მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ქართულ ოცნებასთან“ ყველა ოფიციალური კონტრაქტი გავაუქმეთ - ეს მართლაც გადამწყვეტი წერტილია საქართველოს ისტორიაში“ - პეტრას აუსტრევიჩუსი
“ქართულ ოცნებასთან“ ყველა ოფიციალური კონტრაქტი გავაუქმეთ - ეს მართლაც გადამწყვეტი წერტილია საქართველოს ისტორიაში“ - პეტრას აუსტრევიჩუსი

ლი­ე­ტუ­ვე­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი პეტ­რას აუსტრე­ვი­ჩუ­სი “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს აფა­სებს.

აუსტრე­ვი­ჩუ­სი მი­იჩ­ნევს, რომ ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­მა არა­სა­თა­ნა­დოდ შე­ა­ფა­სეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გეგ­მე­ბი, რომ­ლის მი­ზან­საც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი გზის­გან ჩა­მო­შო­რე­ბა წარ­მო­ად­გენს.

მისი თქმით, ერ­თა­დერ­თი არ­ჩე­ვა­ნი, რაც ახლა ევ­რო­კავ­შირს დარ­ჩა, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის იზო­ლა­ცი­აა და ეს იქამ­დე უნდა გაგ­რძელ­დეს, სა­ნამ ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი არ და­ი­ნიშ­ნე­ბა.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი გან­მარ­ტავს, რომ ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის მი­ზანს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დას­ჯა არ წარ­მო­ად­გენს, თუმ­ცა ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა.

- უკვე 70 დღე­ზე მე­ტია, რაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე იკ­რი­ბე­ბი­ან. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნას და აქ­ცი­ის დროს და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხო­ვენ. ბა­ტო­ნო პეტ­რას, რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ ბოლო მოვ­ლე­ნებს? რო­გო­რია თქვე­ნი პო­ზი­ცია საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის, მათ შო­რის მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და­კა­ვე­ბა­ზე?

- გულ­წრფე­ლად რომ ვთქვა, არ მჯე­რო­და, რომ სი­ტუ­ა­ცია შე­იძ­ლე­ბო­და ასე­თი ცუდი ყო­ფი­ლი­ყო, რო­გორც ეს ახლა ხდე­ბა. მაგ­რამ, ალ­ბათ, ჩვენ არ შე­ვა­ფა­სეთ და არა­სა­თა­ნა­დოდ შე­ვა­ფა­სეთ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გეგ­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი გზის და­სას­რუ­ლებ­ლად. ისი­ნი მოქ­მე­დე­ბენ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სცე­ნა­რით, ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის სცე­ნა­რით, პლუ­რა­ლის­ტუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­რე­შე, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის გა­რე­შე, ძლი­ე­რი ოპო­ზი­ცი­ის გა­რე­შე. ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად რუ­სუ­ლი გზაა, აღ­მო­სავ­ლუ­რი გზა. ეს ძა­ლი­ან ცუდი ამ­ბა­ვია ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის, რად­გან ამ ყვე­ლაფ­რის გავ­ლე­ნა იქ­ნე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­მან­გრე­ვე­ლი. და ეს უკვე ასეც არის.

შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ “ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ ყვე­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტრაქ­ტი გა­ვა­უქ­მეთ. მე პი­რა­დად უკან და­სა­ხევ გზას ვერ ვხე­დავ, ვგუ­ლის­ხმობ, იმ ხალ­ხთან, რომ­ლე­ბიც ახლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არი­ან. მო­მა­ვალ კვი­რას გვექ­ნე­ბა რე­ზო­ლუ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ. კი­დევ ერთხელ ვე­ლო­დე­ბი ძა­ლი­ან მკა­ფიო გან­ცხა­დე­ბებს. მე ნამ­დვი­ლად მინ­და და­ვი­ნა­ხო, [ევ­რო­კავ­ში­რის] წევ­რი ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მიჰ­ყვნენ ამ ხაზს. ზო­გი­ერთ დე­და­ქა­ლაქ­სა და თბი­ლისს შო­რის არ არ­სე­ბობს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. ჩვენ უნდა გვეს­მო­დეს, რომ ეს მარ­თლაც გა­დამ­წყვე­ტი წერ­ტი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში. ან აღ­ვად­გი­ნოთ ის ურ­თი­ერ­თო­ბა, რაც ადრე გვქონ­და ან სა­ქარ­თვე­ლო მარ­თლაც აღ­მო­სავ­ლე­თით წავა. ამ ყვე­ლა­ფერს აბ­სო­ლუ­ტუ­რად არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი შე­დე­გე­ბი აქვს. იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

“ქართულ ოცნებასთან“ ყველა ოფიციალური კონტრაქტი გავაუქმეთ - ეს მართლაც გადამწყვეტი წერტილია საქართველოს ისტორიაში“ - პეტრას აუსტრევიჩუსი

“ქართულ ოცნებასთან“ ყველა ოფიციალური კონტრაქტი გავაუქმეთ - ეს მართლაც გადამწყვეტი წერტილია საქართველოს ისტორიაში“ - პეტრას აუსტრევიჩუსი

ლიეტუველი ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი “ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

აუსტრევიჩუსი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა არასათანადოდ შეაფასეს “ქართული ოცნების“ ხელისუფლების გეგმები, რომლის მიზანსაც საქართველოს ევროპული გზისგან ჩამოშორება წარმოადგენს.

მისი თქმით, ერთადერთი არჩევანი, რაც ახლა ევროკავშირს დარჩა, საქართველოს ხელისუფლების იზოლაციაა და ეს იქამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ ქვეყანაში ახალი არჩევნები არ დაინიშნება.

ევროპარლამენტარი განმარტავს, რომ ევროკავშირის ქვეყნების მიზანს ქართველი ხალხის დასჯა არ წარმოადგენს, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში, მიმდინარე პროცესები მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება.

- უკვე 70 დღეზე მეტია, რაც მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან. აქციის მონაწილეები ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. ბატონო პეტრას, როგორ შეაფასებდით საქართველოში განვითარებულ ბოლო მოვლენებს? როგორია თქვენი პოზიცია საპროტესტო აქციებზე და აქციის მონაწილეების, მათ შორის მედიის წარმომადგენლების დაკავებაზე?

- გულწრფელად რომ ვთქვა, არ მჯეროდა, რომ სიტუაცია შეიძლებოდა ასეთი ცუდი ყოფილიყო, როგორც ეს ახლა ხდება. მაგრამ, ალბათ, ჩვენ არ შევაფასეთ და არასათანადოდ შევაფასეთ “ქართული ოცნების“ ხელისუფლების გეგმები საქართველოს ევროპული გზის დასასრულებლად. ისინი მოქმედებენ განსხვავებული სცენარით, ავტორიტარული რეჟიმის სცენარით, პლურალისტური საზოგადოების გარეშე, განსხვავებული მოსაზრებების გარეშე, ძლიერი ოპოზიციის გარეშე. ეს აბსოლუტურად რუსული გზაა, აღმოსავლური გზა. ეს ძალიან ცუდი ამბავია ქართველი ხალხისთვის, რადგან ამ ყველაფრის გავლენა იქნება აბსოლუტურად დამანგრეველი. და ეს უკვე ასეც არის.

შემიძლია გითხრათ, რომ “ქართულ ოცნებასთან“ ყველა ოფიციალური კონტრაქტი გავაუქმეთ. მე პირადად უკან დასახევ გზას ვერ ვხედავ, ვგულისხმობ, იმ ხალხთან, რომლებიც ახლა ხელისუფლებაში არიან. მომავალ კვირას გვექნება რეზოლუცია საქართველოს შესახებ. კიდევ ერთხელ ველოდები ძალიან მკაფიო განცხადებებს. მე ნამდვილად მინდა დავინახო, [ევროკავშირის] წევრი ქვეყნები, რომლებიც მიჰყვნენ ამ ხაზს. ზოგიერთ დედაქალაქსა და თბილისს შორის არ არსებობს ინდივიდუალური მიდგომა ან განსხვავებული ურთიერთობა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს მართლაც გადამწყვეტი წერტილია საქართველოს ისტორიაში. ან აღვადგინოთ ის ურთიერთობა, რაც ადრე გვქონდა ან საქართველო მართლაც აღმოსავლეთით წავა. ამ ყველაფერს აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი შედეგები აქვს. იხილეთ ვრცლად