პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალოვან სისტემაში, რასაც ეყრდნობა ხელისუფალი, მუტაცია მიმდინარეობს. რაღაც ახალი ჯიში გამოიყვანა ივანიშვილმა, ადამიანური სახე დააკარგვინა, ფიზიკურადაც კი - ნიღაბი ააფარა" - ხუხაშვილი
"ძალოვან სისტემაში, რასაც  ეყრდნობა ხელისუფალი, მუტაცია მიმდინარეობს. რაღაც ახალი ჯიში გამოიყვანა ივანიშვილმა, ადამიანური სახე დააკარგვინა, ფიზიკურადაც კი - ნიღაბი ააფარა" - ხუხაშვილი

სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი გრძელ­დე­ბა, ქვე­ყა­ნა­ში უწყვე­ტი პრო­ტეს­ტის კვა­ლად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ურ­თი­ერ­თო­ბა და­სავ­ლეთ­თან სულ უფრო ჩიხ­ში შე­დის - გა­სუ­ლი კვი­რის მი­წუ­რულს ცნო­ბი­ლი შე­იქ­ნა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ევ­რო­საბ­ჭოს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან ალენ ბერ­სეს "აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის შე­სა­ხებ" სა­მუ­შაო ჯგუ­ფის შექ­მნა­ზე უარი უთხრა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია თა­ვად ევ­რო­საბ­ჭომ გა­ავ­რცე­ლა. გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ბერ­სე­სა და კო­ბა­ხი­ძეს შო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი 3 თე­ბერ­ვალს გა­ი­მარ­თა, რათა მხა­რე­ებს ერ­თობ­ლი­ვი სა­მუ­შაო ჯგუ­ფის სტა­ტუ­სი გა­ნე­ხი­ლათ. ჯგუფს ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის ცვლი­ლე­ბა­ზე უნდა ემუ­შა­ვა. შე­თან­ხმე­ბა ორ­მხრი­ვად შედ­გა 2024 წლის 20 დე­კემ­ბერს, გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის თბი­ლის­ში ვი­ზი­ტის დროს. გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, 3 თე­ბერ­ვალს სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ბერ­სეს უთხრა, რომ "შეც­ვლი­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო" მის მთავ­რო­ბას აღარ სურს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ერ­თობ­ლივ სა­მუ­შაო ჯგუფ­ში ან "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის" კა­ნო­ნის შეც­ვლა, რო­გორც ეს ადრე იყო გან­ხი­ლუ­ლი. ევ­რო­საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბით, გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ამის გამო დიდი სი­ნა­ნუ­ლი გა­მო­ხა­ტა და, ამას­თან, გა­ი­მე­ო­რა შეშ­ფო­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის, ასე­ვე მზარ­დი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცი­ის გამო. "ახლა უნდა შე­ვა­ფა­სოთ მთავ­რო­ბის კურ­სის შეც­ვლის შე­დე­გად შექ­მნი­ლი ახა­ლი ვი­თა­რე­ბის გავ­ლე­ნა და შე­დე­გი. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან დი­ა­ლო­გი გრძელ­დე­ბა" - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში. "რო­დე­საც უცხო­უ­რი და­ფი­ნან­სე­ბით მოქ­მე­დი NGO-ები გა­მო­ი­ყე­ნე­ბი­ან, რო­გორც რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­წყო­ბის მცდე­ლო­ბის მთა­ვა­რი ინ­სტრუ­მენ­ტი, "გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის დარ­ბი­ლე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტია და ასე­ვე, გა­უმჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­მუ­შაო ფორ­მა­ტის შექ­მნა­ზეც ზედ­მე­ტია სა­უ­ბა­რი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ეს პო­ზი­ცია გა­ვა­ცა­ნით ბა­ტონ ბერ­სეს. ჩვენ ყვე­ლა პრინ­ცი­პი, წესი და­ვი­ცა­ვით. წი­ნას­წარ ვაც­ნო­ბეთ, რომ ამ ფორ­მატ­მა ამო­წუ­რა სა­კუ­თა­რი დატ­ვირ­თვა", - ეს კი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და. ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" გია ხუ­ხაშ­ვი­ლი:

- უკვე სავ­სე­ბით აშ­კა­რაა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აშე­ნებს ავ­ტო­რი­ტა­რიზმს და ამ გზა­ზე სამ ფა­ზას გა­დის: პირ­ვე­ლი - ეს არის ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ზე ერ­თპი­როვ­ნუ­ლი კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბა ანუ ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის გა­უქ­მე­ბა და ერთი პი­რის ან პირ­თა ჯგუ­ფის მო­ნო­პო­ლია ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ზე. ამა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბა, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა, ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბი თუ სხვა; მე­ო­რე - პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის დევ­ნა და ძა­ლა­დო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, პირ­ვე­ლი ფაზა თუ ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მაა, მე­ო­რე უკვე დიქ­ტა­ტუ­რაა. არის მე­სა­მე ფა­ზაც ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მი ანუ რო­დე­საც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბა იწყე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვის გა­რე­შეც, სხვა­დას­ხვა ინ­ტე­რე­სის გამო. მა­გა­ლი­თად, მზია ამაღ­ლო­ბე­ლის შემ­თხვე­ვა შე­ი­ცავს უკვე ამის ნიშ­ნებს. იქ არ არის მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი, არც მხო­ლოდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის დევ­ნაა. იქ პი­რა­დი დევ­ნის ნიშ­ნე­ბიც ჩანს დგე­ბუ­ა­ძის მხრი­დან, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვი ავ­ტო­რი­ტე­ტია და ავ­ტო­რი­ტეტ­ზე ხე­ლის გარ­ტყმა და­უშ­ვე­ბე­ლი ჰგო­ნია, ეს მის იმიჯ­ზე მოქ­მე­დებს... რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ სა­დამ­დე წავა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძა­ლა­უფ­ლე­ბის აბ­სო­ლუ­ტი­ზა­ცი­ის­თვის, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რამ­დე­ნად ამუ­შავ­დე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი ქვე­ყა­ნა­ში თუ მის გა­რეთ...

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ გა­ჩერ­დე­ბა, რად­გან რო­დე­საც ამ­გვარ სის­ტე­მას აშე­ნებ, ერ­თგვა­რი ბუ­ლი­მი­ით ავად­დე­ბი, ვერ ძღე­ბი ძა­ლა­უფ­ლე­ბით, მეტი და მეტი "საკ­ვე­ბი" გჭირ­დე­ბა, ვერ გა­ჩერ­დე­ბი, რად­გან გე­ში­ნია, თუ გა­ჩერ­დი ამ გზა­ზე, შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­გე­შა­ლოს ყვე­ლა­ფე­რი, ამი­ტომ ილუ­ზია არ უნდა გვქონ­დეს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­დღაც გა­ჩერ­დე­ბა. უკვე აღარ არ­სე­ბობს არც მო­რა­ლუ­რი და არც პო­ლი­ტი­კუ­რი ბა­რი­ე­რე­ბი. ბუ­ლი­მია ავად­მყო­ფო­ბაა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს გზა რომ შე­წყვი­ტოს, უნდა აღი­ა­როს და­ა­ვა­დე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბა და­ი­წყოს, მაგ­რამ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არაფ­რის აღი­ა­რე­ბას არ აპი­რებს. ევ­რო­საბ­ჭოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის­თვის მი­ცე­მუ­ლი პი­რო­ბის გა­დათ­ქმაც ამის ნი­შა­ნია.

- რამ შე­იძ­ლე­ბა მო­ახ­დი­ნოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე ზე­გავ­ლე­ნა?

- შიდა და გარე ფაქ­ტო­რე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ამ. ერ­თია შიდა პრო­ტეს­ტი და ეფექ­ტი­ა­ნი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, მაგ­რამ არ არის საკ­მა­რი­სი, მას უნდა და­ე­მა­ტოს გარე ფაქ­ტო­რე­ბიც, რო­მელ­მაც უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს სის­ტე­მის მშე­ნებ­ლო­ბის ინი­ცი­ა­ტო­რის რე­სურ­სე­ბის იმგვა­რი სტე­რი­ლი­ზა­ცია, რომ მას შე­ექ­მნას სის­ტე­მის კონ­ტრო­ლის პრობ­ლე­მე­ბი.

***

პა­რა­ლე­ლუ­რად ვხე­დავთ, ამ ჰომო სო­ვე­ტი­კუ­სის ენის გა­ცო­ცხლე­ბა რო­გორ ხდე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, გვე­გო­ნა, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ვა­მარ­ცხეთ, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, მი­ვა­ძი­ნეთ ჩვენ­ში და ახალ­გაზ­რდებ­შიც კი. ჯენ­ზის ეს არ შე­ე­ხე­ბა, მაგ­რამ მი­ლე­ნი­ე­ლე­ბის ნა­წილ­შიც გა­იღ­ვი­ძა კომ­კავ­ში­რულ­მა სულ­მა, კო­მუ­ნის­ტურ­მა გან­წყო­ბებ­მა. დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყვე­ლა კომ­კავ­ში­რე­ლია.

გარ­და ამი­სა, ძა­ლო­ვან სის­ტე­მა­ში, რა­საც დღეს ეყ­რდნო­ბა ხე­ლი­სუ­ფა­ლი, გარ­კვე­უ­ლი მუ­ტა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. რა­ღაც ახა­ლი ჯიში გა­მო­იყ­ვა­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, ადა­მი­ა­ნუ­რი სახე და­ა­კარ­გვი­ნა, ფი­ზი­კუ­რა­დაც კი - ნი­ღა­ბი აა­ფა­რა, ერ­თი­ან, უსა­ხო, აგ­რე­სი­ულ მა­სად გა­და­აქ­ცია, პი­როვ­ნუ­ლი გან­ზო­მი­ლე­ბა და­ა­კარ­გვი­ნა. სის­ტე­მა მუ­ტა­ცი­ას გა­ნიც­დის და ეს დიდი პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში, ცვლი­ლე­ბე­ბიც რომ მოხ­დე­ბა, მას მე­რეც... რო­გორ იქ­ცე­ვი­ან ეს ნიღ­ბი­ა­ნე­ბი არა მხო­ლოდ აქ­ცი­ის დაშ­ლი­სას, არა­მედ მას მე­რეც, და­კა­ვე­ბუ­ლებს რო­გორ ექ­ცე­ვი­ან, შვი­ლის ტოლ გო­გო­ნებს რო­გო­რი უბინ­ძუ­რე­სი ენით ელა­პა­რა­კე­ბი­ან - ეს არის პე­დო­ფი­ლია, რო­დე­საც მა­მის ტოლ კაცს შე­უძ­ლია არას­რულ­წლო­ვან გო­გო­ნას ისე­თი სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი უთხრას, რა­საც ვერც გა­ვი­მე­ო­რებ. დიახ, ეს არის პე­დო­ფი­ლია - ერთ-ერთ უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი, რაც კი შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა ჩა­ი­დი­ნოს. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"ძალოვან სისტემაში, რასაც ეყრდნობა ხელისუფალი, მუტაცია მიმდინარეობს. რაღაც ახალი ჯიში გამოიყვანა ივანიშვილმა, ადამიანური სახე დააკარგვინა, ფიზიკურადაც კი - ნიღაბი ააფარა" - ხუხაშვილი

"ძალოვან სისტემაში, რასაც  ეყრდნობა ხელისუფალი, მუტაცია მიმდინარეობს. რაღაც ახალი ჯიში გამოიყვანა ივანიშვილმა, ადამიანური სახე დააკარგვინა, ფიზიკურადაც კი - ნიღაბი ააფარა" - ხუხაშვილი

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება, ქვეყანაში უწყვეტი პროტესტის კვალად "ქართული ოცნების" ურთიერთობა დასავლეთთან სულ უფრო ჩიხში შედის - გასული კვირის მიწურულს ცნობილი შეიქნა, რომ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს "აგენტების კანონის შესახებ" სამუშაო ჯგუფის შექმნაზე უარი უთხრა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ევროსაბჭომ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბერსესა და კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი 3 თებერვალს გაიმართა, რათა მხარეებს ერთობლივი სამუშაო ჯგუფის სტატუსი განეხილათ. ჯგუფს ე.წ. აგენტების კანონის ცვლილებაზე უნდა ემუშავა. შეთანხმება ორმხრივად შედგა 2024 წლის 20 დეკემბერს, გენერალური მდივნის თბილისში ვიზიტის დროს. განცხადების თანახმად, 3 თებერვალს სატელეფონო საუბრისას ირაკლი კობახიძემ ბერსეს უთხრა, რომ "შეცვლილი გარემოებების გამო" მის მთავრობას აღარ სურს მონაწილეობა ერთობლივ სამუშაო ჯგუფში ან "უცხოური გავლენის" კანონის შეცვლა, როგორც ეს ადრე იყო განხილული. ევროსაბჭოს განცხადებით, გენერალურმა მდივანმა ამის გამო დიდი სინანული გამოხატა და, ამასთან, გაიმეორა შეშფოთება საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის, ასევე მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო. "ახლა უნდა შევაფასოთ მთავრობის კურსის შეცვლის შედეგად შექმნილი ახალი ვითარების გავლენა და შედეგი. საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი გრძელდება" - წერია განცხადებაში. "როდესაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი NGO-ები გამოიყენებიან, როგორც რევოლუციის მოწყობის მცდელობის მთავარი ინსტრუმენტი, "გამჭვირვალობის შესახებ" კანონის დარბილებაზე საუბარი ზედმეტია და ასევე, გაუმჭვირვალობის შესახებ სამუშაო ფორმატის შექმნაზეც ზედმეტია საუბარი. შესაბამისად, ჩვენ ეს პოზიცია გავაცანით ბატონ ბერსეს. ჩვენ ყველა პრინციპი, წესი დავიცავით. წინასწარ ვაცნობეთ, რომ ამ ფორმატმა ამოწურა საკუთარი დატვირთვა", - ეს კი მოგვიანებით ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" გია ხუხაშვილი:

- უკვე სავსებით აშკარაა, რომ ხელისუფლება აშენებს ავტორიტარიზმს და ამ გზაზე სამ ფაზას გადის: პირველი - ეს არის ძალაუფლებაზე ერთპიროვნული კონტროლის დამყარება ანუ ინსტიტუციური წესრიგის გაუქმება და ერთი პირის ან პირთა ჯგუფის მონოპოლია ძალაუფლებაზე. ამაში იგულისხმება ყველა მიმართულება, მართლმსაჯულება იქნება, ძალოვანი უწყებები თუ სხვა; მეორე - პოლიტიკური ოპონენტების, განსხვავებული აზრის დევნა და ძალადობა საზოგადოებაზე. შესაბამისად, პირველი ფაზა თუ ავტორიტარული სისტემაა, მეორე უკვე დიქტატურაა. არის მესამე ფაზაც ტოტალიტარიზმი ანუ როდესაც პირადი ცხოვრების გაკონტროლება იწყება, პოლიტიკური მოტივის გარეშეც, სხვადასხვა ინტერესის გამო. მაგალითად, მზია ამაღლობელის შემთხვევა შეიცავს უკვე ამის ნიშნებს. იქ არ არის მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი, არც მხოლოდ განსხვავებული აზრის დევნაა. იქ პირადი დევნის ნიშნებიც ჩანს დგებუაძის მხრიდან, რომელიც ადგილობრივი ავტორიტეტია და ავტორიტეტზე ხელის გარტყმა დაუშვებელი ჰგონია, ეს მის იმიჯზე მოქმედებს... რაც შეეხება იმას, თუ სადამდე წავა ხელისუფლება ძალაუფლების აბსოლუტიზაციისთვის, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ამუშავდება ამ ყველაფრის შემაკავებელი ფაქტორები ქვეყანაში თუ მის გარეთ...

ხელისუფლება ვერ გაჩერდება, რადგან როდესაც ამგვარ სისტემას აშენებ, ერთგვარი ბულიმიით ავადდები, ვერ ძღები ძალაუფლებით, მეტი და მეტი "საკვები" გჭირდება, ვერ გაჩერდები, რადგან გეშინია, თუ გაჩერდი ამ გზაზე, შეიძლება ჩამოგეშალოს ყველაფერი, ამიტომ ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ხელისუფლება სადღაც გაჩერდება. უკვე აღარ არსებობს არც მორალური და არც პოლიტიკური ბარიერები. ბულიმია ავადმყოფობაა. ხელისუფლებამ ეს გზა რომ შეწყვიტოს, უნდა აღიაროს დაავადება და მკურნალობა დაიწყოს, მაგრამ ეს ხელისუფლება არაფრის აღიარებას არ აპირებს. ევროსაბჭოს გენერალური მდივნისთვის მიცემული პირობის გადათქმაც ამის ნიშანია.

- რამ შეიძლება მოახდინოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე ზეგავლენა?

- შიდა და გარე ფაქტორების კომბინაციამ. ერთია შიდა პროტესტი და ეფექტიანი წინააღმდეგობა, მაგრამ არ არის საკმარისი, მას უნდა დაემატოს გარე ფაქტორებიც, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სისტემის მშენებლობის ინიციატორის რესურსების იმგვარი სტერილიზაცია, რომ მას შეექმნას სისტემის კონტროლის პრობლემები.

***

პარალელურად ვხედავთ, ამ ჰომო სოვეტიკუსის ენის გაცოცხლება როგორ ხდება, სამწუხაროდ, გვეგონა, რომ საბჭოთა კავშირი დავამარცხეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, მივაძინეთ ჩვენში და ახალგაზრდებშიც კი. ჯენზის ეს არ შეეხება, მაგრამ მილენიელების ნაწილშიც გაიღვიძა კომკავშირულმა სულმა, კომუნისტურმა განწყობებმა. დღეს ხელისუფლებაში ყველა კომკავშირელია.

გარდა ამისა, ძალოვან სისტემაში, რასაც დღეს ეყრდნობა ხელისუფალი, გარკვეული მუტაცია მიმდინარეობს. რაღაც ახალი ჯიში გამოიყვანა ივანიშვილმა, ადამიანური სახე დააკარგვინა, ფიზიკურადაც კი - ნიღაბი ააფარა, ერთიან, უსახო, აგრესიულ მასად გადააქცია, პიროვნული განზომილება დააკარგვინა. სისტემა მუტაციას განიცდის და ეს დიდი პრობლემა იქნება მომავალში, ცვლილებებიც რომ მოხდება, მას მერეც... როგორ იქცევიან ეს ნიღბიანები არა მხოლოდ აქციის დაშლისას, არამედ მას მერეც, დაკავებულებს როგორ ექცევიან, შვილის ტოლ გოგონებს როგორი უბინძურესი ენით ელაპარაკებიან - ეს არის პედოფილია, როდესაც მამის ტოლ კაცს შეუძლია არასრულწლოვან გოგონას ისეთი საშინელებები უთხრას, რასაც ვერც გავიმეორებ. დიახ, ეს არის პედოფილია - ერთ-ერთ უმძიმესი დანაშაული, რაც კი შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს. წაიკითხეთ სრულად

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"