მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომის აეროპორტში ცეცხლის გაჩენისთვის საქართველოს 36 წლის მოქალაქე დააკავეს - მედია დანაშაულის დეტალებზე წერს
რომის აეროპორტში ცეცხლის გაჩენისთვის საქართველოს 36 წლის მოქალაქე დააკავეს - მედია დანაშაულის დეტალებზე წერს

რო­მის „ჩამ­პი­ნოს“ აე­რო­პორ­ტში ცე­ცხლის გა­ჩე­ნის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას იტა­ლი­უ­რი მე­დია ავ­რცე­ლებს.

  • მე­დი­ის ცნო­ბით, რო­მის სი­დი­დით მე­ო­რე - ჩამ­პი­ნოს აე­რო­პორ­ტში - ფრე­ნე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით იყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი ხან­ძრის გამო, რო­მე­ლიც ერთ-ერთი სა­კონ­ტრო­ლო კოშ­კის ქვეშ გაჩ­ნდა.

ხან­ძრის გა­ჩე­ნის­თვის მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს სა­ქარ­თვე­ლოს 36 წლის მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც იტა­ლი­ა­ში რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ჩა­ვი­და. იგი და­კა­ვე­ბუ­ლია „სატ­რან­სპორ­ტო უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის ძი­რის გა­მო­თხრის მცდე­ლო­ბის­თვის, დიდი ზი­ა­ნის­თვის, ცე­ცხლის წა­კი­დე­ბის­თვის, ძა­ლა­დო­ბის­თვი­სა და პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის­თვის“.

მე­დი­ის ცნო­ბით, ყვე­ლა­ფე­რი 5 თე­ბერ­ვალს დი­ლის 07:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ად­გილ­ზე მიჰ­ყვა ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც სა­მუ­შა­ოდ მი­დი­ო­და სა­კონ­ტრო­ლო კოშკში, რო­მე­ლიც აე­რო­პორ­ტის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სივ­რცეს მო­შო­რე­ბუ­ლია.

  • სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე მას მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ეს­ხა თავს, რო­დე­საც ის სა­კონ­ტრო­ლო კოშ­კის კარს აღებ­და და თა­ვად შე­ვი­და სა­კონ­ტრო­ლო კოშკში. ამის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ ცე­ცხლი წა­უ­კი­და სა­კონ­ტრო­ლო კოშკში მდე­ბა­რე კომ­პი­უ­ტე­რულ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას და ავეჯს. მი­ზე­ზე­ბი, თუ რა­ტომ გა­ა­კე­თა მან ეს, გა­ურ­კვე­ვე­ლი რჩე­ბა და გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

იტა­ლი­ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და ტრან­სპორ­ტის მი­ნის­ტრმა მა­ტეო სალ­ვი­ნიმ ინ­ცი­დენტს “კრი­მი­ნა­ლუ­რი აქტი” უწო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ ცე­ცხლი “გა­ჩე­ნილ იქნა უსახ­ლკა­რო იმიგ­რან­ტის მიერ, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩა­მო­ვი­და”.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

რომის აეროპორტში ცეცხლის გაჩენისთვის საქართველოს 36 წლის მოქალაქე დააკავეს - მედია დანაშაულის დეტალებზე წერს

რომის აეროპორტში ცეცხლის გაჩენისთვის საქართველოს 36 წლის მოქალაქე დააკავეს - მედია დანაშაულის დეტალებზე წერს

რომის „ჩამპინოს“ აეროპორტში ცეცხლის გაჩენისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

  • მედიის ცნობით, რომის სიდიდით მეორე - ჩამპინოს აეროპორტში - ფრენები რამდენიმე საათით იყო გაჩერებული ხანძრის გამო, რომელიც ერთ-ერთი საკონტროლო კოშკის ქვეშ გაჩნდა.

ხანძრის გაჩენისთვის მალევე დააკავეს საქართველოს 36 წლის მოქალაქე, რომელიც იტალიაში რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა. იგი დაკავებულია „სატრანსპორტო უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობისთვის, დიდი ზიანისთვის, ცეცხლის წაკიდებისთვის, ძალადობისთვისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის“.

მედიის ცნობით, ყველაფერი 5 თებერვალს დილის 07:00 საათზე დაიწყო. საქართველოს მოქალაქე ადგილზე მიჰყვა ადამიანს, რომელიც სამუშაოდ მიდიოდა საკონტროლო კოშკში, რომელიც აეროპორტის საზოგადოებრივ სივრცეს მოშორებულია.

  • საქართველოს მოქალაქე მას მოულოდნელად დაესხა თავს, როდესაც ის საკონტროლო კოშკის კარს აღებდა და თავად შევიდა საკონტროლო კოშკში. ამის შემდეგ, საქართველოს მოქალაქემ ცეცხლი წაუკიდა საკონტროლო კოშკში მდებარე კომპიუტერულ აღჭურვილობას და ავეჯს. მიზეზები, თუ რატომ გააკეთა მან ეს, გაურკვეველი რჩება და გამოძიება მიმდინარეობს.

იტალიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრმა მატეო სალვინიმ ინციდენტს “კრიმინალური აქტი” უწოდა და აღნიშნა, რომ ცეცხლი “გაჩენილ იქნა უსახლკარო იმიგრანტის მიერ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა”.

წაიკითხეთ ასევე: