სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მზია ამაღლობელისთვის გადაადგილება მარტივი არ არის - 30 დღის შემდგომ სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის მოშლის ძალიან დიდი რისკია" - ექიმი
"მზია ამაღლობელისთვის გადაადგილება მარტივი არ არის - 30 დღის შემდგომ სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის მოშლის ძალიან დიდი რისკია" - ექიმი

მზია ამაღ­ლო­ბელს აქვს ყვე­ლა ის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მი, რაც ხან­გრძლივ შიმ­ში­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა, გა­და­ად­გი­ლე­ბა მის­თვის მარ­ტი­ვი არ არის - 30 დღის შემ­დგომ ყო­ვე­ლი დღე ძა­ლი­ან დიდი რის­კია სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნოს ფუნ­ქცი­ის მოშ­ლი­სა და გარ­თუ­ლე­ბის, - ამის შე­სა­ხებ კლი­ნი­კა „ვი­ვა­მე­დის“ დი­რექ­ტორ­მა, ზუ­რაბ ჩხა­ი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს „ბა­თუ­მე­ლე­ბის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, მზია ამაღ­ლო­ბე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ამ დრო­ის­თვის გო­ნე­ბის და­კარ­გვას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

  • ამას­თან, ჩხა­ი­ძის თქმით, კლი­ნი­კის სა­ე­ქი­მო გუნ­დის რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ მზია ამაღ­ლო­ბე­ლი დარ­ჩეს ექი­მე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის ქვეშ.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პა­ცი­ენ­ტი უკვე 31-ე დღეა შიმ­ში­ლობს. ხან­გრძლი­ვი შიმ­ში­ლო­ბის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან რთუ­ლი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სია და შიმ­ში­ლო­ბის ყო­ვე­ლი გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი დღე და­კავ­ში­რე­ბუ­ლია რე­ა­ლურ შე­სა­ბა­მის გარ­თუ­ლე­ბებ­თან. ეს არის ნახ­შირ­წყლო­ვა­ნი წვა, ეს არის ცხი­მე­ბის წვა, ეს არის ცი­ლე­ბი­სა და ში­ნა­გა­ნი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რაც იწ­ვევს სხვა­დას­ხვა და პირ­ველ რიგ­ში, კარ­დი­ო­ვას­კუ­ლა­რულ გარ­თუ­ლე­ბებს. ამას­თან, სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნოს ფუნ­ქცი­ე­ბის მოშ­ლას და ა.შ. კლი­ნი­კა, რა თქმა უნდა, მზად არის და ყო­ველ­დღი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებს მო­ნი­ტო­რინ­გის პრო­ცესს და ვთა­ვა­ზობთ შე­სა­ბა­მის სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვისს მო­ნი­ტო­რინ­გის კუ­თხით. ყო­ველ­დღი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი, თუ სა­ჭი­როა ინ­სტრუ­მენ­ტა­ლუ­რი კვლე­ვე­ბის ჩარ­თვა და ა.შ

რა თქმა უნდა, მას აქვს ყვე­ლა ის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მი, რაც უკავ­შირ­დე­ბა ამ ხან­გრძლივ შიმ­ში­ლო­ბას და მის ეფექტს 31 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. გა­და­ად­გი­ლე­ბა მის­თვის მარ­ტი­ვი არ არის, თუმ­ცა ცდი­ლობს გა­და­ად­გილ­დეს, უფრო აქ­ტი­უ­რი იყოს, იმოძ­რა­ოს. მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა იმას, რომ 30 დღის შემ­დგომ ყო­ვე­ლი დღე ეს არის ძა­ლი­ან დიდი რის­კი სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნოს ფუნ­ქცი­ის მოშ­ლი­სა და გარ­თუ­ლე­ბის.

ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რა თქმა უნდა, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ჩვე­ნი სა­ე­ქი­მო გუნ­დის მიერ და ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით. იცით, რომ შე­მო­სუ­ლი იყო სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი აპა­რატ­თან არ­სე­ბუ­ლი ექიმ­თა ჯგუ­ფი, ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ იმ­ყო­ფე­ბო­დეს მო­ნი­ტო­რინ­გის ქვეშ კლი­ნი­კის პი­რო­ბებ­ში, რად­გან ყო­ველ­დღი­უ­რი მო­სა­ლოდ­ნე­ლი გარ­თუ­ლე­ბა უფრო ად­ვი­ლი სა­მარ­თა­ვი იქ­ნე­ბა კლი­ნი­კის პი­რო­ბებ­ში.

ის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ადეკ­ვა­ტუ­რად აღიქ­ვამს მო­სა­ლოდ­ნელ გარ­თუ­ლე­ბებს და და­თან­ხმდა, რომ მო­ნი­ტო­რინ­გის პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დეს კლი­ნი­კის პი­რო­ბებ­ში. ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ შე­წყვი­ტოს შიმ­ში­ლო­ბა, იქ­ნებ ამა­ში უფრო ჩა­ერ­თოს თუნ­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა, თუნ­დაც ად­ვო­კა­ტე­ბი ან ოჯა­ხის წევ­რე­ბი, რათა ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ჩხა­ი­ძემ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"მზია ამაღლობელისთვის გადაადგილება მარტივი არ არის - 30 დღის შემდგომ სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის მოშლის ძალიან დიდი რისკია" - ექიმი

"მზია ამაღლობელისთვის გადაადგილება მარტივი არ არის - 30 დღის შემდგომ სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის მოშლის ძალიან დიდი რისკია" - ექიმი

მზია ამაღლობელს აქვს ყველა ის დამახასიათებელი სიმპტომი, რაც ხანგრძლივ შიმშილობას უკავშირდება, გადაადგილება მისთვის მარტივი არ არის - 30 დღის შემდგომ ყოველი დღე ძალიან დიდი რისკია სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის მოშლისა და გართულების, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განუცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის გონების დაკარგვას ადგილი არ ჰქონია.

  • ამასთან, ჩხაიძის თქმით, კლინიკის საექიმო გუნდის რეკომენდაციაა, რომ მზია ამაღლობელი დარჩეს ექიმების მონიტორინგის ქვეშ.

"მოგეხსენებათ, პაციენტი უკვე 31-ე დღეა შიმშილობს. ხანგრძლივი შიმშილობის პროცესი ძალიან რთული ფიზიოლოგიური პროცესია და შიმშილობის ყოველი გაგრძელებული დღე დაკავშირებულია რეალურ შესაბამის გართულებებთან. ეს არის ნახშირწყლოვანი წვა, ეს არის ცხიმების წვა, ეს არის ცილებისა და შინაგანი რესურსების გამოყენება, რაც იწვევს სხვადასხვა და პირველ რიგში, კარდიოვასკულარულ გართულებებს. ამასთან, სხვადასხვა ორგანოს ფუნქციების მოშლას და ა.შ. კლინიკა, რა თქმა უნდა, მზად არის და ყოველდღიურად ახორციელებს მონიტორინგის პროცესს და ვთავაზობთ შესაბამის სამედიცინო სერვისს მონიტორინგის კუთხით. ყოველდღიურად მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები, თუ საჭიროა ინსტრუმენტალური კვლევების ჩართვა და ა.შ

რა თქმა უნდა, მას აქვს ყველა ის დამახასიათებელი სიმპტომი, რაც უკავშირდება ამ ხანგრძლივ შიმშილობას და მის ეფექტს 31 დღის განმავლობაში. გადაადგილება მისთვის მარტივი არ არის, თუმცა ცდილობს გადაადგილდეს, უფრო აქტიური იყოს, იმოძრაოს. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ 30 დღის შემდგომ ყოველი დღე ეს არის ძალიან დიდი რისკი სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის მოშლისა და გართულების.

ქრონიკული დაავადებები, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია ჩვენი საექიმო გუნდის მიერ და ყველაფერი კეთდება პრევენციის მიზნით. იცით, რომ შემოსული იყო სახალხო დამცველი აპარატთან არსებული ექიმთა ჯგუფი, ჩვენი ერთობლივი რეკომენდაციაა, რომ იმყოფებოდეს მონიტორინგის ქვეშ კლინიკის პირობებში, რადგან ყოველდღიური მოსალოდნელი გართულება უფრო ადვილი სამართავი იქნება კლინიკის პირობებში.

ის აბსოლუტურად ადეკვატურად აღიქვამს მოსალოდნელ გართულებებს და დათანხმდა, რომ მონიტორინგის პროცესი გაგრძელდეს კლინიკის პირობებში. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, იქნებ ამაში უფრო ჩაერთოს თუნდაც საზოგადოება, თუნდაც ადვოკატები ან ოჯახის წევრები, რათა ეს მოსალოდნელი გართულებები თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.