საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილ მწერალზე თავდასხმის სკანდალური დეტალები: სალმან რუშდიმ პირველი ჩვენება მისცა - “15-ჯერ დამარტყეს, მეგონა ვკვდებოდი“
ცნობილ მწერალზე თავდასხმის სკანდალური დეტალები: სალმან რუშდიმ პირველი ჩვენება მისცა - “15-ჯერ დამარტყეს, მეგონა ვკვდებოდი“

ცნო­ბილ­მა ბრი­ტა­ნულ-ინ­დო­ელ­მა მწე­რალ­მა სერ სალ­მან რუშ­დიმ, რო­მელ­საც 2022 წლის 12 აგ­ვის­ტოს, და­ნით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი და­ეს­ხა თავს, სა­სა­მარ­თლო­ზე ჩვე­ნე­ბა მის­ცა.

მისი თქმით, თავ­დას­ხმის დროს “ფიქ­რობ­და, რომ კვდე­ბო­და“.

2 წლის წინ, 2022 წელს სალ­მან რუშ­დი, ნიუ-იორკში, მკი­თხვე­ლის და სტუმ­რე­ბის წი­ნა­შე სი­ტყვით გა­მო­დი­ო­და, რო­დე­საც სცე­ნა­ზე 27 წლის ჰადი მა­ტა­რი თავს და­ეს­ხა. მწე­რა­ლი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, კლი­ნი­კა­ში ვერ­ტმფრე­ნით გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც 17 დღე გა­ა­ტა­რა. ის გა­დარ­ჩა, თუმ­ცა შე­დე­გად ცალი თვა­ლი და­კარ­გა.

თავ­დამ­სხმე­ლი კი ად­გილ­ზე­ვე და­ა­კა­ვეს.

იხი­ლეთ თავ­დას­ხმის კად­რე­ბი:

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი თავ­დას­ხმის ად­გი­ლი­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში, ნიუ-იორ­კის შტა­ტის სა­სა­მარ­თლო­ში ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

  • სენ­სი­ტი­უ­რი ში­ნა­არ­სი - რა გა­იხ­სე­ნა სალ­მან რუშ­დიმ?

salman_rushdi

სხდო­მა სამ­შა­ბათს დი­ლით გა­ი­მარ­თა. მწე­რალ­მა მო­სა­მარ­თლეს და პრო­კუ­რორს პირ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბა მის­ცა, სა­დაც თავ­დას­ხმის სას­ტი­კი დე­ტა­ლე­ბი გა­იხ­სე­ნა.

მრა­ვა­ლი წიგ­ნის, 77 წლის ავ­ტორ­მა ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს უთხრა, რომ იმ დღეს, სცე­ნა­ზე იჯდა და მზად იყო Chautauqua-ს ინ­სტი­ტუ­ტში, აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე სი­ტყვით გა­მო­სუ­ლი­ყო. სცე­ნა­ზე გას­ვლის­თა­ნა­ვე მან შე­ნიშ­ნა მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მის­კენ გარ­ბო­და.

თავ­დამ­სხმე­ლი აღ­წე­რა, რო­გორც მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც “მუქი ტან­საც­მე­ლი ეცვა და სა­ხე­ზე ნი­ღა­ბი ეკე­თა.“

“მა­მა­კა­ცის თვა­ლე­ბი ბნე­ლი იყო და ძა­ლი­ან სას­ტი­კი ჩან­და“, - გა­იხ­სე­ნა და­ზა­რა­ლე­ბულ­მა. შემ­დეგ კი და­ა­კონ­კრე­ტა, რომ “პირ­ვე­ლი დარ­ტყმა მარ­ჯვე­ნა ყბა­სა და კი­სერ­ზე იგ­რძნო. თა­ვი­დან ეგო­ნა, რომ მუშ­ტი და­არ­ტყეს. შემ­დეგ და­ი­ნა­ხა, რომ ტან­საც­მე­ლი სის­ხლი­ა­ნი იყო.“

  • სალ­მან­მა სა­სა­მარ­თლოს გა­ნუ­ცხა­და, რომ მას სულ 15-ჯერ და­არ­ტყეს. რის შე­დე­გა­დაც და­უ­ზი­ან­და თვა­ლე­ბი, ლოყა, კი­სე­რი, გულ­მკერ­დი, ტანი, მარ­ცხე­ნა ხელი და ბარ­ძა­ყი.

“ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი იყო ჭრი­ლო­ბა თვა­ლის არე­ში,“ - ამ­ბობს სალ­მან რუშ­დი ინ­ტერ­ვი­უ­ში. შემ­დეგ იხ­სნის სათ­ვა­ლეს - "რო­გორც ხე­დავთ, ეს არის ის, რაც მის­გან დარ­ჩა... თავ­დას­ხმის დროს ცხა­დად მე­გო­ნა, რომ ომ ვკვდე­ბო­დი - ეს იყო ჩემი მთა­ვა­რი აზრი" - გა­ნა­ცხა­და მწე­რალ­მა მარ­ჯვე­ნა და­კარ­გულ თვალ­ზე სა­უბ­რი­სას, რო­მელ­საც მუქი ლინ­ზის მიღ­მა მა­ლავს.

  • სა­ი­დან და­ი­წყო მუ­ქა­რა?

1988 წელს სალ­მან რუშ­დიმ გა­მო­აქ­ვეყ­ნა წიგ­ნი “სა­ტა­ნუ­რი ლექ­სე­ბი“. ეს არის - სუ­რე­ა­ლის­ტუ­რი პოსტმო­დერ­ნუ­ლი რო­მა­ნი, რო­მე­ლიც შთა­გო­ნე­ბუ­ლია მუს­ლი­მი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის მუ­ჰა­მე­დის ცხოვ­რე­ბით.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წიგნ­მა აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა და­სავ­ლურ სამ­ყა­რო­ში, ბევ­რმა მუს­ლი­მან­მა იგი მკრე­ხე­ლო­ბად მი­იჩ­ნია და ზო­გი­ერ­თმა ქვე­ყა­ნამ აკ­რძა­ლა.

მა­შინ მწე­რა­ლი სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მრა­ვა­ლი მუ­ქა­რის გამო, გან­სა­კუთ­რე­ბულ უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მებს იცავ­და და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი იმა­ლე­ბო­და კი­დეც.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ცნობილ მწერალზე თავდასხმის სკანდალური დეტალები: სალმან რუშდიმ პირველი ჩვენება მისცა - “15-ჯერ დამარტყეს, მეგონა ვკვდებოდი“

ცნობილ მწერალზე თავდასხმის სკანდალური დეტალები: სალმან რუშდიმ პირველი ჩვენება მისცა - “15-ჯერ დამარტყეს, მეგონა ვკვდებოდი“

ცნობილმა ბრიტანულ-ინდოელმა მწერალმა სერ სალმან რუშდიმ, რომელსაც 2022 წლის 12 აგვისტოს, დანით შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცი დაესხა თავს, სასამართლოზე ჩვენება მისცა.

მისი თქმით, თავდასხმის დროს “ფიქრობდა, რომ კვდებოდა“.

2 წლის წინ, 2022 წელს სალმან რუშდი, ნიუ-იორკში, მკითხველის და სტუმრების წინაშე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც სცენაზე 27 წლის ჰადი მატარი თავს დაესხა. მწერალი მძიმე მდგომარეობაში, კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანეს, სადაც 17 დღე გაატარა. ის გადარჩა, თუმცა შედეგად ცალი თვალი დაკარგა.

თავდამსხმელი კი ადგილზევე დააკავეს.

იხილეთ თავდასხმის კადრები:

სასამართლო პროცესი თავდასხმის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში, ნიუ-იორკის შტატის სასამართლოში ახლა მიმდინარეობს.

  • სენსიტიური შინაარსი - რა გაიხსენა სალმან რუშდიმ?

salman_rushdi

სხდომა სამშაბათს დილით გაიმართა. მწერალმა მოსამართლეს და პროკურორს პირველი ჩვენება მისცა, სადაც თავდასხმის სასტიკი დეტალები გაიხსენა.

მრავალი წიგნის, 77 წლის ავტორმა ნაფიც მსაჯულებს უთხრა, რომ იმ დღეს, სცენაზე იჯდა და მზად იყო Chautauqua-ს ინსტიტუტში, აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსულიყო. სცენაზე გასვლისთანავე მან შენიშნა მამაკაცი, რომელიც მისკენ გარბოდა.

თავდამსხმელი აღწერა, როგორც მამაკაცი, რომელსაც “მუქი ტანსაცმელი ეცვა და სახეზე ნიღაბი ეკეთა.“

“მამაკაცის თვალები ბნელი იყო და ძალიან სასტიკი ჩანდა“, - გაიხსენა დაზარალებულმა. შემდეგ კი დააკონკრეტა, რომ “პირველი დარტყმა მარჯვენა ყბასა და კისერზე იგრძნო. თავიდან ეგონა, რომ მუშტი დაარტყეს. შემდეგ დაინახა, რომ ტანსაცმელი სისხლიანი იყო.“

  • სალმანმა სასამართლოს განუცხადა, რომ მას სულ 15-ჯერ დაარტყეს. რის შედეგადაც დაუზიანდა თვალები, ლოყა, კისერი, გულმკერდი, ტანი, მარცხენა ხელი და ბარძაყი.

“ყველაზე მტკივნეული იყო ჭრილობა თვალის არეში,“ - ამბობს სალმან რუშდი ინტერვიუში. შემდეგ იხსნის სათვალეს - "როგორც ხედავთ, ეს არის ის, რაც მისგან დარჩა... თავდასხმის დროს ცხადად მეგონა, რომ ომ ვკვდებოდი - ეს იყო ჩემი მთავარი აზრი" - განაცხადა მწერალმა მარჯვენა დაკარგულ თვალზე საუბრისას, რომელსაც მუქი ლინზის მიღმა მალავს.

  • საიდან დაიწყო მუქარა?

1988 წელს სალმან რუშდიმ გამოაქვეყნა წიგნი “სატანური ლექსები“. ეს არის - სურეალისტური პოსტმოდერნული რომანი, რომელიც შთაგონებულია მუსლიმი წინასწარმეტყველის მუჰამედის ცხოვრებით.

მიუხედავად იმისა, რომ წიგნმა აღიარება მოიპოვა დასავლურ სამყაროში, ბევრმა მუსლიმანმა იგი მკრეხელობად მიიჩნია და ზოგიერთმა ქვეყანამ აკრძალა.

მაშინ მწერალი სიცოცხლის მოსპობის მრავალი მუქარის გამო, განსაკუთრებულ უსაფრთხოების ზომებს იცავდა და გარკვეული პერიოდი იმალებოდა კიდეც.

წყარო

იხილეთ ასევე: