პარტნიორები:
    ავტორი:

    "არ მჯერა, რომ ამას ვწერ ჩემს ერთადერთ ძმაზე" - გარდაიცვალა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი ვაკო ნადარეიშვილი

    "არ მჯერა, რომ ამას ვწერ ჩემს ერთადერთ ძმაზე" - გარდაიცვალა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი ვაკო ნადარეიშვილი

    ორი დღის წინ, 44 წლის ვლადიმერ (ვაკო) ნადარეიშვილი გარდაიცვალა. ახალგაზრდა კაცი გახლდათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის ვაჟი. ის ასევე ბოლო თვეების მანძილზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის მრჩევლის პოსტს იკავებდა.

    "არ მჯერა ამას რომ ვწერ ჩემს ერთადერთ ძმაზე პანაშვიდები:

    სამშაბათი, ოთხშაბათი - გაზაფხულის ქუჩა 12გამოსვენება: ხუთშაბათს 14:00 საათზე საბურთალოს სასაფლაოს “ამაღლების” ეკლესიიდან (გაზდელიანი)“ - წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის და, ანი ნადარეიშვილი.

    გავრცელებული ინფორმაციით, ვაკო ნადარეიშვილი ინსულტით გარდაიცვალა. ბოლო დროს ის მძიმე მდგომარეობაში ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას.

    • AMBEBI.GE მწუხარებას გამოთქვამს ვლადიმერ (ვაკო) ნადარეიშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახსა და ახლობლებს