მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა: კესარია აბრამიძეს ბექა ჯაიანმა დანით 28 ჭრილობა მიაყენა - ახალი დეტალები
ცნობილია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა: კესარია აბრამიძეს ბექა ჯაიანმა დანით 28 ჭრილობა მიაყენა - ახალი დეტალები

სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ხედ­ვით, 37 წლის ტრანსგენ­დერ ქალს, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძეს ბექა ჯა­ი­ან­მა და­ნით 28 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

  • დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რორ­მა გრი­გოლ ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ და­მა­ტე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა წა­რად­გი­ნა, რაც საქ­მეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით და­ერ­თო.

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე დაც­ვის მხა­რემ პრო­კუ­რა­ტუ­რის ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა უდა­ვოდ გა­ხა­და, გარ­და დღეს წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნი­სა.

საქ­მის პრო­კუ­რო­რის თქმით, ყვე­ლა ჭრი­ლო­ბა, რაც ჯა­ი­ან­მა აბ­რა­მი­ძეს მი­ა­ყე­ნა, სი­ცო­ცხლის დრო­ინ­დე­ლია. ამას­თან, პრო­კუ­რო­რის თქმით, საქ­მე­ში აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი არ­სე­ბობს, სა­დაც ბექა ჯა­ი­ა­ნი მისი ოჯა­ხის ერთ-ერთ წევ­რს უყ­ვე­ბა, „როცა მას კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე გა­ა­ნა­წყე­ნებ­და, თუ რო­გორ აყე­ნებ­და ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას“.

"დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რემ ბექა ჯა­ი­ა­ნის ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე და­მა­ტე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით წა­რად­გი­ნა სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რო­მელ­შიც კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზის თა­ო­ბა­ზეა მი­თი­თე­ბუ­ლი. ბექა ჯა­ი­ან­მა კე­სა­რია აბ­რა­მი­ძეს 28 ჭრი­ლო­ბა, და­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით მი­ა­ყე­ნა. სწო­რედ მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი არის გარ­დაც­ვა­ლე­ბის უშუ­ა­ლო მი­ზე­ზი.

ყვე­ლა ჭრი­ლო­ბა სი­ცო­ცხლის დრო­ინ­დე­ლია, სწო­რედ სის­ხლნაკ­ლე­ბო­ბამ და მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ გა­მო­იწ­ვია კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბა. წარ­მოდ­გე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა დაც­ვის მხა­რემ სა­და­ვოდ მი­იჩ­ნია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მო­ცე­მულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის გამ­ცე­მი ექ­სპერ­ტი და­ი­კი­თხე­ბა. სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე იქნა მო­პო­ვე­ბუ­ლი და სა­სა­მარ­თლო­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი, დაც­ვის მხა­რემ უდა­ვოდ მი­იჩ­ნია. წარ­მოდ­გე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით უტყუ­ა­რად დას­ტურ­დე­ბა, რომ ბექა ჯა­ი­ა­ნის მი­ე­რაა ჩა­დე­ნი­ლი მის­თვის ბრა­ლად შე­რა­ცხუ­ლი ორი­ვე ქმე­დე­ბა, რის გა­მოც, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, სა­სა­მარ­თლო და­სა­ბუ­თე­ბულ და კა­ნო­ნი­ერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს სა­მარ­თლი­ა­ნი სას­ჯე­ლით.

რალ­დე­ბას ნა­წი­ლობ­რივ აღი­ა­რებს ბრალ­დე­ბუ­ლი, უდა­ოდ მი­იჩ­ნევს იმ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, რაც ჩვენს მიერ იქნა წარ­დგე­ნი­ლი. გარ­და იმი­სა, რომ მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი არ­სე­ბობს, ნე­იტ­რა­ლუ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბია, მათ შო­რის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის, აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის, წე­რი­ლო­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ხით, რომ­ლი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ ბექა ჯა­ი­ა­ნის მიერ ჩა­დე­ნი­ლია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით გენ­დე­რის ნიშ­ნით, გენ­დე­რი­სა და იდენ­ტო­ბის ნიშ­ნით, შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ასე­ვე სის­ტე­მა­ტუ­რი ცემა ამა­ვე ნიშ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბებ­ში პირ­და­პირ არის მი­თი­თე­ბუ­ლი იმ გა­რე­მო­ე­ბის შე­სა­ხებ, რომ კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე მათ სა­მე­გობ­როს, ოჯა­ხის წევ­რებს ესა­უბ­რე­ბო­და, ბექა ჯა­ი­ა­ნის მხრი­დან მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ. უფრო მე­ტიც, არ­სე­ბობს აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ბექა ჯა­ი­ა­ნი მისი ოჯა­ხის ერთ-ერთ წევ­რს ესა­უბ­რე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ რო­დე­საც ის გა­აბ­რა­ზებ­და, გა­ა­ნა­წყე­ნებ­და, ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და, ეს ჩა­ნა­წე­რი საქ­მე­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია ფო­ნე­ი­დოს­კო­პი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, რომ ნამ­დვი­ლად ბექა ჯა­ი­ა­ნის ხმაა. ასე­ვე არ­სე­ბობს მე­ზობ­ლე­ბის გა­მო­კი­თხვის ოქ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც შეს­წრე­ბი­ან იმ ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბას, თუ რო­გორ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ჯა­ი­ა­ნის მხრი­დან კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მი­მართ ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას, ამას დაც­ვის მხა­რე არ აღი­ა­რებს, თუმ­ცა, დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა იმი­სა, რომ მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში, 28 ჭრი­ლო­ბა, რო­მე­ლიც სი­ცო­ცხლის დრო­ინ­დე­ლია, დამ­დგარ სიკ­ვდილ­თან პირ­და­პირ კავ­შირ­შია“, - გა­ნა­ცხა­და ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, 37 წლის ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, გენ­დე­რის ნიშ­ნით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 26 წლის ბექა ჯა­ი­ა­ნი ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ“ და „მ“ პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გენ­დე­რის ნიშ­ნით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20-წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

ცნობილია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა: კესარია აბრამიძეს ბექა ჯაიანმა დანით 28 ჭრილობა მიაყენა - ახალი დეტალები

ცნობილია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა: კესარია აბრამიძეს ბექა ჯაიანმა დანით 28 ჭრილობა მიაყენა - ახალი დეტალები

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 37 წლის ტრანსგენდერ ქალს, კესარია აბრამიძეს ბექა ჯაიანმა დანით 28 ჭრილობა მიაყენა.

  • დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ დამატებითი მტკიცებულება, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რაც საქმეს მტკიცებულების სახით დაერთო.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ პროკურატურის ყველა მტკიცებულება უდავოდ გახადა, გარდა დღეს წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა.

საქმის პროკურორის თქმით, ყველა ჭრილობა, რაც ჯაიანმა აბრამიძეს მიაყენა, სიცოცხლის დროინდელია. ამასთან, პროკურორის თქმით, საქმეში აუდიოჩანაწერი არსებობს, სადაც ბექა ჯაიანი მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს უყვება, „როცა მას კესარია აბრამიძე გაანაწყენებდა, თუ როგორ აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას“.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ ბექა ჯაიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დამატებითი მტკიცებულების სახით წარადგინა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც კესარია აბრამიძის გარდაცვალების მიზეზის თაობაზეა მითითებული. ბექა ჯაიანმა კესარია აბრამიძეს 28 ჭრილობა, დანის გამოყენებით მიაყენა. სწორედ მიყენებული ჭრილობები არის გარდაცვალების უშუალო მიზეზი.

ყველა ჭრილობა სიცოცხლის დროინდელია, სწორედ სისხლნაკლებობამ და მიყენებული ჭრილობების რაოდენობამ გამოიწვია კესარია აბრამიძის გარდაცვალება. წარმოდგენილი მტკიცებულება დაცვის მხარემ სადავოდ მიიჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტი დაიკითხება. სხვა მტკიცებულებები, რაც გამოძიების ეტაპზე იქნა მოპოვებული და სასამართლოში წარმოდგენილი, დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია. წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ბექა ჯაიანის მიერაა ჩადენილი მისთვის ბრალად შერაცხული ორივე ქმედება, რის გამოც, დარწმუნებული ვართ, სასამართლო დასაბუთებულ და კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს სამართლიანი სასჯელით.

რალდებას ნაწილობრივ აღიარებს ბრალდებული, უდაოდ მიიჩნევს იმ მტკიცებულებებს, რაც ჩვენს მიერ იქნა წარდგენილი. გარდა იმისა, რომ მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები არსებობს, ნეიტრალური მტკიცებულებებია, მათ შორის ვიდეოჩანაწერების, აუდიოჩანაწერების, წერილობითი მტკიცებულებების სახით, რომლითაც დასტურდება, რომ ბექა ჯაიანის მიერ ჩადენილია განსაკუთრებული სისასტიკით გენდერის ნიშნით, გენდერისა და იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით განზრახ მკვლელობა, ასევე სისტემატური ცემა ამავე ნიშნების გათვალისწინებით.

მოწმეთა ჩვენებებში პირდაპირ არის მითითებული იმ გარემოების შესახებ, რომ კესარია აბრამიძე მათ სამეგობროს, ოჯახის წევრებს ესაუბრებოდა, ბექა ჯაიანის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ და ფიზიკური ძალადობრივი ქმედებების შესახებ. უფრო მეტიც, არსებობს აუდიოჩანაწერი, სადაც ბექა ჯაიანი მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს ესაუბრება იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ის გააბრაზებდა, გაანაწყენებდა, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, ეს ჩანაწერი საქმეში დადასტურებულია ფონეიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, რომ ნამდვილად ბექა ჯაიანის ხმაა. ასევე არსებობს მეზობლების გამოკითხვის ოქმები, რომლებიც შესწრებიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, თუ როგორ ხორციელდებოდა ჯაიანის მხრიდან კესარია აბრამიძის მიმართ ძალადობრივი ქმედებები. რაც შეეხება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას, ამას დაცვის მხარე არ აღიარებს, თუმცა, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში, 28 ჭრილობა, რომელიც სიცოცხლის დროინდელია, დამდგარ სიკვდილთან პირდაპირ კავშირშია“, - განაცხადა ნიშნიანიძემ.

ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.