მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
BTU-ს ინიციატივით, საგანმანათლებლო პლატფორმა iamtheCODE-ის წარმომადგენლობა გაიხსნა
BTU-ს ინიციატივით, საგანმანათლებლო პლატფორმა iamtheCODE-ის წარმომადგენლობა გაიხსნა

11 თე­ბერ­ვალს, მეც­ნი­ე­რი ქა­ლე­ბი­სა და გო­გო­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს, ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ოს­ნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში გლო­ბა­ლუ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვა iamtheCODE-ის სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა და­ფუძნ­და.

iamtheCODE სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პლატ­ფორ­მაა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით 18 ენა­ზე შედ­გე­ნილ 60 000 ზე მეტ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ კურსს აერ­თი­ა­ნებს. iamtheCODE-ის პარტნი­ო­რი წევ­რე­ბი, რო­მელ­თა შო­რის ამი­ე­რი­დან სა­ქარ­თვე­ლოც იქ­ნე­ბა, კურ­სებ­ზე წვდო­მას სრუ­ლი­ად უფა­სოდ მი­ი­ღე­ბენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მია 250 000 უფა­სო ან­გა­რი­ში, აქე­დან 50 000 კი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით იქ­ნე­ბა შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი.

ინი­ცი­ა­ტი­ვის გახ­სნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის, რო­მელ­საც ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა უმას­პინ­ძლა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და iamtheCODE-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბის მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი აქ­ტი­ვის­ტი ლედი მა­რი­ემ ჟამ­მე, რო­მე­ლიც არა­ერ­თი პრეს­ტი­ჟუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დოს მფლო­ბე­ლია. მან სი­ტყვით მი­მართ დამ­სწრე­ებს, ისა­უბ­რა iamtheCODE-ის მი­სი­ა­ზე, გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც ინი­ცი­ა­ტი­ვის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გახ­დე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბის კუ­თხით გა­მოწ­ვე­ვე­ბი გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით სულ უფრო იზ­რდე­ბა, რაც ახ­ლე­ბუ­რი მიდ­გო­მე­ბის გა­აზ­რე­ბა­სა და შე­მუ­შა­ვე­ბას მო­ი­თხოვს. ამ ფონ­ზე ქა­ლე­ბი­სა და გო­გო­ე­ბის გა­ნათ­ლე­ბის, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­ებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბის გაზ­რდას, მათ­თვის ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. iamtheCODE-ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის და­ფუძ­ნე­ბა სწო­რედ ქა­ლე­ბი­სა და გო­გო­ე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ურ გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ნა­წი­ლი და­ეთ­მო პა­ნე­ლურ დის­კუ­სი­ას, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ: გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ო­რი იში­კა­ვა, ნორ­ვე­გი­ის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბერ­გლი­ოტ ჰოვ­ლან­დი, და­ნი­ის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში ანე ტოფტ სო­რენ­სე­ნი და ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ნინო ენუ­ქი­ძე.

iamtheCODE, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად 87 ქვე­ყა­ნა­ში ოპე­რი­რებს, მიზ­ნად ისა­ხავს 2030 წლამ­დე 1 მი­ლი­ო­ნი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის, მო­ზარ­დი­სა და ბავ­შვის გა­დამ­ზა­დე­ბას პროგ­რა­მი­რე­ბა­ში. სა­ქარ­თვე­ლო ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან ად­გილს და­ი­კა­ვებს, რო­გორც რე­გი­ონ­ში ქა­ლე­ბი­სა და გო­გო­ე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი.

პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია იხი­ლეთ ბმულ­ზე.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

BTU-ს ინიციატივით, საგანმანათლებლო პლატფორმა iamtheCODE-ის წარმომადგენლობა გაიხსნა

BTU-ს ინიციატივით, საგანმანათლებლო პლატფორმა iamtheCODE-ის წარმომადგენლობა გაიხსნა

11 თებერვალს, მეცნიერი ქალებისა და გოგოების საერთაშორისო დღეს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თაოსნობით, საქართველოში გლობალური ინიციატივა iamtheCODE-ის საქართველოს წარმომადგენლობა დაფუძნდა.

iamtheCODE საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 18 ენაზე შედგენილ 60 000 ზე მეტ სერტიფიცირებულ კურსს აერთიანებს. iamtheCODE-ის პარტნიორი წევრები, რომელთა შორის ამიერიდან საქართველოც იქნება, კურსებზე წვდომას სრულიად უფასოდ მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ხელმისაწვდომია 250 000 უფასო ანგარიში, აქედან 50 000 კი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით იქნება შეთავაზებული.

ინიციატივის გახსნის სპეციალური ღონისძიებისთვის, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა უმასპინძლა, საქართველოში ჩამოვიდა iamtheCODE-ის დამფუძნებელი, ტექნოლოგიებში ქალთა გაძლიერების მსოფლიოში ცნობილი აქტივისტი ლედი მარიემ ჟამმე, რომელიც არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. მან სიტყვით მიმართ დამსწრეებს, ისაუბრა iamtheCODE-ის მისიაზე, გამოცდილებასა და შესაძლებლობებზე, რომლებიც ინიციატივის შედეგად საქართველოსთვის გახდება ხელმისაწვდომი.

საგულისხმოა, რომ ქალთა გაძლიერების კუთხით გამოწვევები გლობალური მასშტაბით სულ უფრო იზრდება, რაც ახლებური მიდგომების გააზრებასა და შემუშავებას მოითხოვს. ამ ფონზე ქალებისა და გოგოების განათლების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციებში ჩართულობის გაზრდას, მათთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. iamtheCODE-ის წარმომადგენლობის დაფუძნება სწორედ ქალებისა და გოგოების განათლებასა და ტექნოლოგიურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ღონისძიების ნაწილი დაეთმო პანელურ დისკუსიას, რომელშიც მონაწილეობდნენ: გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა, ნორვეგიის ელჩი საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდი, დანიის ელჩი საქართველოში ანე ტოფტ სორენსენი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო ენუქიძე.

iamtheCODE, რომელიც ამჟამად 87 ქვეყანაში ოპერირებს, მიზნად ისახავს 2030 წლამდე 1 მილიონი ახალგაზრდა ქალის, მოზარდისა და ბავშვის გადამზადებას პროგრამირებაში. საქართველო ამ ინიციატივის ფარგლებში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს, როგორც რეგიონში ქალებისა და გოგოების ტექნოლოგიური განათლებისა და ინოვაციების განვითარების ერთ-ერთი ლიდერი.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

R