მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
Faceამბები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან რუსეთისთვის სოხუმის აეროპორტის უკანონო გადაცემას და ექსპლუატაციაში შეყვანას არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია" - "გახარია საქართველოსთვის“
"ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან რუსეთისთვის სოხუმის აეროპორტის უკანონო გადაცემას და ექსპლუატაციაში შეყვანას არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია" - "გახარია საქართველოსთვის“

გუ­შინ რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტში, რო­მე­ლიც რუ­სეთს ჯერ კი­დევ 2023 წელს 49 წლით უკა­ნო­ნოდ გა­და­ე­ცა, რუ­სე­თის პირ­ვე­ლი სა­ჰა­ე­რო ბორ­ტი სა­ტეს­ტო რე­ჟიმ­ში დაჯ­და, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პარ­ტია "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ეს ფაქ­ტი კი­დევ ერთხელ ამ­ტკი­ცებს, რა მას­შტა­ბის საფრ­თხეს უქ­მნის ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას "ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მი“.

პარ­ტია და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებს და მე­გობ­რებს მი­მარ­თავს და მო­უ­წო­დებს, რომ კრემ­ლის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­დად­გმულ მო­რიგ ნა­ბიჯს სა­თა­ნა­დო შე­ფა­სე­ბა მის­ცენ.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი, წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მო­რიგ უხეშ შე­ლახ­ვას, რაც ასე­ვე არ­ღვევს სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (ICAO) და სა­ჰა­ე­რო ტრან­სპორ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ის (IATA) წე­სებს, რამ­დე­ნა­დაც სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტს ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ შე­სა­ბა­მი­სი კოდი აღარ გა­აჩ­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, და­მა­ტე­ბით კი­თხვას აჩენს, სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტის­თვის ICAO-ს კო­დე­ბის მი­ნი­ჭე­ბა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს კო­დით სარ­გებ­ლო­ბას არ­სე­ბუ­ლი სტა­ტუს-კვოს ვი­თა­რე­ბა­ში გა­მო­რი­ცხავს.

ჩვე­ნი არა­ერ­თი მი­მარ­თვის მი­უ­ხე­და­ვად, ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის მხრი­დან რუ­სე­თის­თვის სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტის უკა­ნო­ნო გა­და­ცე­მას და მის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ში შეყ­ვა­ნას, არა­ვი­თა­რი რე­ა­გი­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია.

ეს ფაქ­ტი კი­დევ ერთხელ ამ­ტკი­ცებს, რა მას­შტა­ბის საფრ­თხეს უქ­მნის ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მი, რო­მელ­მაც ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბი მტრად გა­მო­ა­ცხა­და, ხოლო ოკუ­პან­ტი სა­ხელ­მწი­ფოს ავი­ა­ხა­ზე­ბის პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში სრუ­ლი­ად გულ­გრი­ლად გა­ა­ტა­რა, ისე რომ ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის და­სა­ცა­ვად არა­თუ ფორ­მა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა არ გა­ა­კე­თა, არა­მედ და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­საც არ მი­მარ­თა, რო­მელ­თა ძა­ლის­ხმე­ვა­ზეც იდგა ამ ხნის მან­ძილ­ზე ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კა და ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის მხარ­და­ჭე­რა.

ამი­ტომ, მივ­მარ­თავთ ჩვენს და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებს და მე­გობ­რებს, სა­თა­ნა­დო შე­ფა­სე­ბა მის­ცენ კრემ­ლის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­დად­გმულ მო­რიგ ნა­ბიჯს.

ასე­ვე მივ­მარ­თავთ ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს, სა­თა­ნა­დო შე­ფა­სე­ბა მის­ცენ ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის მიერ ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის ფაქტს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან რუსეთისთვის სოხუმის აეროპორტის უკანონო გადაცემას და ექსპლუატაციაში შეყვანას არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია" - "გახარია საქართველოსთვის“

"ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან რუსეთისთვის სოხუმის აეროპორტის უკანონო გადაცემას და ექსპლუატაციაში შეყვანას არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია" - "გახარია საქართველოსთვის“

გუშინ რუსეთის მიერ ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში, რომელიც რუსეთს ჯერ კიდევ 2023 წელს 49 წლით უკანონოდ გადაეცა, რუსეთის პირველი საჰაერო ბორტი სატესტო რეჟიმში დაჯდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.

მათივე განცხადებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რა მასშტაბის საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას "ივანიშვილის რეჟიმი“.

პარტია დასავლელ პარტნიორებს და მეგობრებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ კრემლის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გადადგმულ მორიგ ნაბიჯს სათანადო შეფასება მისცენ.

"აღნიშნული ფაქტი, წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ შელახვას, რაც ასევე არღვევს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) წესებს, რამდენადაც სოხუმის აეროპორტს ამ ორგანიზაციის მიერ შესაბამისი კოდი აღარ გააჩნია. შესაბამისად, დამატებით კითხვას აჩენს, სოხუმის აეროპორტისთვის ICAO-ს კოდების მინიჭება, რაც საქართველოს კოდით სარგებლობას არსებული სტატუს-კვოს ვითარებაში გამორიცხავს.

ჩვენი არაერთი მიმართვის მიუხედავად, ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან რუსეთისთვის სოხუმის აეროპორტის უკანონო გადაცემას და მის ექსპლუატაციში შეყვანას, არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რა მასშტაბის საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ივანიშვილის რეჟიმი, რომელმაც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები მტრად გამოაცხადა, ხოლო ოკუპანტი სახელმწიფოს ავიახაზების პირდაპირი ფრენები ოკუპირებულ აფხაზეთში სრულიად გულგრილად გაატარა, ისე რომ ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად არათუ ფორმალური განცხადება არ გააკეთა, არამედ დასავლელ პარტნიორებსაც არ მიმართა, რომელთა ძალისხმევაზეც იდგა ამ ხნის მანძილზე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

ამიტომ, მივმართავთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და მეგობრებს, სათანადო შეფასება მისცენ კრემლის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გადადგმულ მორიგ ნაბიჯს.

ასევე მივმართავთ ჩვენს თანამოქალაქეებს, სათანადო შეფასება მისცენ ივანიშვილის რეჟიმის მიერ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიზანმიმართული დაზიანების ფაქტს“, - ნათქვამია განცხადებაში.