პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ვინმეს ეჭვი ჩემზე აქვს, მე ასე არ მჩვევია!" - რას ამბობს ირაკლი ზარქუა ლაშა გაბიტაშვილის შესახებ
"თუ ვინმეს ეჭვი ჩემზე აქვს, მე ასე არ მჩვევია!" - რას ამბობს ირაკლი ზარქუა ლაშა გაბიტაშვილის შესახებ

"ეს ადა­მი­ა­ნი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა - შე­იძ­ლე­ბა იყო მისი მე­ზო­ბე­ლი, ყო­ფი­ლი მე­გო­ბა­რი, ვი­საც მან შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა! თუ ვინ­მეს ეჭვი ჩემ­ზე აქვს, მე ასე არ მჩვე­ვია!" - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა მო­ქა­ლა­ქე ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ინ­ცი­დენტს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტი ირაკ­ლი ზარ­ქუა.

  • ზარ­ქუ­ას თქმით, მომ­ხდარს გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს, ხოლო თუ გა­ბი­ტაშ­ვი­ლი მას ახ­სე­ნებს, მივა და ჩვე­ნე­ბას მის­ცემს.

"მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის თა­ო­ბა­ზე მეც დი­ლით გა­ვი­გე. უნდა ით­ქვას, რომ ძა­ლა­დო­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია! რაც შე­ე­ხე­ბა ამ პი­როვ­ნე­ბას, თუ ვინ­მეს ეჭვი ჩემ­ზე აქვს, მე ასე არ მჩვე­ვია. როცა და­ა­შა­ვა და არას­წო­რად მო­იქ­ცა, ღიად, სა­ჯა­როდ, კა­მე­რებ­თან, იქ სა­დაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იყო, არ მომ­რი­დე­ბია პა­სუ­ხი გა­მე­ცა. როცა ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფაა, მო­მა­ვალ­შიც ასე ვი­ზამ.

ამის შემ­დეგ ერ­თმა­ნეთ­თან ვი­სა­უბ­რეთ. მან და­ა­ფიქ­სი­რა პო­ზი­ცია რა, რო­გორ და რას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჰქონ­და. მე გა­გე­ბით მო­ვე­კი­დე და მგო­ნია, რომ არც ერ­თმა ახალ­გაზ­რდამ ამ უსამ­შობ­ლო­ე­ბის სექ­ტას თავი არ უნდა გა­მო­ა­ყე­ნე­ბი­ნოს. თემა ამით დამ­თავ­რდა. ასე რომ, სა­ცო­და­ო­ბაა გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის მცდე­ლო­ბა, რომ ამ თე­მით გარ­კვე­უ­ლი ქუ­ლე­ბი და­ი­წე­რონ.

თუ რამე ეჭ­ვია, აგერ არის პო­ლი­ცია და ჩი­ვი­ლი არ გა­უ­ჭირ­დე­ბა. თუ და­მი­ბა­რე­ბენ იგი­ვე ჩვე­ნე­ბას მივ­ცემ, რა ჩვე­ნე­ბაც აბუ-და­ბი­ში მი­ვე­ცი, როცა გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

მო­ვი­წო­დებ ოპო­ზი­ცი­ას ამ თე­მით სპე­კუ­ლა­ცი­ას თავი და­ა­ნე­ბონ და თა­ვის გა­ჭირ­ვე­ბულ თავს მი­ხე­დონ, მი­ტინ­გებ­ზე დაც­ვის გა­რე­შე რომ ვერ და­დი­ან და ამ ახალ­გაზ­რდებს იყე­ნე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ.

მო­ქა­ლა­ქე ლაშა გა­ბი­ტაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც იან­ვარ­ში, აბუ და­ბის ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში ფი­ზი­კუ­რად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტე­ბი ირაკ­ლი ზარ­ქუა და ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე და­უ­პი­რის­პირ­დნენ, აცხა­დებს, რომ დღეს დი­ლით, თბი­ლის­ში თავს სამი ნიღ­ბი­ა­ნი პირი და­ეს­ხა თავს.

ვი­დეო მი­მარ­თვა­ში გა­ბი­ტაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ნიღ­ბი­ა­ნი პი­რე­ბი თავს მა­შინ და­ესხნენ, როცა სახ­ლთან ძაღლს ასე­ირ­ნებ­და. გა­ბი­ტაშ­ვილს სა­ხე­ზე მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ეტყო­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"თუ ვინმეს ეჭვი ჩემზე აქვს, მე ასე არ მჩვევია!" - რას ამბობს ირაკლი ზარქუა ლაშა გაბიტაშვილის შესახებ

"თუ ვინმეს ეჭვი ჩემზე აქვს, მე ასე არ მჩვევია!" - რას ამბობს ირაკლი ზარქუა ლაშა გაბიტაშვილის შესახებ

"ეს ადამიანი პროვოკაციული ქმედებებით გამოირჩევა - შეიძლება იყო მისი მეზობელი, ყოფილი მეგობარი, ვისაც მან შეურაცხყოფა მიაყენა! თუ ვინმეს ეჭვი ჩემზე აქვს, მე ასე არ მჩვევია!" - ასე ეხმაურება მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს "ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა.

  • ზარქუას თქმით, მომხდარს გამოძიება დაადგენს, ხოლო თუ გაბიტაშვილი მას ახსენებს, მივა და ჩვენებას მისცემს.

"მომხდარი ინციდენტის თაობაზე მეც დილით გავიგე. უნდა ითქვას, რომ ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია! რაც შეეხება ამ პიროვნებას, თუ ვინმეს ეჭვი ჩემზე აქვს, მე ასე არ მჩვევია. როცა დააშავა და არასწორად მოიქცა, ღიად, საჯაროდ, კამერებთან, იქ სადაც უამრავი ადამიანი იყო, არ მომრიდებია პასუხი გამეცა. როცა ოჯახის წევრებისა და ახლობლების შეურაცხყოფაა, მომავალშიც ასე ვიზამ.

ამის შემდეგ ერთმანეთთან ვისაუბრეთ. მან დააფიქსირა პოზიცია რა, როგორ და რასთან დაკავშირებით ჰქონდა. მე გაგებით მოვეკიდე და მგონია, რომ არც ერთმა ახალგაზრდამ ამ უსამშობლოების სექტას თავი არ უნდა გამოაყენებინოს. თემა ამით დამთავრდა. ასე რომ, საცოდაობაა გარკვეული ჯგუფების მცდელობა, რომ ამ თემით გარკვეული ქულები დაიწერონ.

თუ რამე ეჭვია, აგერ არის პოლიცია და ჩივილი არ გაუჭირდება. თუ დამიბარებენ იგივე ჩვენებას მივცემ, რა ჩვენებაც აბუ-დაბიში მივეცი, როცა გამოძიება მიმდინარეობდა.

მოვიწოდებ ოპოზიციას ამ თემით სპეკულაციას თავი დაანებონ და თავის გაჭირვებულ თავს მიხედონ, მიტინგებზე დაცვის გარეშე რომ ვერ დადიან და ამ ახალგაზრდებს იყენებენ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც იანვარში, აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში ფიზიკურად "ქართული ოცნების" დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე დაუპირისპირდნენ, აცხადებს, რომ დღეს დილით, თბილისში თავს სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს.

ვიდეო მიმართვაში გაბიტაშვილი ამბობს, რომ ნიღბიანი პირები თავს მაშინ დაესხნენ, როცა სახლთან ძაღლს ასეირნებდა. გაბიტაშვილს სახეზე მიყენებული დაზიანებები ეტყობა.