საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ბრალდებით 40 წლის მამაკაცი დააკავეს
პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ბრალდებით 40 წლის მამაკაცი დააკავეს

სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა 14 წლის გო­გო­ნას მი­მართ გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის ფაქ­ტზე, 40 წლის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა - “არას­რულ­წლო­ვა­ნებს პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ში­ნა­არ­სის მა­სა­ლას უგ­ზავ­ნი­და“

  • რო­გორც უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, 14 წლის გო­გო­ნას მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის ფაქ­ტზე, 40 წლის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 5-დან 9 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

“გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის, მათ შო­რის, “Facebook“-ის ყალ­ბი გვერ­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, 13 და 14 წლის არას­რულ­წლო­ვან გო­გო­ნებს უკავ­შირ­დე­ბო­და, ეც­ნო­ბო­და მათ სხვა­დას­ხვა სა­ხე­ლით, უმა­ლავ­და სა­კუ­თარ ასაკ­სა და ვი­ნა­ო­ბას. ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნებ­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის მი­მო­წე­რებს ახორ­ცი­ე­ლებ­და და პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ში­ნა­არ­სის ფოტო-ვი­დეო მა­სა­ლას უგ­ზავ­ნი­და.

სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჩა­ა­ტა­რა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბა მყი­სი­ე­რად უზ­რუნ­ველ­ყო. მათ შო­რის, ჩა­ტარ­და პე­დო­ფი­ლი­ა­ში მხი­ლე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის პი­რა­დი ჩხრე­კა, ასე­ვე, მის სარ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნის და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კა. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით ამო­ღე­ბუ­ლი იქნა ბრალ­დე­ბუ­ლის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი და ელექტრო­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სა­ნა­ხი სხვა ობი­ექ­ტე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბის მიერ აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლე­ბის შეს­წავ­ლის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბუ­ლის ტე­ლე­ფონ­ში ნა­ნა­ხი იქნა ათამ­დე “Facebook“-ის და “Instagram”-ის ყალ­ბი გვერ­დი, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც ასე­უ­ლო­ბით პირ­თან, მათ შო­რის არას­რულ­წლო­ვა­ნებ­თან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქვს კო­მუ­ნი­კა­ცია. გარ­და ამი­სა, ნა­ნა­ხი იქნა პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლა, რო­მელ­საც ბრალ­დე­ბუ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ მო­ი­პო­ვებ­და.

სამ­სა­ხუ­რი, გა­მო­ძი­ე­ბას არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით წარ­მარ­თავს და ბავ­შვე­ბის უფ­ლე­ბებს საქ­მის ყვე­ლა სტა­დი­ა­ზე და­ი­ცავს.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბას აგ­რძე­ლებს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც შეს­წავ­ლი­ლი იქ­ნე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის ყვე­ლა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ეპი­ზო­დი.

და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში წა­რედ­გი­ნე­ბა. და­ნა­შა­უ­ლი 5-დან 9 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ბრალდებით 40 წლის მამაკაცი დააკავეს

პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ბრალდებით 40 წლის მამაკაცი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 40 წლის მამაკაცი დააკავა - “არასრულწლოვანებს პორნოგრაფიული შინაარსის მასალას უგზავნიდა“

  • როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 40 წლის მამაკაცი დააკავეს. დანაშაული 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ინტერნეტ სივრცეში, სოციალური ქსელების, მათ შორის, “Facebook“-ის ყალბი გვერდების გამოყენებით, 13 და 14 წლის არასრულწლოვან გოგონებს უკავშირდებოდა, ეცნობოდა მათ სხვადასხვა სახელით, უმალავდა საკუთარ ასაკსა და ვინაობას. ბრალდებული არასრულწლოვანებთან სექსუალური შინაარსის მიმოწერებს ახორციელებდა და პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას უგზავნიდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და მტკიცებულებების მოპოვება მყისიერად უზრუნველყო. მათ შორის, ჩატარდა პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, ასევე, მის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. მტკიცებულების სახით ამოღებული იქნა ბრალდებულის მობილური ტელეფონები და ელექტრონული ინფორმაციის შესანახი სხვა ობიექტები.

გამოძიების მიერ აღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად, ბრალდებულის ტელეფონში ნანახი იქნა ათამდე “Facebook“-ის და “Instagram”-ის ყალბი გვერდი, რომლის გამოყენებითაც ასეულობით პირთან, მათ შორის არასრულწლოვანებთან განხორციელებული აქვს კომუნიკაცია. გარდა ამისა, ნანახი იქნა პორნოგრაფიული და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა.

სამსახური, გამოძიებას არასრულწლოვანების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით წარმართავს და ბავშვების უფლებებს საქმის ყველა სტადიაზე დაიცავს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულის ყველა დანაშაულებრივი ეპიზოდი.

დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება. დანაშაული 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.