მსოფლიო
სამართალი

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
8 წიგნი სიყვარულის დღისთვის
8 წიგნი სიყვარულის დღისთვის

სიყ­ვა­რუ­ლი შთა­გო­ნე­ბის წყა­როა ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში და რა თქმა უნდა, ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც. წიგ­ნე­ბი სიყ­ვა­რულ­ზე ყო­ველ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო წა­სა­კი­თხია, რად­გან შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს, ჩავ­წვდეთ სხვა­დას­ხვა სა­ხის ურ­თი­ერ­თო­ბებს, გა­ვი­ზი­ა­როთ ემო­ცი­ე­ბი და გა­ვი­გოთ, რო­გორ იქ­ცე­ვი­ან შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გან­სხვა­ვე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში.

სიყ­ვა­რუ­ლის დღის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად კი­დევ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი იწყებს სა­სიყ­ვა­რუ­ლო წიგ­ნე­ბის კი­თხვას. ამავდრო­უ­ლად, ის სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია ვა­ლენ­ტი­ნო­ბის დღეს ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა რო­მან­ტი­კუ­ლი მო­მენ­ტის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად. ასე­თი წიგ­ნე­ბის კი­თხვა არა მხო­ლოდ სა­სი­ა­მოვ­ნოა, არა­მედ გვა­ფიქ­რებს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, გრძნო­ბებ­სა და ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნურ კავ­ში­რებ­ზე.

ამ სტა­ტი­ა­ში წარ­მო­გიდ­გენთ 8 წიგნს, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­უხ­დე­ბა სიყ­ვა­რუ­ლის დღის აღ­ნიშ­ვნას.

„თა­ნა­მედ­რო­ვე სიყ­ვა­რუ­ლი“, და­ნი­ელ ჯონ­სი

სიყ­ვა­რუ­ლის მა­ცო­ცხლე­ბე­ლი თვი­სე­ბა მგრძნო­ბე­ლო­ბაა, მას კი ბევ­რი ფორ­მა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს. თუმ­ცა ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში მგრძნო­ბე­ლო­ბა ნიშ­ნავს არ შე­უ­შინ­დე და­კარ­გვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მაგ­რამ, იმავდრო­უ­ლად, გა­ა­ჩი­ნო კავ­ში­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც. ეს უკა­ნას­კნე­ლი კი რის­კის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია. რა თქმა უნდა, რის­კის სი­დი­დე გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, ხან­და­ხან მხო­ლოდ თი­თის ჩა­ყო­ფა გი­წევს წყალ­ში, ხან­და­ხან კი ფრი­ა­ლო კლდი­დან თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი უნდა გა­და­ეშ­ვა.

„სიყ­ვა­რუ­ლის ორ­მო­ცი წესი“, ელიფ შა­ფა­ქი

ელიფ შა­ფა­ქის "სიყ­ვა­რუ­ლის ორ­მო­ცი წესი’’ 2009 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა და მი­ლი­ო­ნო­ბით მკი­თხვე­ლის საყ­ვა­რელ წიგ­ნად იქცა. იგი ერ­თგვა­რი ხიდი აღ­მოჩ­ნდა მრა­ვალ­თათ­ვის მის­ტი­კუ­რი სამ­ყა­როს­კენ. "სიყ­ვა­რუ­ლის ორ­მო­ცი წესი’’ თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ერ ამაღ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ეს არაა მხო­ლოდ რო­მა­ნი, იგი სუ­ფი­უ­რი ტრაქ­ტა­ტი­სა და მხატ­ვრუ­ლი სი­ტყვის ჰარ­მო­ნი­უ­ლი ნა­ზა­ვია, რო­მე­ლიც ტექ­ნი­ციზ­მი­სა და პროგ­რე­სის სა­უ­კუ­ნე­ში ოს­ტა­ტუ­რად ცდი­ლობს ადა­მი­ა­ნებ­მა ცხოვ­რე­ბის და­კარ­გუ­ლი საზ­რი­სი მო­ი­პო­ვონ. მისი წა­კი­თხვით, ადა­მი­ანს უჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი, ყვე­ლას გა­უგ­ზავ­ნოს მოწ­ვე­ვა ზე­იმ­ზე, სა­დაც შემ­წყნა­რებ­ლო­ბა, მი­ტე­ვე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი კი­ა­ფო­ბენ. ამ რო­მან­ში გვხვდე­ბა შემ­დე­გი სი­ტყვე­ბი: "სიყ­ვა­რუ­ლი გან­სა­ზღვრე­ბებს ვერ იტანს; იგი ის არის რაც არის. სუფ­თა და მარ­ტი­ვი. სიყ­ვა­რუ­ლი სი­ცო­ცხლის წყა­ლია, ხოლო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი-ცე­ცხლის სული. სამ­ყა­რო სხვაგ­ვა­რად იწყებს ბრუნ­ვას, როცა ცე­ცხლს წყა­ლი შე­უყ­ვარ­დე­ბა.” მარ­თლაც­და, მის­ტი­კო­სე­ბი დე­და­მი­წა­ზე ცხოვ­რო­ბენ, მაგ­რამ დე­და­მი­წას არ ეკუთ­ვნი­ან. მათი სამ­შობ­ლო ალ­ბათ იქაა, სა­დაც ცე­ცხლი­სა და წყლის სიყ­ვა­რულს აღა­რა­ფე­რი ემუქ­რე­ბა.

„სიყ­ვა­რუ­ლის 8 წესი“, ჯეი შეტი

გვერ­დით არა­ვინ არ მოგ­ვიჯ­დე­ბა და სიყ­ვა­რულს ასე არა­ვინ გვას­წავ­ლის. ასე რომ, ხში­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­ში რო­მან­ტი­კუ­ლი ფილ­მე­ბი­დან და პო­პ­კულ­ტუ­რი­დან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით ძლივ­ძლი­ვო­ბით ვერ­კვე­ვით. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, აქამ­დე ასე იყო. ნაც­ვლად იმი­სა, რომ სიყ­ვა­რუ­ლი რა­ღაც არა­მი­წი­ერ ცნე­ბად ან მთე­ლი რიგი კლი­შე­ე­ბის სა­ხით წარ­მოგ­ვიდ­გი­ნოს, ჯეი შეტი კონ­კრე­ტულ, პრაქ­ტი­კულ ნა­ბი­ჯებს გვთა­ვა­ზობს, რო­მელ­თა გა­დად­გმაც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა იმა­ში, რომ სიყ­ვა­რუ­ლის სწავ­ლი­სა და მისი გან­მტკი­ცე­ბის­თვის სა­ჭი­რო უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა იმა­ზე უკეთ მო­ვახ­დი­ნოთ, ვიდ­რე ოდეს­მე. იმ სამ­ყა­რო­ში, რო­მე­ლიც სავ­სეა ზე­და­პი­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით და მო­წყუ­რე­ბუ­ლია ღრმა ადა­მი­ა­ნურ კავ­ში­რებს, ჯეი შეტი გვთა­ვა­ზობს წიგნს, რო­მელ­საც ყვე­ლა­ნი ვე­ლო­დით, რო­მელ­შიც მო­ცე­მუ­ლია უძ­ვე­ლე­სი სიბ­რძნე, რაც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა იმა­ში, რომ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ამო­ცა­ნა­ზე – სა­კუ­თარ თავ­თან ჩვენ­სა­ვე ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ვი­მუ­შა­ოთ.

„ფრან­გუ­ლი რო­მა­ნი“, ფრე­დე­რიკ ბეგ­ბე­დე­რი

„ფრან­გუ­ლი რო­მა­ნი“ ფრე­დე­რიკ ბეგ­ბე­დე­რის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი რო­მა­ნია − ავ­ტო­რი სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის რე­ა­ლურ დე­ტა­ლებს გვიმ­ხელს. რო­მა­ნის გმირს, უკვე აღი­ა­რე­ბულ მწე­რალს, პა­რი­ზის ერთ-ერთ ღა­მის კლუბ­თან ნარ­კო­ტი­კის მი­ღე­ბის დროს აკა­ვე­ბენ და მერ­ვე რა­ი­ო­ნის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მიჰ­ყავთ. ბნელ სა­კან­ში გა­მო­კე­ტილს, თავს ახ­სე­ნებს ფიქ­რე­ბი წარ­სულ­ზე, თუმ­ცა ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი არც ისე ტკბი­ლია. ამი­ტომ ცდი­ლობს, თავი და­აღ­წი­ოს ამ ფიქ­რებს, მაგ­რამ... მეხ­სი­ე­რე­ბა­ში მა­ინც ჯი­უ­ტად ცო­ცხლდე­ბა წარ­სუ­ლი, ოჯა­ხი, მშობ­ლე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბა... მიჰ­ყვე­ბა ოჯა­ხის გე­ნე­ა­ლო­გი­ურ ხეს და თით­ქოს პირ­ვე­ლად შლის თა­ვი­სი ოჯა­ხის ის­ტო­რი­ის ფურ­ცლებს... „ფრან­გუ­ლი რო­მა­ნი“ 2009 წელს გა­მო­ი­ცა და გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე დიდი აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა. ამა­ვე წელს რო­მა­ნი „რე­ნო­დოს“ ლა­უ­რე­ა­ტი გახ­და.

„დღი­უ­რი“, ნი­კო­ლას სპარ­ქსი

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი­დან ახ­ლა­ხან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ნოა კოლ­ჰუ­ნი სამ­ხრეთ­ში სა­კუ­თარ პლან­ტა­ცი­ას უვ­ლის. მას გრძე­ლი დღე­ე­ბი წლე­ბის წი­ნან­დე­ლი თავ­გა­და­სავ­ლის გახ­სე­ნე­ბა­ში გაჰ­ყავს _ იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ამ ამ­ბი­დან 14 წელი გა­ვი­და, ნოას არ ტო­ვებს საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის სახე. ელის და­კარ­გვის შემ­დეგ ნოა მხო­ლოდ მო­გო­ნე­ბე­ბით აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას მა­ნამ, სა­ნამ ელი მო­უ­ლოდ­ნე­ლად არ და­უბ­რუნ­დე­ბა მშობ­ლი­ურ ქა­ლაქს. „დღი­უ­რი“ ნი­კო­ლას სპარ­ქსის პირ­ვე­ლი და ყვე­ლა­ზე სა­ხელ­გან­თქმუ­ლი რო­მა­ნია. წიგ­ნი 1996 წელს გა­მო­ი­ცა და დღე­საც მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რე­ბის სი­ა­შია, მისი ავ­ტო­რი კი _ ხმა­უ­რი­ა­ნი დე­ბი­უ­ტის წყა­ლო­ბით _ სხვა­დას­ხვა თა­ო­ბი­სა და გე­მოვ­ნე­ბის მკი­თხვე­ლის საყ­ვა­რელ მწერ­ლად იქცა. ნი­კო­ლას სპარ­ქსის ეს რო­მა­ნი პაზ­ლი­ვით აწყობს ელი­სა და ნოას სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რი­ას და ამ­ხელს მის და­ფა­რულ მხა­რე­ებს. 2004 წელს წიგ­ნის მი­ხედ­ვით ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ფილ­მი გა­და­ი­ღეს.

„ნატ­ვრა“, ნი­კო­ლას სპარ­ქსი

1995 წელი — წელი, რო­მელ­მაც 16 წლის გო­გო­ნას ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა; წელი, როცა ერთი მიყ­რუ­ე­ბუ­ლი კუნ­ძუ­ლის პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში მთე­ლი ცხოვ­რე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი იპო­ვა — ბიჭი, რო­მელ­მაც სამ­ყა­რო შე­აც­ნო­ბი­ნა და საყ­ვა­რე­ლი საქ­მე აპოვ­ნი­ნა. 2019 წელი — წელი, როცა უკვე სა­ხელ­გან­თქმულ ფო­ტოგ­რაფს მო­მაკ­ვდი ნე­ბე­ლი დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, მაგ­რამ ის იბ­რძვის, მი­თუ­მე­ტეს, გვერ­დით ჰყავს ერ­თგუ­ლი მე­გობ­რე­ბი და ახალ­გაზ­რდა თა­ნა­შემ­წე, რო­მელ­საც ძა­ლი­ან და­უ­ახ­ლოვ­და და უამ­ბო თა­ვი­სი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და კი­დევ უფრო დიდი ტრა­გე­დი­ის ამ­ბა­ვი..

„სა­ოც­ნე­ბო მხა­რე“, ნი­კო­ლას სპარ­ქსი

სად არის ის სა­ოც­ნე­ბო მხა­რე, რო­მელ­საც ვნატ­რობთ და ხში­რად მისი გზა ვერ გვი­პო­ვია?! არა­და, თურ­მე ჩვენ გვერ­დი­თაა, სულ ახ­ლოს, მთა­ვა­რია, ვირ­წმუ­ნოთ, რომ მი­ვაგ­ნებთ. ამა­ში სიყ­ვა­რუ­ლი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა _ სიყ­ვა­რუ­ლი ახ­ლობ­ლე­ბი­სა და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის. ოც­ნე­ბა­ზე უარი არა­სო­დეს არ უნდა ვთქვათ, წარ­სუ­ლი წარ­სულ­ში უნდა დარ­ჩეს და აწ­მყო­თი და მო­მავ­ლის იმე­დით ვი­ცხოვ­როთ, გვას­წავ­ლის ნი­კო­ლას სპარ­ქსის კი­დევ ერთი ბესტსე­ლე­რი ”სა­ოც­ნე­ბო მხა­რე“, რო­მე­ლიც სი­უ­ჟე­ტის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გან­ვი­თა­რე­ბით გა­გა­ო­ცებთ.

„სიყ­ვა­რუ­ლის 5 ენა“, გერი ჩეპ­მე­ნი

რო­გორ ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლის ღრმა, ემო­ცი­ურ მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს? შეგ­ვიძ­ლია ვის­წავ­ლოთ სიყ­ვა­რუ­ლი? გერი ჩეპ­მე­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბეს­ტე­სე­ლერ­მა ქორ­წი­ნე­ბა­ში მყოფ მი­ლი­ო­ნო­ბით წყვილს და­უბ­რუ­ნა ან გა­უმ­ძაფ­რა სიყ­ვა­რუ­ლის გან­ცდა სიყ­ვა­რუ­ლის ხუთი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ენის გა­მოვ­ლე­ნით. წყვი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ეს­მით ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლის ენა, ფლო­ბენ ფას­და­უ­დე­ბელ უპი­რა­ტე­სო­ბას უსას­რუ­ლო სიყ­ვა­რუ­ლის ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში - მათ იცი­ან, თუ რო­გორ აგ­რძნო­ბი­ნონ ერ­თმა­ნეთს ღრმა და ჭეშ­მა­რი­ტი სიყ­ვა­რუ­ლი. ესაა სა­ჩუ­ქა­რი, რო­მე­ლიც არა­სო­დეს გაქ­რე­ბა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

8 წიგნი სიყვარულის დღისთვის

8 წიგნი სიყვარულის დღისთვის

სიყვარული შთაგონების წყაროა ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებაში და რა თქმა უნდა, ლიტერატურაშიც. წიგნები სიყვარულზე ყოველთვის სასიამოვნო წასაკითხია, რადგან შესაძლებლობას გვაძლევს, ჩავწვდეთ სხვადასხვა სახის ურთიერთობებს, გავიზიაროთ ემოციები და გავიგოთ, როგორ იქცევიან შეყვარებული ადამიანები განსხვავებულ ვითარებაში.

სიყვარულის დღის მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო მეტი ადამიანი იწყებს სასიყვარულო წიგნების კითხვას. ამავდროულად, ის საუკეთესო საჩუქარია ვალენტინობის დღეს ან ნებისმიერი სხვა რომანტიკული მომენტის აღსანიშნავად. ასეთი წიგნების კითხვა არა მხოლოდ სასიამოვნოა, არამედ გვაფიქრებს ურთიერთობებზე, გრძნობებსა და ზოგადად, ადამიანურ კავშირებზე.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 8 წიგნს, რომლებიც განსაკუთრებულად მოუხდება სიყვარულის დღის აღნიშვნას.

„თანამედროვე სიყვარული“, დანიელ ჯონსი

სიყვარულის მაცოცხლებელი თვისება მგრძნობელობაა, მას კი ბევრი ფორმა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა ყველა შემთხვევაში მგრძნობელობა ნიშნავს არ შეუშინდე დაკარგვის შესაძლებლობას, მაგრამ, იმავდროულად, გააჩინო კავშირების შესაძლებლობაც. ეს უკანასკნელი კი რისკის გარეშე შეუძლებელია. რა თქმა უნდა, რისკის სიდიდე განსხვავებულია, ხანდახან მხოლოდ თითის ჩაყოფა გიწევს წყალში, ხანდახან კი ფრიალო კლდიდან თვალდახუჭული უნდა გადაეშვა.

„სიყვარულის ორმოცი წესი“, ელიფ შაფაქი

ელიფ შაფაქის ,,სიყვარულის ორმოცი წესი’’ 2009 წელს გამოქვეყნდა და მილიონობით მკითხველის საყვარელ წიგნად იქცა. იგი ერთგვარი ხიდი აღმოჩნდა მრავალთათვის მისტიკური სამყაროსკენ. ,,სიყვარულის ორმოცი წესი’’ თანამედროვე ადამიანის სულიერ ამაღლებას ემსახურება. ეს არაა მხოლოდ რომანი, იგი სუფიური ტრაქტატისა და მხატვრული სიტყვის ჰარმონიული ნაზავია, რომელიც ტექნიციზმისა და პროგრესის საუკუნეში ოსტატურად ცდილობს ადამიანებმა ცხოვრების დაკარგული საზრისი მოიპოვონ. მისი წაკითხვით, ადამიანს უჩნდება სურვილი, ყველას გაუგზავნოს მოწვევა ზეიმზე, სადაც შემწყნარებლობა, მიტევება და სიყვარული კიაფობენ. ამ რომანში გვხვდება შემდეგი სიტყვები: ,,სიყვარული განსაზღვრებებს ვერ იტანს; იგი ის არის რაც არის. სუფთა და მარტივი. სიყვარული სიცოცხლის წყალია, ხოლო შეყვარებული ადამიანი-ცეცხლის სული. სამყარო სხვაგვარად იწყებს ბრუნვას, როცა ცეცხლს წყალი შეუყვარდება.” მართლაცდა, მისტიკოსები დედამიწაზე ცხოვრობენ, მაგრამ დედამიწას არ ეკუთვნიან. მათი სამშობლო ალბათ იქაა, სადაც ცეცხლისა და წყლის სიყვარულს აღარაფერი ემუქრება.

„სიყვარულის 8 წესი“, ჯეი შეტი

გვერდით არავინ არ მოგვიჯდება და სიყვარულს ასე არავინ გვასწავლის. ასე რომ, ხშირად ურთიერთობაში რომანტიკული ფილმებიდან და პოპკულტურიდან მიღებული ინფორმაციით ძლივძლივობით ვერკვევით. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო. ნაცვლად იმისა, რომ სიყვარული რაღაც არამიწიერ ცნებად ან მთელი რიგი კლიშეების სახით წარმოგვიდგინოს, ჯეი შეტი კონკრეტულ, პრაქტიკულ ნაბიჯებს გვთავაზობს, რომელთა გადადგმაც დაგვეხმარება იმაში, რომ სიყვარულის სწავლისა და მისი განმტკიცებისთვის საჭირო უნარების განვითარება იმაზე უკეთ მოვახდინოთ, ვიდრე ოდესმე. იმ სამყაროში, რომელიც სავსეა ზედაპირული ურთიერთობებით და მოწყურებულია ღრმა ადამიანურ კავშირებს, ჯეი შეტი გვთავაზობს წიგნს, რომელსაც ყველანი ველოდით, რომელშიც მოცემულია უძველესი სიბრძნე, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანაზე – საკუთარ თავთან ჩვენსავე ურთიერთობაზე ვიმუშაოთ.

„ფრანგული რომანი“, ფრედერიკ ბეგბედერი

„ფრანგული რომანი“ ფრედერიკ ბეგბედერის ავტობიოგრაფიული რომანია − ავტორი საკუთარი ცხოვრების რეალურ დეტალებს გვიმხელს. რომანის გმირს, უკვე აღიარებულ მწერალს, პარიზის ერთ-ერთ ღამის კლუბთან ნარკოტიკის მიღების დროს აკავებენ და მერვე რაიონის პოლიციის განყოფილებაში მიჰყავთ. ბნელ საკანში გამოკეტილს, თავს ახსენებს ფიქრები წარსულზე, თუმცა ბავშვობის დროინდელი მოგონებები არც ისე ტკბილია. ამიტომ ცდილობს, თავი დააღწიოს ამ ფიქრებს, მაგრამ... მეხსიერებაში მაინც ჯიუტად ცოცხლდება წარსული, ოჯახი, მშობლების წარმომავლობა... მიჰყვება ოჯახის გენეალოგიურ ხეს და თითქოს პირველად შლის თავისი ოჯახის ისტორიის ფურცლებს... „ფრანგული რომანი“ 2009 წელს გამოიცა და გამოსვლისთანავე დიდი აღიარება მოიპოვა. ამავე წელს რომანი „რენოდოს“ ლაურეატი გახდა.

„დღიური“, ნიკოლას სპარქსი

მეორე მსოფლიო ომიდან ახლახან დაბრუნებული ნოა კოლჰუნი სამხრეთში საკუთარ პლანტაციას უვლის. მას გრძელი დღეები წლების წინანდელი თავგადასავლის გახსენებაში გაჰყავს _ იმის მიუხედავად, რომ ამ ამბიდან 14 წელი გავიდა, ნოას არ ტოვებს საყვარელი ქალის სახე. ელის დაკარგვის შემდეგ ნოა მხოლოდ მოგონებებით აგრძელებს ცხოვრებას მანამ, სანამ ელი მოულოდნელად არ დაუბრუნდება მშობლიურ ქალაქს. „დღიური“ ნიკოლას სპარქსის პირველი და ყველაზე სახელგანთქმული რომანია. წიგნი 1996 წელს გამოიცა და დღესაც მსოფლიო ბესტსელერების სიაშია, მისი ავტორი კი _ ხმაურიანი დებიუტის წყალობით _ სხვადასხვა თაობისა და გემოვნების მკითხველის საყვარელ მწერლად იქცა. ნიკოლას სპარქსის ეს რომანი პაზლივით აწყობს ელისა და ნოას სასიყვარულო ისტორიას და ამხელს მის დაფარულ მხარეებს. 2004 წელს წიგნის მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს.

„ნატვრა“, ნიკოლას სპარქსი

1995 წელი — წელი, რომელმაც 16 წლის გოგონას ცხოვრება შეცვალა; წელი, როცა ერთი მიყრუებული კუნძულის პატარა ქალაქში მთელი ცხოვრების სიყვარული იპოვა — ბიჭი, რომელმაც სამყარო შეაცნობინა და საყვარელი საქმე აპოვნინა. 2019 წელი — წელი, როცა უკვე სახელგანთქმულ ფოტოგრაფს მომაკვდი ნებელი დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ ის იბრძვის, მითუმეტეს, გვერდით ჰყავს ერთგული მეგობრები და ახალგაზრდა თანაშემწე, რომელსაც ძალიან დაუახლოვდა და უამბო თავისი დიდი სიყვარულისა და კიდევ უფრო დიდი ტრაგედიის ამბავი..

„საოცნებო მხარე“, ნიკოლას სპარქსი

სად არის ის საოცნებო მხარე, რომელსაც ვნატრობთ და ხშირად მისი გზა ვერ გვიპოვია?! არადა, თურმე ჩვენ გვერდითაა, სულ ახლოს, მთავარია, ვირწმუნოთ, რომ მივაგნებთ. ამაში სიყვარული დაგვეხმარება _ სიყვარული ახლობლებისა და საყვარელი ადამიანის. ოცნებაზე უარი არასოდეს არ უნდა ვთქვათ, წარსული წარსულში უნდა დარჩეს და აწმყოთი და მომავლის იმედით ვიცხოვროთ, გვასწავლის ნიკოლას სპარქსის კიდევ ერთი ბესტსელერი ”საოცნებო მხარე“, რომელიც სიუჟეტის მოულოდნელი განვითარებით გაგაოცებთ.

„სიყვარულის 5 ენა“, გერი ჩეპმენი

როგორ ვაკმაყოფილებთ ერთმანეთის სიყვარულის ღრმა, ემოციურ მოთხოვნილებებს? შეგვიძლია ვისწავლოთ სიყვარული? გერი ჩეპმენის საერთაშორისო ბესტესელერმა ქორწინებაში მყოფ მილიონობით წყვილს დაუბრუნა ან გაუმძაფრა სიყვარულის განცდა სიყვარულის ხუთი განსხვავებული ენის გამოვლენით. წყვილები, რომლებსაც ესმით ერთმანეთის სიყვარულის ენა, ფლობენ ფასდაუდებელ უპირატესობას უსასრულო სიყვარულის ძიების პროცესში - მათ იციან, თუ როგორ აგრძნობინონ ერთმანეთს ღრმა და ჭეშმარიტი სიყვარული. ესაა საჩუქარი, რომელიც არასოდეს გაქრება.

R