მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

26

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:01-ზე, მთვარე ლომშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიურია თავის უკანა ნაწილი და ყურები. შეგიძლიათ მიირთვათ ცხარე საკვები, სანელებლები, ხორცი. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა,
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების და მასთან ერთად, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების და მასთან ერთად, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარ­ლა­მენ­ტმა შეკ­რე­ბა-მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წე­სე­ბის და მას­თან ერ­თად, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბას, პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მხა­რი და­უ­ჭი­რა.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი, რო­მელ­საც სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტია დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით იხი­ლავს, 80 ხმით, ერ­თხმად და­ამ­ტკი­ცეს.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტის თა­ნახ­მად, სპონ­ტა­ნუ­რი შეკ­რე­ბა/მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის ცნე­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა და სპონ­ტა­ნუ­რი შეკ­რე­ბის დროს თვით­მმარ­თვე­ლი ორ­გა­ნოს წე­რი­ლო­ბი­თი გაფრ­თხი­ლე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა.

შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის მთელ რიგ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით იც­ვლე­ბა აღ­სრუ­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი სუ­ბი­ექ­ტი, რო­მელ­საც აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

რე­გუ­ლირ­დე­ბა დრო­ე­ბი­თი კონ­სტრუქ­ცი­ის დე­მონ­ტა­ჟის სა­კი­თხე­ბი.

იკ­რძა­ლე­ბა შეკ­რე­ბის ან მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა და­ხუ­რულ სივ­რცე­ში/შე­ნო­ბა­ში მე­სა­კუთ­რის წი­ნას­წა­რი წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბის გა­რე­შე. ასე­ვე, იკ­რძა­ლე­ბა შეკ­რე­ბის ან მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბი­სას შე­ნო­ბე­ბის შე­სას­ვლე­ლე­ბის, ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლე­ბის, ხი­დე­ბის, გვი­რა­ბე­ბის, ეს­ტა­კა­დე­ბის, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო კვან­ძე­ბი­სა და რკი­ნიგ­ზის ბლო­კი­რე­ბა.

15 - დღი­დან 60 დღემ­დე იზ­რდე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბის ვადა.

წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ლან­ძღვა - გი­ნე­ბას, მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე შე­უ­რა­ცხმყო­ფელ გა­და­კი­დე­ბას, ნაც­ვლად 500-დან 1 000 ლა­რამ­დე ჯა­რი­მი­სა ან 15 დღემ­დე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბი­სა, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 500-დან 3 000 ლა­რამ­დე ან 20 დღემ­დე პა­ტიმ­რო­ბას, ხოლო იგი­ვე ქმე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნა, ნაც­ვლად 1500-დან 2000 ლა­რამ­დე ჯა­რი­მი­სა ან 5-დან 15 დღემ­დე პა­ტიმ­რო­ბი­სა, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 3 000 ლა­რი­დან 5 000 ლა­რამ­დე ან 5-დან 60 დღემ­დე პა­ტიმ­რო­ბას.

ვან­და­ლიზ­მის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნა, ნაც­ვლად 2 000 ლარი ჯა­რი­მი­სა ან 5 დღემ­დე პა­ტიმ­რო­ბი­სა, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას ისევ 2 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით ან 20 დღემ­დე პა­ტიმ­რო­ბას.

ცვლი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლის, სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლის, აღ­სრუ­ლე­ბის პო­ლი­ცი­ე­ლის, სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის ან ამა­ვე სა­მი­ნის­ტროს მმარ­თვე­ლო­ბის სფე­რო­ში მოქ­მე­დი სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის - და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ის, არა­სა­პა­ტიმ­რო სას­ჯელ­თა აღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მო­სამ­სა­ხუ­რის ან მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი პი­რის სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, ლან­ძღვა-გი­ნე­ბა, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გა­და­კი­დე­ბა ან/და სხვაგ­ვა­რი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ქმე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს ან სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით (გარ­და სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­სა), - გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 2 000 ლა­რი­დან 5 000 ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბით ან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­ტიმ­რო­ბას 60 დღემ­დე ვა­დით.

გარ­და ამი­სა, სა­ხელ­მწი­ფო-პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის, პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო მო­სამ­სა­ხუ­რი­სა და სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რის სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა ან სხვაგ­ვა­რი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ქმე­დე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­მო­იწ­ვევს.

“ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, ასე­თი ქმე­დე­ბა გა­მო­იწ­ვევს პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 1500 ლა­რი­დან 4 000 ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბით ან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­ტიმ­რო­ბას 45 დღემ­დე ვა­დით.

ამა­ვე პრო­ექ­ტით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ჩა­დე­ნის­თვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სახ­დელ­და­დე­ბუ­ლი პი­რის მიერ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ჩა­დე­ნა - გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 2 500 ლა­რი­დან 6 000 ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბით ან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­ტიმ­რო­ბას 5 დღი­დან 60 დღემ­დე ვა­დით.

პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის და სა­ხელ­მწი­ფო მო­სამ­სა­ხუ­რის შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე ასე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ია­რა­ღის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა, 3 წლამ­დე ვა­დით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკული გზავნილები და განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში
ავტორი:

პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების და მასთან ერთად, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების და მასთან ერთად, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების და მასთან ერთად, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

"ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც სახელისუფლებო პარტია დაჩქარებული წესით იხილავს, 80 ხმით, ერთხმად დაამტკიცეს.

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, სპონტანური შეკრება/მანიფესტაციის ცნება განისაზღვრება და სპონტანური შეკრების დროს თვითმმართველი ორგანოს წერილობითი გაფრთხილება სავალდებულო ხდება.

შეკრებისა და მანიფესტაციის მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით იცვლება აღსრულებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები განახორციელოს.

რეგულირდება დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟის საკითხები.

იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში/შენობაში მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ასევე, იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება.

15 - დღიდან 60 დღემდე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა.

წვრილმანი ხულიგნობა, რაც გულისხმობს საჯარო სივრცეში ლანძღვა - გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას, ნაცვლად 500-დან 1 000 ლარამდე ჯარიმისა ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 3 000 ლარამდე ან 20 დღემდე პატიმრობას, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა, ნაცვლად 1500-დან 2000 ლარამდე ჯარიმისა ან 5-დან 15 დღემდე პატიმრობისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ან 5-დან 60 დღემდე პატიმრობას.

ვანდალიზმის განმეორებით ჩადენა, ნაცვლად 2 000 ლარი ჯარიმისა ან 5 დღემდე პატიმრობისა, გამოიწვევს დაჯარიმებას ისევ 2 000 ლარის ოდენობით ან 20 დღემდე პატიმრობას.

ცვლილების მიხედვით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა), - გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

გარდა ამისა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, ასევე სახელმწიფო მოსამსახურისა და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, ასეთი ქმედება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.

ამავე პროექტით, აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა - გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით.

პოლიტიკური თანამდებობის პირის და სახელმწიფო მოსამსახურის შეურაცხყოფაზე ასე გათვალისწინებულია იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა, 3 წლამდე ვადით.