საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში სამარის ყოფილი მერი და მისი ცოლი მოკლეს - ბრალდებულია მათი შვილიშვილი: ცხედრებს დამნაშავე ერთი თვის განმავლობაში კასრებში მალავდა
რუსეთში სამარის ყოფილი მერი და მისი ცოლი მოკლეს - ბრალდებულია მათი შვილიშვილი: ცხედრებს დამნაშავე ერთი თვის განმავლობაში კასრებში მალავდა

რუ­სეთ­ში, სა­მა­რის ყო­ფი­ლი მერი ვიქ­ტორ ტარ­ხო­ვი და მისი მე­უღ­ლე ნა­ტა­ლია მოკ­ლუ­ლე­ბი იპო­ვეს. სა­ვა­რა­უ­დო ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი მათი შვი­ლიშ­ვი­ლია. გო­გო­ნა უკვე და­ა­კა­ვეს, - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია.

მკვლე­ლო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ მოხ­და, რო­დე­საც ტარ­ხო­ვი და მისი მე­უღ­ლე ფი­ნე­თი­დან რუ­სეთ­ში დაბ­რუნ­დნენ. კაცი იქ სამ­კურ­ნა­ლოდ იმ­ყო­ფე­ბო­და.

თავ­და­პირ­ვე­ლად მე­დია წერ­და, რომ წყვილს ეს­რო­ლეს, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ისი­ნი ცე­მით მოკ­ლეს და მათ ცხედ­რებს დამ­ნა­შა­ვე ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კას­რებ­ში მა­ლავ­და.

მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ყო­ფი­ლი მე­რის შვი­ლიშ­ვი­ლია

გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის თქმით, მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ყო­ფი­ლი მე­რის შვი­ლიშ­ვილ­მა გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ქო­ნე­ბა, მათ შო­რის მან­ქა­ნე­ბი და ხა­ტე­ბის კო­ლექ­ცია გა­ყი­და. გო­გო­ნა ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ბე­ბია-ბა­ბუ­ის ტე­ლე­ფო­ნე­ბი­დან ახ­ლობ­ლებ­თან ტექ­სტურ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს აგ­ზავ­ნი­და, თით­ქოს ისი­ნი ცო­ცხლე­ბი იყ­ვნენ.

ყო­ფი­ლი მე­რის შვი­ლიშ­ვი­ლი უკვე და­ა­კა­ვეს, მაგ­რამ ის უარს ამ­ბობს ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა­ზე.

  • სა­ზა­რე­ლი და­ნა­შა­უ­ლის დე­ტა­ლე­ბი

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ფი­ლი მე­რი­სა და მისი მე­უღ­ლის ცხედ­რე­ბი სა­მა­რის რა­ი­ონ­ში იპო­ვეს.

ვიქ­ტორ ტარ­ხოვს ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავ­და, ლუდ­მი­ლა და ერთი შვი­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მკვლე­ლო­ბის­თვის არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

2021 წელს ლუდ­მი­ლა ტარ­ხო­ვა 200 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის გა­მო­ძალ­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ქალ­მა სა­მა­რას რე­გი­ო­ნუ­ლი დუ­მის დე­პუ­ტატს ალექ­სან­დრე მი­ლე­ე­ვის თან­ხა გა­მოს­ძა­ლა. ის ამ­ტკი­ცებ­და, რომ პო­ლი­ტი­კოსს მა­მა­მი­სის ვალი ჰქონ­და. თა­ვად მი­ლე­ე­ვი უარ­ყოფ­და, რომ ყო­ფი­ლი მე­რის თან­ხა ემარ­თა, მაგ­რამ ლუდ­მი­ლამ და­ა­შან­ტა­ჟა, რომ ჰქონ­და მის შე­სა­ხებ ისე­თი ჩა­ნა­წე­რი, რაც ხელს შე­უშ­ლი­და მის პო­ლი­ტი­კურ კა­რი­ე­რას. 2022 წლის დე­კემ­ბერ­ში ლე­ნინ­სკის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ლუდ­მი­ლა ტარ­ხო­ვას შვი­დი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა სა­ერ­თო რე­ჟი­მის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის კო­ლო­ნი­ა­ში.

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამო­ღე­ბუ­ლი კა­მე­რე­ბი­დან ჩანს, რომ ყო­ფი­ლი მერი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად სახ­ლში იან­ვრის და­სა­წყის­ში მი­ვი­და და იქი­დან აღარ გა­მო­სუ­ლან. 4-დან 8 იან­ვრამ­დე პე­რი­ოდ­ში მათ­თან შვი­ლიშ­ვი­ლი მი­ვი­და. ერთ დღეს კი გო­გო­ნამ ბინა და­ტო­ვა სა­ეჭ­ვო შავი ჩან­თე­ბით. ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნამ პლასტმა­სის კას­რე­ბი იყი­და, სა­დაც ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ლავ­და ცხედ­რებს.

რაც შე­ე­ხე­ბა მკვლე­ლო­ბის მო­ტივს, ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, დე­დის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, ტარ­ხო­ვის შვი­ლიშ­ვი­ლი ბი­ნის გა­რე­შე დარ­ჩა და შე­საძ­ლო მო­ტი­ვი ბა­ბუ­ის მი­მართ შუ­რის­ძი­ე­ბა იყოს. წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

რუსეთში სამარის ყოფილი მერი და მისი ცოლი მოკლეს - ბრალდებულია მათი შვილიშვილი: ცხედრებს დამნაშავე ერთი თვის განმავლობაში კასრებში მალავდა

რუსეთში სამარის ყოფილი მერი და მისი ცოლი მოკლეს - ბრალდებულია მათი შვილიშვილი: ცხედრებს დამნაშავე ერთი თვის განმავლობაში კასრებში მალავდა

რუსეთში, სამარის ყოფილი მერი ვიქტორ ტარხოვი და მისი მეუღლე ნატალია მოკლულები იპოვეს. სავარაუდო ეჭვმიტანილი მათი შვილიშვილია. გოგონა უკვე დააკავეს, - წერს ადგილობრივი მედია.

მკვლელობა დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა, როდესაც ტარხოვი და მისი მეუღლე ფინეთიდან რუსეთში დაბრუნდნენ. კაცი იქ სამკურნალოდ იმყოფებოდა.

თავდაპირველად მედია წერდა, რომ წყვილს ესროლეს, მაგრამ მოგვიანებით წყაროებზე დაყრდნობით ცნობილი გახდა, რომ ისინი ცემით მოკლეს და მათ ცხედრებს დამნაშავე ერთი თვის განმავლობაში კასრებში მალავდა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი ყოფილი მერის შვილიშვილია

გამომძიებლების თქმით, მკვლელობის შემდეგ ყოფილი მერის შვილიშვილმა გარდაცვლილების ქონება, მათ შორის მანქანები და ხატების კოლექცია გაყიდა. გოგონა ერთი თვის განმავლობაში ბებია-ბაბუის ტელეფონებიდან ახლობლებთან ტექსტურ შეტყობინებებს აგზავნიდა, თითქოს ისინი ცოცხლები იყვნენ.

ყოფილი მერის შვილიშვილი უკვე დააკავეს, მაგრამ ის უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე.

  • საზარელი დანაშაულის დეტალები

მედიის ინფორმაციით, ყოფილი მერისა და მისი მეუღლის ცხედრები სამარის რაიონში იპოვეს.

ვიქტორ ტარხოვს ერთი ქალიშვილი ჰყავდა, ლუდმილა და ერთი შვილიშვილი, რომელიც ამჟამად მკვლელობისთვის არის დაკავებული.

2021 წელს ლუდმილა ტარხოვა 200 მილიონი რუბლის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. ქალმა სამარას რეგიონული დუმის დეპუტატს ალექსანდრე მილეევის თანხა გამოსძალა. ის ამტკიცებდა, რომ პოლიტიკოსს მამამისის ვალი ჰქონდა. თავად მილეევი უარყოფდა, რომ ყოფილი მერის თანხა ემართა, მაგრამ ლუდმილამ დააშანტაჟა, რომ ჰქონდა მის შესახებ ისეთი ჩანაწერი, რაც ხელს შეუშლიდა მის პოლიტიკურ კარიერას. 2022 წლის დეკემბერში ლენინსკის რაიონულმა სასამართლომ ლუდმილა ტარხოვას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამოღებული კამერებიდან ჩანს, რომ ყოფილი მერი მეუღლესთან ერთად სახლში იანვრის დასაწყისში მივიდა და იქიდან აღარ გამოსულან. 4-დან 8 იანვრამდე პერიოდში მათთან შვილიშვილი მივიდა. ერთ დღეს კი გოგონამ ბინა დატოვა საეჭვო შავი ჩანთებით. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, გოგონამ პლასტმასის კასრები იყიდა, სადაც ერთი თვის განმავლობაში მალავდა ცხედრებს.

რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, ახლობლების თქმით, დედის დაკავების შემდეგ, ტარხოვის შვილიშვილი ბინის გარეშე დარჩა და შესაძლო მოტივი ბაბუის მიმართ შურისძიება იყოს. წყარო