პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სხვადასხვა ქვეყანა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფრინველის გრიპი ცხოველებში დაფიქსირდა, ასევე ფიქსირდება ადამიანების ინფიცირების შემთხვევებიც" - რას წერს ინფექციონისტი
"სხვადასხვა ქვეყანა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფრინველის გრიპი ცხოველებში დაფიქსირდა, ასევე ფიქსირდება ადამიანების ინფიცირების შემთხვევებიც" - რას წერს ინფექციონისტი

ამ­ჟა­მად მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას ფრინ­ვე­ლებ­ში და ძრო­ხებ­ში ფრინ­ვე­ლის გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ, ფიქ­სირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი, მაია ბუ­წაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

  • რო­გორც ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი აღ­ნიშ­ნავს, აშშ-ში ერთი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა ფრინ­ვე­ლის გრი­პით ლუ­ი­ზი­ა­ნას შტატ­ში, რა­მაც გარ­კვე­უ­ლი მღელ­ვა­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. რო­გორც ბუ­წაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, ახ­ლა­ხან ადა­მი­ა­ნის ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და ნე­ვა­და­შიც, ფერ­მის თა­ნამ­შრომ­ლებ­ში. ამ თვე­ში ფრინ­ვე­ლის გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა ავ­სტრა­ლი­ა­მაც.

„კო­ვიდ-პან­დე­მი­ის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნე­ბი მე­ტად და­ინ­ტე­რეს­დნენ იმ ინ­ფექ­ცი­ე­ბით, რომ­ლებ­საც აქვთ პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­მო­იწ­ვი­ონ ახა­ლი პან­დე­მია. ამის რის­კი, ცხა­დია, მუდ­მი­ვად არ­სე­ბობს და შე­სა­ბა­მი­სად, მა­ღა­ლი რის­კის მქო­ნე ინ­ფექ­ცი­უ­რი აგენ­ტე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი ჯან­მოს, აშშ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის (CDC) თუ სხვა უწყე­ბე­ბის მიერ მუდ­მი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ბოლო პე­რი­ოდ­ში ბევ­რი კი­თხვაა ფრინ­ვე­ლის გრიპ­ზე (H5N1), რომ­ლის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა და შფოთ­ვა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ამ ვირუ­სით გა­მოწ­ვე­ულ მა­ღალ ლე­ტა­ლო­ბას­თან (შემ­თხვე­ვე­ბის 50%-მდე). შე­გახ­სე­ნებთ, ეს ის ვირუ­სია, რო­მელ­მაც 2006 წელს მა­შინ­დე­ლი ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ დიდი პა­ნი­კა გა­მო­იწ­ვია ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და ქათ­მის და კვერ­ცხის მოხ­მა­რე­ბა მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ამ­ცი­რა.

მა­შინ ამ ვირუს­მა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, პან­დე­მია არ გა­მო­იწ­ვია, მაგ­რამ არ გამ­ქრა­ლა და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში პე­რი­ო­დუ­ლად ფიქ­სირ­დე­ბა ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი ფრინ­ვე­ლებ­ში და ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ადა­მი­ა­ნებ­შიც.

ამ­ჟა­მად მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას ფრინ­ვე­ლებ­ში და ძრო­ხებ­ში შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ. ფიქ­სირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც. აშშ-ში ერთი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა ფრინ­ვე­ლის გრი­პით ლუ­ი­ზი­ა­ნას შტატ­ში, რა­მაც გარ­კვე­უ­ლი მღელ­ვა­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. ახ­ლა­ხან ადა­მი­ა­ნის ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და ნე­ვა­და­შიც, ფერ­მის თა­ნამ­შრომ­ლებ­ში. ამ თვე­ში ფრინ­ვე­ლის გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს ავ­სტრა­ლი­აც.

ამ ეტაპ­ზე ფრინ­ვე­ლის გრი­პი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის საფრ­თხედ არ კვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა, თუმ­ცა აშშ USDA-მ გა­მო­ა­ცხა­და H5N1-ის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი ფერ­მებ­ში და ვე­ლურ ფრინ­ვე­ლებ­ზე, შემ­თხვე­ვე­ბის დრო­უ­ლი აღ­მო­ჩე­ნის და რე­ა­გი­რე­ბის მიზ­ნით“,- წერს მაია ბუ­წაშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"სხვადასხვა ქვეყანა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფრინველის გრიპი ცხოველებში დაფიქსირდა, ასევე ფიქსირდება ადამიანების ინფიცირების შემთხვევებიც" - რას წერს ინფექციონისტი

"სხვადასხვა ქვეყანა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფრინველის გრიპი ცხოველებში დაფიქსირდა, ასევე ფიქსირდება ადამიანების ინფიცირების შემთხვევებიც" - რას წერს ინფექციონისტი

ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ავრცელებს ინფორმაციას ფრინველებში და ძროხებში ფრინველის გრიპის შემთხვევების შესახებ, ფიქსირდება ადამიანების ინფიცირების შემთხვევებიც, - ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

  • როგორც ინფექციონისტი აღნიშნავს, აშშ-ში ერთი ადამიანი გარდაიცვალა ფრინველის გრიპით ლუიზიანას შტატში, რამაც გარკვეული მღელვარება გამოიწვია. როგორც ბუწაშვილი განმარტავს, ახლახან ადამიანის ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა ნევადაშიც, ფერმის თანამშრომლებში. ამ თვეში ფრინველის გრიპის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ავსტრალიამაც.

„კოვიდ-პანდემიის შემდეგ ადამიანები მეტად დაინტერესდნენ იმ ინფექციებით, რომლებსაც აქვთ პოტენციალი გამოიწვიონ ახალი პანდემია. ამის რისკი, ცხადია, მუდმივად არსებობს და შესაბამისად, მაღალი რისკის მქონე ინფექციური აგენტების მონიტორინგი ჯანმოს, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) თუ სხვა უწყებების მიერ მუდმივად მიმდინარეობს.

ბოლო პერიოდში ბევრი კითხვაა ფრინველის გრიპზე (H5N1), რომლის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება და შფოთვა დაკავშირებულია ამ ვირუსით გამოწვეულ მაღალ ლეტალობასთან (შემთხვევების 50%-მდე). შეგახსენებთ, ეს ის ვირუსია, რომელმაც 2006 წელს მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრის განცხადების შემდეგ დიდი პანიკა გამოიწვია ჩვენს მოსახლეობაში და ქათმის და კვერცხის მოხმარება მინიმუმამდე შეამცირა.

მაშინ ამ ვირუსმა, საბედნიეროდ, პანდემია არ გამოიწვია, მაგრამ არ გამქრალა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში პერიოდულად ფიქსირდება ერთეული შემთხვევები ფრინველებში და ძალიან იშვიათად ადამიანებშიც.

ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ავრცელებს ინფორმაციას ფრინველებში და ძროხებში შემთხვევების შესახებ. ფიქსირდება ადამიანების ინფიცირების შემთხვევებიც. აშშ-ში ერთი ადამიანი გარდაიცვალა ფრინველის გრიპით ლუიზიანას შტატში, რამაც გარკვეული მღელვარება გამოიწვია. ახლახან ადამიანის ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა ნევადაშიც, ფერმის თანამშრომლებში. ამ თვეში ფრინველის გრიპის შემთხვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ავსტრალიაც.

ამ ეტაპზე ფრინველის გრიპი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხედ არ კვალიფიცირდება, თუმცა აშშ USDA-მ გამოაცხადა H5N1-ის გაძლიერებული მონიტორინგი ფერმებში და ველურ ფრინველებზე, შემთხვევების დროული აღმოჩენის და რეაგირების მიზნით“,- წერს მაია ბუწაშვილი.