქვს მნიშვნელობა "ღორის გრიპი" გაქვთ თუ B ტიპის ვირუსი, ორივეს იდენტური ჯანმრთელობის რისკები აქვს" - ივანე ჩხაიძე
"არ აქვს მნიშვნელობა "ღორის გრიპი" გაქვთ თუ B ტიპის ვირუსი, ორივეს იდენტური ჯანმრთელობის რისკები აქვს" - ივანე ჩხაიძე

ჯერ არ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ გრი­პის პიკი გა­და­სუ­ლია - B ტი­პის ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 49%-ს შე­ად­გენს. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა რო­მე­ლი გაქვთ, „ღო­რის გრი­პი“ თუ B ტი­პის ვირუ­სი, ორი­ვეს იდენ­ტუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის რის­კე­ბი აქვს, ორი­ვე სა­ყუ­რა­დღე­ბოა,- ამის შე­სა­ხებ "იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს" სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა, ივა­ნე ჩხა­ი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" გა­ნა­ცხა­და.

  • რო­გორც ივა­ნე ჩხა­ი­ძემ აღ­ნიშ­ნა, დე­კემ­ბრი­დან თვი­დან თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით სტა­ბი­ლუ­რად მა­ღა­ლია პე­დი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კებ­ში მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა.

"ქვე­ყა­ნა­ში დე­კემ­ბრის ბოლო კვი­რი­დან გრი­პის ვირუ­სი დო­მი­ნან­ტუ­რია. იან­ვრის პირ­ვე­ლი კვი­რის შემ­დეგ, გრი­პის გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში 50%-ზე ზე­მოთ არის. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა მე­ო­რე შემ­თხვე­ვა კვლავ გრი­პია.

იან­ვრის პირ­ვე­ლი კვი­რი­დან და­წყე­ბუ­ლი, თე­ბერ­ვლის მე­ო­რე კვი­რის ჩათ­ვლით, გრი­პის ვირუ­სის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 50%-ზე მე­ტია. ჯერ არ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ რომ გრი­პის პიკი გა­და­სუ­ლია.

იან­ვრის მე­ო­რე კვი­რი­დან ქვე­ყა­ნა­ში, უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში B ტი­პის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი გვაქვს. B ტი­პის ვირუსს გა­ნი­ხი­ლა­ვენ, რო­გორც „ღო­რის გრიპ­ზე“ სუსტს. ეს არ არის სწო­რი! არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა B ტი­პის ვირუ­სი გაქვთ თუ A, ორი­ვე გრი­პია და ჯან­მრთე­ლო­ბის რის­კე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად იდენ­ტუ­რია. ახლა დო­მი­ნან­ტუ­რია B ტიპი. „ღო­რის გრი­პის“ მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 18% არის, B გრი­პის - 49%. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა რო­მე­ლი გაქვს, „ღო­რის გრი­პი“ თუ B ტი­პის ვირუ­სი, ორი­ვეს იდენ­ტუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის რის­კე­ბი აქვს, ორი­ვე სა­ყუ­რა­დღე­ბოა. მკურ­ნა­ლო­ბა, რის­კე­ბი, პრე­ვენ­ცია იდენ­ტუ­რია! ვინც ოთხკომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი ვაქ­ცი­ნა გა­ი­კე­თა, მინ­და იცო­დეს, რომ მას­ში ზუს­ტად ეს ვა­რი­ან­ტე­ბი შე­დი­ოდ­ნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნა გრი­პის ორი­ვე ვა­რი­ან­ტის მი­მართ არის ეფექ­ტუ­რი. ზუს­ტად ემ­თხვე­ვა იმ ვირუ­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბას, რაც ახლა არის ქვე­ყა­ნა­ში.

პე­დი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კებს რაც შე­ე­ხე­ბა, მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა მა­ღა­ლია. თბი­ლის­ში და რე­გი­ო­ნის დიდ პე­დი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კებ­ში მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის უკან დგას მწვა­ვე რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი, გრი­პით გა­მოწ­ვე­უ­ლი მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა. დე­კემ­ბრი­დან და­წყე­ბუ­ლი სტა­ბი­ლუ­რად მა­ღა­ლია მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა. ეს გაზ­რდი­ლი მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა არ აჭარ­ბებს იმ სტა­ტის­ტი­კას, რაც გვქონ­და გა­სულ წელს, ან 2023 წელს“, - აღ­ნიშ­ნა ჩხა­ი­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"არ აქვს მნიშვნელობა "ღორის გრიპი" გაქვთ თუ B ტიპის ვირუსი, ორივეს იდენტური ჯანმრთელობის რისკები აქვს" - ივანე ჩხაიძე

"არ აქვს მნიშვნელობა "ღორის გრიპი" გაქვთ თუ B ტიპის ვირუსი, ორივეს იდენტური ჯანმრთელობის რისკები აქვს" - ივანე ჩხაიძე

ჯერ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრიპის პიკი გადასულია - B ტიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 49%-ს შეადგენს. არ აქვს მნიშვნელობა რომელი გაქვთ, „ღორის გრიპი“ თუ B ტიპის ვირუსი, ორივეს იდენტური ჯანმრთელობის რისკები აქვს, ორივე საყურადღებოა,- ამის შესახებ "იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს" სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა.

  • როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, დეკემბრიდან თვიდან თებერვლის ჩათვლით სტაბილურად მაღალია პედიატრიულ კლინიკებში მომართვიანობა.

"ქვეყანაში დეკემბრის ბოლო კვირიდან გრიპის ვირუსი დომინანტურია. იანვრის პირველი კვირის შემდეგ, გრიპის გავრცელების მაჩვენებელი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში 50%-ზე ზემოთ არის. საქართველოში ყველა მეორე შემთხვევა კვლავ გრიპია.

იანვრის პირველი კვირიდან დაწყებული, თებერვლის მეორე კვირის ჩათვლით, გრიპის ვირუსის მაჩვენებელი 50%-ზე მეტია. ჯერ არ შეგვიძლია ვთქვათ რომ გრიპის პიკი გადასულია.

იანვრის მეორე კვირიდან ქვეყანაში, უმრავლეს შემთხვევაში B ტიპის დადასტურებული შემთხვევები გვაქვს. B ტიპის ვირუსს განიხილავენ, როგორც „ღორის გრიპზე“ სუსტს. ეს არ არის სწორი! არ აქვს მნიშვნელობა B ტიპის ვირუსი გაქვთ თუ A, ორივე გრიპია და ჯანმრთელობის რისკები პრაქტიკულად იდენტურია. ახლა დომინანტურია B ტიპი. „ღორის გრიპის“ მაჩვენებელი 18% არის, B გრიპის - 49%. არ აქვს მნიშვნელობა რომელი გაქვს, „ღორის გრიპი“ თუ B ტიპის ვირუსი, ორივეს იდენტური ჯანმრთელობის რისკები აქვს, ორივე საყურადღებოა. მკურნალობა, რისკები, პრევენცია იდენტურია! ვინც ოთხკომპონენტიანი ვაქცინა გაიკეთა, მინდა იცოდეს, რომ მასში ზუსტად ეს ვარიანტები შედიოდნენ. აღნიშნული ვაქცინა გრიპის ორივე ვარიანტის მიმართ არის ეფექტური. ზუსტად ემთხვევა იმ ვირუსების გავრცელებას, რაც ახლა არის ქვეყანაში.

პედიატრიულ კლინიკებს რაც შეეხება, მიმართვიანობა მაღალია. თბილისში და რეგიონის დიდ პედიატრიულ კლინიკებში მიმართვიანობის უკან დგას მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციები, გრიპით გამოწვეული მიმართვიანობა. დეკემბრიდან დაწყებული სტაბილურად მაღალია მომართვიანობა. ეს გაზრდილი მომართვიანობა არ აჭარბებს იმ სტატისტიკას, რაც გვქონდა გასულ წელს, ან 2023 წელს“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

წაიკითხეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"