სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადვილი არავის ეგონოს სამსახურიდან წამოსვლა, ხელფასზე, კონცერტებზე უარის თქმა... "ოცნებას" თვალდახუჭული ვენდობოდი, მაგრამ მწარედ მოვტყუვდი!" - ირმა სოხაძე
"ადვილი არავის ეგონოს სამსახურიდან წამოსვლა, ხელფასზე, კონცერტებზე უარის თქმა... "ოცნებას" თვალდახუჭული ვენდობოდი, მაგრამ მწარედ მოვტყუვდი!" - ირმა სოხაძე

"როცა 18-20 წლის ახალ­გაზ­რდებს სცე­მენ და წამ­ლა­ვენ, რო­გორ და­ვი­ჯე­რო, რომ "ზღაპ­რის ბოლო კე­თი­ლია?!" - თა­ო­ბებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ნე­ბის­მი­ერ ეპო­ქა­ში სა­კა­მა­თო თემა იყო და დღე­საც ასეა... - ამ და სხვა თე­მებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა მომ­ღე­რა­ლი ირმა სო­ხა­ძე:

- მშობ­ლებ­სა და შვი­ლებს შო­რის კონ­ფლიქ­ტი ნე­ბის­მი­ერ ოჯახ­ში ხდე­ბა. შე­იძ­ლე­ბა მკი­თხვე­ლი გა­ვაკ­ვირ­ვო, მაგ­რამ მე ჩემს შვი­ლებ­თან სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­ფლიქ­ტი არას­დროს მქო­ნია. ამას რო­გორ ვა­ხერ­ხებ? - ვიცი, რომ შვილ­თან კა­მათ­ში მშო­ბელ­მა უნდა დათ­მოს. ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, შვი­ლე­ბი ჩვენ­თან თით­ქმის ყო­ველ­თვის მარ­თლე­ბი არი­ან. თუ ბავ­შვი რა­ღა­ცას ისეთს აკე­თებს, რომ თავს იღუ­პავს, ესე იგი, თა­ვის დრო­ზე რა­ღაც გა­მოგ­ვე­პა­რა... ამ შემ­თხვე­ვა­ში, ყვე­ლა­ნა­ი­რად უნდა ვე­ცა­დოთ, გა­ვა­გე­ბი­ნოთ, რომ ცდე­ბა, მაგ­რამ მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა თით­ქმის ყო­ველ­თვის მარ­თა­ლია მშობ­ლებ­თან ანუ წარ­სულ­თან. იმას კი არ ვამ­ბობ, რომ შვი­ლებ­მა ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი და წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი უნდა უარ­ყონ, მე თვი­თო­ნაც ძა­ლი­ან ტრა­დი­ცი­ულ ოჯახ­ში ვარ გაზ­რდი­ლი.

- თუმ­ცა თა­ო­ბებს შო­რის კონ­ფლიქ­ტი ხში­რად ამის გა­მოც ხდე­ბა...

- ზო­გი­ერ­თი ტრა­დი­ცია და წეს-ჩვე­უ­ლე­ბა თა­ვის­თა­ვად იც­ვლე­ბა, რაც ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სია. მა­გა­ლი­თად: მე ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბის გაზ­რდი­ლი ვარ და მათ­გან ბევ­რი კარ­გი რამ მახ­სოვს. რო­დე­საც ბა­ბუა აგ­ვი­ა­ნებ­და, მშივ­რე­ბი ვე­ლო­დე­ბო­დით და სუფ­რას­თან არ ვსხდე­ბო­დით. დღეს ამას ბავ­შვს არა­ვინ მოს­თხოვს, მაგ­რამ ადრე ეს ტრა­დი­ცია ყვე­ლა ოჯახ­ში იყო მი­ღე­ბუ­ლი. ამ­გვარ წვრილ­მა­ნებს დრო აგ­ვა­რებს, მაგ­რამ, როცა რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლია გა­და­სა­წყვე­ტი, მა­შინ ახალ­გაზ­რდე­ბის სურ­ვი­ლებს უნდა მო­ვუს­მი­ნოთ.

მე არ მეს­მის, ზო­გი­ერ­თე­ბი რა­ტომ ჩი­ვი­ან, ეს რა ახალ­გაზ­რდო­ბა მო­დი­სო... ჩვენ გე­ნი­ა­ლუ­რი ახალ­გაზ­რდო­ბა გვყავს - ძა­ლი­ან ჯან­სა­ღი და წელ­ში გა­მარ­თუ­ლი, მაგ­რამ ამას და­ნახ­ვა უნდა. სულ ვამ­ბობ, რომ მათ­თან ბო­დი­ში მაქვს მო­სახ­დე­ლი, რად­გან თა­ნა­მედ­რო­ვე ახალ­გაზ­რდებ­ზე სულ სხვა წარ­მოდ­გე­ნა მქონ­და: მე­გო­ნა, რომ მათ არა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებ­დათ, მაგ­რამ ბოლო პე­რი­ო­დის მოვ­ლე­ნებ­მა თვა­ლი ამი­ხი­ლა და და­მა­ნახ­ვა, რომ ჩვე­ნი სის­ხლი, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ისევ ხმა­უ­რობს. აშ­კა­რაა, რომ ახალ­გაზ­რდებ­მა შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი, რაც ჩვენს ერს ის­ტო­რი­უ­ლად მოს­დგამს - მათ შო­რის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სიყ­ვა­რუ­ლი.

ჩვენ რომ გვე­გო­ნა, ეს ბავ­შვე­ბი გა­ჯე­ტე­ბი­დან თავს ვერ სწევ­დნენ, თურ­მე, ყვე­ლაფ­რის აზ­რზე ყო­ფი­ლან; თურ­მე, ჩვენ­ზე მა­გა­რი სიყ­ვა­რუ­ლიც შე­უძ­ლი­ათ, ერ­თგუ­ლე­ბაც და თავ­და­დე­ბაც; თურ­მე, არ ვი­ცო­დით, რომ საქ­მე სა­ა­მა­ყოდ გვაქვს, რად­გან ჩვენ თვალ­წინ ძა­ლი­ან კარ­გი თა­ო­ბა გაზ­რდი­ლა, რო­მელ­საც თა­ვი­სი სამ­შობ­ლო უყ­ვარს. არ ვიცი, ეს გე­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა თუ სხვა რა­მის, მაგ­რამ - ფაქ­ტია!

- ბევ­რი მათ­გა­ნი ემიგ­რან­ტის შვი­ლია...

- ალ­ბათ, ფსი­ქო­ლო­გებ­მა და სო­ცი­ო­ლო­გებ­მა უნდა და­ად­გი­ნონ, რა ფაქ­ტო­რებ­მა იმუ­შა­ვა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ გა­და­ტა­ნილ­მა სირ­თუ­ლე­ებ­მა ისი­ნი ვერ გა­ა­ბო­რო­ტა, პი­რი­ქით, ძა­ლი­ან კარგ ადა­მი­ა­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ადვილი არავის ეგონოს სამსახურიდან წამოსვლა, ხელფასზე, კონცერტებზე უარის თქმა... "ოცნებას" თვალდახუჭული ვენდობოდი, მაგრამ მწარედ მოვტყუვდი!" - ირმა სოხაძე

"ადვილი არავის ეგონოს სამსახურიდან წამოსვლა, ხელფასზე, კონცერტებზე უარის თქმა... "ოცნებას" თვალდახუჭული ვენდობოდი, მაგრამ მწარედ მოვტყუვდი!" - ირმა სოხაძე

"როცა 18-20 წლის ახალგაზრდებს სცემენ და წამლავენ, როგორ დავიჯერო, რომ "ზღაპრის ბოლო კეთილია?!" - თაობებს შორის ურთიერთობა ნებისმიერ ეპოქაში საკამათო თემა იყო და დღესაც ასეა... - ამ და სხვა თემებზე გვესაუბრება მომღერალი ირმა სოხაძე:

- მშობლებსა და შვილებს შორის კონფლიქტი ნებისმიერ ოჯახში ხდება. შეიძლება მკითხველი გავაკვირვო, მაგრამ მე ჩემს შვილებთან სერიოზული კონფლიქტი არასდროს მქონია. ამას როგორ ვახერხებ? - ვიცი, რომ შვილთან კამათში მშობელმა უნდა დათმოს. ჩემი დაკვირვებით, შვილები ჩვენთან თითქმის ყოველთვის მართლები არიან. თუ ბავშვი რაღაცას ისეთს აკეთებს, რომ თავს იღუპავს, ესე იგი, თავის დროზე რაღაც გამოგვეპარა... ამ შემთხვევაში, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, გავაგებინოთ, რომ ცდება, მაგრამ მომავალი თაობა თითქმის ყოველთვის მართალია მშობლებთან ანუ წარსულთან. იმას კი არ ვამბობ, რომ შვილებმა ოჯახური ტრადიციები და წეს-ჩვეულებები უნდა უარყონ, მე თვითონაც ძალიან ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი.

- თუმცა თაობებს შორის კონფლიქტი ხშირად ამის გამოც ხდება...

- ზოგიერთი ტრადიცია და წეს-ჩვეულება თავისთავად იცვლება, რაც ბუნებრივი პროცესია. მაგალითად: მე ბებია-ბაბუების გაზრდილი ვარ და მათგან ბევრი კარგი რამ მახსოვს. როდესაც ბაბუა აგვიანებდა, მშივრები ველოდებოდით და სუფრასთან არ ვსხდებოდით. დღეს ამას ბავშვს არავინ მოსთხოვს, მაგრამ ადრე ეს ტრადიცია ყველა ოჯახში იყო მიღებული. ამგვარ წვრილმანებს დრო აგვარებს, მაგრამ, როცა რაღაც სერიოზულია გადასაწყვეტი, მაშინ ახალგაზრდების სურვილებს უნდა მოვუსმინოთ.

მე არ მესმის, ზოგიერთები რატომ ჩივიან, ეს რა ახალგაზრდობა მოდისო... ჩვენ გენიალური ახალგაზრდობა გვყავს - ძალიან ჯანსაღი და წელში გამართული, მაგრამ ამას დანახვა უნდა. სულ ვამბობ, რომ მათთან ბოდიში მაქვს მოსახდელი, რადგან თანამედროვე ახალგაზრდებზე სულ სხვა წარმოდგენა მქონდა: მეგონა, რომ მათ არაფერი აინტერესებდათ, მაგრამ ბოლო პერიოდის მოვლენებმა თვალი ამიხილა და დამანახვა, რომ ჩვენი სისხლი, საბედნიეროდ, ისევ ხმაურობს. აშკარაა, რომ ახალგაზრდებმა შეინარჩუნეს ყველაფერი კარგი, რაც ჩვენს ერს ისტორიულად მოსდგამს - მათ შორის, თავისუფლების და დამოუკიდებლობის სიყვარული.

ჩვენ რომ გვეგონა, ეს ბავშვები გაჯეტებიდან თავს ვერ სწევდნენ, თურმე, ყველაფრის აზრზე ყოფილან; თურმე, ჩვენზე მაგარი სიყვარულიც შეუძლიათ, ერთგულებაც და თავდადებაც; თურმე, არ ვიცოდით, რომ საქმე საამაყოდ გვაქვს, რადგან ჩვენ თვალწინ ძალიან კარგი თაობა გაზრდილა, რომელსაც თავისი სამშობლო უყვარს. არ ვიცი, ეს გენების დამსახურებაა თუ სხვა რამის, მაგრამ - ფაქტია!

- ბევრი მათგანი ემიგრანტის შვილია...

- ალბათ, ფსიქოლოგებმა და სოციოლოგებმა უნდა დაადგინონ, რა ფაქტორებმა იმუშავა, მაგრამ ფაქტია, რომ გადატანილმა სირთულეებმა ისინი ვერ გააბოროტა, პირიქით, ძალიან კარგ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ...წაიკითხეთ სრულად