მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მოზაიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საიდუმლო, რომელიც ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ფოტოს მიღმა იმალება - რა არის მასზე აღბეჭდილი და რა მოხდა კალვინში ათწლეულების წინ
საიდუმლო, რომელიც ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ფოტოს მიღმა იმალება -  რა არის მასზე აღბეჭდილი და  რა მოხდა კალვინში ათწლეულების წინ

1990 წლის აგ­ვის­ტოს ნის­ლი­ან სა­ღა­მოს, ორმა კაც­მა, რომ­ლე­ბიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში კალ­ვი­ნის მიმ­დე­ბა­რედ, ველ­ზე ლაშ­ქრობ­დნენ, თქვა, რომ ალ­მა­სის ფორ­მის გი­გან­ტუ­რი საფ­რე­ნი აპა­რა­ტი და­ი­ნა­ხეს, რო­მე­ლიც მათ თავ­ზე დაფ­რი­ნავ­და. მა­მა­კა­ცე­ბი ჰყვე­ბოდ­ნენ, რომ საფ­რე­ნი აპა­რა­ტი არ ტო­ვებ­და კვალს, იყო უხმო და თით­ქოს მათ გა­და­ად­გი­ლე­ბას ზღუ­დავ­და. შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი ხის უკან და­ი­მალ­ნენ.

  • შემ­დეგ Harrier-ის ვერ­ტმფრე­ნი გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც "ალ­მასს" უტ­რი­ა­ლებ­და. ერთ-ერ­თმა კაც­მა რამ­დე­ნი­მე ფოტო გა­და­ი­ღო, სა­ნამ უც­ნა­უ­რი ხო­მალ­დი ვერ­ტი­კა­ლუ­რად არ გაფ­რინ­და და გა­უ­ჩი­ნარ­და.

მო­ლაშ­ქრე­ებ­მა, რომ­ლე­ბიც მზა­რე­უ­ლე­ბად მუ­შა­ობ­დნენ, გა­მო­ცე­მა Daily Record-ს უჩ­ვე­უ­ლო საფ­რე­ნი ობი­ექ­ტის ექ­ვსი ფოტო გა­უგ­ზავ­ნეს და თა­ვი­ან­თი ის­ტო­რია უამ­ბეს, თუმ­ცა ეს ფო­ტო­ე­ბი და ამ­ბა­ვი გა­ზეთ­ში არას­დროს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა, რად­გან რე­დაქ­ცი­ა­ში ჩათ­ვა­ლეს, რომ ყალ­ბი ის­ტო­რია იყო. უც­ნო­ბია ასე­ვე კონ­კრე­ტუ­ლად ვინ იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ფო­ტო­ე­ბი გა­და­ი­ღეს.

ცნო­ბი­ლია, რომ Daily Record-ის რე­დაქ­ტო­რი, სა­მე­ფო სა­ჰა­ე­რო ბა­ზის პრეს-ოფი­ცერს, ქრე­იგ ლინდსს და­უ­კავ­შირ­და და ფო­ტო­ე­ბი აჩ­ვე­ნა.

  • ლინდსს მა­ნამ­დე არას­დროს ენა­ხა ამო­უც­ნო­ბი მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტის ასე­თი მკა­ფიო ფოტო, ამი­ტომ მან ფო­ტო­ე­ბი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გა­და­უგ­ზავ­ნა. უწყე­ბამ მას უთხრა, რომ საქ­მე მათ­თვის მი­ენ­დო, თუმ­ცა შემ­დეგ ამ თე­მა­ზე აღარ უსა­უბ­რი­ათ.

აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს 1996 წლი­დან სწავ­ლობ­და პრო­ფე­სო­რი დე­ვიდ კლარ­კი. მისი თქმით, კვლე­ვი­სას აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ ფო­ტო­ებს სხვა­დას­ხვა ტი­პის ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და, რომ­ლი­თაც მტკიც­დე­ბა რომ ის გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არაა, თუმ­ცა ვე­რა­ვინ და­ად­გი­ნა რას­თან ჰქონ­დათ რე­ა­ლუ­რად საქ­მე. კლარ­კის თქმით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ უც­ნო­ბი მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტის საქ­მე და­ხუ­რუ­ლი იყო.

"ობი­ექ­ტი აუხ­სნე­ლია, საქ­მე და­ხუ­რუ­ლია, შემ­დგო­მი მოქ­მე­დე­ბა არ არის სა­ჭი­რო", - ეწე­რა ამო­უც­ნო­ბი ობი­ექ­ტის შე­სა­ხებ ფა­ილს.

შემ­დე­გი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, უც­ნო­ბი მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტე­ბის ფა­ი­ლე­ბის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად კლარ­კი ეროვ­ნულ არ­ქი­ვებ­ში ვი­ზი­ტებს აგ­რძე­ლებ­და. 2018 წელს კი იპო­ვა ის ადა­მი­ა­ნი, ვი­საც წარ­სულ­ში ამ ფო­ტო­ე­ბის შეს­წავ­ლა ჰქონ­და და­ვა­ლე­ბუ­ლი. ეს იყო თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი..

  • ის მკვლევ­რის ვი­ნა­ო­ბას არ ამ­ხელს, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ უც­ნობ მფრი­ნავ ობი­ექ­ტებ­ზე მო­ნა­დი­რეს ჰკი­თხა, თუ უნა­ხავს რა­ი­მე "ნამ­დვი­ლად აუხ­სნე­ლი" თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ო­ბი­სას. დაზ­ვერ­ვის ოფი­ცერ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ახ­სე­ნა ორი მო­ლაშ­ქრე, რომ­ლებ­მაც 1990 წელს უც­ნა­უ­რი ობი­ექ­ტის ფო­ტო­ე­ბი გა­და­ი­ღეს და სუ­რა­თე­ბი გა­ზეთს გა­უგ­ზავ­ნეს. ოფი­ცერ­მა კლარკს უთხრა, რომ ფო­ტო­ებ­მა სა­მი­ნის­ტრო­ში აურ­ზა­უ­რი გა­მო­იწ­ვია.

კლარ­კი 2019 წელს სა­მე­ფო სა­ჰა­ე­რო ბა­ზის უკვე ყო­ფილ პრეს-ოფი­ცერს, ქრე­იგ ლინდსს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც უთხრა - "წლე­ბია ვე­ლო­დე­ბო­დი, რომ ამ თე­მა­ზე ვინ­მე და­მი­რე­კავ­და." მან კლარკს ამო­უც­ნო­ბი ობი­ექ­ტის ფო­ტო­ე­ბის ას­ლე­ბი გა­დას­ცა. ფო­ტო­ე­ბი ენ­დრიუ რო­ბინ­სონ­მა, შე­ფილდ ჰა­ლა­მის ფო­ტოგ­რა­ფი­ის უფ­როს­მა ლექ­ტორ­მა შე­ის­წავ­ლა, გა­ა­ა­ნა­ლი­ზა და მისი ავ­თენ­ტუ­რო­ბა და­ა­დას­ტუ­რა - ფო­ტო­ე­ბი რე­ა­ლუ­რი იყო.

კლარ­კმა ფო­ტო­ე­ბი 2022 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ის­ტო­რია ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და. მაგ­რამ მან სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი და­მა­ლა. კალ­ვი­ნის ფო­ტოს უკა­ნა მხა­რეს იყო შე­ნიშ­ვნა და წი­თე­ლი მელ­ნით ეწე­რა - "სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა: კე­ვინ რა­სე­ლი, Daily Record GLASGOW-ს ეგი­დით."

კლარ­კი ფიქ­რობ­და, რომ ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დო იყო, სას­ტუმ­როს შეფ-მზა­რე­ულს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნა­ზე ეფიქ­რა, შე­საძ­ლოა, იქ­ნებ რა­სე­ლი სა­ერ­თო­დაც Daily Record-ის ფო­ტოგ­რა­ფი იყო, რო­მე­ლიც საქ­მე­ში ჩა­ერ­თო, ან შე­საძ­ლოა, სა­ხე­ლი ფოტო რე­დაქ­ტორ­მა მი­ა­წე­რა. მან გა­და­მოწ­მე­ბა გა­ზეთ­თან სცა­და, იქ კი უთხრეს, რომ მათ­თან კე­ვინ რა­სელს არას­დროს უმუ­შა­ვია, არც რო­გორც თა­ნამ­შრო­მელს და არც - რო­გორც ფრი­ლან­სერს.

კლარ­კმა რა­სე­ლის სა­ხე­ლი იმ იმე­დით და­მა­ლა, რომ ის თა­ვად გა­მოჩ­ნდე­ბო­და, მაგ­რამ ასე არ მოხ­და. მან და კო­ლე­გებ­თან ერ­თად 140-კა­ცი­ა­ნი სია შე­ად­გი­ნეს - იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლებ­საც სა­ხე­ლად კე­ვინ რა­სე­ლი ერ­ქვათ. მი­ვიდ­ნენ კე­ვინ რა­სელ­თან, რო­მე­ლიც იმ რა­ი­ონ­ში სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ მან უც­ნო­ბი მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტის შე­სა­ხებ ყო­ველ­გვა­რი ცოდ­ნა უარ­ყო.

დღემ­დე უც­ნო­ბია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ვი­ნა­ო­ბა, რომ­ლებ­მაც ფო­ტო­ე­ბი გა­და­ი­ღეს. ასე­ვე, კვლავ უც­ნო­ბია, რა არის აღ­ბეჭ­დი­ლი ამ ფო­ტო­ებ­ზე. ზო­გი­ერ­თი უფო­ლო­გი ფიქ­რობს, რომ რად­გან ობი­ექ­ტი არ ჰგავს არც ერთ ცნო­ბილ მი­წი­ერ ხო­მალდს, ის უცხოპ­ლა­ნე­ტელ­თა ხო­მალ­დი უნდა იყოს, ან შე­საძ­ლოა, ხო­მალ­დი, რო­მე­ლიც დე­და­მი­წა­ზე ჩა­მო­ვარ­დნი­ლი უცხოპ­ლა­ნე­ტელ­თა ხო­მალ­დის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იქ­მნა. სხვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს Aurora-ს არ­სე­ბო­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა, სა­ვა­რა­უ­დო სა­დაზ­ვერ­ვო ხო­მალ­დის, რო­მე­ლიც აშშ-ის სამ­ხედ­რო­ე­ბის სა­ი­დუმ­ლო გან­ყო­ფი­ლე­ბის მიერ შე­იქ­მნა, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, ავი­ა­ცი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან წინსვლებ­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. თუმ­ცა, პროგ­რა­მის არ­სე­ბო­ბის მცი­რე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს.

ზო­გი­ერ­თი სკეპ­ტი­კო­სის აზ­რით, შე­საძ­ლოა ფო­ტო­ზე მხო­ლოდ მუ­ყა­ოს ბურთს ვხე­დავ­დეთ, რო­მე­ლიც ძაფ­ზეა მი­მაგ­რე­ბუ­ლი და ხის ტოტ­ზეა ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი ან შე­საძ­ლოა, ეს სუ­ლაც ოპ­ტი­კუ­რი ილუ­ზია იყოს.

უჩ­ვე­უ­ლოა ის ამ­ბა­ვიც, რომ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ რე­ა­ლუ­რად ხელი შე­უ­შა­ლა ფო­ტო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბას მე­დი­ა­ში და ასე­ვე ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ მისი გა­მო­ძი­ე­ბის საქ­მე რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და­ხუ­რუ­ლი­ყო.

  • ერ­თა­დერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­საც ყვე­ლა სპე­კუ­ლა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლია, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროა, წერს "გარ­დი­ა­ნი" და აღ­ნიშ­ნავს, რომ უწყე­ბა­ში აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

საიდუმლო, რომელიც ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ფოტოს მიღმა იმალება - რა არის მასზე აღბეჭდილი და რა მოხდა კალვინში ათწლეულების წინ

საიდუმლო, რომელიც ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ფოტოს მიღმა იმალება -  რა არის მასზე აღბეჭდილი და  რა მოხდა კალვინში ათწლეულების წინ

1990 წლის აგვისტოს ნისლიან საღამოს, ორმა კაცმა, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში კალვინის მიმდებარედ, ველზე ლაშქრობდნენ, თქვა, რომ ალმასის ფორმის გიგანტური საფრენი აპარატი დაინახეს, რომელიც მათ თავზე დაფრინავდა. მამაკაცები ჰყვებოდნენ, რომ საფრენი აპარატი არ ტოვებდა კვალს, იყო უხმო და თითქოს მათ გადაადგილებას ზღუდავდა. შეშინებულები ხის უკან დაიმალნენ.

  • შემდეგ Harrier-ის ვერტმფრენი გამოჩნდა, რომელიც "ალმასს" უტრიალებდა. ერთ-ერთმა კაცმა რამდენიმე ფოტო გადაიღო, სანამ უცნაური ხომალდი ვერტიკალურად არ გაფრინდა და გაუჩინარდა.

მოლაშქრეებმა, რომლებიც მზარეულებად მუშაობდნენ, გამოცემა Daily Record-ს უჩვეულო საფრენი ობიექტის ექვსი ფოტო გაუგზავნეს და თავიანთი ისტორია უამბეს, თუმცა ეს ფოტოები და ამბავი გაზეთში არასდროს გამოქვეყნებულა, რადგან რედაქციაში ჩათვალეს, რომ ყალბი ისტორია იყო. უცნობია ასევე კონკრეტულად ვინ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ფოტოები გადაიღეს.

ცნობილია, რომ Daily Record-ის რედაქტორი, სამეფო საჰაერო ბაზის პრეს-ოფიცერს, ქრეიგ ლინდსს დაუკავშირდა და ფოტოები აჩვენა.

  • ლინდსს მანამდე არასდროს ენახა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ასეთი მკაფიო ფოტო, ამიტომ მან ფოტოები თავდაცვის სამინისტროს გადაუგზავნა. უწყებამ მას უთხრა, რომ საქმე მათთვის მიენდო, თუმცა შემდეგ ამ თემაზე აღარ უსაუბრიათ.

აღნიშნულ საკითხს 1996 წლიდან სწავლობდა პროფესორი დევიდ კლარკი. მისი თქმით, კვლევისას აღმოაჩინა, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ ფოტოებს სხვადასხვა ტიპის ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლითაც მტკიცდება რომ ის გაყალბებული არაა, თუმცა ვერავინ დაადგინა რასთან ჰქონდათ რეალურად საქმე. კლარკის თქმით, თავდაცვის სამინისტროს მიერ უცნობი მფრინავი ობიექტის საქმე დახურული იყო.

"ობიექტი აუხსნელია, საქმე დახურულია, შემდგომი მოქმედება არ არის საჭირო", - ეწერა ამოუცნობი ობიექტის შესახებ ფაილს.

შემდეგი ათწლეულის განმავლობაში, უცნობი მფრინავი ობიექტების ფაილების დასათვალიერებლად კლარკი ეროვნულ არქივებში ვიზიტებს აგრძელებდა. 2018 წელს კი იპოვა ის ადამიანი, ვისაც წარსულში ამ ფოტოების შესწავლა ჰქონდა დავალებული. ეს იყო თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი..

  • ის მკვლევრის ვინაობას არ ამხელს, თუმცა ამბობს, რომ უცნობ მფრინავ ობიექტებზე მონადირეს ჰკითხა, თუ უნახავს რაიმე "ნამდვილად აუხსნელი" თავდაცვის სამინისტროში მუშაობისას. დაზვერვის ოფიცერმა დაუყოვნებლივ ახსენა ორი მოლაშქრე, რომლებმაც 1990 წელს უცნაური ობიექტის ფოტოები გადაიღეს და სურათები გაზეთს გაუგზავნეს. ოფიცერმა კლარკს უთხრა, რომ ფოტოებმა სამინისტროში აურზაური გამოიწვია.

კლარკი 2019 წელს სამეფო საჰაერო ბაზის უკვე ყოფილ პრეს-ოფიცერს, ქრეიგ ლინდსს დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა - "წლებია ველოდებოდი, რომ ამ თემაზე ვინმე დამირეკავდა." მან კლარკს ამოუცნობი ობიექტის ფოტოების ასლები გადასცა. ფოტოები ენდრიუ რობინსონმა, შეფილდ ჰალამის ფოტოგრაფიის უფროსმა ლექტორმა შეისწავლა, გააანალიზა და მისი ავთენტურობა დაადასტურა - ფოტოები რეალური იყო.

კლარკმა ფოტოები 2022 წელს გამოაქვეყნა და ისტორია ვირუსულად გავრცელდა. მაგრამ მან საზოგადოებისგან ერთი მნიშვნელოვანი დეტალი დამალა. კალვინის ფოტოს უკანა მხარეს იყო შენიშვნა და წითელი მელნით ეწერა - "საავტორო უფლება: კევინ რასელი, Daily Record GLASGOW-ს ეგიდით."

კლარკი ფიქრობდა, რომ ნაკლებად სავარაუდო იყო, სასტუმროს შეფ-მზარეულს საავტორო უფლების მოთხოვნაზე ეფიქრა, შესაძლოა, იქნებ რასელი საერთოდაც Daily Record-ის ფოტოგრაფი იყო, რომელიც საქმეში ჩაერთო, ან შესაძლოა, სახელი ფოტო რედაქტორმა მიაწერა. მან გადამოწმება გაზეთთან სცადა, იქ კი უთხრეს, რომ მათთან კევინ რასელს არასდროს უმუშავია, არც როგორც თანამშრომელს და არც - როგორც ფრილანსერს.

კლარკმა რასელის სახელი იმ იმედით დამალა, რომ ის თავად გამოჩნდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მან და კოლეგებთან ერთად 140-კაციანი სია შეადგინეს - იმ ადამიანების, რომლებსაც სახელად კევინ რასელი ერქვათ. მივიდნენ კევინ რასელთან, რომელიც იმ რაიონში სამზარეულოში მუშაობდა, მაგრამ მან უცნობი მფრინავი ობიექტის შესახებ ყოველგვარი ცოდნა უარყო.

დღემდე უცნობია იმ ადამიანების ვინაობა, რომლებმაც ფოტოები გადაიღეს. ასევე, კვლავ უცნობია, რა არის აღბეჭდილი ამ ფოტოებზე. ზოგიერთი უფოლოგი ფიქრობს, რომ რადგან ობიექტი არ ჰგავს არც ერთ ცნობილ მიწიერ ხომალდს, ის უცხოპლანეტელთა ხომალდი უნდა იყოს, ან შესაძლოა, ხომალდი, რომელიც დედამიწაზე ჩამოვარდნილი უცხოპლანეტელთა ხომალდის საფუძველზე შეიქმნა. სხვები ამბობენ, რომ ეს Aurora-ს არსებობის მტკიცებულებაა, სავარაუდო სადაზვერვო ხომალდის, რომელიც აშშ-ის სამხედროების საიდუმლო განყოფილების მიერ შეიქმნა, რომელიც სავარაუდოდ, ავიაციის ტექნოლოგიაში მნიშვნელოვან წინსვლებზეა პასუხისმგებელი. თუმცა, პროგრამის არსებობის მცირე მტკიცებულება არსებობს.

ზოგიერთი სკეპტიკოსის აზრით, შესაძლოა ფოტოზე მხოლოდ მუყაოს ბურთს ვხედავდეთ, რომელიც ძაფზეა მიმაგრებული და ხის ტოტზეა ჩამოკიდებული ან შესაძლოა, ეს სულაც ოპტიკური ილუზია იყოს.

უჩვეულოა ის ამბავიც, რომ თავდაცვის სამინისტრომ რეალურად ხელი შეუშალა ფოტოების გავრცელებას მედიაში და ასევე ყველაფერი გააკეთა, რომ მისი გამოძიების საქმე რაც შეიძლება სწრაფად დახურულიყო.

  • ერთადერთი ორგანიზაცია, რომელსაც ყველა სპეკულაციის დასრულება შეუძლია, თავდაცვის სამინისტროა, წერს "გარდიანი" და აღნიშნავს, რომ უწყებაში აღნიშნულ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.

წყარო