საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ვმუშაობთ, რათა წინ წავწიოთ ტრამპის “ძალის მეშვეობით მშვიდობის” კონცეფცია - საქართველოში არალეგიტიმური არჩევნები უნდა გაუქმდეს“ - ჯო უილსონი
“ვმუშაობთ, რათა წინ წავწიოთ ტრამპის “ძალის მეშვეობით მშვიდობის” კონცეფცია - საქართველოში არალეგიტიმური არჩევნები უნდა გაუქმდეს“ - ჯო უილსონი

“სა­ქარ­თვე­ლო­ში დიქ­ტა­ტუ­რა პუ­ტი­ნის მიერ იქნა დას­მუ­ლი, არა­ლე­გი­ტი­მუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი უნდა გა­უქ­მდეს და ორ­პარ­ტი­უ­ლად შეგ­ვიძ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ახალ არ­ჩევ­ნებ­ზე მუ­შა­ო­ბა“,- ამის შე­სა­ხებ ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, კონ­გრეს­მენ­მა ჯო უილ­სონ­მა (რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია) France 24-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი მტკი­ცე­ბით, რო­დე­საც საქ­მე სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას ეხე­ბა, რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი და დე­მოკ­რა­ტე­ბი არ­სე­ბი­თად ერ­თად მუ­შა­ო­ბენ.

“ყო­ველ­თვის არა, მაგ­რამ ორ­პარ­ტი­უ­ლი ვი­თა­რე­ბა გვაქვს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტი­სა და სე­ნა­ტის წევ­რებს, ეს ორ­პა­ლა­ტი­ა­ნია, ორ­პარ­ტი­უ­ლია, ერ­თად ვმუ­შა­ობთ, და­ახ­ლო­ე­ბით 90% შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც საქ­მე აშშ-ს [შიდა ვი­თა­რე­ბას] არ ეხე­ბა. ისევ და ისევ, ერ­თად ვმუ­შა­ობთ, ვმუ­შა­ობთ, რათა წინ წავ­წი­ოთ ჩვე­ნი და დო­ნალდ ტრამ­პის “ძა­ლის მეშ­ვე­ო­ბით მშვი­დო­ბის” კონ­ცეფ­ცია. გვინ­და, რომ აღ­ვად­გი­ნოთ მსოფ­ლიო, რო­მე­ლიც, ჩემი აზ­რით, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი იყო რო­ნალდ რე­ი­გა­ნის მიერ, რაც ჩვენს ნატო-ს მო­კავ­ში­რე­ებ­თან, საფ­რან­გეთ­თან, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მუ­შა­ო­ბას ნიშ­ნავს. მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით პროგ­რესს ვხე­დავთ და შეგ­ვიძ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კა­ში თა­ვი­სუ­ფალ არ­ჩევ­ნებ­ზე მუ­შა­ო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, იქ დიქ­ტა­ტუ­რა ომის დამ­ნა­შა­ვე პუ­ტი­ნის მიერ იქნა დას­მუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კა­ში არა­ლე­გი­ტი­მუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი უნდა გა­უქ­მდეს, მაგ­რამ იყო კარ­გი არ­ჩევ­ნე­ბი, რომ­ლებ­ზეც პუ­ტი­ნი უარ­ყო­ფილ იქნა მოლ­დო­ვა­ში, უარ­ყო­ფილ იქნა რუ­მი­ნეთ­ში,” - გა­ნა­ცხა­და უილ­სონ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

“ვმუშაობთ, რათა წინ წავწიოთ ტრამპის “ძალის მეშვეობით მშვიდობის” კონცეფცია - საქართველოში არალეგიტიმური არჩევნები უნდა გაუქმდეს“ - ჯო უილსონი

“ვმუშაობთ, რათა წინ წავწიოთ ტრამპის “ძალის მეშვეობით მშვიდობის” კონცეფცია - საქართველოში არალეგიტიმური არჩევნები უნდა გაუქმდეს“ - ჯო უილსონი

“საქართველოში დიქტატურა პუტინის მიერ იქნა დასმული, არალეგიტიმური არჩევნები უნდა გაუქმდეს და ორპარტიულად შეგვიძლია საქართველოში ახალ არჩევნებზე მუშაობა“,- ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) France 24-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი მტკიცებით, როდესაც საქმე საგარეო პოლიტიკას ეხება, რესპუბლიკელები და დემოკრატები არსებითად ერთად მუშაობენ.

“ყოველთვის არა, მაგრამ ორპარტიული ვითარება გვაქვს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებს, ეს ორპალატიანია, ორპარტიულია, ერთად ვმუშაობთ, დაახლოებით 90% შემთხვევაში, როდესაც საქმე აშშ-ს [შიდა ვითარებას] არ ეხება. ისევ და ისევ, ერთად ვმუშაობთ, ვმუშაობთ, რათა წინ წავწიოთ ჩვენი და დონალდ ტრამპის “ძალის მეშვეობით მშვიდობის” კონცეფცია. გვინდა, რომ აღვადგინოთ მსოფლიო, რომელიც, ჩემი აზრით, ჩამოყალიბებული იყო რონალდ რეიგანის მიერ, რაც ჩვენს ნატო-ს მოკავშირეებთან, საფრანგეთთან, მსოფლიოს მასშტაბით მუშაობას ნიშნავს. მსოფლიოს მასშტაბით პროგრესს ვხედავთ და შეგვიძლია საქართველოს რესპუბლიკაში თავისუფალ არჩევნებზე მუშაობა. სამწუხაროდ, იქ დიქტატურა ომის დამნაშავე პუტინის მიერ იქნა დასმული. საქართველოს რესპუბლიკაში არალეგიტიმური არჩევნები უნდა გაუქმდეს, მაგრამ იყო კარგი არჩევნები, რომლებზეც პუტინი უარყოფილ იქნა მოლდოვაში, უარყოფილ იქნა რუმინეთში,” - განაცხადა უილსონმა.