პარტნიორები:
    ავტორი:

    ვენაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ნაქირავებ ბინაში პლასტიკურ ოპერაციებს არალეგალურად ატარებდა - "მისი ბინიდან პაციენტი სისხლდენით სასწრაფომ გადაიყვანა": რა დეტალები ხდება ცნობილი

    ვენაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ნაქირავებ ბინაში პლასტიკურ ოპერაციებს არალეგალურად ატარებდა - "მისი ბინიდან პაციენტი სისხლდენით სასწრაფომ გადაიყვანა": რა დეტალები ხდება ცნობილი

    მედიის ინფორმაციით, ვენაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 35 წლის პირი, რომელიც ნაქირავებ ბინაში უკანონოდ ატარებდა კოსმეტიკურ ოპერაციებს. როგორც ავსტრიული მედია წერს, მის "ერთ-ერთ მსხვერპლს ახლახან გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა".

    • მისი ბინიდან "სერიოზული დაზიანებებით" 58 წლის ქალი სასწრაფო დახმარებით გახდა გადასაყვანი შესაბამის კლინიკაში. სწორედ ამის შემდეგ შეიტყო პოლიციამ არაპროფესიონალი ქართველი ქირურგის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულ ქალს სახის არიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა. ადგილზე მისულმა მედიკოსებმა ნახეს, რომ პაციენტს სახისა და ყელის ნაწილზე ჭრილობები ჰქონდა.

    ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულმა მოგვიანებით უარყო, რომ ოპერაციებს ატარებდა. მისი თქმით, 58 წლის ქალი იქ მხოლოდ შემდგომი მკურნალობისთვის იმყოფებოდა.

    როგორც ირკვევა, "თვითგამოცხადებული ქირურგი" პლასტიკურ ოპერაციას ატარებდა, თუმცა პროცესი არასწორად წარიმართა. პაციენტი პროცედურის დროს უჩიოდა სუნთქვის გაძნელებას, ჰქონდა კისრისა და სახის არეში ჭრილობები. ადგილზე სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. პაციენტის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

    სამართალდამცველთა განცხადებით, საქართველოს მოქალაქეს ავსტრიაში სამუშაოდ შესაბამისი ქირურგის ლიცენზია არ აღმოაჩნდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

    წყარო