Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაბლოკილი მედიასაშუალებები, დაკავებული ჟურნალისტები, აკრძალული სოცქსელები... - როგორ შეზღუდა პუტინის რეჟიმმა სიტყვისა და პრესის თავისუფლება საკანონმდებლო დონეზე?
დაბლოკილი მედიასაშუალებები, დაკავებული ჟურნალისტები, აკრძალული სოცქსელები... - როგორ შეზღუდა პუტინის რეჟიმმა სიტყვისა და პრესის თავისუფლება საკანონმდებლო დონეზე?

ელ­ცი­ნის ეპო­ქა პოსტსაბ­ჭო­თა რუ­სეთ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის აყ­ვა­ვე­ბის პე­რი­ო­დად მი­იჩ­ნე­ო­და, თუმ­ცა მო­ყო­ლე­ბუ­ლი 2000-იან წლე­ბი­დან, პუ­ტი­ნის მმარ­თვე­ლო­ბას­თან ერ­თად, სი­ტუ­ა­ცია უკი­დუ­რე­სად გა­უ­ა­რეს­და.

პუ­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ რუ­სეთ­ში და­ი­წყო ისე­დაც ძა­ლი­ან მყი­ფე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის ნელი, მაგ­რამ თან­მიმ­დევ­რუ­ლი რეგ­რე­სი და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის დეგ­რა­დი­რე­ბა, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­იწ­ვია შე­უ­ზღუ­და­ვი ერ­თპი­როვ­ნუ­ლი დიქ­ტა­ტუ­რის დამ­ყა­რე­ბა. ეს პრო­ცე­სი მო­ი­ცავ­და რეპ­რე­სი­უ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ეტა­პობ­რივ შე­მო­ღე­ბას და აქ­ტი­უ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს ადა­მი­ა­ნის ძი­რი­თა­დი უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის აღ­კვე­თას და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­სტი­ტუ­ტე­ბის დე­მონ­ტაჟს. ამ პო­ლი­ტი­კის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა იყო ე.წ. "უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის“ შე­სა­ხებ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

დღე­ი­სათ­ვის რუ­სეთ­ში 90 სა­ჯა­რო (მათ შო­რის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დამ­ცვე­ლი), პო­ლი­ტი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა აღი­ა­რე­ბუ­ლი "ექ­სტრე­მის­ტუ­ლად“, მა­გა­ლი­თად, ალექ­სეი ნა­ვალ­ნის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ფონ­დი, იე­ღო­ვას მოწ­მე­თა ეკ­ლე­სია და ა.შ. ასო­ბით ადა­მი­ა­ნი, რომ­ლებ­საც ბრა­ლად ედე­ბათ ასე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა, და­ფი­ნან­სე­ბა (მცი­რე შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბის ჩათ­ვლით), სიმ­ბო­ლო­ე­ბის გა­მო­ფე­ნა (ბე­ი­ჯე­ბი, ავა­ტა­რე­ბი, მა­ი­სუ­რე­ბი), უბ­რა­ლოდ ერ­თად ლოც­ვა და ბიბ­ლი­ის კი­თხვა... ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი ალექ­სეი ნა­ვალ­ნი, რო­მელ­საც 19 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს "ექ­სტრე­მის­ტუ­ლი თე­მის შექ­მნის­თვის“, 2024 წლის 16 იან­ვარს კო­ლო­ნი­ა­ში დღემ­დე გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. წყა­რო

რუ­სეთ­ში სწო­რედ პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნე­ბი სა­ბო­ლო­ოდ, გახ­და მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის დაბ­ლოკ­ვის სა­ფუძ­ვე­ლი. ვი­თა­რე­ბა ისე­თი შე­იქ­მნა, რომ მე­დია გა­მო­ცე­მას შე­იძ­ლე­ბო­და " როს­კომ­ნად­ზორ­თან“ პრობ­ლე­მე­ბი შეჰ­ქმნო­და მა­ში­ნაც კი, თუ, მა­გა­ლი­თად, ახა­ლი ამ­ბე­ბის სა­იტ­ზე კო­მენ­ტა­რებ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის რა­ი­მე ფორ­მით მი­უ­ღე­ბე­ლი აზრი იქ­ნე­ბო­და გა­მოთ­ქმუ­ლი.

გა­დავ­ხე­დოთ პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის მი­ღე­ბულ კა­ნო­ნებს:

  • კა­ნონ­მდებ­ლო­ბა "უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის“ შე­სა­ხებ

პუ­ტი­ნის მმარ­თვე­ლო­ბის დიქ­ტა­ტუ­რად ქცე­ვის­კენ ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯად მი­იჩ­ნე­ვა კა­ნონ­მდებ­ლო­ბა "უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის“ შე­სა­ხებ , რო­მე­ლიც 2011-2012 წლის ზამ­თარ­ში, მა­სობ­რი­ვი ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო გა­მოს­ვლე­ბის სა­პა­სუ­ხოდ მი­ი­ღეს (სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამას წინ უს­წრებ­და აქ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბა). კა­ნო­ნის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი რუ­სეთ­ში გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბით, არა­მედ ზო­გი­ერ­თი მავ­ნე გარე ძა­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც ძირს უთხრი­ან რუ­სე­თის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს. ამ ძა­ლე­ბის აგენ­ტე­ბად და­სა­ხელ­და უცხო­უ­რი და­ფი­ნან­სე­ბის მიმ­ღე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და მე­დია.

  • 2012 წლის 13 ივ­ლი­სი

რუ­სეთ­ში ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის სის­ხლის სა­მარ­თლის სას­ჯე­ლი აღად­გი­ნეს. ლა­პა­რა­კია პრე­სა­სა ან ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც შე­უ­რა­ცხყოფ­და პა­ტივს და ღირ­სე­ბას. სას­ჯე­ლის გამ­კაც­რე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი იყ­ვნენ პუ­ტი­ნის "ედი­ნა­ია რა­სი­ას“ დე­პუ­ტა­ტე­ბი, რომ­ლე­თაც მი­ი­რეს კი­დეც კა­ნო­ნი, სხვა ფრაქ­ცი­ე­ბი წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვიდ­ნენ. თუ კა­ნო­ნის მი­ღე­ბამ­დე, რუ­სეთ­ში ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის ჯა­რი­მა იყო 2-3 ათა­სი რუბ­ლი, ახლა მაქ­სი­მა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს ჯა­რი­მას 5 მი­ლი­ონ რუბ­ლამ­დე ან სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­მუ­შა­ოს 480 სა­ა­თამ­დე.

  • 2013 წლის 11 ივ­ნი­სი

სა­ხელ­მწი­ფო დუ­მამ მი­ი­ღო ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც და­წეს­და სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის სა­ჯა­რო შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის, მათ შო­რის მე­დი­ა­ში, სამ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით.

  • 2013 წლის 30 ივ­ნი­სი

ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ხელი მო­ა­წე­რა კა­ნონს, რო­მე­ლიც კრძა­ლავს ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მის პრო­პა­გან­დას, რა­შიც იგუ­ლის­ხმე­ბა არატ­რა­დი­ცი­უ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა. დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, მე­დი­ის ან ინ­ტერ­ნე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით პრო­პა­გან­დის­თვის სას­ჯე­ლი უფრო მკაც­რია. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ჯა­რი­მა და­წეს­და 50-დან 100 ათას რუბ­ლამ­დე ოდე­ნო­ბით, თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის­თვის - 100-დან 200 ათას რუბ­ლამ­დე, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის­თვის სას­ჯე­ლად მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი ან საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ჩე­რე­ბა 90 დღემ­დე გა­ნი­სა­ზღვრა.

  • 2014 წლის 1-ელი ივ­ლი­სი

რუ­სეთ­ში ძა­ლა­ში შე­ვი­და "უცენ­ზუ­რო ენის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი. კა­ნო­ნი კრძა­ლავს უხამ­სი სი­ტყვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მე­დი­ა­ში, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­სა და ხალ­ხუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის სა­ჯა­რო წარ­მოდ­გე­ნის დროს, ასე­ვე თე­ატ­რა­ლურ წარ­მოდ­გე­ნებ­ში, კონ­ცერ­ტებ­სა და სხვა გა­სარ­თობ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, აგ­რეთ­ვე კი­ნო­თე­ატ­რებ­ში ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბი­სას. ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის­თვის დარ­ღვე­ვის­თვის ჯა­რი­მე­ბი 2,5 ათას რუბ­ლამ­დეა, თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის­თვის - 5 ათას რუბ­ლამ­დე, იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის­თვის - 50 ათას რუბ­ლამ­დე.

  • 2016 წლის 1-ელი იან­ვა­რი

რუ­სეთ­ში ამოქ­მედ­და კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ზღუ­დავს უცხო­ე­ლი აქ­ცი­ო­ნე­რე­ბის წილს რუ­სუ­ლი მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სა­წეს­დე­ბო კა­პი­ტალ­ში 20%-მდე და ასე­ვე კრძა­ლავს უცხო­ე­ლე­ბის მიერ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის და­ფუძ­ნე­ბას და და­ფი­ნან­სე­ბას.

  • 2017 წლის 1-ელი იან­ვა­რი

ფე­დე­რა­ლურ კა­ნონ­ში "ინ­ფორ­მა­ცი­ის, ინ­ფორ­მი­რე­ბა­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის დაც­ვის შე­სა­ხებ“ ძა­ლა­ში შე­ვი­და ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ახა­ლი ამ­ბე­ბის დიდი აგ­რე­გა­ტო­რე­ბი მე­დი­ას­თან გა­ი­გივ­და. ყო­ველ­დღი­უ­რად მი­ლი­ონ­ზე მეტი მომ­ხმა­რებ­ლის აუ­დი­ტო­რი­ის მქო­ნე ახა­ლი ამ­ბე­ბის სერ­ვი­სებს მო­ე­თხო­ვე­ბათ გა­და­ა­მოწ­მონ სო­ცი­ა­ლუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის სი­ზუს­ტე, თა­ვი­დან აი­ცი­ლონ მისი უკა­ნო­ნო გა­მო­ყე­ნე­ბა და უზ­რუნ­ველ­ყონ Roskomnadzor-ის მას­ზე წვდო­მა. წე­სე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის­თვის, ჯა­რი­მე­ბი მერ­ყე­ობს 500 ათა­სი­დან 3 მი­ლი­ონ რუბ­ლამ­დე.

  • 2018 წლის 24 აპ­რი­ლი

ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ხელი მო­ა­წე­რა კა­ნონს, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­იბ­ლო­კოს ვებ­სა­ი­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც, "როს­კომ­ნად­ზო­რის“ შე­ფა­სე­ბით, აქ­ვეყ­ნე­ბენ ცი­ლისმწა­მებ­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას. თუ ის არ მო­იხ­სნე­ბა 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, რე­სურ­სი იბ­ლო­კე­ბა "როს­კომ­ნად­ზო­რის“ მიერ. ეს შე­ე­ხე­ბა ნე­ბის­მი­ერ რე­სურსს, მათ შო­რის მე­დი­ას.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რუ­სეთ­ში ინ­ტერ­ნეტ სერ­ვი­სე­ბი­სა და ვებ­სა­ი­ტე­ბის დაბ­ლოკ­ვის შე­სა­ხებ შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოს სა­სა­მარ­თლომ პრო­კუ­რა­ტუ­რის, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის ან მისი მო­ად­გი­ლის მო­თხოვ­ნით, ასე­ვე "როს­კომ­ნად­ზორ­მა უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის მო­თხოვ­ნით ან თა­ვად "როს­კომ­ნად­ზო­რის­ვე“ მო­თხოვ­ნით კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში.

  • 2019 წლის 19 მარ­ტი

რუ­სეთ­ში ძა­ლა­ში შე­ვი­და ყალ­ბი ამ­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფის აკ­რძალ­ვა. პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­შიც აღ­მო­ა­ჩე­ნენ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბის ნიშ­ნე­ბია, უნდა მო­იხ­სნას ონ­ლა­ინ მე­დი­ი­დან 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში პუბ­ლი­კა­ცია იბ­ლო­კე­ბა. ყალ­ბი ამ­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლი. თუ ეს გა­მო­იწ­ვევს ტრან­სპორ­ტის ან სხვა სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტე­ბის მუ­შა­ო­ბა­ში ჩა­რე­ვას, ჯა­რი­მა გან­სა­ზღვრუ­ლია 100-300 ათა­სი რუბ­ლის ოდე­ნო­ბით. თუ ამის შე­დე­გად ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პე­ბა, ჯა­რი­მა იზ­რდე­ბა 300-400 ათას რუბ­ლამ­დე. იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის­თვის ჯა­რი­მე­ბი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 200 ათა­სი­დან 1,5 მი­ლი­ონ რუბ­ლამ­დე. წყა­რო

  • ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა

სწო­რედ ამ კა­ნო­ნე­ბის წყა­ლო­ბით, რუ­სეთ­ში 2019-2024 წლებ­ში, სულ ცოტა, 26 ჟურ­ნა­ლის­ტი და­ა­კა­ვეს, რო­მელ­თაც პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯათ. უმე­ტე­სი მათ­განს ბრა­ლი ედე­ბა "ფე­ი­კე­ბის" გავ­რცე­ლე­ბა, 2022 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ძი­რი­თა­დად ფი­გუ­რი­რებს საქ­მე­ე­ბი რუ­სე­თის არ­მი­ის თა­ო­ბა­ზე"ფე­ი­კე­ბის" გავ­რცე­ლე­ბის ბრალ­დე­ბით. მე­ო­რე თემა, რის გა­მოც რუ­სეთ­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს ასა­მარ­თლე­ბენ არის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა ექ­სტრე­მიზ­მში.

ივან საფ­რო­ნო­ვი

მათ­გან ყვე­ლა­ზე მძი­მე სას­ჯე­ლი - 22-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა 2022 წელს მი­ე­სა­ჯა "კო­მერ­სან­ტი­სა“ და "ვე­დო­მოს­ტის“ ყო­ფილ კო­რეს­პონ­დენტს ივან საფ­რო­ნოვს, მას ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს სა­ხელ­მწი­ფო ღა­ლატ­ში. მის საქ­მე­ში რო­გორც ამის ერთ-ერთ მთა­ვარ მტკი­ცე­ბუ­ლად მოყ­ვა­ნი­ლი იყო მის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა აფ­რი­კის ქვეყ­ნე­ბის­თვის რუ­სუ­ლი ია­რა­ღის არა­ლე­გა­ლუ­რად გა­ყიდ­ვის თა­ო­ბა­ზე. წყა­რო

2022 წელს რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ მე­დი­ა­ზე ზე­წო­ლა სულ უფრო მე­ტად გაძ­ლი­ერ­და. რი­გით მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა თუ ჟურ­ნა­ლის­ტებს აკა­ვებ­დნენ ამ ფარ­თო­მას­შტა­ბუ­რი თავ­დას­ხმის­თვის ომის დარ­ქმე­ვის­თვი­საც კი.

  • რო­გორ იბ­ლო­კე­ბო­და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი 2014 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი?

2014 წლის 13 მარტს "როს­კომ­ნად­ზორ­მა" სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­რე­შე დაბ­ლო­კა სამი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის ვებგ­ვერ­დი: Grani.ru, Yezhednevny Zhurnal და Kasparov.ru (მისი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გარი კას­პა­რო­ვი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში აღი­ა­რე­ბუ­ლია უცხო­ურ აგენ­ტად). რე­სურ­სებ­ზე წვდო­მა გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნით შე­ი­ზღუ­და, მი­ზე­ზად "არა­კა­ნო­ნი­ე­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და დად­გე­ნი­ლი წე­სით გა­მარ­თულ მა­სობ­რივ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მო­წო­დე­ბე­ბი“ და­ა­სა­ხე­ლეს. ამავდრო­უ­ლად და­იბ­ლო­კა, ალექ­სეი ნა­ვალ­ნის ბლო­გი LiveJournal-ზე.

შვი­დი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 2014 წლი­დან 2021 წლამ­დე, რუ­სეთ­ში და­იბ­ლო­კა 11 მე­დია ვებგ­ვერ­დი, მათ შო­რის MBKh Media, Open Media და Proekt.

2022 წლი­დან წვდო­მა შე­ი­ზღუ­და 138 რე­სურ­სზე. ბლო­კი­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ტალ­ღა მოხ­და უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბი­დან პირ­ველ ორ თვე­ში - ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში 60-ზე მეტი მე­დია ვებგ­ვერ­დი მოხ­ვდა შავ სი­ა­ში, მათ შო­რის: Dozhd - არ­ხის რუ­სუ­ლი დო­მე­ნი, "ეხო მას­კვი“, "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა“, BBC Russian, Meduza, "ნო­ვა­ია გა­ზე­ტა“ და სხვა მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

  • რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა და­იბ­ლო­კოს ვებ­სა­ი­ტი ან სერ­ვი­სი რუ­სეთ­ში

რუ­სეთ­ში ვებ­სა­ი­ტე­ბი­სა და სერ­ვი­სე­ბის დაბ­ლოკ­ვა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო ხდე­ბა. ამ სფე­რო­ში მთა­ვა­რი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნო, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, "როს­კომ­ნად­ზო­რია“, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად მი­მარ­თავს სა­დამ­სჯე­ლო ზო­მებს იმ სა­ინ­ფორ­მა­ციო რე­სურ­სებ­ზე წვდო­მის შე­ზღუდ­ვის მიზ­ნით, რომ­ლე­ბიც, მისი შე­ფა­სე­ბით, არ­ღვევს რუ­სე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას.

დაბ­ლოკ­ვის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სია მი­ზე­ზია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში აკ­რძა­ლუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა.

ამის სა­ფუძ­ველ­ზე 2022 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი არა­ერ­თი გლო­ბა­ლუ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი და მე­სენ­ჯე­რი დაბ­ლო­კეს რუ­სეთ­ში.

  • LinkedIn -ი რუ­სეთ­ში 2016 წლის ნო­ემ­ბერ­ში აიკ­რძა­ლა.
  • Facebook, Instagram и Thread, რომ­ლე­ბიც ეკუთ­ვნის კომ­პა­ნია Meta-ს, რუ­სეთ­ში გა­მო­ცხად­და ექ­სტრე­მის­ტუ­ლად და აკ­რძა­ლუ­ლია 2022 წლის მარ­ტი­დან.
  • 2022 წლის მარ­ტში­ვე და­იბ­ლო­კეს X (Twitter)
  • 2024 წელს დაბ­ლო­კეს მე­სენ­ჯე­რე­ბი: Signal და Viber
  • გა­სუ­ლი წლის შე­მოდ­გო­მი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი რუ­სეთ­სი შე­ზღუდ­ვით- შე­ნე­ლე­ბუ­ლად მუ­შა­ობს youtube
  • ლა­პა­რა­კია WhatsApp - ის აკ­რძალ­ვა­ზეც წყა­რო

ყო­ვე­ლი­ვე ამის შე­დე­გად, პო­ლი­ტი­კუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბი სულ უფრო მას­შტა­ბუ­რი ხდე­ბა. ახლა რუ­სეთ­ში უფრო მეტი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რია, ვიდ­რე ბრეჟნე­ვის სსრკ-ში. რო­გორც საბ­ჭო­თა წლებ­ში, ხალ­ხს ცი­ხე­ში ამ­წყვდე­ვენ აგ­რე­სი­უ­ლი ომის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მოს­ვლის, მმარ­თვე­ლი რე­ჟი­მის და მისი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის კრი­ტი­კის, "არას­წო­რი“ რწმე­ნის, სიმ­ღე­რე­ბის, მულ­ტფილ­მე­ბის, ხუმ­რო­ბე­ბის და ა.შ. გამო.მო­ის­პო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პრე­სა და ლე­გა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია, სა­სა­მარ­თლო გა­და­იქ­ცა პო­ლი­ცი­ი­სა და FSB- ს და­ნა­მა­ტად, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რე­ბი თუ აქ­ტი­ვის­ტე­ბის ნა­წი­ლი ან მოკ­ლეს, ან გი­სო­სებს მიღ­მა გა­მო­ამ­წყვდი­ეს ან აი­ძუ­ლეს ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

დაბლოკილი მედიასაშუალებები, დაკავებული ჟურნალისტები, აკრძალული სოცქსელები... - როგორ შეზღუდა პუტინის რეჟიმმა სიტყვისა და პრესის თავისუფლება საკანონმდებლო დონეზე?

დაბლოკილი მედიასაშუალებები, დაკავებული ჟურნალისტები, აკრძალული სოცქსელები... - როგორ შეზღუდა პუტინის რეჟიმმა სიტყვისა და პრესის თავისუფლება საკანონმდებლო დონეზე?

ელცინის ეპოქა პოსტსაბჭოთა რუსეთში თავისუფალი მედიის აყვავების პერიოდად მიიჩნეოდა, თუმცა მოყოლებული 2000-იან წლებიდან, პუტინის მმართველობასთან ერთად, სიტუაცია უკიდურესად გაუარესდა.

პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რუსეთში დაიწყო ისედაც ძალიან მყიფე დემოკრატიული რეფორმების ნელი, მაგრამ თანმიმდევრული რეგრესი და სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადირება, რამაც საბოლოოდ გამოიწვია შეუზღუდავი ერთპიროვნული დიქტატურის დამყარება. ეს პროცესი მოიცავდა რეპრესიული კანონმდებლობის ეტაპობრივ შემოღებას და აქტიურად განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების აღკვეთას და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების დემონტაჟს. ამ პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო ე.წ. "უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონმდებლობის გამოყენება.

დღეისათვის რუსეთში 90 საჯარო (მათ შორის ადამიანის უფლებათა დამცველი), პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციაა აღიარებული "ექსტრემისტულად“, მაგალითად, ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი, იეღოვას მოწმეთა ეკლესია და ა.შ. ასობით ადამიანი, რომლებსაც ბრალად ედებათ ასეთი ორგანიზაციების ფუნქციონირება, დაფინანსება (მცირე შემოწირულობების ჩათვლით), სიმბოლოების გამოფენა (ბეიჯები, ავატარები, მაისურები), უბრალოდ ერთად ლოცვა და ბიბლიის კითხვა... ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი, რომელსაც 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს "ექსტრემისტული თემის შექმნისთვის“, 2024 წლის 16 იანვარს კოლონიაში დღემდე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. წყარო

რუსეთში სწორედ პუტინის რეჟიმის პირობებში მიღებული კანონები საბოლოოდ, გახდა მედია საშუალებების დაბლოკვის საფუძველი. ვითარება ისეთი შეიქმნა, რომ მედია გამოცემას შეიძლებოდა " როსკომნადზორთან“ პრობლემები შეჰქმნოდა მაშინაც კი, თუ, მაგალითად, ახალი ამბების საიტზე კომენტარებში ხელისუფლებისთვის რაიმე ფორმით მიუღებელი აზრი იქნებოდა გამოთქმული.

გადავხედოთ პუტინის რეჟიმის მიღებულ კანონებს:

  • კანონმდებლობა "უცხოელი აგენტების“ შესახებ

პუტინის მმართველობის დიქტატურად ქცევისკენ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯად მიიჩნევა კანონმდებლობა "უცხოელი აგენტების“ შესახებ , რომელიც 2011-2012 წლის ზამთარში, მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლების საპასუხოდ მიიღეს (საინტერესოა, რომ ამას წინ უსწრებდა აქციების შესახებ კანონის გამკაცრება). კანონის ინიციატორები აცხადებდნენ, რომ პოლიტიკური კრიზისი რუსეთში გამოწვეული იყო არა ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბებით, არამედ ზოგიერთი მავნე გარე ძალებით, რომლებიც ძირს უთხრიან რუსეთის სუვერენიტეტს. ამ ძალების აგენტებად დასახელდა უცხოური დაფინანსების მიმღები საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მედია.

  • 2012 წლის 13 ივლისი

რუსეთში ცილისწამებისთვის სისხლის სამართლის სასჯელი აღადგინეს. ლაპარაკია პრესასა ან ინტერნეტში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, რომელიც შეურაცხყოფდა პატივს და ღირსებას. სასჯელის გამკაცრების ინიციატორი იყვნენ პუტინის "ედინაია რასიას“ დეპუტატები, რომლეთაც მიირეს კიდეც კანონი, სხვა ფრაქციები წინააღმდეგ წავიდნენ. თუ კანონის მიღებამდე, რუსეთში ცილისწამებისთვის ჯარიმა იყო 2-3 ათასი რუბლი, ახლა მაქსიმალური სანქციები ითვალისწინებს ჯარიმას 5 მილიონ რუბლამდე ან სავალდებულო სამუშაოს 480 საათამდე.

  • 2013 წლის 11 ივნისი

სახელმწიფო დუმამ მიიღო ცვლილებები, რომლის თანახმადაც დაწესდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა რელიგიური გრძნობების საჯარო შეურაცხყოფისთვის, მათ შორის მედიაში, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

  • 2013 წლის 30 ივნისი

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას, რაშიც იგულისხმება არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. დოკუმენტის მიხედვით, მედიის ან ინტერნეტის გამოყენებით პროპაგანდისთვის სასჯელი უფრო მკაცრია. მოქალაქეებისთვის ჯარიმა დაწესდა 50-დან 100 ათას რუბლამდე ოდენობით, თანამდებობის პირებისთვის - 100-დან 200 ათას რუბლამდე, ხოლო იურიდიული პირებისთვის სასჯელად მილიონი რუბლი ან საქმიანობის შეჩერება 90 დღემდე განისაზღვრა.

  • 2014 წლის 1-ელი ივლისი

რუსეთში ძალაში შევიდა "უცენზურო ენის აკრძალვის შესახებ“ კანონი. კანონი კრძალავს უხამსი სიტყვების გამოყენებას მედიაში, ლიტერატურული ნაწარმოებებისა და ხალხური ხელოვნების ნაწარმოებების საჯარო წარმოდგენის დროს, ასევე თეატრალურ წარმოდგენებში, კონცერტებსა და სხვა გასართობ ღონისძიებებზე, აგრეთვე კინოთეატრებში ფილმების ჩვენებისას. ფიზიკური პირებისთვის დარღვევისთვის ჯარიმები 2,5 ათას რუბლამდეა, თანამდებობის პირებისთვის - 5 ათას რუბლამდე, იურიდიული პირებისთვის - 50 ათას რუბლამდე.

  • 2016 წლის 1-ელი იანვარი

რუსეთში ამოქმედდა კანონი, რომელიც ზღუდავს უცხოელი აქციონერების წილს რუსული მედია საშუალებების საწესდებო კაპიტალში 20%-მდე და ასევე კრძალავს უცხოელების მიერ მედიასაშუალებების დაფუძნებას და დაფინანსებას.

  • 2017 წლის 1-ელი იანვარი

ფედერალურ კანონში "ინფორმაციის, ინფორმირებასა და ინფორმაციის დაცვის შესახებ“ ძალაში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც ახალი ამბების დიდი აგრეგატორები მედიასთან გაიგივდა. ყოველდღიურად მილიონზე მეტი მომხმარებლის აუდიტორიის მქონე ახალი ამბების სერვისებს მოეთხოვებათ გადაამოწმონ სოციალურად მნიშვნელოვანი ინფორმაციის სიზუსტე, თავიდან აიცილონ მისი უკანონო გამოყენება და უზრუნველყონ Roskomnadzor-ის მასზე წვდომა. წესების შეუსრულებლობისთვის, ჯარიმები მერყეობს 500 ათასიდან 3 მილიონ რუბლამდე.

  • 2018 წლის 24 აპრილი

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საშუალებას აძლევს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ დაიბლოკოს ვებსაიტები, რომლებიც, "როსკომნადზორის“ შეფასებით, აქვეყნებენ ცილისმწამებლურ ინფორმაციას. თუ ის არ მოიხსნება 24 საათის განმავლობაში, რესურსი იბლოკება "როსკომნადზორის“ მიერ. ეს შეეხება ნებისმიერ რესურსს, მათ შორის მედიას.

გადაწყვეტილება რუსეთში ინტერნეტ სერვისებისა და ვებსაიტების დაბლოკვის შესახებ შეიძლება მიიღოს სასამართლომ პროკურატურის, გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის მოთხოვნით, ასევე "როსკომნადზორმა უსაფრთხოების სააგენტოების მოთხოვნით ან თავად "როსკომნადზორისვე“ მოთხოვნით კომუნიკაციების შესახებ კანონის ფარგლებში.

  • 2019 წლის 19 მარტი

რუსეთში ძალაში შევიდა ყალბი ამბების გავრცელებისა და ხელისუფლების შეურაცხყოფის აკრძალვა. პუბლიკაციები, რომლებშიც აღმოაჩენენ, რომ ხელისუფლების მიმართ უპატივცემულობის ნიშნებია, უნდა მოიხსნას ონლაინ მედიიდან 24 საათის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში პუბლიკაცია იბლოკება. ყალბი ამბების გავრცელებისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სახდელი. თუ ეს გამოიწვევს ტრანსპორტის ან სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების მუშაობაში ჩარევას, ჯარიმა განსაზღვრულია 100-300 ათასი რუბლის ოდენობით. თუ ამის შედეგად ადამიანი დაიღუპება, ჯარიმა იზრდება 300-400 ათას რუბლამდე. იურიდიული პირებისთვის ჯარიმები გათვალისწინებულია 200 ათასიდან 1,5 მილიონ რუბლამდე. წყარო

  • ჟურნალისტების სისხლის სამართლებრივი დევნა

სწორედ ამ კანონების წყალობით, რუსეთში 2019-2024 წლებში, სულ ცოტა, 26 ჟურნალისტი დააკავეს, რომელთაც პატიმრობა მიესაჯათ. უმეტესი მათგანს ბრალი ედება "ფეიკების" გავრცელება, 2022 წლიდან მოყოლებული, ძირითადად ფიგურირებს საქმეები რუსეთის არმიის თაობაზე"ფეიკების" გავრცელების ბრალდებით. მეორე თემა, რის გამოც რუსეთში ჟურნალისტებს ასამართლებენ არის დადანაშაულება ექსტრემიზმში.

ივან საფრონოვი

მათგან ყველაზე მძიმე სასჯელი - 22-წლიანი პატიმრობა 2022 წელს მიესაჯა "კომერსანტისა“ და "ვედომოსტის“ ყოფილ კორესპონდენტს ივან საფრონოვს, მას ბრალი წაუყენეს სახელმწიფო ღალატში. მის საქმეში როგორც ამის ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულად მოყვანილი იყო მის მიერ წარმოებული ჟურნალისტური გამოძიება აფრიკის ქვეყნებისთვის რუსული იარაღის არალეგალურად გაყიდვის თაობაზე. წყარო

2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მედიაზე ზეწოლა სულ უფრო მეტად გაძლიერდა. რიგით მოქალაქეებსა თუ ჟურნალისტებს აკავებდნენ ამ ფართომასშტაბური თავდასხმისთვის ომის დარქმევისთვისაც კი.

  • როგორ იბლოკებოდა მედიასაშუალებები 2014 წლიდან მოყოლებული?

2014 წლის 13 მარტს "როსკომნადზორმა" სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე დაბლოკა სამი მედიასაშუალების ვებგვერდი: Grani.ru, Yezhednevny Zhurnal და Kasparov.ru (მისი დამფუძნებელი გარი კასპაროვი რუსეთის ფედერაციაში აღიარებულია უცხოურ აგენტად). რესურსებზე წვდომა გენერალური პროკურატურის მოთხოვნით შეიზღუდა, მიზეზად "არაკანონიერი საქმიანობისა და დადგენილი წესით გამართულ მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობის მოწოდებები“ დაასახელეს. ამავდროულად დაიბლოკა, ალექსეი ნავალნის ბლოგი LiveJournal-ზე.

შვიდი წლის განმავლობაში, 2014 წლიდან 2021 წლამდე, რუსეთში დაიბლოკა 11 მედია ვებგვერდი, მათ შორის MBKh Media, Open Media და Proekt.

2022 წლიდან წვდომა შეიზღუდა 138 რესურსზე. ბლოკირების ყველაზე დიდი ტალღა მოხდა უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველ ორ თვეში - ამ დროის განმავლობაში 60-ზე მეტი მედია ვებგვერდი მოხვდა შავ სიაში, მათ შორის: Dozhd - არხის რუსული დომენი, "ეხო მასკვი“, "რადიო თავისუფლება“, BBC Russian, Meduza, "ნოვაია გაზეტა“ და სხვა მედია საშუალებები.

  • რატომ შეიძლება დაიბლოკოს ვებსაიტი ან სერვისი რუსეთში

რუსეთში ვებსაიტებისა და სერვისების დაბლოკვა სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება. ამ სფეროში მთავარი მარეგულირებელი ორგანო, როგორც უკვე აღვნიშნეთ, "როსკომნადზორია“, რომელიც აქტიურად მიმართავს სადამსჯელო ზომებს იმ საინფორმაციო რესურსებზე წვდომის შეზღუდვის მიზნით, რომლებიც, მისი შეფასებით, არღვევს რუსეთის კანონმდებლობას.

დაბლოკვის ერთ-ერთი უმთავრესია მიზეზია რუსეთის ფედერაციაში აკრძალული ინფორმაციის გავრცელება.

ამის საფუძველზე 2022 წლიდან მოყოლებული არაერთი გლობალური სოციალური ქსელი და მესენჯერი დაბლოკეს რუსეთში.

  • LinkedIn -ი რუსეთში 2016 წლის ნოემბერში აიკრძალა.
  • Facebook, Instagram и Thread, რომლებიც ეკუთვნის კომპანია Meta-ს, რუსეთში გამოცხადდა ექსტრემისტულად და აკრძალულია 2022 წლის მარტიდან.
  • 2022 წლის მარტშივე დაიბლოკეს X (Twitter)
  • 2024 წელს დაბლოკეს მესენჯერები: Signal და Viber
  • გასული წლის შემოდგომიდან მოყოლებული რუსეთსი შეზღუდვით- შენელებულად მუშაობს youtube
  • ლაპარაკია WhatsApp - ის აკრძალვაზეც წყარო

ყოველივე ამის შედეგად, პოლიტიკური რეპრესიები სულ უფრო მასშტაბური ხდება. ახლა რუსეთში უფრო მეტი პოლიტპატიმარია, ვიდრე ბრეჟნევის სსრკ-ში. როგორც საბჭოთა წლებში, ხალხს ციხეში ამწყვდევენ აგრესიული ომის წინააღმდეგ გამოსვლის, მმართველი რეჟიმის და მისი ჩინოვნიკების კრიტიკის, "არასწორი“ რწმენის, სიმღერების, მულტფილმების, ხუმრობების და ა.შ. გამო.მოისპო დამოუკიდებელი პრესა და ლეგალური ოპოზიცია, სასამართლო გადაიქცა პოლიციისა და FSB- ს დანამატად, ოპოზიციონერი ლიდერები თუ აქტივისტების ნაწილი ან მოკლეს, ან გისოსებს მიღმა გამოამწყვდიეს ან აიძულეს ქვეყნიდან გაქცეულიყვნენ...