ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან განვიხილეთ, კოლექტიურად როგორ შეგვიძლია პასუხი ვაგებინოთ ივანიშვილის ტირანიულ რეჟიმს. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“მადლიერი ვიყავი ბალტიის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შევხვედროდი, მარგუს ცაჰკნას, კესტუტის ბუდრისსა და ბაიბა ბრაჟეს, რათა განგვეხილა კოლექტიურად როგორ შეგვიძლია პასუხი ვაგებინოთ ივანიშვილის ტირანიულ რეჟიმს. ბალტიის ქვეყნები თავისუფლებისა და დემოკრატიის მოდელი არიან. მიხარია მათი დამოუკიდებლობა!” - წერს უილსონი.