მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამხრე კამერა მეწყვილემ დაკარგა და ამის შესახებ მეორე დღეს გავიგე" - რა თქვა მოწმე პატრულ-ინსპექტორმა  ანატოლი გიგაურის პროცესზე
"სამხრე კამერა მეწყვილემ დაკარგა და ამის შესახებ მეორე დღეს გავიგე" - რა თქვა მოწმე პატრულ-ინსპექტორმა  ანატოლი გიგაურის პროცესზე

პატ­რულ-ინ­სპექ­ტორ გა­ი­ოზ ეფ­რე­მი­ძის ჩვე­ნე­ბით, მან და­ი­ნა­ხა, თუ რო­გორ და­არ­ტყა ანა­ტო­ლი გი­გა­ურ­მა მის მე­წყვი­ლე ვახ­ტანგ გა­ბუ­ნი­ას სა­ხის არე­ში მარ­ჯვე­ნა ხელი.

  • რო­გორც მოწ­მე პო­ლი­ცი­ელ­მა აღ­ნიშ­ნა, მან ბრალ­დე­ბუ­ლის ქმე­დე­ბა 3-4 მეტ­რის მან­ძი­ლი­დან და­ი­ნა­ხა. რაც შე­ე­ხე­ბა სამ­ხრე კა­მე­რას, რო­გორც ეფ­რე­მი­ძემ გან­მარ­ტა, ის მის­მა მე­წყვი­ლემ და­კარ­გა, რის თა­ო­ბა­ზეც, მან მე­ო­რე დღეს თა­ნამ­შრომ­ლის­გან გა­ი­გო.

"ხალ­ხის მასა მო­დი­ო­და, რო­მელ­საც წინ რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნა მოჰ­ყვე­ბო­და, გან­ვუ­მარ­ტეთ, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის გამო, მან­ქა­ნას არ უნდა ემოძ­რა­ვა. რა­ცი­ა­ზე და­ი­ძა­ხა ჩემ­მა მე­წყვი­ლემ ვახ­ტანგ გა­ბუ­ნი­ამ რომ დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბო­და, მერე ავი­რი­ეთ, ერ­თად არ ვი­დე­ქით. მო­ქა­ლა­ქემ ხელი და­არ­ტყა ჩემს თა­ნამ­შრო­მელს, მარ­ჯვე­ნა ხელი შე­მო­არ­ტყა სა­ხის არე­ში.

როცა სი­ტუ­ა­ცია გამ­წვავ­და, მა­შინ მოხ­და, შო­რი­ახ­ლოს ვი­ყა­ვი და ვხე­დავ­დი, რაც მოხ­და“, - გა­ნა­ცხა­და ეფ­რე­მი­ძემ.

პრო­კუ­რო­რის კი­თხვა­ზე, ვახ­ტანგ გა­ბუ­ნი­ას მხრი­დან რამე ქმე­დე­ბა თუ და­ი­ნა­ხა, პო­ლი­ცი­ელ­მა უპა­სუ­ხა, რომ „არა­ფე­რი და­უ­ნა­ხავს“.

ეფ­რე­მი­ძის თქმით, მან ფო­ტო­სუ­რათ­ზე ამო­იც­ნო ბრალ­დე­ბუ­ლი.

ად­ვო­კა­ტის კი­თხვა­ზე, ამ ფაქ­ტამ­დე პო­ლი­ცი­ელ ვახ­ტანგ გა­ბუ­ნი­ას მხრი­დან რამე ძა­ლა­დობ­რი­ვი მოქ­მე­დე­ბა, ვინ­მეს მხრი­დან ხე­ლის დარ­ტყმა ხომ არ და­უ­ნა­ხავს, სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი გას­ცა.

მოწ­მეს კი­თხვით მი­მარ­თა ანა­ტო­ლი გი­გა­ურ­მაც. კერ­ძოდ, ბრალ­დე­ბულ­მა მას ჰკი­თხა, გა­ი­გო თუ არა, რო­გორ უყ­ვი­რო­და ის პო­ლი­ცი­ელ ვახ­ტანგ გა­ბუ­ნი­ას, თუ რა­ტომ და­არ­ტყა ხელი. პო­ლი­ცი­ელ­მა აღ­ნიშ­ნულს უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი გას­ცა.

ად­ვო­კატ­მა პატ­რულ-ინ­სპექ­ტორ გა­ი­ოზ ეფ­რე­მი­ძეს ჰკი­თხა, ჰქონ­და თუ არა მის მე­წყვი­ლე ვახ­ტანგ გა­ბუ­ნი­ას სამ­ხრე კა­მე­რა ჩარ­თუ­ლი.

"დიახ, სამ­ხრე კა­მე­რა ჩარ­თუ­ლი ჰქონ­და, რო­მე­ლიც და­კარ­გა... მე­ო­რე დღეს გა­ვი­გე თა­ნამ­შრომ­ლის­გან", - გა­ნა­ცხა­და პო­ლი­ცი­ელ­მა.

ცნო­ბის­თვის, ბრალ­დე­ბუ­ლი ანა­ტო­ლი გი­გა­უ­რი აცხა­დებს, რომ მას­ზე თავ­და­პირ­ვე­ლად თა­ვად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე პო­ლი­ცი­ელ­მა ვახ­ტანგ გა­ბუ­ნი­ამ იძა­ლა­და, რის შემ­დე­გაც მოხ­და მისი მხრი­დან ხე­ლის დარ­ტყმა.

ანა­ტო­ლი გი­გა­ურს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რუდ­გი­ნეს, რაც პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმას გუ­ლის­ხმობს.

ავტორი:

"სამხრე კამერა მეწყვილემ დაკარგა და ამის შესახებ მეორე დღეს გავიგე" - რა თქვა მოწმე პატრულ-ინსპექტორმა  ანატოლი გიგაურის პროცესზე

"სამხრე კამერა მეწყვილემ დაკარგა და ამის შესახებ მეორე დღეს გავიგე" - რა თქვა მოწმე პატრულ-ინსპექტორმა  ანატოლი გიგაურის პროცესზე

პატრულ-ინსპექტორ გაიოზ ეფრემიძის ჩვენებით, მან დაინახა, თუ როგორ დაარტყა ანატოლი გიგაურმა მის მეწყვილე ვახტანგ გაბუნიას სახის არეში მარჯვენა ხელი.

  • როგორც მოწმე პოლიციელმა აღნიშნა, მან ბრალდებულის ქმედება 3-4 მეტრის მანძილიდან დაინახა. რაც შეეხება სამხრე კამერას, როგორც ეფრემიძემ განმარტა, ის მისმა მეწყვილემ დაკარგა, რის თაობაზეც, მან მეორე დღეს თანამშრომლისგან გაიგო.

"ხალხის მასა მოდიოდა, რომელსაც წინ რამდენიმე მანქანა მოჰყვებოდა, განვუმარტეთ, რომ უსაფრთხოების გამო, მანქანას არ უნდა ემოძრავა. რაციაზე დაიძახა ჩემმა მეწყვილემ ვახტანგ გაბუნიამ რომ დახმარება ესაჭიროებოდა, მერე ავირიეთ, ერთად არ ვიდექით. მოქალაქემ ხელი დაარტყა ჩემს თანამშრომელს, მარჯვენა ხელი შემოარტყა სახის არეში.

როცა სიტუაცია გამწვავდა, მაშინ მოხდა, შორიახლოს ვიყავი და ვხედავდი, რაც მოხდა“, - განაცხადა ეფრემიძემ.

პროკურორის კითხვაზე, ვახტანგ გაბუნიას მხრიდან რამე ქმედება თუ დაინახა, პოლიციელმა უპასუხა, რომ „არაფერი დაუნახავს“.

ეფრემიძის თქმით, მან ფოტოსურათზე ამოიცნო ბრალდებული.

ადვოკატის კითხვაზე, ამ ფაქტამდე პოლიციელ ვახტანგ გაბუნიას მხრიდან რამე ძალადობრივი მოქმედება, ვინმეს მხრიდან ხელის დარტყმა ხომ არ დაუნახავს, სამართალდამცავმა უარყოფითი პასუხი გასცა.

მოწმეს კითხვით მიმართა ანატოლი გიგაურმაც. კერძოდ, ბრალდებულმა მას ჰკითხა, გაიგო თუ არა, როგორ უყვიროდა ის პოლიციელ ვახტანგ გაბუნიას, თუ რატომ დაარტყა ხელი. პოლიციელმა აღნიშნულს უარყოფითი პასუხი გასცა.

ადვოკატმა პატრულ-ინსპექტორ გაიოზ ეფრემიძეს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მის მეწყვილე ვახტანგ გაბუნიას სამხრე კამერა ჩართული.

"დიახ, სამხრე კამერა ჩართული ჰქონდა, რომელიც დაკარგა... მეორე დღეს გავიგე თანამშრომლისგან", - განაცხადა პოლიციელმა.

ცნობისთვის, ბრალდებული ანატოლი გიგაური აცხადებს, რომ მასზე თავდაპირველად თავად დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელმა ვახტანგ გაბუნიამ იძალადა, რის შემდეგაც მოხდა მისი მხრიდან ხელის დარტყმა.

ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"