მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუშინ მე და ჩემმა ქალიშვილმა ვერ დავიძინეთ... ღამით კიევზე მასშტაბური შეტევა განხორციელდა" - რას წერს ლიზა იასკო
"გუშინ მე და ჩემმა ქალიშვილმა ვერ დავიძინეთ... ღამით კიევზე მასშტაბური შეტევა განხორციელდა" - რას წერს ლიზა იასკო

აშშ-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, დო­ნალდ ტრამ­პი, და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას შე­თან­ხმდნენ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ომის დას­რუ­ლე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა და­ი­წყოს. ტრამპმა სა­უ­ბარს „პრო­დუქ­ტი­უ­ლი“ უწო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გარ­და, გა­ნი­ხი­ლეს პა­ტიმ­რე­ბის გაც­ვლის სა­კი­თხი, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი. კრემ­ლის ცნო­ბით, პუ­ტინ­მა ტრამ­პი მოს­კოვ­ში მი­იწ­ვია, თუმ­ცა მათი პირ­ვე­ლი პი­რა­დი შეხ­ვედ­რა სა­უ­დის არა­ბეთ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

თა­ვად ზე­ლენ­სკიმ თა­ვის Telegram არხზე და­ა­დას­ტუ­რა, რომ სა­უ­ბა­რი შედ­გა. მისი თქმით, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა მას ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან სა­უბ­რის დე­ტა­ლე­ბი უამ­ბო.

ინ­ფორ­მა­ცია დღეს გავ­რცელ­და, თუმ­ცა გუ­შინ, რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქ კი­ევ­ზე სა­რა­კე­ტო იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს, და­ბომბვის შე­დე­გად ქა­ლა­ქის სამ რა­ი­ონ­ში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს. იე­რიშს მსხვერ­პლი მოჰ­ყვა. ქა­ლა­ქის მე­რის ვი­ტა­ლი კლი­ჩკოს გან­ცხა­დე­ბით, არის ერთი გარ­დაც­ვლი­ლი და ოთხი და­შა­ვე­ბუ­ლი. და­შა­ვე­ბუ­ლებს შო­რი­საა 9 წლის გო­გო­ნა.

უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტა­ტი ლიზა იას­კო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ღა­მით მას და მის გო­გო­ნას არ ეძი­ნათ. ასე­ვე ეხ­მა­უ­რე­ბა ორი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის შე­საძ­ლო შეხ­ვედ­რას. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ლიზა იას­კო­სა და ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი, ჟას­მინ იას­კო ჰყავთ. ბავ­შვის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი ორი წლის წინ გახ­და, თუმ­ცა იას­კოს ამ დრომ­დე შვი­ლის სუ­რა­თი არ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია...

- მო­გე­სალ­მე­ბით კი­ე­ვი­დან.

ახლა მზეა, მაგ­რამ გუ­შინ ღა­მით კი­ევ­ზე მას­შტა­ბუ­რი შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბით. მე და ჩემ­მა ქა­ლიშ­ვილ­მა თით­ქმის ვერ და­ვი­ძი­ნეთ, ისე­ვე რო­გორც ბევ­რმა სხვამ.

ჩვენ მხა­რი და­ვუ­ჭი­რეთ ინი­ცი­ა­ტი­ვას, რომ 24 თე­ბერ­ვა­ლი ეროვ­ნუ­ლი ლოც­ვის დღედ გა­მო­ცხად­დეს. მე ვფიქ­რობ, რომ ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან პა­ტი­ვი უნდა მი­ვა­გოთ ომში და­ღუ­პუ­ლებს - იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე გა­წი­რა - და აქვე, ვი­ლო­ცოთ მო­მავ­ლის­თვის.

ომის დას­რუ­ლე­ბა­ზე უამ­რა­ვი გლო­ბა­ლუ­რი გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს, და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის, მათ შო­რის აშშ-ის, გან­ცხა­დე­ბებ­მა გარ­კვე­უ­ლი შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. თუმ­ცა, მე კვლავ იმე­დი­ა­ნი ვარ.

უკ­რა­ი­ნა იბ­რძვის მთე­ლი მსოფ­ლი­ოს უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის, და ჩვენ ეს ყო­ველ­თვის უნდა გვახ­სოვ­დეს. იმე­დია, მსოფ­ლიო ამას სრუ­ლად გა­ი­აზ­რებს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"გუშინ მე და ჩემმა ქალიშვილმა ვერ დავიძინეთ... ღამით კიევზე მასშტაბური შეტევა განხორციელდა" - რას წერს ლიზა იასკო

"გუშინ მე და ჩემმა ქალიშვილმა ვერ დავიძინეთ... ღამით კიევზე მასშტაბური შეტევა განხორციელდა" - რას წერს ლიზა იასკო

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. ტრამპმა საუბარს „პროდუქტიული“ უწოდა და აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობების გარდა, განიხილეს პატიმრების გაცვლის საკითხი, ახლო აღმოსავლეთი და ხელოვნური ინტელექტი. კრემლის ცნობით, პუტინმა ტრამპი მოსკოვში მიიწვია, თუმცა მათი პირველი პირადი შეხვედრა საუდის არაბეთში გაიმართება.

თავად ზელენსკიმ თავის Telegram არხზე დაადასტურა, რომ საუბარი შედგა. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა მას ვლადიმერ პუტინთან საუბრის დეტალები უამბო.

ინფორმაცია დღეს გავრცელდა, თუმცა გუშინ, რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, დაბომბვის შედეგად ქალაქის სამ რაიონში ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. იერიშს მსხვერპლი მოჰყვა. ქალაქის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, არის ერთი გარდაცვლილი და ოთხი დაშავებული. დაშავებულებს შორისაა 9 წლის გოგონა.

უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო სოციალურ ქსელში წერს, რომ ღამით მას და მის გოგონას არ ეძინათ. ასევე ეხმაურება ორი ქვეყნის პრეზიდენტის შესაძლო შეხვედრას. შეგახსენებთ, რომ ლიზა იასკოსა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საერთო ქალიშვილი, ჟასმინ იასკო ჰყავთ. ბავშვის შესახებ ცნობილი ორი წლის წინ გახდა, თუმცა იასკოს ამ დრომდე შვილის სურათი არ გამოუქვეყნებია...

- მოგესალმებით კიევიდან.

ახლა მზეა, მაგრამ გუშინ ღამით კიევზე მასშტაბური შეტევა განხორციელდა ბალისტიკური რაკეტებით. მე და ჩემმა ქალიშვილმა თითქმის ვერ დავიძინეთ, ისევე როგორც ბევრმა სხვამ.

ჩვენ მხარი დავუჭირეთ ინიციატივას, რომ 24 თებერვალი ეროვნული ლოცვის დღედ გამოცხადდეს. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პატივი უნდა მივაგოთ ომში დაღუპულებს - იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი სიცოცხლე გაწირა - და აქვე, ვილოცოთ მომავლისთვის.

ომის დასრულებაზე უამრავი გლობალური განხილვა მიმდინარეობს, და სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის აშშ-ის, განცხადებებმა გარკვეული შეშფოთება გამოიწვია. თუმცა, მე კვლავ იმედიანი ვარ.

უკრაინა იბრძვის მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის, და ჩვენ ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. იმედია, მსოფლიო ამას სრულად გაიაზრებს.

წაიკითხეთ ასევე: