პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შესაძლოა, დიპლომატიური ფოსტა გამოიყენება სანქციების თავის არიდებისა და "შავი ფულის“ გადასატანადაც" - რა მასალა გამოქვეყნდა იაპონურ მედიაში უტა ივანიშვილზე და რას აცხადებს გახარიას პარტია?
"შესაძლოა, დიპლომატიური ფოსტა გამოიყენება სანქციების თავის არიდებისა და "შავი ფულის“ გადასატანადაც" - რა მასალა გამოქვეყნდა იაპონურ მედიაში უტა ივანიშვილზე და რას აცხადებს გახარიას პარტია?

პარ­ტია "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ია­პო­ნურ მე­დი­ა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის უფ­რო­სი ვა­ჟის, უტა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ჟურ­ნა­ლის­ტურ გა­მო­ძი­ე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

პარ­ტი­ის შე­ფა­სე­ბით, ჩნდე­ბა სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი და დიპ­ლო­მა­ტე­ბი ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და მისი ოჯა­ხის პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბის მსა­ხუ­რე­ბა­ში.

პარ­ტი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ეს არა­მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ვენ­ცი­ე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვაა და დიდი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სკან­და­ლიც შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს.

"ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბი­დან ჩნდე­ბა სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი და დიპ­ლო­მა­ტე­ბი ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და მისი ოჯა­ხის პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბის მსა­ხუ­რე­ბა­ში. ასე­ვე ჩნდე­ბა სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ ად­გი­ლი აქვს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ფოს­ტი­სა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი იმუ­ნი­ტე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის. შე­საძ­ლოა, ფოს­ტა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სან­ქცი­ე­ბის თა­ვის არი­დე­ბი­სა და "შავი ფუ­ლის“ გა­და­სა­ტა­ნა­დაც. ეს არა­მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ვენ­ცი­ე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვაა და დიდი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სკან­და­ლიც შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია პარ­ტი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, ია­პო­ნურ­მა გა­მო­ცე­მა Shūkan Bunshun - მა ჟურ­ნა­ლის­ტურ გა­მო­ძი­ე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის უფ­როს ვაჟ­ზე, უტა ივა­ნიშ­ვილ­ზე და წერს, რომ “პრო­პუ­ტი­ნის­ტი დიქ­ტა­ტო­რის უფ­რო­სი ვაჟი ია­პო­ნი­ა­ში შე­ნიშ­ნეს”. მა­თი­ვე მტკი­ცე­ბით, უტა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ელჩს, თე­ი­მუ­რაზ ლეჟა­ვას რეს­ტო­რან­ში შეხ­ვდა.

გა­მო­ცე­მა ავ­რცე­ლებს შეხ­ვედ­რის ამ­სახ­ველ ფო­ტო­მა­სა­ლა­საც, რო­მე­ლიც ჩანს ლეჟა­ვა, თუმ­ცა და­ფა­რუ­ლია, სა­ვა­რა­უ­დოდ, უტა ივა­ნიშ­ვი­ლის სახე. Shūkan Bunshun-ის მტკი­ცე­ბით, შეხ­ვედ­რა და­ახ­ლო­ე­ბით ერთ სა­ათს გაგ­რძელ­და, რომ­ლის ბო­ლო­საც ლეჟა­ვამ ივა­ნიშ­ვილს დიდი შავი ჩან­თა გა­დას­ცა და უთხრა, რომ - “აქ არ გახ­სნა, იმე­დი მაქვს გა­მო­გად­გე­ბა”.

  • "jam-news" - ის თარ­გმა­ნის თა­ნახ­მად, Shūkan Bunshun ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს ბოლო ერთ წე­ლი­წად­ში ია­პო­ნი­ა­ში უტა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბებ­ზე. მა­გა­ლი­თად, მე­დი­ა­გა­მო­ცე­მა წერს, რომ 2024 წლის ზა­ფხულ­ში უტა ივა­ნიშ­ვილ­მა 500-550 მი­ლი­ო­ნი იე­ნის (და­ახ­ლო­ე­ბით 3.5 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის) ღი­რე­ბუ­ლე­ბის მდიდ­რუ­ლი აპარ­ტა­მენ­ტი შე­ი­ძი­ნა ტო­კი­ოს ცენ­ტრა­ლურ უბან­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"შესაძლოა, დიპლომატიური ფოსტა გამოიყენება სანქციების თავის არიდებისა და "შავი ფულის“ გადასატანადაც" - რა მასალა გამოქვეყნდა იაპონურ მედიაში უტა ივანიშვილზე და რას აცხადებს გახარიას პარტია?

"შესაძლოა, დიპლომატიური ფოსტა გამოიყენება სანქციების თავის არიდებისა და "შავი ფულის“ გადასატანადაც" - რა მასალა გამოქვეყნდა იაპონურ მედიაში უტა ივანიშვილზე და რას აცხადებს გახარიას პარტია?

პარტია "გახარია საქართველოსთვის“ იაპონურ მედიაში "ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟის, უტა ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმაურება და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პარტიის შეფასებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს დიპლომატიური სამსახური და დიპლომატები ჩართულები არიან ივანიშვილისა და მისი ოჯახის პირადი ინტერესების მსახურებაში.

პარტიაში აცხადებენ, რომ ეს არამარტო საქართველოს კანონმდებლობის, არამედ საერთაშორისო კონვენციების უხეში დარღვევაა და დიდი დიპლომატიური სკანდალიც შეიძლება მოჰყვეს.

"ჟურნალისტური გამოძიებიდან ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს დიპლომატიური სამსახური და დიპლომატები ჩართულები არიან ივანიშვილისა და მისი ოჯახის პირადი ინტერესების მსახურებაში. ასევე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი აქვს დიპლომატიური ფოსტისა და დიპლომატიური იმუნიტეტის გამოყენებას პირადი მიზნებისთვის. შესაძლოა, ფოსტა გამოიყენება სანქციების თავის არიდებისა და "შავი ფულის“ გადასატანადაც. ეს არამარტო საქართველოს კანონმდებლობის, არამედ საერთაშორისო კონვენციების უხეში დარღვევაა და დიდი დიპლომატიური სკანდალიც შეიძლება მოჰყვეს“, - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

ცნობისთვის, იაპონურმა გამოცემა Shūkan Bunshun - მა ჟურნალისტურ გამოძიება გამოაქვეყნა ბიძინა ივანიშვილის უფროს ვაჟზე, უტა ივანიშვილზე და წერს, რომ “პროპუტინისტი დიქტატორის უფროსი ვაჟი იაპონიაში შენიშნეს”. მათივე მტკიცებით, უტა ივანიშვილი საქართველოს ელჩს, თეიმურაზ ლეჟავას რესტორანში შეხვდა.

გამოცემა ავრცელებს შეხვედრის ამსახველ ფოტომასალასაც, რომელიც ჩანს ლეჟავა, თუმცა დაფარულია, სავარაუდოდ, უტა ივანიშვილის სახე. Shūkan Bunshun-ის მტკიცებით, შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, რომლის ბოლოსაც ლეჟავამ ივანიშვილს დიდი შავი ჩანთა გადასცა და უთხრა, რომ - “აქ არ გახსნა, იმედი მაქვს გამოგადგება”.

  • "jam-news" - ის თარგმანის თანახმად, Shūkan Bunshun ყურადღებას ამახვილებს ბოლო ერთ წელიწადში იაპონიაში უტა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე. მაგალითად, მედიაგამოცემა წერს, რომ 2024 წლის ზაფხულში უტა ივანიშვილმა 500-550 მილიონი იენის (დაახლოებით 3.5 მილიონი აშშ დოლარის) ღირებულების მდიდრული აპარტამენტი შეიძინა ტოკიოს ცენტრალურ უბანში.