სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მასობრივი მკვლელობა შვედეთის ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაში, რომელსაც, სულ ცოტა, 10 ადამიანი ემსხვერპლა  - სტუდენტის მიერ გადაღებული უმძიმესი კადრები
მასობრივი მკვლელობა შვედეთის ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაში, რომელსაც, სულ ცოტა, 10 ადამიანი ემსხვერპლა  - სტუდენტის მიერ გადაღებული უმძიმესი კადრები

უახ­ლე­სი მო­ნა­ცე­მე­ბით, შვე­დე­თის ცენ­ტრა­ლურ ქა­ლაქ ორებ­როს (სტოკ­ჰოლ­მი­დან და­სავ­ლე­თით 200 კმ) ბავ­შვთა სკო­ლის გვერ­დით, ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრში სრო­ლის შე­დე­გად, სულ ცოტა, 10 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის რო­ბერ­ტო ეიდ ფო­რეს­ტის თქმით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ამ მო­მენ­ტის­თვის "არ შე­უძ­ლი­ათ უფრო კონ­კრე­ტუ­ლად" და­ა­სა­ხე­ლონ გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რად­გან მათი რი­ცხვი ჯერ კი­დევ დგინ­დე­ბა. პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, გარ­დაც­ვლი­ლია და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნიც.

მსრო­ლე­ლის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ის არის ცნო­ბი­ლი, რომ მას მა­ნამ­დე პო­ლი­ცი­ას­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია, არ ყო­ფი­ლა რო­მე­ლი­მე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ბან­დის წევ­რი და არ აქვს კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლი. მა­თი­ვე თქმით, ამ მო­მენ­ტის­თვის თავ­დას­ხმის უკან ტე­რო­რის­ტუ­ლი მო­ტი­ვი არ ჩანს.

"ჩვენ გვჯე­რა, რომ დამ­ნა­შა­ვე მარ­ტო­ხე­ლა მგე­ლი იყო", - გა­ნა­ცხა­და ფო­რეს­ტმა და დას­ძი­ნა, რომ ამ "უკი­დუ­რე­სი ტრა­გი­კუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის" გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია.

შვე­დე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მომ­ხდარს "შვე­დე­თის­თვის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი დღე" უწო­და.

"ჩემი ფიქ­რე­ბი იმ ადა­მი­ა­ნებ­თა­ნაა, ვის­თვი­საც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სას­წავ­ლო დღე კოშ­მა­რად გა­და­იქ­ცა...“- გა­ნა­ცხა­და სა­გან­გე­ბო პრეს-კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ულფ კრის­ტერ­სონ­მა.

  • შვე­დე­თის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის, გუ­ნარ სტრო­მე­რის გან­ცხა­დე­ბით, და­ღუ­პულ­თა შო­რის იყო თა­ვად თავ­დამ­სხმე­ლი.

“ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლი ახლა მთა­ვარ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლად მი­იჩ­ნე­ვა. დამ­ნა­შა­ვე მა­ნამ­დე უც­ნო­ბი იყო პო­ლი­ცი­ის­თვის და დღემ­დე არ ვი­ცით, რა­ტომ მოხ­და ეს“, - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბა და­არ­წმუ­ნა, რომ შემ­დგო­მი თავ­დას­ხმე­ბის მო­ლო­დი­ნის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს და სწავ­ლის პრო­ცე­სის გა­ნახ­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

  • "სამი გას­რო­ლის ხმა გა­ვი­გეთ"- რას ჰყვე­ბი­ან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი?

რო­გორც Associated Press-ი შვე­დურ გა­ზეთ Expressen-ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი იხ­სე­ნებს, რომ დე­რეფ­ნებ­ში სა­ში­ნე­ლი ხმე­ბი ის­მო­და.

”ჩვენ გა­ვი­გეთ სამი გას­რო­ლის ხმა და ხმა­მა­ღა­ლი ყვი­რი­ლი”, - თქვა 28 წლის ან­დრე­ას სან­დლინ­გმა, რო­მე­ლიც საკ­ლა­სო ოთახ­ში იმა­ლე­ბო­და.

სას­წავ­ლო ცენ­ტრის მას­წავ­ლებ­ლის თქმით, თავ­დას­ხმის დროს კამ­პუს­ში უჩ­ვე­უ­ლოდ ცოტა მოს­წავ­ლე იმ­ყო­ფე­ბო­და. ბევ­რმა მათ­გან­მა კამ­პუ­სი სამ­შა­ბათს, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ და­ტო­ვა.

  • "მან სის­ხლი და­ი­ნა­ხა" - მამა, თავ­დას­ხმის დროს, შვილ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს

გო­გო­ნას მამა, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში მყოფ შვილს ტე­ლე­ფო­ნით ამ­შვი­დებ­და

იო­ჰა­ნეს სი­ო­ბერ­გი იხ­სე­ნებს ქა­ლიშ­ვილ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დე­ტა­ლებს. თავ­დას­ხმის დროს მისი შვი­ლი სკო­ლა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს.

იო­ჰა­ნეს სი­ო­ბერ­გის თქმით, მისი შვი­ლი ბავ­შვე­ბის პირ­ველ ჯგუფ­თან ერ­თად უსაფრ­თხო ად­გილ­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს და მას­თან მუდ­მივ სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­ტაქ­ტში იმ­ყო­ფე­ბო­და.

”ჩვენ ორ­სა­ათ­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მუდ­მი­ვად ვწერ­დით ერ­თმა­ნეთს მე­სი­ჯებს. ის ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ თავს მშვი­დად და უსაფრ­თხოდ გრძნობ­და და მთე­ლი დრო ლო­ცუ­ლობ­და. სის­ხლი და­ი­ნა­ხა, თუმ­ცა მას­წავ­ლებ­ლე­ბი და­ეხ­მარ­ნენ და ოთახ­ში შე­იყ­ვა­ნეს", - აცხა­დებს იო­ჰა­ნეს სი­ო­ბერ­გი.

  • მა­ნამ­დე, თავ­დას­ხმის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი ერთ-ერ­თმა შე­ში­ნე­ბულ­მა სტუ­დენ­ტმა Snapchat-ზე გა­ავ­რცე­ლა ვი­დე­ო­ში ჩანს, რო­გორ გარ­ბის შე­ში­ნე­ბუ­ლი ხალ­ხი თავ­დას­ხმის ად­გი­ლი­დან.

"ის­ვრი­ან, ღმერ­თო ჩემო!" - ის­მის ერთ-ერთი სტუ­დენ­ტის გან­წი­რუ­ლი ხმა.

სრო­ლა შვე­დე­თის ქა­ლაქ ორებ­რო­ში მდე­ბა­რე ზრდას­რულ­თა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრში გუ­შინ, 4 თე­ბერ­ვალს მოხ­და. ცენ­ტრი სხვა სკო­ლებ­თან ერ­თად ერთ კამ­პუს­ში მდე­ბა­რე­ობს.

გა­ნახ­ლე­ბა 12:13

BBC -ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 11-მდე გა­ი­ზარ­და.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

მასობრივი მკვლელობა შვედეთის ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაში, რომელსაც, სულ ცოტა, 10 ადამიანი ემსხვერპლა  - სტუდენტის მიერ გადაღებული უმძიმესი კადრები

მასობრივი მკვლელობა შვედეთის ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაში, რომელსაც, სულ ცოტა, 10 ადამიანი ემსხვერპლა  - სტუდენტის მიერ გადაღებული უმძიმესი კადრები

უახლესი მონაცემებით, შვედეთის ცენტრალურ ქალაქ ორებროს (სტოკჰოლმიდან დასავლეთით 200 კმ) ბავშვთა სკოლის გვერდით, ზრდასრულთა განათლების ცენტრში სროლის შედეგად, სულ ცოტა, 10 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელის რობერტო ეიდ ფორესტის თქმით, სამართალდამცავებს ამ მომენტისთვის "არ შეუძლიათ უფრო კონკრეტულად" დაასახელონ გარდაცვლილთა რაოდენობა, რადგან მათი რიცხვი ჯერ კიდევ დგინდება. პოლიციის განცხადებით, გარდაცვლილია დანაშაულის ჩამდენიც.

მსროლელის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მას მანამდე პოლიციასთან არანაირი შეხება არ ჰქონია, არ ყოფილა რომელიმე ორგანიზებული ბანდის წევრი და არ აქვს კრიმინალური წარსული. მათივე თქმით, ამ მომენტისთვის თავდასხმის უკან ტერორისტული მოტივი არ ჩანს.

"ჩვენ გვჯერა, რომ დამნაშავე მარტოხელა მგელი იყო", - განაცხადა ფორესტმა და დასძინა, რომ ამ "უკიდურესი ტრაგიკული ინციდენტის" გამოძიება დაწყებულია.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მომხდარს "შვედეთისთვის ძალიან მტკივნეული დღე" უწოდა.

"ჩემი ფიქრები იმ ადამიანებთანაა, ვისთვისაც ჩვეულებრივი სასწავლო დღე კოშმარად გადაიქცა...“- განაცხადა საგანგებო პრეს-კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა.

  • შვედეთის იუსტიციის მინისტრის, გუნარ სტრომერის განცხადებით, დაღუპულთა შორის იყო თავად თავდამსხმელი.

“ერთ-ერთი გარდაცვლილი ახლა მთავარ ეჭვმიტანილად მიიჩნევა. დამნაშავე მანამდე უცნობი იყო პოლიციისთვის და დღემდე არ ვიცით, რატომ მოხდა ეს“, - განაცხადა მინისტრმა.

ხელისუფლებამ ქალაქის მოსახლეობა დაარწმუნა, რომ შემდგომი თავდასხმების მოლოდინის საფუძველი არ არსებობს და სწავლის პროცესის განახლება შესაძლებელია.

  • "სამი გასროლის ხმა გავიგეთ"- რას ჰყვებიან ადგილობრივები?

როგორც Associated Press-ი შვედურ გაზეთ Expressen-ზე დაყრდნობით იუწყება, ერთ-ერთი თვითმხილველი იხსენებს, რომ დერეფნებში საშინელი ხმები ისმოდა.

”ჩვენ გავიგეთ სამი გასროლის ხმა და ხმამაღალი ყვირილი”, - თქვა 28 წლის ანდრეას სანდლინგმა, რომელიც საკლასო ოთახში იმალებოდა.

სასწავლო ცენტრის მასწავლებლის თქმით, თავდასხმის დროს კამპუსში უჩვეულოდ ცოტა მოსწავლე იმყოფებოდა. ბევრმა მათგანმა კამპუსი სამშაბათს, ეროვნული გამოცდის ჩაბარების შემდეგ დატოვა.

  • "მან სისხლი დაინახა" - მამა, თავდასხმის დროს, შვილთან სატელეფონო საუბრის დეტალებს იხსენებს

გოგონას მამა, რომელიც სკოლაში მყოფ შვილს ტელეფონით ამშვიდებდა

იოჰანეს სიობერგი იხსენებს ქალიშვილთან სატელეფონო საუბრის დეტალებს. თავდასხმის დროს მისი შვილი სკოლაში იმყოფებოდა, რომელიც სასწავლო დაწესებულებასთან ახლოს მდებარეობს.

იოჰანეს სიობერგის თქმით, მისი შვილი ბავშვების პირველ ჯგუფთან ერთად უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს და მასთან მუდმივ სატელეფონო კონტაქტში იმყოფებოდა.

”ჩვენ ორსაათნახევრის განმავლობაში მუდმივად ვწერდით ერთმანეთს მესიჯებს. ის ძალიან შეშინებული იყო, მაგრამ თავს მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობდა და მთელი დრო ლოცულობდა. სისხლი დაინახა, თუმცა მასწავლებლები დაეხმარნენ და ოთახში შეიყვანეს", - აცხადებს იოჰანეს სიობერგი.

  • მანამდე, თავდასხმის ამსახველი კადრები ერთ-ერთმა შეშინებულმა სტუდენტმა Snapchat-ზე გაავრცელა ვიდეოში ჩანს, როგორ გარბის შეშინებული ხალხი თავდასხმის ადგილიდან.

"ისვრიან, ღმერთო ჩემო!" - ისმის ერთ-ერთი სტუდენტის განწირული ხმა.

სროლა შვედეთის ქალაქ ორებროში მდებარე ზრდასრულთა საგანმანათლებლო ცენტრში გუშინ, 4 თებერვალს მოხდა. ცენტრი სხვა სკოლებთან ერთად ერთ კამპუსში მდებარეობს.

განახლება 12:13

BBC -ის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა.

წყარო

იხილეთ ასევე: