საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერი ამტკიცებს, რომ ადამიანის ცნობიერება სხვა განზომილებიდან მოდის
მეცნიერი ამტკიცებს, რომ ადამიანის ცნობიერება სხვა განზომილებიდან მოდის

ნე­ვა­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­კის პრო­ფე­სო­რი მა­იკლ პრა­ვი­კა, ამ­ტკი­ცებს, რომ ადა­მი­ა­ნის ცნო­ბი­ე­რე­ბა სხვა გან­ზო­მი­ლე­ბი­დან მო­დის. აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­ო­რია ეფუძ­ნე­ბა მო­საზ­რე­ბას, რომ ცნო­ბი­ე­რე­ბა “ფა­რუ­ლი“ გან­ზო­მი­ლე­ბი­დან მო­დის და ეს არ არის უბ­რა­ლოდ ტვი­ნის აქ­ტი­ვო­ბა.

  • ფი­ზი­კო­სის თქმით, რო­დე­საც ჩარ­თუ­ლი ვართ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, მეც­ნი­ე­რე­ბა­ში, ფი­ლო­სო­ფი­ა­ში ან ვოც­ნე­ბობთ, ამ დროს სამ­ყა­როს უხი­ლავ სიბ­რტყე­ებს ვე­ხე­ბით.

პრა­ვი­კა მი­იჩ­ნევს, რომ არ­სე­ბობს ჰი­პერ­გან­ზო­მი­ლე­ბე­ბი. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ სამ­ყა­რო მრა­ვა­ლი გან­ზო­მი­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ვერ აღიქ­ვამს. დღეს კი აღ­ქმა­დია მხო­ლოდ: სი­მაღ­ლე, სიგ­რძე, სი­გა­ნე და დრო.

თუმ­ცა, მისი თე­ო­რია სა­კა­მა­თოა: ერ­თმა მეც­ნი­ერ­მა თქვა, რომ პრა­ვი­კას თე­ო­რი­ის ქვა­კუ­თხე­დი “სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის ზღვარ­ზეა“.

  • ”ფაქ­ტი, რომ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ სხვა­დას­ხვა გან­ზო­მი­ლე­ბე­ბი ჩვენს გო­ნე­ბა­ში, ნამ­დვი­ლი სა­ჩუ­ქა­რია... ეს არის რა­ღაც, რაც სცილ­დე­ბა ბი­ო­ლო­გი­ას”, - გა­ნუ­ცხა­და პრა­ვი­კამ Popular Mechanics-ს.

მეც­ნი­ე­რე­ბი ასო­ბით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლო­ბენ ახ­სნან ადა­მი­ა­ნის ცნო­ბი­ე­რე­ბა და მისი წარ­მო­შო­ბა, თუმ­ცა მხო­ლოდ თე­ო­რი­ე­ბის ფარ­თო სპექტრი არ­სე­ბობს.

ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი თე­ო­რია ვა­რა­უ­დობს, რომ ცნო­ბი­ე­რე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რამ­დე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­აა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ტვი­ნის სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლებ­ში. რაც უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცი­აა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი, მით უფრო ცნო­ბი­ე­რად ით­ვლე­ბა არ­სე­ბა.

თუმ­ცა, პრა­ვი­კას თე­ო­რია სცილ­დე­ბა ნე­ი­რო­მეც­ნი­ე­რე­ბას. მისი თქმით, გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის მო­მენ­ტებ­ში, მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც სიზ­მარს ვხე­დავთ ან ჩვენს ტვინს ღრმად შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ცეს­ში ვი­ყე­ნებთ, “ცნო­ბი­ე­რე­ბას შე­უძ­ლია გა­და­ლა­ხოს ფი­ზი­კუ­რი გან­ზო­მი­ლე­ბა და გა­და­ვი­დეს უფრო მა­ღალ დო­ნე­ზე“.

“ასეთ მო­მენ­ტებ­ში ჩვე­ნი ცნო­ბი­ე­რე­ბა სინ­ქრო­ნიზ­დე­ბა ფა­რულ გან­ზო­მი­ლე­ბებ­თან და იღებს შთა­გო­ნე­ბის ნა­კადს“,- თქვა პრა­ვი­კამ.

  • მეც­ნი­ე­რი თე­ო­რი­ას შემ­დეგ­ნა­ი­რად ხსნის:

პრა­ვი­კა ორ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი პერ­სო­ნა­ჟე­ბის ვერ­სი­ად გვხე­დავს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ვარ­სე­ბობთ ოთხგან­ზო­მი­ლე­ბი­ან სამ­ყა­რო­ში, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია აღ­ვიქ­ვათ მხო­ლოდ მა­ტე­რია და ენერ­გია. ამ­რი­გად, სამ­ყა­როს შე­ზღუდ­ვე­ბი არ გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ უფრო მა­ღა­ლი გან­ზო­მი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც, თე­ო­რი­უ­ლად, შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობს ჩვენს ირ­გვლივ.

ეს არის ჰი­პერ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი - იდეა, რომ სამ­ყა­რო შედ­გე­ბა მრა­ვა­ლი გან­ზო­მი­ლე­ბის­გან, რო­მელ­თა­გან ზო­გი­ერ­თი იმა­ლე­ბა, რად­გან ისი­ნი ჩვე­ნი ფი­ზი­კუ­რი სამ­ყა­როს­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლია.

მა­იკლ პრა­ვი­კას თქმით, ჩვენს ცნო­ბი­ე­რე­ბას აქვს უნა­რი ამ ფა­რულ გან­ზო­მი­ლე­ბებს და­უ­კავ­შირ­დეს.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

მეცნიერი ამტკიცებს, რომ ადამიანის ცნობიერება სხვა განზომილებიდან მოდის

მეცნიერი ამტკიცებს, რომ ადამიანის ცნობიერება სხვა განზომილებიდან მოდის

ნევადის უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორი მაიკლ პრავიკა, ამტკიცებს, რომ ადამიანის ცნობიერება სხვა განზომილებიდან მოდის. აღნიშნული თეორია ეფუძნება მოსაზრებას, რომ ცნობიერება “ფარული“ განზომილებიდან მოდის და ეს არ არის უბრალოდ ტვინის აქტივობა.

  • ფიზიკოსის თქმით, როდესაც ჩართული ვართ ხელოვნებაში, მეცნიერებაში, ფილოსოფიაში ან ვოცნებობთ, ამ დროს სამყაროს უხილავ სიბრტყეებს ვეხებით.

პრავიკა მიიჩნევს, რომ არსებობს ჰიპერგანზომილებები. ეს იმას ნიშნავს, რომ სამყარო მრავალი განზომილებისგან შედგება, რომელსაც ადამიანების უმრავლესობა ვერ აღიქვამს. დღეს კი აღქმადია მხოლოდ: სიმაღლე, სიგრძე, სიგანე და დრო.

თუმცა, მისი თეორია საკამათოა: ერთმა მეცნიერმა თქვა, რომ პრავიკას თეორიის ქვაკუთხედი “სამეცნიერო ფანტასტიკის ზღვარზეა“.

  • ”ფაქტი, რომ ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სხვადასხვა განზომილებები ჩვენს გონებაში, ნამდვილი საჩუქარია... ეს არის რაღაც, რაც სცილდება ბიოლოგიას”, - განუცხადა პრავიკამ Popular Mechanics-ს.

მეცნიერები ასობით წლის განმავლობაში ცდილობენ ახსნან ადამიანის ცნობიერება და მისი წარმოშობა, თუმცა მხოლოდ თეორიების ფართო სპექტრი არსებობს.

ერთ-ერთი წამყვანი თეორია ვარაუდობს, რომ ცნობიერება დაკავშირებულია იმაზე, თუ რამდენი ინფორმაციაა ინტეგრირებული ტვინის სხვადასხვა ნაწილებში. რაც უფრო მეტი ინფორმაციაა ინტეგრირებული, მით უფრო ცნობიერად ითვლება არსება.

თუმცა, პრავიკას თეორია სცილდება ნეირომეცნიერებას. მისი თქმით, გაძლიერებული ცნობიერების მომენტებში, მაგალითად, როდესაც სიზმარს ვხედავთ ან ჩვენს ტვინს ღრმად შემოქმედებით პროცესში ვიყენებთ, “ცნობიერებას შეუძლია გადალახოს ფიზიკური განზომილება და გადავიდეს უფრო მაღალ დონეზე“.

“ასეთ მომენტებში ჩვენი ცნობიერება სინქრონიზდება ფარულ განზომილებებთან და იღებს შთაგონების ნაკადს“,- თქვა პრავიკამ.

  • მეცნიერი თეორიას შემდეგნაირად ხსნის:

პრავიკა ორგანზომილებიანი პერსონაჟების ვერსიად გვხედავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვარსებობთ ოთხგანზომილებიან სამყაროში, ჩვენ შეგვიძლია აღვიქვათ მხოლოდ მატერია და ენერგია. ამრიგად, სამყაროს შეზღუდვები არ გვაძლევს საშუალებას აღმოვაჩინოთ უფრო მაღალი განზომილებები, რომლებიც, თეორიულად, შეიძლება არსებობს ჩვენს ირგვლივ.

ეს არის ჰიპერგანზომილებიანობის საფუძველი - იდეა, რომ სამყარო შედგება მრავალი განზომილებისგან, რომელთაგან ზოგიერთი იმალება, რადგან ისინი ჩვენი ფიზიკური სამყაროსთვის მიუწვდომელია.

მაიკლ პრავიკას თქმით, ჩვენს ცნობიერებას აქვს უნარი ამ ფარულ განზომილებებს დაუკავშირდეს.

წყარო

იხილეთ ასევე: