მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბექჰემმა რუსეთში თავისი სავაჭრო ბრენდი დაარეგისტრირა - რით ივაჭრებს ვარსკვლავის კომპანია ბაზარზე?
ბექჰემმა რუსეთში თავისი სავაჭრო ბრენდი დაარეგისტრირა - რით ივაჭრებს ვარსკვლავის კომპანია ბაზარზე?

ინ­გლი­სის ნაკ­რე­ბის ყო­ფილ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა, დე­ვიდ ბექ­ჰემ­მა, რუ­სეთ­ში თა­ვი­სი სა­ვაჭ­რო ბრენ­დი - David Beckham და­ა­რე­გის­ტრი­რა.

რო­გორც მე­დია წერს, ყო­ფი­ლი ნა­ხე­ვარმცვე­ლის კომ­პა­ნია DB Ventures-მა სა­ვაჭ­რო სა­ხე­ლის რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის, რუ­სე­თის სა­პა­ტენ­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცია Роспатент-ს უკვე მი­მარ­თა და შე­სა­ბა­მი­სი სა­ბუ­თე­ბიც წა­რად­გი­ნა.

სა­ვა­რა­უ­დოდ კომ­პა­ნია სპორ­ტულ, ახალ­შო­ბი­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­ქო­ნელს, მათ შო­რის ფარ­დებს, ახალ­შო­ბი­ლის სა­ფე­ნებს, ხელ­სა­ხო­ცებს, ცხვირ­სა­ხო­ცებს, კო­ღოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ბა­დე­ებს, ტომ­რებს, თეთ­რე­ულ­სა და სამ­ზა­რე­უ­ლოს პირ­სა­ხო­ცებს გა­ყი­დის.

ეს ხდე­ბა მას შემ­დეგ, რაც ბრი­ტა­ნეთ­მა შე­ზღუ­და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ზო­გი­ერთ რუს ბიზ­ნეს­მენ­თან. შე­დე­გად, ბევ­რმა კომ­პა­ნი­ამ ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით შე­წყვი­ტა საქ­მი­ა­ნო­ბა რუ­სეთ­ში პო­ტენ­ცი­უ­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი რის­კე­ბის გამო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2022 წლის რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბის შემ­დეგ ბექ­ჰე­მე­ბის ოჯა­ხი აქ­ტი­უ­რად მხარს უჭერ­და უკ­რა­ი­ნას. 2022 წლის მარ­ტში ბექ­ჰემ­მა თა­ვი­სი ინ­სტაგ­რა­მის ექა­უნ­თი, ომზე ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, უკ­რა­ი­ნელ ექიმს და­უთ­მო. გარ­და ამი­სა, 1 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტი გა­დას­ცა Unicef-ს უკ­რა­ი­ნა­ში ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად.

ცნო­ბის­თვის, რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოქ­მე­დებს ბექ­ჰე­მის კი­დევ ერთი სა­ვაჭ­რო ნი­შა­ნი David Beckham bodywear, რო­მე­ლიც ტან­საც­მელს, ფეხ­საც­მელს, ქუ­დებ­სა და საც­ვლებს ყი­დის.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ბექჰემმა რუსეთში თავისი სავაჭრო ბრენდი დაარეგისტრირა - რით ივაჭრებს ვარსკვლავის კომპანია ბაზარზე?

ბექჰემმა რუსეთში თავისი სავაჭრო ბრენდი დაარეგისტრირა - რით ივაჭრებს ვარსკვლავის კომპანია ბაზარზე?

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, დევიდ ბექჰემმა, რუსეთში თავისი სავაჭრო ბრენდი - David Beckham დაარეგისტრირა.

როგორც მედია წერს, ყოფილი ნახევარმცველის კომპანია DB Ventures-მა სავაჭრო სახელის რეგისტრაციისთვის, რუსეთის საპატენტო ორგანიზაცია Роспатент-ს უკვე მიმართა და შესაბამისი საბუთებიც წარადგინა.

სავარაუდოდ კომპანია სპორტულ, ახალშობილებისთვის განკუთვნილ, საყოფაცხოვრებო საქონელს, მათ შორის ფარდებს, ახალშობილის საფენებს, ხელსახოცებს, ცხვირსახოცებს, კოღოს საწინააღმდეგო ბადეებს, ტომრებს, თეთრეულსა და სამზარეულოს პირსახოცებს გაყიდის.

ეს ხდება მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა შეზღუდა თანამშრომლობა ზოგიერთ რუს ბიზნესმენთან. შედეგად, ბევრმა კომპანიამ ნებაყოფლობით შეწყვიტა საქმიანობა რუსეთში პოტენციური სამართლებრივი რისკების გამო.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ბექჰემების ოჯახი აქტიურად მხარს უჭერდა უკრაინას. 2022 წლის მარტში ბექჰემმა თავისი ინსტაგრამის ექაუნთი, ომზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, უკრაინელ ექიმს დაუთმო. გარდა ამისა, 1 მილიონი ფუნტი გადასცა Unicef-ს უკრაინაში ორგანიზაციის საქმიანობის დასაფინანსებლად.

ცნობისთვის, რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებს ბექჰემის კიდევ ერთი სავაჭრო ნიშანი David Beckham bodywear, რომელიც ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ქუდებსა და საცვლებს ყიდის.

წყარო

იხილეთ ასევე: