საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრილოგიად ჩაფიქრებული და 1 წიგნად გამოცემული რომანი - ჭაბუა ამირეჯიბის „გიორგი ბრწყინვალე“ უკვე გაყიდვაშია
ტრილოგიად ჩაფიქრებული და 1 წიგნად გამოცემული რომანი - ჭაბუა ამირეჯიბის „გიორგი ბრწყინვალე“ უკვე გაყიდვაშია

დღე­ი­დან, 10 თე­ბერ­ვლი­დან ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის რო­მა­ნი „გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლე“ უკვე გა­ყიდ­ვა­შია. ეს გახ­ლავთ „პა­ლიტ­რა L-ის“ ახა­ლი ხუ­თტო­მე­უ­ლის რი­გით მე-3 წიგ­ნი, რომ­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 1 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 14 ლარი იქ­ნე­ბა.

ჭა­ბუა ამი­რე­ჯიბ­მა „გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლე­ზე“ მუ­შა­ო­ბა 1970-იანი წლე­ბის ბო­ლოს და­ი­წყო და ის ტრი­ლო­გი­ად ჰქონ­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო პირ­ვან­დე­ლი ჩა­ნა­ფიქ­რი ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ერთ წიგ­ნად და­წე­რი­ლი რო­მა­ნი პირ­ვე­ლად 2003 წელს გა­მო­ი­ცა და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია. ეს ინ­ტე­რე­სი დღემ­დე არ ნელ­დე­ბა, რად­გან თა­ვად რო­მან­ში გან­ხი­ლუ­ლი თე­მე­ბი არ კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას.

„გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლე“ ასა­ხავს სა­ქარ­თვე­ლოს რთულ პე­რი­ოდს, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა მონ­ღოლ­თა ბა­ტო­ნო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­მა­ნი დე­ტა­ლუ­რად გად­მოს­ცემს მე­ფის ბრძო­ლას რო­გორც ში­ნა­უ­რი მო­ღა­ლა­ტე­ე­ბის, ისე გა­რე­შე მტრე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამი­რე­ჯი­ბი ოს­ტა­ტუ­რად აღ­წერს იმ­დრო­ინ­დელ პო­ლი­ტი­კურ და სო­ცი­ა­ლურ კონ­ტექსტს, რაც მკი­თხველს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, გა­ი­გოს, რა სირ­თუ­ლე­ე­ბი ახ­ლდა სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბის პრო­ცესს. ერთ-ერთი მთა­ვა­რი თემა სწო­რედ პატ­რი­ო­ტიზ­მი, სიძ­ლი­ე­რე და ხა­სი­ა­თის სიმ­ტკი­ცეა.

რო­მა­ნი რე­ა­ლურ ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნებს ემ­ყა­რე­ბა, თუმ­ცა ავ­ტო­რი მას­ში გარ­კვე­ულ მხატ­ვრულ ელე­მენ­ტებ­საც ამა­ტებს. გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლემ მარ­თლაც შეძ­ლო სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და მონ­ღოლ­თა უღ­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მისი მმარ­თვე­ლო­ბა ქვეყ­ნის აღორ­ძი­ნე­ბის და გაძ­ლი­ე­რე­ბის პე­რი­ო­დად მი­იჩ­ნე­ვა, რის გა­მოც ხალ­ხში „ბრწყინ­ვა­ლის“ სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი. ჭა­ბუ­ას მიერ შექ­მნი­ლი გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლე ძლი­ე­რი, ჭკვი­ა­ნი და შორ­სმჭვრე­ტე­ლი მე­ფეა. მას არა მხო­ლოდ სამ­ხედ­რო სტრა­ტე­გი­ა­ში, არა­მედ დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში უდი­დე­სი ნიჭი აქვს. ავ­ტო­რი მას წარ­მო­ა­ჩენს რო­გორც სა­მარ­თლი­ან მმარ­თველს, რო­მე­ლიც იცავს თა­ვის ხალ­ხს და ცდი­ლობს მათ კე­თილ­დღე­ო­ბას. მისი მე­ფო­ბის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო კვლავ ძლი­ერ სა­ხელ­მწი­ფოდ იქ­ცე­ვა, რაც ის­ტო­რი­უ­ლა­დაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ეს გახ­ლავთ სე­რი­ის მე­სა­მე ტომი. პირ­ველ და მე­ო­რე ტო­მად უკვე გა­მო­ცე­მუ­ლია “დათა თუ­თაშ­ხია“. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ასე­ვე, შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ:

  • ბრენ­დი­რე­ბუ­ლი მა­ი­სუ­რე­ბი, ქუ­დე­ბი და ყა­ბა­ლა­ხე­ბი, გა­ფორ­მე­ბუ­ლი ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის ფრა­ზე­ბით.
  • სპე­ცი­ა­ლუ­რი ყა­ბა­ლა­ხი, რო­მელ­ზეც რე­ვაზ თარ­ხან-მო­უ­რა­ვის უნი­კა­ლუ­რი ილუსტრა­ცი­აა და­ტა­ნი­ლი.

წიგ­ნი­სა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, „პა­ლიტ­რა L-ის“ ვებგ­ვერ­დზე ონ­ლა­ინ და ცხელ ხაზ­ზე და­რეკ­ვით 322 470045.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ წიგ­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 14 ლარი იქ­ნე­ბა, შემ­დეგ კი სტან­დარ­ტულ ფა­სად, 20 ლა­რად გა­ი­ყი­დე­ბა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

ტრილოგიად ჩაფიქრებული და 1 წიგნად გამოცემული რომანი - ჭაბუა ამირეჯიბის „გიორგი ბრწყინვალე“ უკვე გაყიდვაშია

ტრილოგიად ჩაფიქრებული და 1 წიგნად გამოცემული რომანი - ჭაბუა ამირეჯიბის „გიორგი ბრწყინვალე“ უკვე გაყიდვაშია

დღეიდან, 10 თებერვლიდან ჭაბუა ამირეჯიბის რომანი „გიორგი ბრწყინვალე“ უკვე გაყიდვაშია. ეს გახლავთ „პალიტრა L-ის“ ახალი ხუთტომეულის რიგით მე-3 წიგნი, რომლის სპეციალური ღირებულებაც 1 კვირის განმავლობაში 14 ლარი იქნება.

ჭაბუა ამირეჯიბმა „გიორგი ბრწყინვალეზე“ მუშაობა 1970-იანი წლების ბოლოს დაიწყო და ის ტრილოგიად ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო პირვანდელი ჩანაფიქრი ვერ განახორციელა. ერთ წიგნად დაწერილი რომანი პირველად 2003 წელს გამოიცა და ფართო საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია. ეს ინტერესი დღემდე არ ნელდება, რადგან თავად რომანში განხილული თემები არ კარგავს აქტუალურობას.

„გიორგი ბრწყინვალე“ ასახავს საქართველოს რთულ პერიოდს, როდესაც ქვეყანა მონღოლთა ბატონობის ქვეშ იმყოფებოდა. რომანი დეტალურად გადმოსცემს მეფის ბრძოლას როგორც შინაური მოღალატეების, ისე გარეშე მტრების წინააღმდეგ.

საინტერესოა, რომ ამირეჯიბი ოსტატურად აღწერს იმდროინდელ პოლიტიკურ და სოციალურ კონტექსტს, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს, გაიგოს, რა სირთულეები ახლდა საქართველოს გაერთიანების პროცესს. ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ პატრიოტიზმი, სიძლიერე და ხასიათის სიმტკიცეა.

რომანი რეალურ ისტორიულ მოვლენებს ემყარება, თუმცა ავტორი მასში გარკვეულ მხატვრულ ელემენტებსაც ამატებს. გიორგი ბრწყინვალემ მართლაც შეძლო საქართველოს გაერთიანება და მონღოლთა უღლისგან გათავისუფლება. მისი მმართველობა ქვეყნის აღორძინების და გაძლიერების პერიოდად მიიჩნევა, რის გამოც ხალხში „ბრწყინვალის“ სახელით არის ცნობილი. ჭაბუას მიერ შექმნილი გიორგი ბრწყინვალე ძლიერი, ჭკვიანი და შორსმჭვრეტელი მეფეა. მას არა მხოლოდ სამხედრო სტრატეგიაში, არამედ დიპლომატიაში უდიდესი ნიჭი აქვს. ავტორი მას წარმოაჩენს როგორც სამართლიან მმართველს, რომელიც იცავს თავის ხალხს და ცდილობს მათ კეთილდღეობას. მისი მეფობის პერიოდში საქართველო კვლავ ძლიერ სახელმწიფოდ იქცევა, რაც ისტორიულადაც დადასტურებულია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს გახლავთ სერიის მესამე ტომი. პირველ და მეორე ტომად უკვე გამოცემულია “დათა თუთაშხია“. პროექტის ფარგლებში, ასევე, შეგიძლიათ შეიძინოთ:

  • ბრენდირებული მაისურები, ქუდები და ყაბალახები, გაფორმებული ჭაბუა ამირეჯიბის ფრაზებით.
  • სპეციალური ყაბალახი, რომელზეც რევაზ თარხან-მოურავის უნიკალური ილუსტრაციაა დატანილი.

წიგნისა და აქსესუარების შეძენა შესაძლებელია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით, „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე ონლაინ და ცხელ ხაზზე დარეკვით 322 470045.

შეგახსენებთ, რომ წიგნის ღირებულება ერთი კვირის განმავლობაში 14 ლარი იქნება, შემდეგ კი სტანდარტულ ფასად, 20 ლარად გაიყიდება.

R