პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოჩვენება თუ მიწისძვრის სინათლე: მეცნიერმა 1950-იანი წლების საიდუმლო ამოხსნა - "ადამიანები ამბობდნენ, რომ ლიანდაგების თავზე საშიშ ნათებას ხედავდნენ"
მოჩვენება თუ მიწისძვრის სინათლე: მეცნიერმა 1950-იანი წლების საიდუმლო ამოხსნა - "ადამიანები ამბობდნენ, რომ ლიანდაგების თავზე საშიშ ნათებას ხედავდნენ"

მეც­ნი­ერს მი­აჩ­ნია, რომ მან სამ­ხრეთ კა­რო­ლი­ნის ქა­ლაქ­ში მოჩ­ვე­ნე­ბის გა­მო­ჩე­ნის ათწლე­უ­ლე­ბის წი­ნან­დე­ლი სა­ი­დუმ­ლო ამოხ­სნა.

  • 1950-იანი წლე­ბი­დან სა­მერ­ვილ­ში, სამ­ხრეთ კა­რო­ლი­ნა­ში, ხალ­ხი ჰყვე­ბო­და ის­ტო­რი­ებს მოჩ­ვე­ნე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც Old Sheep Island Road-ის მახ­ლობ­ლად მი­ტო­ვე­ბულ სარ­კი­ნიგ­ზო ლი­ან­და­გებ­ზე და­დი­ო­და, რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი Old Light Road-ს უწო­დე­ბენ.

ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, კაცს, რო­მე­ლიც რკი­ნიგ­ზა­ზე მუ­შა­ობ­და თუ მგზავ­რობ­და, მა­ტა­რე­ბელ­მა და­არ­ტყა და მოკ­ლა, ხოლო მისი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, მის­მა მე­უღ­ლემ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოჩ­ვე­ნე­ბად სი­ა­რუ­ლი და­ი­წყო - ფან­რით ხელ­ში.

ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ ლი­ან­და­გე­ბის თავ­ზე სა­შიშ ნა­თე­ბა­სა და უც­ნა­ურ სი­ნათ­ლე­ებს ხე­დავ­დნენ, რომ­ლე­ბიც თით­ქოს ჰა­ერ­ში ლივ­ლი­ვებ­დნენ და ზოგ­ჯერ მათ­კენ მი­ე­მარ­თე­ბოდ­ნენ ან ზო­მა­ში იზ­რდე­ბოდ­ნენ.

სი­ნათ­ლე­ე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ აღ­წე­რი­ლია რო­გორც პა­ტა­რა, ბურ­თის ფორ­მი­სა და ლურ­ჯი ან მწვა­ნე ფე­რის, თუმ­ცა ზოგ­ჯერ წი­თე­ლი ან თეთ­რი ბურ­თე­ბიც უნა­ხავთ.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ასე­ვე ამ­ბო­ბენ, რომ უნა­ხავთ მან­ქა­ნე­ბის რყე­ვა, კა­რე­ბის ხმა­უ­რი და ჩურ­ჩუ­ლის ხმე­ბი, რომ­ლე­ბიც სახ­ლებ­თან და შე­ნო­ბებ­თან რკი­ნიგ­ზის ხა­ზის გას­წვრივ ის­მის.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მოჩ­ვე­ნე­ბის ის­ტო­რია გრძელ­დე­ბო­და, დოქ­ტორ სი­უ­ზან ჰოუს, გე­ო­ფი­ზი­კოსს მი­წისძვრის საფრ­თხე­ე­ბის პროგ­რა­მი­დან, მი­აჩ­ნია, რომ პა­რა­ნორ­მა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბას შე­იძ­ლე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი ახ­სნა ჰქონ­დეს.

2023 წელს, მეც­ნი­ერ­მა და მის­მა კო­ლე­გამ "აღ­მო­ა­ჩი­ნეს გა­დახ­რა სამ­ხრეთ კა­რო­ლი­ნის რკი­ნიგ­ზის ლი­ან­და­გებ­ში", რაც მი­უ­თი­თებ­და, რომ ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი რღვე­ვის ხაზ­ზე ყო­ფი­ლი­ყო აშე­ნე­ბუ­ლი და მოჩ­ვე­ნე­ბე­ბი, რომ­ლებ­ზეც ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ხე­და­ვენ, სი­ნამ­დვი­ლე­ში, მცი­რე­მას­შტა­ბი­ა­ნი მი­წისძვრე­ბის შემ­დგო­მი ეფექ­ტე­ბია.

ტე­რი­ტო­რი­ის სე­ის­მო­ლო­გი­ის შეს­წავ­ლი­სას, მან აღ­მო­ა­ჩი­ნა წიგ­ნი, რო­მელ­შიც დე­ტა­ლუ­რად იყო აღ­წე­რი­ლი 6.6-დან 7.3-მდე მაგ­ნი­ტუ­დის მი­წისძვრა, რო­მე­ლიც ახ­ლომ­დე­ბა­რე ჩარლსტონ­ში, 1886 წლის 1 სექ­ტემ­ბერს მოხ­და.

  • New York Times-ის თა­ნახ­მად, მოვ­ლე­ნის ის­ტო­რი­უ­ლი ჩა­ნა­წე­რი ხსნი­და, თუ რო­გორ გა­და­ად­გილ­და სა­მერ­ვი­ლის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე სარ­კი­ნიგ­ზო ხაზი და­ახ­ლო­ე­ბით 15 ფუ­ტით - რაც მი­უ­თი­თებ­და, რომ ის მი­წისძვრის რღვე­ვის ხაზ­ზე იყო აშე­ნე­ბუ­ლი.

დოქ­ტორ­მა ჰოუმ Science-ს გა­ნუ­ცხა­და: "არ­სე­ბობ­და სა­გა­ზე­თო სტა­ტი­ე­ბი სა­მერ­ვი­ლის სი­ნათ­ლის შე­სა­ხებ. და წიგ­ნე­ბი, რო­გო­რი­ცაა “მოჩ­ვე­ნე­ბე­ბით სავ­სე სა­მერ­ვი­ლი”. თა­ვი­დან ამა­ზე დი­დად არ მი­ფიქ­რია. შემ­დეგ, გა­სულ ოქ­ტომ­ბერ­ში, USGS-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო ბი­უ­ლე­ტენ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა პა­ტა­რა სტა­ტია სა­შიშ მეც­ნი­ე­რე­ბა­ზე. ამან კვლავ და­მა­ფიქ­რა მოჩ­ვე­ნე­ბე­ბის ის­ტო­რი­ებ­ზე. და ზო­გი­ერ­თი დე­ტა­ლი პირ­და­პირ ყვი­რო­და მი­წისძვრის ფე­ნო­მენ­ზე."

მან ახ­სნა, რომ მან­ქა­ნე­ბის რყე­ვა შე­იძ­ლე­ბა, გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს "მი­წისძვრე­ბით ზე­და­პი­რულ წყა­როს­თან," ან ბიძ­გე­ბით, რომ­ლე­ბიც დე­და­მი­წის ზე­და­პი­რი­დან 40 მი­ლის ფარ­გლებ­ში ხდე­ბა.

მსგავ­სად, დოქ­ტო­რი ჰიუ თვლის, რომ მა­ნა­თო­ბე­ლი ბურ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნებს მოჩ­ვე­ნე­ბის ფა­ნა­რი ჰგო­ნი­ათ, სი­ნამ­დვი­ლე­ში შე­იძ­ლე­ბა, "მი­წისძვრის სი­ნათ­ლე­ე­ბი" იყოს.

მი­წისძვრის სი­ნათ­ლე­ე­ბი ოპ­ტი­კუ­რი ფე­ნო­მე­ნია, რო­მე­ლიც ცაში სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბის ად­გი­ლე­ბის მახ­ლობ­ლად ჩნდე­ბა.

  • მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა იწ­ვევს მი­წისძვრის სი­ნათ­ლე­ებს, დოქ­ტო­რი ჰიუ აყე­ნებს თე­ო­რი­ას, რომ ეს დე­და­მი­წი­დან გა­ზის გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გამო ხდე­ბა.

"აღ­მოჩ­ნდა, რომ ისი­ნი ყველ­გან არი­ან. სი­ნათ­ლე­ე­ბი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია უილ­მინგტონ­ში და კა­რო­ლი­ნე­ბის სხვა ად­გი­ლებ­შიც. იქ­ნებ ეს “მოჩ­ვე­ნე­ბე­ბი” ზე­და­პი­რულ აქ­ტი­ურ რღვე­ვებს ანა­თე­ბენ. მათი შეს­წავ­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან მოქ­მე­დე­ბის პრო­ცეს­ში ვერ და­ი­ჭერ. მაგ­რამ არ­სე­ბობს და­მა­ჯე­რე­ბე­ლი თე­ო­რი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა, მათ ახ­სნას და­ეხ­მა­როს."

მეც­ნი­ე­რის თე­ო­რი­ით, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ზე­და­პი­რულ მი­წისძვრებს შე­იძ­ლე­ბა, წყალ­ში ხსნა­დი გაზი გა­მო­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა, რო­გო­რი­ცაა რა­დო­ნი ან მე­თა­ნი, რო­მე­ლიც შემ­დეგ სტა­ტი­კუ­რი ელექტრო­ბის ნა­პერ­წკალ­მა ან ქა­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბამ აან­თო და მი­წისძვრის სი­ნათ­ლე­ე­ბად გა­და­იქ­ცა.

გარ­და ამი­სა, მისი თე­ო­რია ასე­ვე გვთა­ვა­ზობს, რომ სი­ნათ­ლე­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა, გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს აა­ლე­ბა­დი გა­ზე­ბის აა­ლე­ბით, რო­დე­საც ისი­ნი ჟანგბადს ეხე­ბი­ან.

"იქ ფო­ლა­დის გრო­ვე­ბია. ნა­პერ­წკლე­ბი შე­იძ­ლე­ბა, ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლი იყოს. შე­საძ­ლე­ბე­ლია, რკი­ნიგ­ზე­ბი სხვა მი­ზე­ზი­თაც იყოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვად მიჰ­ყვე­ბოდ­ნენ რღვე­ვის ხა­ზებს, რომ­ლებ­მაც ლან­დშაფ­ტში დე­რეფ­ნე­ბი გა­მოკ­ვე­თეს," - თქვა დოქ­ტორ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ხმებს, რომ­ლებ­საც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ის­მე­ნენ, ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა მა­ღა­ლი სიხ­ში­რის რყე­ვის ხმებს მი­ე­წე­როს, რომ­ლე­ბიც ბიძ­გე­ბის შე­დე­გად წარ­მო­იქ­მნე­ბა.

"20-200 ჰერ­ცი სიხ­ში­რის ბგე­რის ტალ­ღე­ბი სმე­ნად დი­ა­პა­ზონ­შია," - და­წე­რა ჰოუმ კვლე­ვა­ში, - “ამ სიხ­ში­რის ბგე­რა და­ბა­ლი სიხ­ში­რის ბგე­რად ით­ვლე­ბა. კვლე­ვე­ბი ასე­ვე გვთა­ვა­ზობს, რომ ინფრაბ­გე­რით­მა ხმა­ურ­მა, ანუ 20 ჰც-ზე და­ბა­ლი სიხ­ში­რის ხმა­ურ­მა, შე­იძ­ლე­ბა, შე­სამ­ჩნე­ვი შეგ­რძნე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს. მა­გა­ლი­თად, 1886 წლის ჩარლსტო­ნის მი­წისძვრის წი­ნა­მორ­ბე­დი ბიძ­გე­ბი, ზოგ­ჯერ აღ­წე­რი­ლი იყო, რო­გორც “დე­ტო­ნა­ცი­ე­ბი”, რაც მი­უ­თი­თებს მა­ღა­ლი სიხ­ში­რის ენერ­გი­ა­ზე ზე­და­პი­რუ­ლი, ახ­ლომ­დე­ბა­რე წყა­რო­დან. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ მოჩ­ვე­ნე­ბე­ბის ის­ტო­რი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა, სა­სარ­გებ­ლო მი­ზა­ნი იყოს გა­მოკ­ვლე­ვე­ბის­თვის, რო­გორც მი­წისძვრის სი­ნათ­ლე­ე­ბის გა­სა­გე­ბად, ასე­ვე ჩრდილ-აღ­მო­სავ­ლეთ ამე­რი­კა­ში ზე­და­პი­რუ­ლი აქ­ტი­უ­რი რღვე­ვე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის­თვის."

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

მოჩვენება თუ მიწისძვრის სინათლე: მეცნიერმა 1950-იანი წლების საიდუმლო ამოხსნა - "ადამიანები ამბობდნენ, რომ ლიანდაგების თავზე საშიშ ნათებას ხედავდნენ"

მოჩვენება თუ მიწისძვრის სინათლე: მეცნიერმა 1950-იანი წლების საიდუმლო ამოხსნა - "ადამიანები ამბობდნენ, რომ ლიანდაგების თავზე საშიშ ნათებას ხედავდნენ"

მეცნიერს მიაჩნია, რომ მან სამხრეთ კაროლინის ქალაქში მოჩვენების გამოჩენის ათწლეულების წინანდელი საიდუმლო ამოხსნა.

  • 1950-იანი წლებიდან სამერვილში, სამხრეთ კაროლინაში, ხალხი ჰყვებოდა ისტორიებს მოჩვენების შესახებ, რომელიც Old Sheep Island Road-ის მახლობლად მიტოვებულ სარკინიგზო ლიანდაგებზე დადიოდა, რომელსაც ადგილობრივები Old Light Road-ს უწოდებენ.

ლეგენდის თანახმად, კაცს, რომელიც რკინიგზაზე მუშაობდა თუ მგზავრობდა, მატარებელმა დაარტყა და მოკლა, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ, მისმა მეუღლემ ამ ტერიტორიაზე მოჩვენებად სიარული დაიწყო - ფანრით ხელში.

ადამიანები ამბობდნენ, რომ ლიანდაგების თავზე საშიშ ნათებასა და უცნაურ სინათლეებს ხედავდნენ, რომლებიც თითქოს ჰაერში ლივლივებდნენ და ზოგჯერ მათკენ მიემართებოდნენ ან ზომაში იზრდებოდნენ.

სინათლეები ჩვეულებრივ აღწერილია როგორც პატარა, ბურთის ფორმისა და ლურჯი ან მწვანე ფერის, თუმცა ზოგჯერ წითელი ან თეთრი ბურთებიც უნახავთ.

ადგილობრივები ასევე ამბობენ, რომ უნახავთ მანქანების რყევა, კარების ხმაური და ჩურჩულის ხმები, რომლებიც სახლებთან და შენობებთან რკინიგზის ხაზის გასწვრივ ისმის.

მიუხედავად იმისა, რომ მოჩვენების ისტორია გრძელდებოდა, დოქტორ სიუზან ჰოუს, გეოფიზიკოსს მიწისძვრის საფრთხეების პროგრამიდან, მიაჩნია, რომ პარანორმალური აქტივობას შეიძლება ბუნებრივი ახსნა ჰქონდეს.

2023 წელს, მეცნიერმა და მისმა კოლეგამ "აღმოაჩინეს გადახრა სამხრეთ კაროლინის რკინიგზის ლიანდაგებში", რაც მიუთითებდა, რომ ისინი შეიძლება გეოგრაფიული რღვევის ხაზზე ყოფილიყო აშენებული და მოჩვენებები, რომლებზეც ადამიანები ამბობენ, რომ ხედავენ, სინამდვილეში, მცირემასშტაბიანი მიწისძვრების შემდგომი ეფექტებია.

ტერიტორიის სეისმოლოგიის შესწავლისას, მან აღმოაჩინა წიგნი, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი 6.6-დან 7.3-მდე მაგნიტუდის მიწისძვრა, რომელიც ახლომდებარე ჩარლსტონში, 1886 წლის 1 სექტემბერს მოხდა.

  • New York Times-ის თანახმად, მოვლენის ისტორიული ჩანაწერი ხსნიდა, თუ როგორ გადაადგილდა სამერვილის სამხრეთით მდებარე სარკინიგზო ხაზი დაახლოებით 15 ფუტით - რაც მიუთითებდა, რომ ის მიწისძვრის რღვევის ხაზზე იყო აშენებული.

დოქტორმა ჰოუმ Science-ს განუცხადა: "არსებობდა საგაზეთო სტატიები სამერვილის სინათლის შესახებ. და წიგნები, როგორიცაა “მოჩვენებებით სავსე სამერვილი”. თავიდან ამაზე დიდად არ მიფიქრია. შემდეგ, გასულ ოქტომბერში, USGS-ის საინფორმაციო ბიულეტენში გამოქვეყნდა პატარა სტატია საშიშ მეცნიერებაზე. ამან კვლავ დამაფიქრა მოჩვენებების ისტორიებზე. და ზოგიერთი დეტალი პირდაპირ ყვიროდა მიწისძვრის ფენომენზე."

მან ახსნა, რომ მანქანების რყევა შეიძლება, გამოწვეული იყოს "მიწისძვრებით ზედაპირულ წყაროსთან," ან ბიძგებით, რომლებიც დედამიწის ზედაპირიდან 40 მილის ფარგლებში ხდება.

მსგავსად, დოქტორი ჰიუ თვლის, რომ მანათობელი ბურთები, რომლებიც ადამიანებს მოჩვენების ფანარი ჰგონიათ, სინამდვილეში შეიძლება, "მიწისძვრის სინათლეები" იყოს.

მიწისძვრის სინათლეები ოპტიკური ფენომენია, რომელიც ცაში სეისმური აქტივობის ადგილების მახლობლად ჩნდება.

  • მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებისთვის გაურკვეველია, რა იწვევს მიწისძვრის სინათლეებს, დოქტორი ჰიუ აყენებს თეორიას, რომ ეს დედამიწიდან გაზის გამოთავისუფლების გამო ხდება.

"აღმოჩნდა, რომ ისინი ყველგან არიან. სინათლეები დაფიქსირებულია უილმინგტონში და კაროლინების სხვა ადგილებშიც. იქნებ ეს “მოჩვენებები” ზედაპირულ აქტიურ რღვევებს ანათებენ. მათი შესწავლა შეუძლებელია, რადგან მოქმედების პროცესში ვერ დაიჭერ. მაგრამ არსებობს დამაჯერებელი თეორიები, რომლებიც შეიძლება, მათ ახსნას დაეხმაროს."

მეცნიერის თეორიით, ტერიტორიაზე ზედაპირულ მიწისძვრებს შეიძლება, წყალში ხსნადი გაზი გამოეთავისუფლებინა, როგორიცაა რადონი ან მეთანი, რომელიც შემდეგ სტატიკური ელექტრობის ნაპერწკალმა ან ქანების მოძრაობამ აანთო და მიწისძვრის სინათლეებად გადაიქცა.

გარდა ამისა, მისი თეორია ასევე გვთავაზობს, რომ სინათლეები შეიძლება, გამოწვეული იყოს აალებადი გაზების აალებით, როდესაც ისინი ჟანგბადს ეხებიან.

"იქ ფოლადის გროვებია. ნაპერწკლები შეიძლება, ისტორიის ნაწილი იყოს. შესაძლებელია, რკინიგზები სხვა მიზეზითაც იყოს მნიშვნელოვანი. ისინი შეიძლება, ბუნებრივად მიჰყვებოდნენ რღვევის ხაზებს, რომლებმაც ლანდშაფტში დერეფნები გამოკვეთეს," - თქვა დოქტორმა.

რაც შეეხება ხმებს, რომლებსაც ადგილობრივები ისმენენ, ისინი შეიძლება მაღალი სიხშირის რყევის ხმებს მიეწეროს, რომლებიც ბიძგების შედეგად წარმოიქმნება.

"20-200 ჰერცი სიხშირის ბგერის ტალღები სმენად დიაპაზონშია," - დაწერა ჰოუმ კვლევაში, - “ამ სიხშირის ბგერა დაბალი სიხშირის ბგერად ითვლება. კვლევები ასევე გვთავაზობს, რომ ინფრაბგერითმა ხმაურმა, ანუ 20 ჰც-ზე დაბალი სიხშირის ხმაურმა, შეიძლება, შესამჩნევი შეგრძნებები გამოიწვიოს. მაგალითად, 1886 წლის ჩარლსტონის მიწისძვრის წინამორბედი ბიძგები, ზოგჯერ აღწერილი იყო, როგორც “დეტონაციები”, რაც მიუთითებს მაღალი სიხშირის ენერგიაზე ზედაპირული, ახლომდებარე წყაროდან. ვიმედოვნებ, რომ მოჩვენებების ისტორიები შეიძლება, სასარგებლო მიზანი იყოს გამოკვლევებისთვის, როგორც მიწისძვრის სინათლეების გასაგებად, ასევე ჩრდილ-აღმოსავლეთ ამერიკაში ზედაპირული აქტიური რღვევების იდენტიფიცირებისთვის."

წყარო