საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნარკოდანაშაულისთვის 22 პირია დაკავებული, მათ შორის, 19 ნარკორეალიზატორია - შსს ფარულად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს
ნარკოდანაშაულისთვის 22 პირია დაკავებული, მათ შორის, 19 ნარკორეალიზატორია - შსს ფარულად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის, თბი­ლი­სის, სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის, აჭა­რის, იმე­რე­თი­სა და შიდა ქარ­თლის დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად, ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით 22 პირი და­ა­კა­ვეს, მათ შო­რის 19 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რია.

შსს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე, რუ­სე­თის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, მოლ­დო­ვი­სა და თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

“დიდი და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, ასე­ვე, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა “მა­რი­ხუ­ა­ნას“ უკა­ნო­ნო გა­სა­ღე­ბის, გა­სა­ღე­ბის მცდე­ლო­ბის და გა­სა­ღე­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტებ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან: 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.ი., 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ.ნ., 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.ა., 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ე.მ., 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პ.მ., 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ს., 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.კ., 2004 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.ჩ., 1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ბ., 2002 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.რ., 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.კ., 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ა., 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ა., 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ჩ., 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.ჯ., 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.ბ.,1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.კ., 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.მ., 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.ა.

დიდი და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტებ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან: 2003 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.კ., 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ტ.ს., 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.კ.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე არა­ერ­თი ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა ჩა­ა­ტა­რეს, რი­თაც დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბი ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს სის­ტე­მა­ტუ­რად ყიდ­დნენ.

პო­ლი­ცი­ამ ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო გა­სა­ღე­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის­გან, ასე­ვე, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვა და აღ­ნიშ­ნუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დეო ჩა­წე­რა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კი­სას, ასე­ვე, მათ მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი ლო­კა­ცი­ე­ბი­დან სხვა­დას­ხვა სა­ხის გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის: “ჰე­რო­ი­ნი“, “ამ­ფე­ტა­მი­ნი“, “სუ­ბოქ­სი­ნი“, “ბუპ­რე­ნორ­ფი­ნი“, “ალფა-პვპ“, “მე­თა­დო­ნი“ და “მა­რი­ხუ­ა­ნა“ ამო­ი­ღეს.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, პო­ლი­ცი­ის მიერ ნივთმტკი­ცე­ბად არის ამო­ღე­ბუ­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ფული, წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტე­ბი და ელექტრო სას­წო­რე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე და 273-ე პრი­მა მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

ნარკოდანაშაულისთვის 22 პირია დაკავებული, მათ შორის, 19 ნარკორეალიზატორია - შსს ფარულად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

ნარკოდანაშაულისთვის 22 პირია დაკავებული, მათ შორის, 19 ნარკორეალიზატორია - შსს ფარულად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის, იმერეთისა და შიდა ქართლის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 პირი დააკავეს, მათ შორის 19 ნარკორეალიზატორია.

შსს ინფორმაციით, დაკავებულები არიან, როგორც საქართველოს, ასევე, რუსეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და თურქეთის მოქალაქეები.

“დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანას“ უკანონო გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1996 წელს დაბადებული კ.ი., 1986 წელს დაბადებული ჯ.ნ., 1991 წელს დაბადებული რ.ა., 1997 წელს დაბადებული ე.მ., 1988 წელს დაბადებული პ.მ., 1985 წელს დაბადებული გ.ს., 2001 წელს დაბადებული კ.კ., 2004 წელს დაბადებული ს.ჩ., 1976 წელს დაბადებული მ.ბ., 2002 წელს დაბადებული ს.რ., 1989 წელს დაბადებული ი.კ., 1987 წელს დაბადებული გ.ა., 1991 წელს დაბადებული მ.ა., 1994 წელს დაბადებული ა.ჩ., 1993 წელს დაბადებული რ.ჯ., 1982 წელს დაბადებული რ.ბ.,1999 წელს დაბადებული დ.კ., 1992 წელს დაბადებული გ.მ., 1984 წელს დაბადებული ლ.ა.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე დაკავებულები არიან: 2003 წელს დაბადებული ვ.კ., 1996 წელს დაბადებული ტ.ს., 1998 წელს დაბადებული დ.კ.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, რითაც დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ.

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღებისთვის დაკავებული პირებისგან, ასევე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: “ჰეროინი“, “ამფეტამინი“, “სუბოქსინი“, “ბუპრენორფინი“, “ალფა-პვპ“, “მეთადონი“ და “მარიხუანა“ ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.