მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდამსხმელი ბარში შევიდა, ყუმბარა ისროლა და გაიქცა: დაშავებულია 12 ადამიანი - საფრანგეთში მომხდარ დანაშაულის დეტალები
თავდამსხმელი ბარში შევიდა, ყუმბარა ისროლა და გაიქცა: დაშავებულია 12 ადამიანი - საფრანგეთში მომხდარ დანაშაულის დეტალები

სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ გრე­ნობ­ლის ბარ­ში ნას­რო­ლი ყუმ­ბა­რის შე­დე­გად 12 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ექ­ვსი ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია. მა­თი­ვე თქმით, სა­ვა­რა­უ­დოდ, შემ­თხვე­ვა ტე­რო­რიზმს არ უკავ­შირ­დე­ბა.

  • პრო­კუ­რორ ფრან­სუა ტურე-დე-კურ­სის გან­ცხა­დე­ბით, თავ­დამ­სხმე­ლი კლი­ენ­ტე­ბით სავ­სე ბარ­ში შე­ვი­და, ყუმ­ბა­რა ის­რო­ლა და სი­ტყვის უთ­ქმე­ლად გა­იქ­ცა. გა­მომ­ძი­ებ­ლებს მო­ტი­ვი ჯერ არ და­უდ­გე­ნი­ათ.

ოფი­ცე­რი კრის­ტოფ ბა­რე­ტის გან­ცხა­დე­ბით, თავ­დამ­სხმელს, რო­გორც ჩანს, კა­ლაშ­ნი­კო­ვის ტი­პის თო­ფიც ჰქონ­და, თუმ­ცა ის არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია.

ტურე-დე-კურ­სის გან­ცხა­დე­ბით, ინ­ცი­დენ­ტი ოლიმ­პი­უ­რი სოფ­ლის უბან­ში მოხ­და, რო­მე­ლიც მა­შინ აშენ­და, რო­დე­საც ქა­ლაქ­მა 1968 წლის ზამ­თრის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებს უმას­პინ­ძლა.

ტურე-დე-კურ­სის თქმით­ვე, და­შა­ვე­ბულ­თა შო­რის ორი ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლი იყო, თუმ­ცა ეს რი­ცხვი შემ­დგომ­ში ექ­ვსამ­დე გა­ი­ზარ­და.

"მკაც­რად ვგმობ ამ უჩ­ვე­უ­ლო ძა­ლა­დო­ბის კრი­მი­ნა­ლურ აქტს," - და­წე­რა მერ­მა, ერიკ პი­ო­ლემ X-ზე და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და გა­დუ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რებს მათ მიერ გა­წე­უ­ლი მუ­შა­ო­ბის­თვის.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

თავდამსხმელი ბარში შევიდა, ყუმბარა ისროლა და გაიქცა: დაშავებულია 12 ადამიანი - საფრანგეთში მომხდარ დანაშაულის დეტალები

თავდამსხმელი ბარში შევიდა, ყუმბარა ისროლა და გაიქცა: დაშავებულია 12 ადამიანი - საფრანგეთში მომხდარ დანაშაულის დეტალები

სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთის ქალაქ გრენობლის ბარში ნასროლი ყუმბარის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. ოფიციალური პირების განცხადებით, აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. მათივე თქმით, სავარაუდოდ, შემთხვევა ტერორიზმს არ უკავშირდება.

  • პროკურორ ფრანსუა ტურე-დე-კურსის განცხადებით, თავდამსხმელი კლიენტებით სავსე ბარში შევიდა, ყუმბარა ისროლა და სიტყვის უთქმელად გაიქცა. გამომძიებლებს მოტივი ჯერ არ დაუდგენიათ.

ოფიცერი კრისტოფ ბარეტის განცხადებით, თავდამსხმელს, როგორც ჩანს, კალაშნიკოვის ტიპის თოფიც ჰქონდა, თუმცა ის არ გამოუყენებია.

ტურე-დე-კურსის განცხადებით, ინციდენტი ოლიმპიური სოფლის უბანში მოხდა, რომელიც მაშინ აშენდა, როდესაც ქალაქმა 1968 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა.

ტურე-დე-კურსის თქმითვე, დაშავებულთა შორის ორი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა ეს რიცხვი შემდგომში ექვსამდე გაიზარდა.

"მკაცრად ვგმობ ამ უჩვეულო ძალადობის კრიმინალურ აქტს," - დაწერა მერმა, ერიკ პიოლემ X-ზე და მადლობა გადაუხადა გადუდებელი დახმარების სამსახურებს მათ მიერ გაწეული მუშაობისთვის.

წყარო