მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰარი ჩვენ გარეშე შარვლის ჩაცმას ორ კვირას მოანდომებს" - სამეფო ოჯახის ყოფილი მსახურების სკანდალური განცხადებები
"ჰარი ჩვენ გარეშე შარვლის ჩაცმას ორ კვირას მოანდომებს" - სამეფო ოჯახის ყოფილი მსახურების სკანდალური განცხადებები

პრინც ჰა­რის ყო­ფილ­მა მსა­ხურ­მა მას "სა­მე­ფო ოჯა­ხის ყვე­ლა­ზე მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი წევ­რი" უწო­და და თქვა, რომ მისი მსა­ხუ­რე­ბი მას Blackadder-ის ცნო­ბილ პერ­სო­ნაჟს ადა­რებ­დნენ.

  • ტომ ქუ­ი­ნის ახალ წიგნ­ში - "დიახ, მა­დამ - სა­მე­ფო მსა­ხუ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო ცხოვ­რე­ბა", რო­მე­ლიც ამ თვე­ში გა­მო­ვა, ერთ-ერ­თმა ინ­სა­ი­დერ­მა ანო­ნი­მუ­რად ისა­უბ­რა იმა­ზე, თუ რო­გო­რი იყო სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გის მომ­სა­ხუ­რე­ბა.

"მახ­სოვს, ერთხელ მის პი­რად აპარ­ტა­მენ­ტებ­ში რა­ღაც ავუ­რიე - ქა­ღალ­დე­ბი მა­გი­და­ზე თუ რა­ღაც მსგავ­სი. ის მა­შინ­ვე გაბ­რაზ­და, თა­ნაც, პრობ­ლე­მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლად, ან, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მე ასე მგო­ნია."

"ხალ­ხი ამ­ბობ­და, რომ მსა­ხუ­რის გა­რე­შე, ჰა­რის სა­კუ­თა­რი შარ­ვლის ჩა­საც­მე­ლად 2 კვი­რა დას­ჭირ­დე­ბო­და. ვფიქ­რობ­დით, რომ მისი წუ­წუ­ნი იმა­ზე, რაც მე ავუ­რიე, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი იყო, რად­გან თა­ვად ჰარი იყო სა­მე­ფო ოჯა­ხის ყვე­ლა­ზე მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი წევ­რი”, - გა­ამ­ხი­ლა მან.

მი­სი­ვე თქმით, ჰარი იმ­დე­ნად მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი იყო, რომ მსა­ხუ­რე­ბი მას პრინც რე­ჯენტს ადა­რებ­დნენ ბრი­ტა­ნუ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუ Blackadder-იდან. პერ­სო­ნა­ჟი, რომ­ლის როლ­საც ვარ­სკვლა­ვი ჰიუ ლორი ას­რუ­ლებ­და, ზარ­მა­ცი, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი და ინ­ფან­ტი­ლუ­რი იყო. ერთ-ერთ ცნო­ბილ ეპი­ზოდ­ში, ის შარ­ვლის და­მო­უ­კი­დებ­ლად ჩაც­მას მთელ კვი­რას ან­დო­მებს, და მა­ში­ნაც კი, შარ­ვა­ლი თავ­ზე აქვს ჩა­მოც­მუ­ლი.

  • წყა­რომ და­ა­მა­ტა, რომ სხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­საც "მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტე­ბი" ჰქონ­დათ და სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რის ხა­სი­ათ­ზე ხში­რად ხუმ­რობ­დნენ კი­დეც.

წიგნ­ში ასე­ვე "ჰა­რის რამ­დე­ნი­მე ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ამ­ტკი­ცებს, რომ მისი ემო­ცი­უ­რო­ბა მას ხიბლს სძენ­და" - თუმ­ცა, "თა­ვი­სი ძმა უი­ლი­ა­მი­სა და მამა ჩარლ­ზის მსგავ­სად, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბი­სა და აფეთ­ქე­ბე­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლი იყო".

  • წიგ­ნის სხვა ნა­წილ­ში ნათ­ქვა­მია, რომ ჰა­რის მე­უღ­ლეს, მე­გან მარ­კლს "მე­სი­ის კომ­პლექ­სი" ჰქონ­და, რა­მაც სა­სახ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან მისი კონ­ფლიქ­ტი გა­მო­იწ­ვია - თუმ­ცა, ჰერ­ცო­გი ყო­ველ­თვის მას იცავ­და.

კა­რის­კა­ცე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სა­ნამ ჰარი ყო­ფილ მსა­ხი­ობს შეხ­ვდე­ბო­და, ის "ბედ­ნი­ე­რი" და "საკ­მა­ოდ უდარ­დე­ლი" იყო, თა­ნაც, ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და უფ­როს ძმა პრინც უი­ლი­ამ­თან და რძალ ქეით მიდლტონ­თან.

ჰა­რიმ და მე­გან­მა 2020 წლის 8 იან­ვარს გა­ნა­ცხა­დეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, უარი ეთ­ქვათ უფ­რო­სი სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რე­ბის სტა­ტუს­ზე და აშშ-ში გა­და­სუ­ლიყ­ვნენ - რა­მაც ოჯა­ხუ­რი გან­ხეთ­ქი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, რო­მელ­საც მა­ლე­ვე "მეგ­ზი­ტი" უწო­დეს.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ჰარი ჩვენ გარეშე შარვლის ჩაცმას ორ კვირას მოანდომებს" - სამეფო ოჯახის ყოფილი მსახურების სკანდალური განცხადებები

"ჰარი ჩვენ გარეშე შარვლის ჩაცმას ორ კვირას მოანდომებს" - სამეფო ოჯახის ყოფილი მსახურების სკანდალური განცხადებები

პრინც ჰარის ყოფილმა მსახურმა მას "სამეფო ოჯახის ყველაზე მოუწესრიგებელი წევრი" უწოდა და თქვა, რომ მისი მსახურები მას Blackadder-ის ცნობილ პერსონაჟს ადარებდნენ.

  • ტომ ქუინის ახალ წიგნში - "დიახ, მადამ - სამეფო მსახურების საიდუმლო ცხოვრება", რომელიც ამ თვეში გამოვა, ერთ-ერთმა ინსაიდერმა ანონიმურად ისაუბრა იმაზე, თუ როგორი იყო სასექსის ჰერცოგის მომსახურება.

"მახსოვს, ერთხელ მის პირად აპარტამენტებში რაღაც ავურიე - ქაღალდები მაგიდაზე თუ რაღაც მსგავსი. ის მაშინვე გაბრაზდა, თანაც, პრობლემასთან მიმართებაში არაპროპორციულად, ან, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია."

"ხალხი ამბობდა, რომ მსახურის გარეშე, ჰარის საკუთარი შარვლის ჩასაცმელად 2 კვირა დასჭირდებოდა. ვფიქრობდით, რომ მისი წუწუნი იმაზე, რაც მე ავურიე, გადაჭარბებული იყო, რადგან თავად ჰარი იყო სამეფო ოჯახის ყველაზე მოუწესრიგებელი წევრი”, - გაამხილა მან.

მისივე თქმით, ჰარი იმდენად მოუწესრიგებელი იყო, რომ მსახურები მას პრინც რეჯენტს ადარებდნენ ბრიტანული სატელევიზიო შოუ Blackadder-იდან. პერსონაჟი, რომლის როლსაც ვარსკვლავი ჰიუ ლორი ასრულებდა, ზარმაცი, მოუწესრიგებელი და ინფანტილური იყო. ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდში, ის შარვლის დამოუკიდებლად ჩაცმას მთელ კვირას ანდომებს, და მაშინაც კი, შარვალი თავზე აქვს ჩამოცმული.

  • წყარომ დაამატა, რომ სხვა თანამშრომლებსაც "მსგავსი ინციდენტები" ჰქონდათ და სამეფო ოჯახის წევრის ხასიათზე ხშირად ხუმრობდნენ კიდეც.

წიგნში ასევე "ჰარის რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი ამტკიცებს, რომ მისი ემოციურობა მას ხიბლს სძენდა" - თუმცა, "თავისი ძმა უილიამისა და მამა ჩარლზის მსგავსად, გაღიზიანებისა და აფეთქებებისკენ მიდრეკილი იყო".

  • წიგნის სხვა ნაწილში ნათქვამია, რომ ჰარის მეუღლეს, მეგან მარკლს "მესიის კომპლექსი" ჰქონდა, რამაც სასახლის თანამშრომლებთან მისი კონფლიქტი გამოიწვია - თუმცა, ჰერცოგი ყოველთვის მას იცავდა.

კარისკაცები აღნიშნავენ, რომ სანამ ჰარი ყოფილ მსახიობს შეხვდებოდა, ის "ბედნიერი" და "საკმაოდ უდარდელი" იყო, თანაც, ახლო ურთიერთობა ჰქონდა უფროს ძმა პრინც უილიამთან და რძალ ქეით მიდლტონთან.

ჰარიმ და მეგანმა 2020 წლის 8 იანვარს განაცხადეს გადაწყვეტილება, უარი ეთქვათ უფროსი სამეფო ოჯახის წევრების სტატუსზე და აშშ-ში გადასულიყვნენ - რამაც ოჯახური განხეთქილება გამოიწვია, რომელსაც მალევე "მეგზიტი" უწოდეს.

წყარო