მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“კონცერტი სად არ მქონია, მაგრამ არ მქონია სასამართლო დარბაზში“ - ნინო ქათამაძე
“კონცერტი სად არ მქონია, მაგრამ არ მქონია სასამართლო დარბაზში“ - ნინო ქათამაძე

“კონ­ცერ­ტი სად არ მქო­ნია, მაგ­რამ არ მქო­ნია სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში - თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვა, თა­ვი­სუ­ფა­ლი ხმა ის­მის, არ ჩერ­დე­ბა. ადა­მი­ანს არ შე­უძ­ლია გა­ა­ჩე­როს ეს შიგ­ნით“,- ამის შე­სა­ხებ მუ­სი­კოს­მა, ნინო ქა­თა­მა­ძემ ქუ­თა­ის­ში, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს­თან სხდო­მის და­წყე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სია ჩა­ნიშ­ნუ­ლი.

რო­გორც ნინო ქა­თა­მა­ძემ აღ­ნიშ­ნა, იმ­დე­ნად დაგ­როვ­და უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდა, რომ “არ იცის ეს ხმა რო­გორ უნდა გა­ჩერ­დეს“.

“კონ­ცერ­ტი სად არ მქო­ნია, მაგ­რამ კონ­ცერ­ტი არ მქო­ნია სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში. არას­დროს მოვ­ხვედ­რილ­ვარ. თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვა, თა­ვი­სუ­ფა­ლი ხმა, რო­მე­ლიც ის­მის, არ ჩერ­დე­ბა. ადა­მი­ანს არ შე­უძ­ლია გა­ა­ჩე­როს ეს შიგ­ნით. იმ­დე­ნად დაგ­როვ­და უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდა, იმ­დე­ნად რთუ­ლია მზია ამაღ­ლო­ბე­ლის თემა, თე­მურ ქა­თა­მა­ძის შიმ­ში­ლო­ბა....ძა­ლი­ან ბევ­რი მოვ­ლე­ნაა, არ ვიცი ეს ხმა რო­გორ უნდა გა­ჩერ­დეს",- აღ­ნიშ­ნა ქა­თა­მა­ძემ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სია ჩა­ნიშ­ნუ­ლი.

ცხრა ადა­მი­ა­ნის პრო­ცესს მო­სა­მარ­თლე ცი­ცი­ნო მო­სი­ძე გა­უ­ძღვე­ბა. ჟურ­ნა­ლის­ტებს და სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 174-პრი­მა პირ­ვე­ლი მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით ედა­ვე­ბი­ან. მათ წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე 26 იან­ვარს მო­სა­მარ­თლის სახ­ლთან შეკ­რე­ბის და პრო­ტეს­ტის გამო აღიძ­რა. შეკ­რე­ბი­ლე­ბი მზია ამაღ­ლო­ბე­ლის პა­ტიმ­რო­ბას და სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ.

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ოქმი შემ­დეგ პი­რებს გა­მო­უ­წე­რეს: გელა მთივ­ლიშ­ვი­ლი - ჟურ­ნა­ლის­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ბე­ბი / მთის ამ­ბე­ბის რე­დაქ­ტო­რი; ნინო ქა­თა­მა­ძე - მუ­სი­კო­სი, “ნინო ქა­თა­მა­ძის ფონ­დის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი; ვლა­დი­მერ აფხა­ზა­ვა - მას­წავ­ლე­ბე­ლი, მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს პირ­ვე­ლი მფლო­ბე­ლი; ხვი­ჩა ვა­შაყ­მა­ძე - ჟურ­ნა­ლის­ტი; ქე­თე­ვან ფი­ლა­უ­რი - ფსი­ქო­ლო­გი; მაია ცი­რა­მუა - ფსი­ქო­ლო­გი; ირი­ნა ზა­რან­დია - სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი; გივი ცინ­ცა­ძე - ლან­ჩხუ­თის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი; ეკა კუ­ხა­ლაშ­ვი­ლი - “ქუ­თა­ი­სი პოს­ტის“ ჟურ­ნა­ლის­ტი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

“კონცერტი სად არ მქონია, მაგრამ არ მქონია სასამართლო დარბაზში“ - ნინო ქათამაძე

“კონცერტი სად არ მქონია, მაგრამ არ მქონია სასამართლო დარბაზში“ - ნინო ქათამაძე

“კონცერტი სად არ მქონია, მაგრამ არ მქონია სასამართლო დარბაზში - თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი ხმა ისმის, არ ჩერდება. ადამიანს არ შეუძლია გააჩეროს ეს შიგნით“,- ამის შესახებ მუსიკოსმა, ნინო ქათამაძემ ქუთაისში, საქალაქო სასამართლოსთან სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც ჟურნალისტებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების სასამართლო პროცესია ჩანიშნული.

როგორც ნინო ქათამაძემ აღნიშნა, იმდენად დაგროვდა უსამართლობის განცდა, რომ “არ იცის ეს ხმა როგორ უნდა გაჩერდეს“.

“კონცერტი სად არ მქონია, მაგრამ კონცერტი არ მქონია სასამართლო დარბაზში. არასდროს მოვხვედრილვარ. თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი ხმა, რომელიც ისმის, არ ჩერდება. ადამიანს არ შეუძლია გააჩეროს ეს შიგნით. იმდენად დაგროვდა უსამართლობის განცდა, იმდენად რთულია მზია ამაღლობელის თემა, თემურ ქათამაძის შიმშილობა....ძალიან ბევრი მოვლენაა, არ ვიცი ეს ხმა როგორ უნდა გაჩერდეს",- აღნიშნა ქათამაძემ.

ინფორმაციისთვის, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების სასამართლო პროცესია ჩანიშნული.

ცხრა ადამიანის პროცესს მოსამართლე ციცინო მოსიძე გაუძღვება. ჟურნალისტებს და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილით ედავებიან. მათ წინააღმდეგ საქმე 26 იანვარს მოსამართლის სახლთან შეკრების და პროტესტის გამო აღიძრა. შეკრებილები მზია ამაღლობელის პატიმრობას და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოქმი შემდეგ პირებს გამოუწერეს: გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი; ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, “ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი; ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე - ჟურნალისტი; ქეთევან ფილაური - ფსიქოლოგი; მაია ცირამუა - ფსიქოლოგი; ირინა ზარანდია - სამოქალაქო აქტივისტი; გივი ცინცაძე - ლანჩხუთის საკრებულოს წევრი; ეკა კუხალაშვილი - “ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი.

იხილეთ ასევე: