მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალური სასამართლო დავა, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის შვილმა მოიგო - რას წერს ბრიტანული მედია ია პატარკაციშვილზე
სკანდალური სასამართლო დავა, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის შვილმა მოიგო - რას წერს ბრიტანული მედია ია პატარკაციშვილზე

მი­ლი­არ­დე­რის ქა­ლიშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც "ჩრჩი­ლით სავ­სე“ სა­სახ­ლე იყი­და, სა­სა­მარ­თლო დავა მო­ი­გო - წერს უცხო­უ­რი მე­დია, ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვილ­ზე, ია პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­ზე.

ბრი­ტა­ნუ­ლი "დე­ი­ლი მე­ი­ლის" მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ "ია პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა მე­უღ­ლეს­თან, სტო­მა­ტო­ლოგ დოქ­ტორ ევ­გენ ჰუ­ნი­აკ­თან ერ­თად, 2019 წლის მა­ის­ში ნო­თინგ ჰილ­ში, და­სავ­ლეთ ლონ­დონ­ში მდე­ბა­რე სახ­ლი 32.5 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტად იყი­და.

ია პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის მე­უღ­ლე სა­სა­მარ­თლოს და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ

მაგ­რამ მა­ლე­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ სახ­ლში უამ­რა­ვი ჩრჩი­ლი ცხოვ­რობ­და. მალე წყვილ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მწე­რებ­მა გა­ა­ნად­გუ­რეს ტან­საც­მე­ლი, ღვი­ნო და სხვა სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბი.

წყვილ­მა მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო დავა მო­უ­გო მა­ღა­ლი კლა­სის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის დე­ვე­ლო­პერს, უი­ლი­ამ ვუდ­ვორდ-ფი­შერს.

უმაღ­ლეს­მა სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ ვუდ­ვორდ-ფი­შერ­მა წყვილს სახ­ლის შე­ძე­ნი­სას არ გა­უმ­ხი­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ უძ­რავ ქო­ნე­ბას, ჩრჩი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და ბი­ნა­საც სწო­რედ ამ მი­ზე­ზით ყიდ­და.

ია პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა ბინა 2019 წელს შე­ი­ძი­ნა და 32.5 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტი გა­და­ი­ხა­და. მა­ღა­ლი კლა­სის სა­ცხოვ­რე­ბელ­ში იყო სა­ცუ­რაო აუზი, სპა, სპორტდარ­ბა­ზი, ღვი­ნის ოთა­ხი, ბიბ­ლი­ო­თე­კა და კი­ნო­თე­ატ­რი.

ბი­ნა­ში გა­დას­ვლი­სას რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, იამ შე­ნიშ­ნა, რო­გორ გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ სახ­ლში ჩრჩი­ლე­ბი. ამის შე­სა­ხებ მე­უღ­ლეს ესა­უბ­რა. მა­ლე­ვე სახ­ლი უამ­რა­ვი ჩრჩი­ლით აივ­სო და ოჯა­ხი ყო­ველ­დღი­უ­რად 100-მდე ჩრჩილს ანად­გუ­რებ­და.

სწო­რედ ეს გახ­და მი­ზე­ზი სა­სა­მარ­თლო და­ვი­სა, რო­მელ­საც ბი­ნის ძვე­ლი მფლო­ბე­ლი, დიდი ბრი­ტა­ნე­თის ყო­ფი­ლი ჩემ­პი­ო­ნი ვუდ­ვორდ-ფი­შე­რი, ვერ გა­და­ურ­ჩა.

სა­სა­მარ­თლო­ში წყვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ჩრჩი­ლე­ბი მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი იმ­დე­ნად დიდი იყო, რომ მწე­რებ­მა გა­ა­ნად­გუ­რეს მათი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბი.

წყვი­ლი აცხა­დებ­და, რომ ვუდ­ვორდ-ფი­შერ­მა გა­ყიდ­ვის წინ მათ არ გა­უმ­ხი­ლა, თუ რა პრობ­ლე­მე­ბი არ­სე­ბობ­და სახ­ლში.

10 თე­ბერ­ვალს მო­სა­მარ­თლემ გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ა­ცხა­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა წყვი­ლის სა­სარ­გებ­ლოდ მი­ი­ღო.

წყვი­ლის მო­თხოვ­ნებს, ბი­ნის­თვის გა­დახ­დილ თან­ხას, და­ა­მა­ტა და­ახ­ლო­ე­ბით 4 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტი, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ჩრჩი­ლე­ბის­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბას.

წყვი­ლის თქმით, ბი­ნის შე­ძე­ნამ­დე მათ პერ­სო­ნალ­თან ერ­თად მი­ნი­მუმ 11-ჯერ მო­ი­ნა­ხუ­ლეს სახ­ლი, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყუ­რა­დღე­ბით და­ათ­ვა­ლი­ე­რეს, მა­შინ მწე­რე­ბი არ­სად შე­უ­ნიშ­ნავთ.

მათ­მა ად­ვო­კატ­მა ჯონ მა­კგიმ სა­სა­მარ­თლო­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ დოქ­ტო­რი ჰუ­ნი­ა­კი ყო­ველ­დღი­უ­რად 100-მდე ჩრჩილს ხო­ცავ­და. მი­უ­ხე­და­ვად არა­ერ­თი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა, მათი გაქ­რო­ბა ვერ შეძ­ლეს.

მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რის ად­ვო­კა­ტი ამ­ტკი­ცებ­და, რომ ვუდ­ვორდ-ფი­შე­რი მარ­თა­ლი იყო, რად­გან ჩრჩი­ლე­ბი არ იყ­ვნენ მავ­ნებ­ლე­ბი. ასე­ვე აცხა­დებ­და, რომ მის კლი­ენტს არ შე­ეძ­ლო ქო­ნე­ბის ხე­ლახ­ლა შე­ძე­ნა.

"მე არ ვას­კვნი, რომ მან გა­მიზ­ნუ­ლად მო­ა­ტყუა მომ­ჩივ­ნე­ბი.

მას უბ­რა­ლოდ სურ­და სახ­ლის გა­ყიდ­ვა და სხვა­გან გა­დას­ვლა. რო­გორც მან და­კი­თხვი­სას აღი­ა­რა, პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ გა­ყიდ­ვას შე­ა­ფერ­ხებ­და.

ჩემი აზ­რით, ვუდ­ვორდ-ფი­შე­რი იმე­დოვ­ნებ­და, რომ პრობ­ლე­მა გაქ­რე­ბო­და, და ის მზად იყო, ამის­თვის გა­ე­რის­კა", - ამ­ბობს მო­სა­მარ­თლემ.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ვუდ­ვორდ-ფი­შერ­მა ხე­ლახ­ლა უნდა გა­ი­ყი­დოს ქო­ნე­ბა და გა­და­უ­ხა­დოს წყვილს ფული გა­ყიდ­ვი­დან მი­ღე­ბუ­ლი თან­ხით.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

სკანდალური სასამართლო დავა, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის შვილმა მოიგო - რას წერს ბრიტანული მედია ია პატარკაციშვილზე

სკანდალური სასამართლო დავა, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის შვილმა მოიგო - რას წერს ბრიტანული მედია ია პატარკაციშვილზე

მილიარდერის ქალიშვილმა, რომელმაც "ჩრჩილით სავსე“ სასახლე იყიდა, სასამართლო დავა მოიგო - წერს უცხოური მედია, ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილზე, ია პატარკაციშვილზე.

ბრიტანული "დეილი მეილის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ "ია პატარკაციშვილმა მეუღლესთან, სტომატოლოგ დოქტორ ევგენ ჰუნიაკთან ერთად, 2019 წლის მაისში ნოთინგ ჰილში, დასავლეთ ლონდონში მდებარე სახლი 32.5 მილიონი ფუნტად იყიდა.

ია პატარკაციშვილის მეუღლე სასამართლოს დატოვების შემდეგ

მაგრამ მალევე აღმოაჩინეს, რომ სახლში უამრავი ჩრჩილი ცხოვრობდა. მალე წყვილმა აღმოაჩინა, რომ მწერებმა გაანადგურეს ტანსაცმელი, ღვინო და სხვა საოჯახო ნივთები.

წყვილმა მრავალმილიონიანი სასამართლო დავა მოუგო მაღალი კლასის უძრავი ქონების დეველოპერს, უილიამ ვუდვორდ-ფიშერს.

უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ვუდვორდ-ფიშერმა წყვილს სახლის შეძენისას არ გაუმხილა ინფორმაცია, რომ უძრავ ქონებას, ჩრჩილებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ბინასაც სწორედ ამ მიზეზით ყიდდა.

ია პატარკაციშვილმა ბინა 2019 წელს შეიძინა და 32.5 მილიონი ფუნტი გადაიხადა. მაღალი კლასის საცხოვრებელში იყო საცურაო აუზი, სპა, სპორტდარბაზი, ღვინის ოთახი, ბიბლიოთეკა და კინოთეატრი.

ბინაში გადასვლისას რამდენიმე დღის შემდეგ, იამ შენიშნა, როგორ გადაადგილდებოდნენ სახლში ჩრჩილები. ამის შესახებ მეუღლეს ესაუბრა. მალევე სახლი უამრავი ჩრჩილით აივსო და ოჯახი ყოველდღიურად 100-მდე ჩრჩილს ანადგურებდა.

სწორედ ეს გახდა მიზეზი სასამართლო დავისა, რომელსაც ბინის ძველი მფლობელი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი ჩემპიონი ვუდვორდ-ფიშერი, ვერ გადაურჩა.

სასამართლოში წყვილმა განაცხადა, რომ ჩრჩილები მიყენებული ზიანი იმდენად დიდი იყო, რომ მწერებმა გაანადგურეს მათი საყოფაცხოვრებო ნივთები.

წყვილი აცხადებდა, რომ ვუდვორდ-ფიშერმა გაყიდვის წინ მათ არ გაუმხილა, თუ რა პრობლემები არსებობდა სახლში.

10 თებერვალს მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილება წყვილის სასარგებლოდ მიიღო.

წყვილის მოთხოვნებს, ბინისთვის გადახდილ თანხას, დაამატა დაახლოებით 4 მილიონი ფუნტი, რომელიც ითვალისწინებს ჩრჩილებისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

წყვილის თქმით, ბინის შეძენამდე მათ პერსონალთან ერთად მინიმუმ 11-ჯერ მოინახულეს სახლი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ყურადღებით დაათვალიერეს, მაშინ მწერები არსად შეუნიშნავთ.

მათმა ადვოკატმა ჯონ მაკგიმ სასამართლოზე განაცხადა, რომ დოქტორი ჰუნიაკი ყოველდღიურად 100-მდე ჩრჩილს ხოცავდა. მიუხედავად არაერთი სპეციალური საშუალების გამოყენებისა, მათი გაქრობა ვერ შეძლეს.

მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატი ამტკიცებდა, რომ ვუდვორდ-ფიშერი მართალი იყო, რადგან ჩრჩილები არ იყვნენ მავნებლები. ასევე აცხადებდა, რომ მის კლიენტს არ შეეძლო ქონების ხელახლა შეძენა.

"მე არ ვასკვნი, რომ მან გამიზნულად მოატყუა მომჩივნები.

მას უბრალოდ სურდა სახლის გაყიდვა და სხვაგან გადასვლა. როგორც მან დაკითხვისას აღიარა, პრობლემის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება სავარაუდოდ გაყიდვას შეაფერხებდა.

ჩემი აზრით, ვუდვორდ-ფიშერი იმედოვნებდა, რომ პრობლემა გაქრებოდა, და ის მზად იყო, ამისთვის გაერისკა", - ამბობს მოსამართლემ.

მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიხედვით, ვუდვორდ-ფიშერმა ხელახლა უნდა გაიყიდოს ქონება და გადაუხადოს წყვილს ფული გაყიდვიდან მიღებული თანხით.

წაიკითხეთ ასევე: