მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავას და კიდევ 7 პირს სასამართლომ გირაო შეუფარდა - რა ხდებოდა პროცესზე
გიგი უგულავას და კიდევ 7 პირს სასამართლომ გირაო შეუფარდა - რა ხდებოდა პროცესზე

„თბი­ლი­სი მოლ­თან“ სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე ობი­ექ­ტის ჯგუ­ფუ­რად ბლო­კი­რე­ბის მცდე­ლო­ბა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლებს, გიგი უგუ­ლა­ვას და კი­დევ 7 პირს სა­პა­ტიმ­რო გი­რაო სხვა­დას­ხვა ოდე­ნო­ბით შე­ე­ფარ­და, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი თან­ხის გა­დახ­დის შემ­დეგ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, გიგი უგუ­ლა­ვას, დი­მიტ­რი ბი­ძი­ნაშ­ვილს, ირაკ­ლი ტა­ბა­ტა­ძეს, ირაკ­ლი წიგ­ნა­ძეს, ალექ­სან­დრე გო­გო­ლა­ძეს 5000 ლა­რი­ა­ნი გი­რაო, ნი­კო­ლოზ ქუმ­სიშ­ვილს 4000-ლა­რი­ა­ნი, ვა­სილ ელი­ა­ვას, ნი­კო­ლოზ კუ­ტუ­ბი­ძეს 3500-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­ე­ფარ­დათ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, და­ვით კურ­ტა­ნი­ძემ მი­ი­ღო და ამით პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ცვლი­ლე­ბით და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

  • დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის - გიგი უგუ­ლა­ვას, ვა­სილ ელი­ა­ვას, ირაკ­ლი ტა­ბა­ტა­ძის, ირაკ­ლი წიგ­ნა­ძის, დი­მიტ­რი ბი­ძი­ნაშ­ვი­ლის, ნი­კო­ლოზ კუ­ტუ­ბი­ძის, ნი­კო­ლოზ ქუმ­სიშ­ვი­ლის და ალექ­სან­დრე გო­გო­ლა­ძის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლეს.

მათ მი­მართ პრო­კუ­რა­ტუ­რა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 5000-ლა­რი­ა­ნი სა­პა­ტიმ­რო გი­რა­ოს შუ­ამ­დგომ­ლობ­და, დაც­ვის მხა­რე კი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის აღ­კვე­თის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას მო­ი­თხოვ­დნენ. იმ შემ­თხვე­ვა­ში კი, თუკი სა­სა­მარ­თლო მა­ინც გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბას გა­და­წყვეტ­და, ად­ვო­კა­ტე­ბი მი­ნი­მა­ლუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვ­დნენ.

სი­ტყვით ისარ­გებ­ლეს თა­ვად ბრალ­დე­ბებ­მაც და აღ­ნიშ­ნეს, რომ მათ არა­ნა­ი­რი და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნი­ათ.

ცნო­ბის­თვის, და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-222-ე მუხ­ლით წა­რედ­გი­ნათ, რაც სტრა­ტე­გი­უ­ლი ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტის ჯგუ­ფუ­რად ბლო­კი­რე­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

2 თე­ბერ­ვალს „თბი­ლი­სი მოლ­თან" მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ჯამ­ში 31 პირი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა, 4 თე­ბერ­ვალს 8 პირს, მათ შო­რის, ოპო­ზი­ცი­ო­ნერ პო­ლი­ტი­კოს გიგი უგუ­ლა­ვას, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და.

წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა 2-დან 4- წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

გიგი უგულავას და კიდევ 7 პირს სასამართლომ გირაო შეუფარდა - რა ხდებოდა პროცესზე

გიგი უგულავას და კიდევ 7 პირს სასამართლომ გირაო შეუფარდა - რა ხდებოდა პროცესზე

„თბილისი მოლთან“ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე დაკავებულებს, გიგი უგულავას და კიდევ 7 პირს საპატიმრო გირაო სხვადასხვა ოდენობით შეეფარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდებიან.

უფრო კონკრეტულად, გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი ტაბატაძეს, ირაკლი წიგნაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს 5000 ლარიანი გირაო, ნიკოლოზ ქუმსიშვილს 4000-ლარიანი, ვასილ ელიავას, ნიკოლოზ კუტუბიძეს 3500-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა ცვლილებით დააკმაყოფილა.

  • დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების - გიგი უგულავას, ვასილ ელიავას, ირაკლი ტაბატაძის, ირაკლი წიგნაძის, დიმიტრი ბიძინაშვილის, ნიკოლოზ კუტუბიძის, ნიკოლოზ ქუმსიშვილის და ალექსანდრე გოგოლაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

მათ მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი საპატიმრო გირაოს შუამდგომლობდა, დაცვის მხარე კი ბრალდებულების აღკვეთის გარეშე დატოვებას მოითხოვდნენ. იმ შემთხვევაში კი, თუკი სასამართლო მაინც გირაოს გამოყენებას გადაწყვეტდა, ადვოკატები მინიმალურის გამოყენებას ითხოვდნენ.

სიტყვით ისარგებლეს თავად ბრალდებებმაც და აღნიშნეს, რომ მათ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ.

ცნობისთვის, დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით წარედგინათ, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.

2 თებერვალს „თბილისი მოლთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა, 4 თებერვალს 8 პირს, მათ შორის, ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიგი უგულავას, სისხლის სამართლის კოდექსით გადაუკვალიფიცირდა.

წარდგენილი ბრალდება 2-დან 4- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.