პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“გავოცდი, როცა ქუთაისს ეწვია, საკმაოდ გახუნებულ ჩოხაში გამოწყობილი... ჩუმი გენიოსი იყო და როგორც ცნობილია, გენიოსისთვის კანონი არ დაწერილა“ - კონსტანტინე გამსახურდიას ლეგენდარული ლექცია ვაჟა-ფშაველაზე
“გავოცდი, როცა ქუთაისს ეწვია, საკმაოდ გახუნებულ ჩოხაში გამოწყობილი... ჩუმი გენიოსი იყო და როგორც ცნობილია, გენიოსისთვის კანონი არ დაწერილა“ - კონსტანტინე გამსახურდიას ლეგენდარული ლექცია ვაჟა-ფშაველაზე

“ენას გი­წუ­ნებ, ფშა­ვე­ლო,/ მგო­სა­ნო მა­ღალ მთი­საო,/ თუმც კი გვი­თე­სავ მარ­გა­ლიტს!../ მკი­თხვე­ლიც იმას მკი­საო!" - რო­გორც ცნო­ბი­ლია, ეს სტრი­ქო­ნე­ბი აკა­კი წე­რე­თელ­მა ვაჟა-ფშა­ვე­ლას მი­უ­ძღვნა, რა­საც მა­შინ­ვე არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა.

ამ სი­ტყვე­ბის ავ­ტო­რი აკა­კი იყო და ერთი შეც­დო­მა ალ­ბათ, მა­საც ეპა­ტი­ე­ბო­და, თუმ­ცა კა­ცია და გუ­ნე­ბა...

თა­ვად ვა­ჟამ, ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ მგო­სანს ლექ­სად ასე უპა­სუ­ხა:

"გულს მის­ვე­ნია ხა­ტა­და/ ენა მთი­სა და ბა­რი­სა./ მე არც ერთს კი­ლოს არ ვწუ­ნობ,/ თუა ქარ­თვე­ლის გვა­რი­სა,/ მო­თაყ­ვა­ნე ვარ ყოვ­ლი­სა/ იმათ ტკბი­ლის და მწა­რი­სა".

  • ვაჟა-ფშა­ვე­ლა­ზე აზრი დიდ­მა მწე­რალ­მა - კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ამ გა­მოთ­ქვა და მას ლექ­ცი­აც მი­უ­ძღვნა, რო­მელ­შიც გე­ნი­ო­სი სა­კად­რი­სად შე­ა­ფა­სა.

გთა­ვა­ზობთ იმ ლექ­ცი­ის ეპი­ზო­დებს, სა­დაც თა­ვად დიდი შე­მოქ­მე­დი, და­უ­შუ­რებ­ლად სა­უბ­რობს გე­ნი­ოს­ზე:

“სიყრმე­ში ვაჟა-ფშა­ვე­ლა წარ­მოდ­გე­ნი­ლი მყავ­და რო­გორც ჩო­ხი­ა­ნი დევ­კა­ცი, ფან­დუ­რით ხელ­ში. უფრო მეტი, იგი თავ­ჩაჩ­ქნი­ან და თო­რი­ან ვაჟ­კა­ცად მე­ოც­ნე­ბე­ო­ბაა... რო­გორ გა­ვოც­დი, როცა ქუ­თა­ისს ეწ­ვია ვაჟა საკ­მა­ოდ გა­ხუ­ნე­ბულ ჩო­ხა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი. არც მისი საკ­მა­ოდ და­ბა­ლი შუბ­ლი და არც თვა­ლე­ბი გე­ნი­ო­სო­ბის ნი­შანს არ ატა­რებ­დნენ. მერ­მე ის იყო, მე უცხო­ეთს წა­ვე­დი და სამ­შობ­ლო­დან მო­მეს­მო­და მისი გო­ლი­ა­თუ­რი ბუ­ბუ­ნი. ვაჟა ძვე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს რა­ინ­დუ­ლი წარ­სუ­ლის ვარ­დია... ლირა... ჩაჩ­ქა­ნი და რკი­ნის პე­რან­გი შე­ეძ­ლო ეტა­რე­ბი­ნა მხო­ლოდ ვა­ჟას. მსოფ­ლიო პო­ე­ზი­ა­ში არ მე­გუ­ლე­ბა მისი ბა­და­ლი პო­ე­ტი. ასე­თი თა­ვის­თა­ვა­დი, ორი­გი­ნა­ლო­ბით მო­სი­ლი. მისი გა­მო­ჩე­ნა ქარ­თუ­ლი პო­ე­ზი­ის ვარ­სკვლა­ვედ­ზე იწ­ვევს ჩვენს გულ­ში აღ­ტა­ცე­ბას და გან­ცვიფ­რე­ბას. რუს­თა­ველ­მა და გუ­რა­მიშ­ვილ­მა და­ა­ნა­თეს მას დიდი მად­ლი ეგ იყო და ეგ. პო­ე­ტის შე­ფა­სე­ბა­ში ჩემ­თვის უმ­თავ­რე­სია ენობ­რი­ვი პო­ზი­ცია ავ­ტო­რის, რად­გან ენა მწერ­ლი­სათ­ვის, რაც კომ­პო­ზი­ტო­რის­თვის, სა­მუ­სი­კო ინ­სტრუ­მენ­ტია. აქ ბევ­რი რამ ჰქონ­და სა­დაო აკა­კი წე­რე­თელს და სი­მონ ხუნ­და­ძეს...

მე სიყრმი­დან­ვე ვა­ჟას მემ­ხრე ვი­ყა­ვი და გიმ­ნა­ზი­ის უკა­ნას­კნელ კლა­სებ­ში მერ­ხი­დან ვუ­წევ­დი ოპო­ზი­ცი­ას ჩემს გან­სვე­ნე­ბულ მას­წავ­ლე­ბელს - სი­მონ ხუნ­და­ძეს. იმ დრო­ი­დან მე არ შე­მიც­ვლია შე­ხე­დუ­ლე­ბა­ნი ვა­ჟას ენის­მი­ე­რი პო­ზი­ცი­ე­ბის მი­მართ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე პი­რა­დად მუ­დამ მი­მაჩ­ნდა ქარ­თუ­ლი ენის გე­ნე­რა­ლუ­რი ხაზი ის მაგ­ნი­ტურ ვე­ლია, რო­მელ­საც მწე­რა­ლი არ უნდა გა­დას­ცდეს, მაგ­რამ ვაჟა ჩუმი გე­ნი­ო­სი იყო და რო­გორც ცნო­ბი­ლია, გე­ნი­ო­სის­თვის კა­ნო­ნი არ და­წე­რი­ლა... ზოგს ასე ჰგო­ნია, რომ ვა­ჟას კუ­თხურ, ფშა­ვურ-ხევ­სუ­რუ­ლი დი­ა­ლექ­ტი რომ არ მო­ეშ­ვე­ლი­ე­ბი­ნა, ამ სი­მაღ­ლე­ზე ვერ ას­წევ­და თა­ვის პო­ე­მებ­სა და ლექ­სებს. მე კი მგო­ნია, ვაჟა გან­გებ გა­ე­მიჯ­ნა ტრი­ვი­ა­ლურ პრო­ვინ­ცი­ა­ლიზ­მში გა­დაჭ­რილ ქარ­თულ ენას.

ილი­ას და აკა­კის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ქარ­თუ­ლი ენა და­იქ­საქ­სა, უგერ­გი­ლო მწერ­ლებ­მა ვერ შეძ­ლეს დი­ა­ლექ­ტე­ბის ტყვე­ო­ბი­დან თა­ვის დაღ­წე­ვა... ჩვენ ვიქ­ნე­ბით უსა­მარ­თლოდ გან­მსჯელ­ნი, თუ დი­ა­ლექ­ტიზ­მის ცოდ­ვებს მოვხსნით ჩვენს კლა­სი­კო­სებს... პრო­ზა­სა და პო­ე­ზი­ა­ში, რე­მარ­კებ­ში ვაჟა მა­ინ­ცდა­მა­ინც არ სცო­დავს. არა­ვი­თა­რი საყ­ვე­დუ­რი არ ეკუთ­ვნო­და აკა­კი­სა­გან, არც არა­ვის­გან. ვა­ჟას სა­ო­ცა­რი შე­მარ­თე­ბა პო­ე­ზი­ა­ში ისეთ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ქმნი­და, თით­ქოს არც კი იცო­და მან თა­ვი­სი ტა­ლან­ტის ფასი. უც­ნა­უ­რი იყო ზოგ-ზოგი კრი­ტი­კო­სის­გან იმის მტკი­ცე­ბა, თით­ქოს ვაჟა ვე­ლუ­რი, გა­უ­რან­და­ვი ტა­ლან­ტი ყო­ფი­ლი­ყოს... საკ­მა­რი­სია გა­და­ვათ­ვა­ლი­ე­როთ მისი კრი­ტი­კუ­ლი წე­რი­ლე­ბი, დავ­რწმუნ­დეთ, რომ ვაჟა დი­დად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. მსოფ­ლიო მწერ­ლო­ბა­ში ორი სა­წყი­სი ებ­რძო­და ურ­თი­ერ­თს - მთი­სა და ბა­რი­სა... არ­სე­ბი­თად ვაჟა გა­ნე­რი­და რუ­სი­ციზ­მე­ბი­თა და ბარ­ბა­რიზ­მე­ბით და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბულ ქარ­თულ ენას და ჭეშ­მა­რი­ტად მარ­გა­ლი­ტე­ბის მთეს­ველ­მა ქარ­თულ ენა­ში შე­მო­უშ­ვა მთა­ში გა­და­ხიზ­ნუ­ლი ლექ­სუ­რი მა­რა­გი და მისი მი­თო­ლო­გია"...

ლექ­ცია ვრცე­ლია, სა­დაც კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია გულ­დას­მით გა­ნი­ხი­ლავს მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბას და ყო­ველ წი­ნა­და­დე­ბა­ში მის გე­ნი­ო­სო­ბას ამ­ტკი­ცებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ აუ­დი­ო­ფირ­ზე არ­სე­ბობს, ჩა­ნა­წე­რია და მისი მოს­მე­ნა დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას გვრის მსმე­ნელს...

ჩემ­თვის, რო­გორც რი­გი­თი მკი­თხვე­ლის­თვის კი, ვაჟა გე­ნი­ო­სია და ქარ­თულ პო­ე­ზი­ა­ში ერთ-ერთი ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ას დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად იკა­ვებს. უბ­რა­ლოდ შე­უ­და­რე­ბე­ლია... სა­ნამ მთას ვეწ­ვე­ო­დი და მისი მშვე­ნი­ე­რე­ბით დავ­ტკბე­ბო­დი, ჯერ ვა­ჟას შე­მოქ­მე­დე­ბას ვე­ზი­ა­რე და შემ­დეგ­ში უკვე იქ მოხ­ვედ­რილს, ისევ ვაჟა მმას­პინ­ძლობ­და, რად­გა­ნაც ამ შე­მოქ­მე­დის სი­დი­ა­დე უკვე იქ, ად­გილ­ზე შე­ვიგ­რძე­ნი - სა­ო­ცა­რი სი­ზუს­ტით ჰქონ­და ის ყვე­ლა­ფე­რი გად­მო­ცე­მუ­ლი, ისე­თი იყო, რო­გორც მის ნა­წე­რებ­ში... კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას შე­ხე­დუ­ლე­ბა გე­ნის­ზე, ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ არა მარ­ტო სა­სი­ა­მოვ­ნოდ ჟღერს, თა­ვად გამ­სა­ხურ­დი­ას ღირ­სე­უ­ლად წარ­მო­ა­ჩენს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

“გავოცდი, როცა ქუთაისს ეწვია, საკმაოდ გახუნებულ ჩოხაში გამოწყობილი... ჩუმი გენიოსი იყო და როგორც ცნობილია, გენიოსისთვის კანონი არ დაწერილა“ - კონსტანტინე გამსახურდიას ლეგენდარული ლექცია ვაჟა-ფშაველაზე

“გავოცდი, როცა ქუთაისს ეწვია, საკმაოდ გახუნებულ ჩოხაში გამოწყობილი... ჩუმი გენიოსი იყო და როგორც ცნობილია, გენიოსისთვის კანონი არ დაწერილა“ - კონსტანტინე გამსახურდიას ლეგენდარული ლექცია ვაჟა-ფშაველაზე

“ენას გიწუნებ, ფშაველო,/ მგოსანო მაღალ მთისაო,/ თუმც კი გვითესავ მარგალიტს!../ მკითხველიც იმას მკისაო!" - როგორც ცნობილია, ეს სტრიქონები აკაკი წერეთელმა ვაჟა-ფშაველას მიუძღვნა, რასაც მაშინვე არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

ამ სიტყვების ავტორი აკაკი იყო და ერთი შეცდომა ალბათ, მასაც ეპატიებოდა, თუმცა კაცია და გუნება...

თავად ვაჟამ, ბევრი ფიქრის შემდეგ მგოსანს ლექსად ასე უპასუხა:

"გულს მისვენია ხატადა/ ენა მთისა და ბარისა./ მე არც ერთს კილოს არ ვწუნობ,/ თუა ქართველის გვარისა,/ მოთაყვანე ვარ ყოვლისა/ იმათ ტკბილის და მწარისა".

  • ვაჟა-ფშაველაზე აზრი დიდმა მწერალმა - კონსტანტინე გამსახურდიამ გამოთქვა და მას ლექციაც მიუძღვნა, რომელშიც გენიოსი საკადრისად შეაფასა.

გთავაზობთ იმ ლექციის ეპიზოდებს, სადაც თავად დიდი შემოქმედი, დაუშურებლად საუბრობს გენიოსზე:

“სიყრმეში ვაჟა-ფშაველა წარმოდგენილი მყავდა როგორც ჩოხიანი დევკაცი, ფანდურით ხელში. უფრო მეტი, იგი თავჩაჩქნიან და თორიან ვაჟკაცად მეოცნებეობაა... როგორ გავოცდი, როცა ქუთაისს ეწვია ვაჟა საკმაოდ გახუნებულ ჩოხაში გამოწყობილი. არც მისი საკმაოდ დაბალი შუბლი და არც თვალები გენიოსობის ნიშანს არ ატარებდნენ. მერმე ის იყო, მე უცხოეთს წავედი და სამშობლოდან მომესმოდა მისი გოლიათური ბუბუნი. ვაჟა ძველი საქართველოს რაინდული წარსულის ვარდია... ლირა... ჩაჩქანი და რკინის პერანგი შეეძლო ეტარებინა მხოლოდ ვაჟას. მსოფლიო პოეზიაში არ მეგულება მისი ბადალი პოეტი. ასეთი თავისთავადი, ორიგინალობით მოსილი. მისი გამოჩენა ქართული პოეზიის ვარსკვლავედზე იწვევს ჩვენს გულში აღტაცებას და განცვიფრებას. რუსთაველმა და გურამიშვილმა დაანათეს მას დიდი მადლი ეგ იყო და ეგ. პოეტის შეფასებაში ჩემთვის უმთავრესია ენობრივი პოზიცია ავტორის, რადგან ენა მწერლისათვის, რაც კომპოზიტორისთვის, სამუსიკო ინსტრუმენტია. აქ ბევრი რამ ჰქონდა სადაო აკაკი წერეთელს და სიმონ ხუნდაძეს...

მე სიყრმიდანვე ვაჟას მემხრე ვიყავი და გიმნაზიის უკანასკნელ კლასებში მერხიდან ვუწევდი ოპოზიციას ჩემს განსვენებულ მასწავლებელს - სიმონ ხუნდაძეს. იმ დროიდან მე არ შემიცვლია შეხედულებანი ვაჟას ენისმიერი პოზიციების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად მუდამ მიმაჩნდა ქართული ენის გენერალური ხაზი ის მაგნიტურ ველია, რომელსაც მწერალი არ უნდა გადასცდეს, მაგრამ ვაჟა ჩუმი გენიოსი იყო და როგორც ცნობილია, გენიოსისთვის კანონი არ დაწერილა... ზოგს ასე ჰგონია, რომ ვაჟას კუთხურ, ფშავურ-ხევსურული დიალექტი რომ არ მოეშველიებინა, ამ სიმაღლეზე ვერ ასწევდა თავის პოემებსა და ლექსებს. მე კი მგონია, ვაჟა განგებ გაემიჯნა ტრივიალურ პროვინციალიზმში გადაჭრილ ქართულ ენას.

ილიას და აკაკის სიკვდილის შემდეგ ქართული ენა დაიქსაქსა, უგერგილო მწერლებმა ვერ შეძლეს დიალექტების ტყვეობიდან თავის დაღწევა... ჩვენ ვიქნებით უსამართლოდ განმსჯელნი, თუ დიალექტიზმის ცოდვებს მოვხსნით ჩვენს კლასიკოსებს... პროზასა და პოეზიაში, რემარკებში ვაჟა მაინცდამაინც არ სცოდავს. არავითარი საყვედური არ ეკუთვნოდა აკაკისაგან, არც არავისგან. ვაჟას საოცარი შემართება პოეზიაში ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს არც კი იცოდა მან თავისი ტალანტის ფასი. უცნაური იყო ზოგ-ზოგი კრიტიკოსისგან იმის მტკიცება, თითქოს ვაჟა ველური, გაურანდავი ტალანტი ყოფილიყოს... საკმარისია გადავათვალიეროთ მისი კრიტიკული წერილები, დავრწმუნდეთ, რომ ვაჟა დიდად განათლებული ადამიანი იყო. მსოფლიო მწერლობაში ორი საწყისი ებრძოდა ურთიერთს - მთისა და ბარისა... არსებითად ვაჟა განერიდა რუსიციზმებითა და ბარბარიზმებით დანაგვიანებულ ქართულ ენას და ჭეშმარიტად მარგალიტების მთესველმა ქართულ ენაში შემოუშვა მთაში გადახიზნული ლექსური მარაგი და მისი მითოლოგია"...

ლექცია ვრცელია, სადაც კონსტანტინე გამსახურდია გულდასმით განიხილავს მწერლის შემოქმედებას და ყოველ წინადადებაში მის გენიოსობას ამტკიცებს. ეს ყველაფერი მხოლოდ აუდიოფირზე არსებობს, ჩანაწერია და მისი მოსმენა დიდ სიამოვნებას გვრის მსმენელს...

ჩემთვის, როგორც რიგითი მკითხველისთვის კი, ვაჟა გენიოსია და ქართულ პოეზიაში ერთ-ერთი ლიდერის პოზიციას დამსახურებულად იკავებს. უბრალოდ შეუდარებელია... სანამ მთას ვეწვეოდი და მისი მშვენიერებით დავტკბებოდი, ჯერ ვაჟას შემოქმედებას ვეზიარე და შემდეგში უკვე იქ მოხვედრილს, ისევ ვაჟა მმასპინძლობდა, რადგანაც ამ შემოქმედის სიდიადე უკვე იქ, ადგილზე შევიგრძენი - საოცარი სიზუსტით ჰქონდა ის ყველაფერი გადმოცემული, ისეთი იყო, როგორც მის ნაწერებში... კონსტანტინე გამსახურდიას შეხედულება გენისზე, ამდენი წლის შემდეგ არა მარტო სასიამოვნოდ ჟღერს, თავად გამსახურდიას ღირსეულად წარმოაჩენს.